“GM PHARMA” შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2020 10:55

ფარმაცევტული კორპორაცია “GM PHARMA” (ჯი-ემ-პი) „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა“ და „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის“ ერთობლივი ჯილდოს - „წლის ლიდერი 2019“ (“Leader Of The Year”) მფლობელი გახდა.

საქართველოში ფარმაცევტული სექტორის კომპანიებს შორის „წლის ლიდერი“ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: ბრუნვა, მოგება-ზარალი, დასაქმებულთა რაოდენობა, დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება, დანახარჯები დასაქმებულებზე, სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანები.

2019 წლის მონაცემებით “GM PHARMA”-ს საუკეთესო ფარმაცევტულ კომპანიად აღიარება სიმბოლურიც იყო, რადგან 2019 წელს კომპანიის პროდუქციის ექსპორტმა პირველად გადააჭარბა რეალიზებულ მაჩვენებლებს, რითაც კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკაში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების კუთხით.

“GM PHARMA” საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაციაა, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (მაგ.: გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. 

“GM PHARMA”-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული ქარხანაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტამდე. საწარმო აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების საწარმოო და ლაბორატორიული დანადგარებით: “BOSCH”, “FETTE”, “UHLMANN” და სხვ. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის - GMP PIC/S , ხარისხის მართვის - ISO 9001:2015 და ISO 17025:2010, აშშ საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის - NSF.

“GM PHARMA”-სთვის 2020 წელი საიუბილეო წელია. კომპანია არსებობის 20 წლის თავზე, 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით, ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი პაციენტი მკურნალობს “GM PHARMA”-ს მედიკამენტებით საქართველოსა და საზღვარგარეთ.

რაც შეეხება „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირს“, ორგანიზაცია ოპერირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და ყაზახეთში. აღნიშნული კავშირი 2004 წელს დაარსდა, საქართველოში საქმიანობას კი 2015 წლიდან ეწევა. 2017 წლიდან „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციასთან“ (“Swiss Rating Association“) პარტნიორობით ,,ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა” საქართველოში მოღვაწე წარმატებული კომპანიებისთვის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერი“ მინიჭების უფლება მოიპოვა. არსებობის მანძილზე კავშირს ჩატარებული აქვს 50 დაჯილდოების ცერემონია და 40 ბიზნესფორუმი, მათ შორის 8 ღონისძიება საქართველოში გაიმართა და GM PHARMA უკვე მეორედ გახდა აღნიშნული პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი. (R)

წაკითხულია 367 ჯერ

Related items

  • PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

    PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ასე ეწოდება კონცეფციას, რომელსაც დღეიდან PSP ინტეგრირებული კამპანიის სახით სთავაზობს მომხმარებელს. PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 1994 წლიდან მომხმარებელზე ზუნვაა, რასაც წლების განმავლობაში არაერთი კამპანია მიუძღვნა. ამჯერად, ბრენდი საზღვრებს აფართოებს და ჯანმრთელობაზე ზრუნვის სივრცედ პოზიციონირდება. ზრუნვა კი, ყველაზე კარგად მაშინ გამოიხატება, როცა მას პრევენციული ხასიათი აქვს - ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის გამხსნელ კამპანიას ბრენდი სწორედ ამ მიგნებაზე აგებს.

    კამპანია იწყება ყოველკვირეული ვიდეო-რუბრიკით, რომელშიც ცნობილი ექიმები ისაუბრებენ ამინდისა და სხვა გარემო ფაქტორების გავლენაზე ჩვენს ჯანმრთელობაზე. რუბრიკის ფარგლებში, ექიმები კვირის კლიმატური პროგნოზისა და გარემო პირობების შესაბამის ჯანმრთელობაზე ზრუნვის რჩევებს გაუზიარებენ საზოგადოებას.

    მიმდინარე კვირის PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი უკვე შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://bit.ly/3ClbLut

    „კამპანია კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება PSP უნიკალური ფასდაკლების სისტემის დანერგვით. აფთიაქების ვიტრინებზე “ჭკვიანი” მონიტორები დამონტაჟდება, რომლებიც კლიმატისა და სხვა გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, რეალურ დროში შესაბამის ფასდაკლებებს აგენერირებს - მომხმარებელს კონკრეტულ მომენტში ყველაზე მეტად საჭირო ფასდაკლებებს შესთავაზებს. ასე მაგ. წვიმასა და სუსხში - გაციებისა საწინააღმდეგო და იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებს, მზიან ამინდში - კანის დამცავ პროდუქტებზე და სხვ.

    აღნიშნული კამპანია ყველა ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირებულია. შესაბამისად, მომხმარებელს საშაულება ექნება PSP-ს სოციალური ქსელების საშუალებით მომენტალურად შეიტყოს მიმდინარე აქტივობების, სასარგებლო რეკომენდაციებისა და საინტერესო შეთავაზებების შესახებ“ - აცხადებენ PSP-ში.

  • ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

    რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონკურსზე IWSC Wine Judging in Georgia 2023.

    პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. 13 ოქტომბერს საქართველო  ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) უმასპინძლებს. IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ახლა უკვე ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც მათთვის უპრეცენდენტო შანსია. კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. 

    იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს  ღვინო და გამოიკვეთოს  მისი ნამდვილი ღირებულება, საკმაირისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. და მაინც როგორია IWSC-ის ღვინის შეფასების ინსტრუქცია და კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსანტებს სთავაზობენ. ექსპერტთა თმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად,  არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს  ჯილდოს მნიშვნელოვნებას.  

    „ჩვენ ვაწარმოებთ სტრუქტურულ, მკაცრ ღვინის ტესტირების პროცესს. ჩვენი შეფასების სესიების ფორმატი იძლევა ჯგუფური დისკუსიის საშუალებას, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭირვალობას გადაწყვეტლების მთავარი მიმღებლებისათვის, რომლებიც იღებენ სრულ ინფორმაციას ღვინის შესახებ. იმისათვის, რომ ღვინო სწორედ იქნეს მიწოდებული აუდიტორიისთის, ხდება IWSC-ში შემავალი ყველა ღვინის მწარმოებლის დეტალების გაცნობა. მათ შორის მარკეტინგული ინფორმაცია, როგორიცაა შიდა, გარე და საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემები. ტესტირებისას, ანონიმურობის უზრუნველსაყოფად ღვინო წინასწარ ისხმევა დანომრილ ჭიქებში, თითოეული დაგემოვნების სესიის შემდეგ, შეფასებული ღვინო გადაეცემა ყველა ჟიურის წევრს, რომლებიც დამატებით კომენტარს აკეთებენ არსებულ ღვინოზე. ექსპერტების შესახებ დეტალებს, რომლებმაც ღვინო შეაფასეს კონკურსანტები ღონისძიების ბოლოს იღებენ,“ - ასეთია ღვინის შეფასების ინსტრუქცია და დეტალები, რომელსაც IWSC კონკურსანტებს სთავაზობს.
    კონკურსზე შეფასება 100 ქულიანი სისტემით ხდება, რომლის მიხედვითაც შემდეგ ჯილდოები ნაწილდება. ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ. და მაინც როგორია, IWSC-ის ღვინის შეფასების სისტემა და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრეტენდენეტი ქართული ღვინოები რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

    ოქრო (95-100)

    დიდებული ღვინო არაჩვეულებრივი ხასიათითა და სირთულით, რომელიც მოდის მისი ისტორიული ფესვებიდან. სამაგალითო ღვინო, რომელიც უმაღლეს გამოცდილებას შესძენს დამგემოვნებელს 

    • ვერცხლი (90-94)

    დასრულებული, კარგად შესრულებული ღვინო მნიშვნელოვანი ხასიათით. მისი სტილისა და ნაირსახეობის კლასიკური მაგალითი.

    • ბრინჯაო (85-89)

    კარგად გაკეთებული ღვინო, რომელიც დამგემოვნებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს

    კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა  პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი. კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური შეაფასებს,რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან,  ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია.

    "საოცარი მოვლენა ხდება ღვინის სფეროში. ჟიურის წევრების გამოცდილების საქართველოში გაზიარება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ღვინის, ასევე ტურიზმის სექტორისთვისაც. ისინი არ არიან მხოლოდ ღვინის სფეროს წარმომადგენლები, არიან ბაიერებიც, რომლებთან კომუნიკაციაც ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს. თითოეული ღვინის განხილვა ხდება დეტალურად და ყველა შენიშვნა, ეს იქნება დაკავშირებული გემოვნურ თვისებებთან და ა.შ. იწერება და გადაეცემათ მონაწილეებს. გარდა იმისა, რომ ვიღაც გაიმარჯვებს, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება ყველასთვის. მაგალითად, მცირე მარნებს შეეძლებათ წავიდნენ საზღვარგარეთ, გააგზავნონ თავიანთი ნიმუშები და გახდნენ ამ საზოგადოების წევრი,“- აღნიშნავს IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე.
    ცნობისთვის, კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. 

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია IWSC-ის ვებგვერდზე.  რეგისტრაციისა და განცხადებების მიღების ბოლო თარიღია 7 ოქტომბერი.

  • PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს დაჯილდოვების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამრჯვებულია

    25 ივნისს „ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს.

    29 ივნისს „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXI“-ის დაჯილდოვებაზე ნომინაციაში -„უმსხვილესი დამსაქმებელი, მომხმარებლის არჩევანი, მომსახურების ევროპული სტანდარტი“ PSP წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ბიზნეს რეიტინგის მიხედვით საქართველოში მოღვაწე კომპანიების დაჯილდოვების ცერემონია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით „სევსამორა რეზორტ & სპა ჰოტელში“ ჩატარდა. ექსპერტების მიერ უკვე 22-ედ გამოვლინდნენ წლის საუკეთესო კომპანიები, რომელთაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.  

    Global Idea -ს და The FINANCIAL -ის მიერ ორგანიზებული, ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეჩვიდმეტე დაჯილდოვების ცერემონიალი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. „ოქროს ბრენდს“ ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები საქართველოში განხორცილებული წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის. დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან იმართება; PSP ფარმაცეტულ სფეროში არავის უთმობს პირველობას და დარგის ლიდერობას.

    „ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის წინაშე. 1994 წლიდან ჩვენმა კომპანიამ უდიდესი წვლილი შეიტანა ფარმაცევტული დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტების ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში, დანერგა მომსახურების ევროპული სტანდარტი და მომხმარებლისთვის სამართლიანად იქცა ხარისხის განატად. ჩვენი თითოეული წარმატების და წინსვლის უკან პროფესიონალი გუნდია. საკუთარი საქმის სიყვარულით და პროფესიონალურ შესრულებისთვის, მადლობა PSP-ს 5000 თანამშრომელს“ - აცხადებენ PSP-ში.  

     

  • 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის პერიოდი დაიწყო. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება 4 აპრილიდან 13 მაისის, ხოლო აპლიკაციების მიღება 4 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

    “ უპირველეს ყოვლისა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან თავის ქვეყნისთვის და თავისუფლების იდეის ერთგულების საოცარ მაგალითს იძლევიან.

    არსებულ ვითარებაში კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ განათლება მნიშვნელოვანი იარაღია თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში. ძლიერ საზოგადოებას განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული ადამიანები ქმნიან, ხოლო განათლების ერთ-ერთი მთავარი ღერძი სკოლა და მასწავლებელია. გვინდა ეს გზავნილი კიდევ უფრო გავაძლიეროთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი კამპანიის ფარგლებში”. - განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.

    წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საპრიზო ფონდი გაიზარდა. 2022 წლის გამარჯვებული გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან 15 000 ლარს მიიღებს, ხოლო ლიბერთი ბანკი თითოეულ ფინალისტს 5 000 ლარით დააჯილდოებს.

    კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

    კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • კონკურსი Visa Everywhere Initiative 2022 იწვევს ფინტექ და გადახდების სფეროში მოღვაწე სტარტაპებს თავიანთი გადაწყვეტების წარსადგენად გლობალურ დონეზე

    ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში არსებულ ინოვაციურ ფინტექ სტარტაპებს, ბრენდის ცნობადობის გაზრდის, Visa-ს ქსელზე წვდომის მისაღებად შეუძლიათ რეგისტრაცია კონკურსში, რომლის ფულადი ჯილდო CEMEA-ს რეგიონული ფინალში 35 000 აშშ დოლარს, ხოლო გლობალური კონკურსის, დასკვნითი ეტაპის მთლიანი საპრიზო ფონდი 125 000 აშშ დოლარს შეადგენს

    თბილისი, 2022 წლის 1 თებერვალი: The Visa Everywhere Initiative (VEI), ყველასთვის ხელმისაწვდომი ინოვაციების გლობალური პროგრამა იწვევს ფინტექ და გადახდების სფეროში მოღვაწე სტარტაპებს თავიანთი გადაწყვეტების წარსადგენად გლობალურ დონეზე, ფინალისტებს კი უშუალო წვდომა მიეცემათ ფინტექით დაინტერესებულ მხარეებთან, კერძოდ  საბანკო, კომერციული, ვენჩურული კაპიტალის (VC) და სამთავრობო სექტორების წამომადგენლებთან. კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და შესაძლებლობა ექნებათ ითანამშრომლონ გლობალურ, სანდო ბრენდთან, როგორიცაა Visa.

    წელს, კონკურსის  პროგრამა გაფართოვდა და მოიცავს სტარტაპებს, რომლებიც იყენებენ კრიპტოვალუტას და Visa Direct-ს, საგადახდო საშუალებას, რომელიც დაეხმარება ბიზნესებს  ინოვაციური გზებით, გადარიცხონ ფული მილიარდობით  მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბარათისა და ანგარიშების მეშვეობით. ფინალისტები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას უწყობენ ხელს, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, VEI-ს ფინალში მონაწილეობის მისაღებად კატარში შეიკრიბებიან.

    „ფინტექები და საგადახდო სფეროს სხვა ნოვატორები მომხმარებლებს და მეწარმეებს ახალ საგადახდო საშუალებებს სთავაზობენ და უფრო მეტ ადამიანს უადვილებენ ფულზე წვდომას საჭიროების შესაბამისად, რაც პანდემიის დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ CEMEA– ს რეგიონში, VEI-ის გლობალური კონკურსის 760-ზე მეტი მონაწილიდან მთავარ ფინალისტად ქართული სტარტაპი PAYZE შეირჩა, რაც  ადასტურებს, რომ ქვეყანაში ქეშლეს ეკონომიკა ვითარდება და ადგილობრივ კომპანიებს, ფინტექების მსოფლიო რუკაზე წარმოაჩენს“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

    კონკურსმა, საგადახდო სფეროს ყველაზე პერსპექტიულ ნოვატორებს სწრაფი განვითარების საშუალება მისცა. მაგალითად, MayaSoft-მა, სტარტაპმა უზბეკეთიდან, CEMEA რეგიონის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, Visa-სთან პარტნიორობით წარმოადგინა პირველი უკონტაქტო  საგადახდო საშუალება უზბეკეთში, რომელიც Visa Tap to Phone ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და 2021 წელს Visa Ready პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად არის სერტიფიცირებული. ქართული კომპანია Payze გასულ წელს CEMEA რეგიონის გამარჯვებული გახდა საუკეთესო ინოვაციური საგადახდო და კომერციული გადაწყვეტების წარდგენისთვის, რომლებიც გადახდების სფეროში მომავალი გამოწვევების გადაჭრას უწყობენ ხელს.

    „გლობალურ დონეზე კონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე პრესტიჟულ სტარტაპთან ერთად, და რაც მთავარია, გლობალური ცნობადობის და მხარდაჭერის მიღება ისეთი სანდო ბრენდისგან, როგორიცაა Visa, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიღწევა იყო PAYZE-სთვის“, - განაცხადა გიორგი წურწუმიამ, PAYZE-ს (თბილისი, საქართველო) თანა-დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ასევე 2021 წლის VEI CEMEA-ს კონკურსის გამარჯვებულია. PAYZE არის ელექტრონულ კომერციაზე ორიენტირებული ფინტექი, რომელიც საშუალებას აძლევს დსთ-ს ქვეყნების საწარმოებს და კომპანიებს მიიღონ გადახდები მსოფლიოს ყველა წერტილიდან ერთიანი ინტეგრაციის გზით. Visa-ს ქსელის მხარდაჭერით და 25,000 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი პრიზის საშუალებით PAYZE-ის გუნდი ახორციელებს თავისი ხედვის რეალიზაციას, კერძოდ 2021 წელს  250,000-ზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა.

    კონკურსში მონაწილე ფინტექმა Safepay კარაჩიდან გაიმარჯვა CEMEA-ს აუდიტორიის რჩეულის ნომინაციაში და პრიზის სახით 10,000 დოლარი მიიღო. Safepay სპეციალიზდება ელექტრონული კომერციის  საგადახდო ოპერაციების უსაფრთხო დამუშავებაზე, და ხელს უწყობს მოვაჭრეებს გაყიდვების მაჩვენებელის გაზრდაში, დებიტორებისგან ანაზღაურების სწრაფად მიღებაში და გაყიდვების ოპტიმიზაციაში, მათი მომხმარებლებისთვის ონლაინ გადახდის საშუალების მიცემის გზით.

    VEI-ის ქსელი მოიცავს 8,500 სტარტაპს მთელი მსოფლიოდან, და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს დაარსების დღიდან, პროგრამა დაეხმარა სტარტაპებს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ერთობლივად მოეპოვებინათ 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება, რითაც ადრეულ ეტაპზე მეწარმეების წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემის გადაჭრას შეუწყო ხელი. ყოველწლიურად, VEI-ის ფარგლები ფართოვდება,  უნიკალური სტარტაპების მოზიდვის და  საგადახდო  სფეროში  გამოწვევების გადაჭრის მიზნით.

    წელს, პროგრამის ყურადღების ცენტრში CEMEA-ს რეგიონი იქნება, რომელსაც უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს იმ ფინტექებისთვის, რომლებიც საზოგადოების მხარდაჭერაზე მიმართულ ინოვაციურ პროდუქტებსა და გადაწყვეტილებებს შეიმუშავებენ. VEI-ის წლევანდელი კონკურსი, ეგვიპტესა და საუდის არაბეთში გაიმართება, ხოლო გლობალური კონკურსის ფინალს კატარი, 2022 წლის ნოემბერში უმაპსინძლებს.

    VEI ეძებს ინოვაციურ და ამბიციურ ანტერპრენერებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ გადახდებისა და კომერციის სფეროში არსებულ გამოწვევების გადაჭრას - ბიზნესისთვის, კერძოდ:

    ციფრული სერვისების შემქნელებისთვის და მწარმოებლებისთვის:

    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა
    • ქრაუდფანდინგი
    • საბანკო მომსახურება (Banking-as-a-Service)
    • BIN სპონსორები
    • მწარმოებელი/დამმუშავებელი
    • პროგრამის მენეჯერები

    ციფრული ემისია

    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა
    • ალტერნატიული კრედიტი
    • პირადი ფინანსების მართვა
    • თანხის გადარიცხვა და ფულადი გზავნილები
    • ციფრული საბანკო მომსახურება (ასევე ცნობილი როგორც ნეო ბანკი)
    • ციფრული საფულე, პარტნიორთა ქსელი (P2P) და გადარიცხვები
    • თანამშრომელთა შეღავათები
    • გადასახდელები
    • კორპორატიული ბარათები (ანუ ხარჯების მართვა)

    დამატებითი ღირებულება მოვაჭრეებისთვის და/ან მომხმარებლებისთვის ფინანსურ სფეროში

    • მონაცემები და ანალიტიკა
    • იდენტიფიკაცია, აუტენტიფიკაცია და უსაფრთხოება
    • დაზღვევის ტექნოლოგია
    • ლოიალობა
    • სავაჭრო მომსახურება და ინსტრუმენტები
    • პროცესის და გადახდის ინფრასტრუქტურა
    • საცალო ვაჭრობის ტექნოლოგია
    • სხვა

    მცირე და საშუალო ბიზნესი

    • ფულის ბრუნვა (თანხების გადარიცხვები, შიდა ანგარიშები, P2P მიმწოდებლები და გადახდები)
    • მიღება (ელექტრონული კომერცია და მობილური საშუალება)
    • რისკების მართვა (გადახდილი თანხის დაბრუნება, და სხ.)
    • ბრენდის მართვა (საზოგადოების განვითარება, და სხ.)
    • სხვა

    Visa, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, მისი მონაწილეებისგან არ იღებს არანაირ სარგებელს.

    დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის შესახებ დეტალები იხილეთ აქ.

    კომპანია „Visa”-ს შესახებ

     Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. ყოველწლიურად Visa, 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციას მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია.

    გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge

ბიზნეს ნიუსი

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს ...

PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

„PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ასე ეწოდება კონცეფ...

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური