"ნასას", მთვარზე ქალისა და მამაკაცის გაგზავნა სურს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2020 14:09

ამერიკის შეერთებული შტატების საავიაციო და კოსმოსური სააგენტო "ნასა", 2024 წელს მთვარეზე ორი ასტრონავტის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ "TRT ქართული" წერს.

NASA-ს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი ქალი და ერთი მამაკაცი ასტრონავტი 2024 წელს მთვარის ზედაპირზე, "Artemis"-ის სახელწოდების პროგრამის ფარგლებში გაიგზავნებიან, რისთვისაც საჭირო იქნება  28 მილიარდი დოლარი. ამავე განცხადებით, კაფსულა სახელწოდებით “Orion“-ი, ახალი მძლავრი რაკეტით, SLS-ით გაიტყორცნება.

 

წაკითხულია 374 ჯერ

Related items

  • მსოფლიოს ყველაზე წლოვანი ადამიანი 119 წლის გახდა

    დედამიწაზე ამჟამად მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, იაპონელი ქალი ტანაკა კეინი, 119 წლის გახდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, 2019 წლის მარტში, გინესის რეკორდების წიგნის მიერ მინიჭებული "მსოფლიოში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ადამიანის" ტიტულის მფლობელი ტანაკა კეინი, გუშინ 119 წლის გახდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანაკა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ იაპონიის  ფუკუოკას პროვინციაში მოქმედ  მოხუცთა თავშესაფარში  ცხოვრობს, მიმიკებითა და სახის გამომეტყველებით დაუკავშირდა თავშესაფრის თანამშრომლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტანაკას, რომელიც რიცხვებისგან შემდგარ თავსატეხებსაც კი ხსნის, ჯერ კიდევ ძალიან უყვარს შოკოლადები და გაზიანი სასმელები.

    ტანაკამდე მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლებოდა ასევე იაპონელი ქალი ჩიიო მიაკო,  რომელიც 2018 წლის ივლისში 117 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდხანს მცხოვრები ადამიანის ტიტული ჯერ ჯერობით უჭირავს ფრანგ ქალ ჟანა ლუიზ კალმენტს, რომელიც 1997 წელს, 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • ვირა პლატონოვას მომავლის ევროპაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო - „წლის ბიზნეს ლიდერი ქალის“ ნომინაციაში გადაეცა

    მომავლის ევროპაში წვლილისთვის ყოველწლიური დაჯილდოების ღონისძიების ფარგლებში,  ჯილდოვდებიან საუკეთესო ორგანიზაციები და პირები მათი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ევროპის ქვეყნების განვითარებაში

    თბილისი, საქართველო - 2021 წლის 24 სექტემბერი– ვირა პლატონოვა, Visa-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, დსთ, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CISSEE) ჯგუფის რეგიონალური მენეჯერი, აღიარეს, როგორც „წლის ბიზნეს ლიდერი ქალი" და გადაეცა პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მომავლის ევროპაში შეტანილი წვლილისთვის (The Future of Emerging Europe Awards).

    მომავლის ევროპაში შეტანილი წვლილისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამიტზე და დაჯილდოების ღონისძიებაზე (Future of Emerging Europe Summit and Awards), რომელიც წელს ბრიუსელში ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, შედგა დებატი მომავლის ევროპისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემების შესახებ. სამიტის ორგანიზატორებმა ასევე დააჯილდოვეს საუკეთესო ნომინაციაში - ქვეყნის მთავრობები, ორგანიზაციები და პირები ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის 23 ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

    წელს დასახელდა 21 ნომინაცია ხუთ ძირითად კატეგორიაში: ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, პარტნიორობა და მშვიდობა. მათ შორის იყო ასევე „წლის ახალგაზრდა გავლენიანი ადამიანი", "ბიზნესში წლის ლიდერი ქალი", "წლის საზოგადო მოღვაწე". კასია მადერამ, BBC World News-ის ჟურნალისტმა და სამიტის თანადამფუძნებელმა ენდრიუ ვრობელმა,  გამარჯვებულები BluePoint ბრიუსელის საკონფერენციო ცენტრის სცენაზე გამოაცხადეს, რომელიც ბელგიის დედაქალაქის ევროპული უბნის მახლობლად მდებარეობს. 

    CISSEE რეგიონში Visa გუნდის შთამაგონებელი წარმატებისთვის, მეწარმე ქალთა მიმართ მუდმივი მხარდაჭერისა და ლიდერების მომავალი თაობის მომზადებისთვის ვირა პლატონოვა საუკეთესოდ იქნა აღიარებული და მას გადაეცა ჯილდო კატეგორიაში „წლის ბიზნეს ლიდერი ქალი“.

    „ჩვენ, Visa-ს გუნდში გვჯერა გენდერული თანასწორობის და სამართლიანი წვდომის - ყველასთვის და ყველგან. ჩვენ მიზნად ვისახავთ ეკონომიკისა და საზოგადოების სამართლიანი და წარმატებული განვითარების მხარდაჭერას, ხელს ვუწყობთ რა ქალთა ლიდერობას და თანაბარ კარიერულ განვითარებას ჩვენს ორგანიზაციაში, ასევე ინვესტიციას ვახორციელებთ საგანმანათლებლო პროგრამებში და ვაარსებთ მეწარმე ქალთა გაერთიანებებს. Visa-ს გუნდის სახელით, ძალიან ამაყი ვარ, რომ მივიღე ეს ჯილდო, რომელიც აღიარებს ჩვენს ძალისხმევასა და წვლილს და გვაძლევს მოტივაციას ვაკეთოთ მეტი,“- განაცხადა ვირა პლატონოვამ, Visa-s უფროსმა  ვიცე პრეზიდენტმა, დსთ, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CISSEE) ჯგუფის რეგიონალურმა მენეჯერმა.

    ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. ნომინაციის კანდიდატების ზედმიწევნითი შერჩევის და ღია საჯარო ონლაინ კენჭისყრის შემდეგ, ჟიურის კომიტეტმა და მომავლის ევროპაში წვლილისთვის დაჯილდოების გუნდმა განიხილეს ყველა კანდიდატურა და შეადგინეს იმ კანდიდატების სია, რომლებიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს.

     მადლენ ოლბრაითმა ერთხელ თქვა, რომ ჯოჯოხეთში არის განსაკუთრებული ადგილი ქალებისთვის, რომლებიც სხვა ქალებს არ ეხმარებიან. ამიტომაც ქალები ეხმარებიან სხვა ქალებს გააფართოონ თავიანთი შესაძლებლობები, განსაკუთრებით ისეთი ქალები, ვინც მიაღწიეს დიდ წარმატებას კარიერაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავლის ევროპის ზოგიერთ საზოგადოებაში, სადაც მამაკაცები დომინირებენ. ქალებმა უნდა ნახონ უფრო ღირსეული მისაბაძი მოდელები და ასეთი ნომინაციები ამას ხელს უწყობს“, - თქვა ენდრიუ ვრობელმა, მომავლის ევროპაში წვლილისთვის ყოველწლიური სამიტის და დაჯილდოების დამფუძნებელმა პარტნიორმა.

    წელს, სხვა ნომინაციებთან ერთად, პროფესორ გიუნტერ ვერჰოგენის სახელობის ჯილდო, რომელიც გადაეცემა მომავლის ევროპის ფარგლებს გარეთ მოღვაწე პირებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს რეგიონის კეთილდღეობასა და მშვიდობაში, გადაეცა სერ სუმა ჩაკრაბარტის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოფილ პრეზიდენტს ( 2012-2020). პროფესორ კატალინ კარიკოს (უნგრეთი), რომლის ნამუშევარმა საფუძველი ჩაუყარა Covid-19 ვაქცინას, მიენიჭა პრინცესა მარინა სტურძას სახელობის ჯილდო, რომელიც გადაეცემა რეგიონში გამოჩენილ პირებს, რომლებმაც მის განვითარებაში, მეცნიერებაში, კულტურასა და მშვიდობაში შეიტანეს წვლილი.

    გამარჯვებულთა სრული სია შეგიძლიათ ნახოთ ვებ.გვერდზე: The Future of Emerging Europe Awards.

    მომავლის ევროპაში წვლილისთვის ყოველწლიური სამიტი და დაჯილდოების ღონისძიება ტარდება მომავლის ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, რომელიც არის მომავლის ევროპის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, მის შემადგენლობაში შედიან წამყვანი ექსპერტები (საზოგადოებრივი აზრის ლიდერები), ბიზნესის უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელები, მეცნიერები, სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები, საერთაშორისო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური სფეროს და ხელოვნების სამყაროს ყოფილი მაღალი რანგის წარმომადგენლები.                    

    ###

    Visa Inc.-ის შესახებ

    მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge,  https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE.

    მომავლის ევროპის შესახებ

    მომავლის ევროპა“ არის ლონდონში დაფუძნებული საინფორმაციო, საზოგადოებრივი და ახალი ამბების პლატფორმა, რომლის მისიაა რეგიონის 23 ქვეყნის მდგრადი და ინოვაციებზე ორიენტირებული სოციალური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს ცენტრალურ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას და სამხრეთ კავკასიას.

    მომავლის ევროპა - ონლაინ და ოფლაინ დებატები აშუქებს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშე დგას მომავლის ევროპის რეგიონი და ხაზს უსვამს საუკეთესო გადაწყვეტილებებს და ინიციატივებს, რომლებიც დაეხმარება ამ პრობლემების დაძლევაში ხუთ სფეროში: ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, პარტნიორობა და მშვიდობა (მდგრადი განვითარების მიზნები) რომლებშიც ხდება მომავლის ევროპაში წვლილისთვის დაჯილდოება.

  • იაპონია და ისრაელი მიზნად ისახავენ მთვარეზე ჟანგბადის წარმოებას

    იაპონური და ისრაელის კომპანიები ითანამშრომლებენ ექსპერიმენტულ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ჟანგბადის წარმოებას მთვარეზე. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    იაპონური საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“-ს ცნობით, იაპონიიდან Ispace-ი და ისრაელიდან Helios-ი ითანამშრომლებენ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს მთვარეზე ჟანგბადის წარმოებას.

    შესაბამისად, კომპანიები შეეცდებიან ჟანგბადის გამომუშავებას მთვარედან მიღებული ნიადაგის მაღალ ტემპერატურაზე დნობის და ელექტროლიზების გზით.

    პროექტზე საუბრისას Ispace–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკამადა ტაკეშიმ თქვა: ”პროექტი წაახალისებს მეტ მოთამაშეს ამ ბაზარზე შესასვლელად”.

    Helios-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონათან გეიფმანმა განაცხადა, რომ მთვარის ნიადაგიდან ჟანგბადის გამომუშავება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მომავალში მთვარის საკითხზე საქმიანობისთვის.

    პროექტის ფარგლებში ისრაელის კომპანია მიზნად ისახავს 250 კილოგრამ ჟანგბადის მიღებას 1 ტონა მთვარის ნიადაგიდან.

    Ispace-ი კი 2023-25 წლებში ორ სხვადასხვა პერიოდში ტექნიკურ აღჭურვილობას მიაწვდის.

  • ჩინეთის კოსმოსურმა ეროვნულმა ადმინისტრაციამ წითელი პლანეტის /მარსი/ სურათები წარმოადგინა

    ჩინეთის კოსმოსურმა ეროვნულმა ადმინისტრაციამ პარასკევს წარმოადგინა კოსმოსური რობოტის "ჩჟუჟუნის" მიერ გადაღებული წითელი პლანეტის /მარსი/ სურათები. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" იუწყება.

    სურათების გამოქვეყნების საზეიმო ცერემონია პეკინში შედგა. ეს ღონისძიება დასტურია ჩინეთის წარმატებისა, რომელიც ამტკიცებს, რომ პლანეტა "მარსის" პირველი საძიებო კოსმოსური მისია, კოსმოსური ხომალდის გამოყენებით, აბსოლუტური წარმატებით მიმდინარეობს. 

    ზემოთ მოცემულ სურათებში აღბეჭდილია მარსის პანორამა, მისი რელიეფი დაჯდომის ადგილზე და "მარსის" ყველგანმავალი რობოტი, ჩინეთის ეროვნული დროშით.

  • გახდება თუ არა „ვანის ტბა“ NASA-ს მხრიდან გადაღებულ ფოტოებს შორის საუკეთესო?

    ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს /NASA/ მიერ კოსმოსური სივრციდან გადაღებული ფოტოების, ონლაინ ფოტოკონკურსის სახელწოდებით „მსოფლიო ტურნირი“, ფინალში გავიდა თურქეთში მდებარე „ვანის ტბის“ სურათიც. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, მეორე ფინალისტი კი „მოძრავი ვარსკვლავები“ სახელწოდების ფოტო დასახელდა. კენჭისყრა ვებგვერდზე „earthobservatory.nasa.gov/tournament-earth“ აშშ-ს ადგილობრივი დროით, 12 აპრილს 12:00 საათზე დასრულდება.

    თურქეთის "ვანის ტბის" მიმართ ხმის მიცემასთან დაკავშირებით კი თურქეთის სახელმწიფოს მმართველებიც ჩაერთნენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათ შორის გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე, ემინე ერდოღანი და სხვები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური