აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020 15:33

აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის აგრესიის აქტის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლია, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

"სომხეთის შეიარაღებული ძალები გამყოფი ზოლის გასწვრივ სამოქალაქო პირებზე, კერძო სახლებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აგრძელებენ, რაც ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 1949 წლის ჟენევის კონვენციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

სამოქალაქო ობიექტები, როგორიცაა საავადმყოფოები, სამედიცინო ცენტრები, სკოლის შენობები და საბავშვო ბაღები სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლის სამიზნე ხდება, მათ შორის საარტილერიო და სხვა მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. საცხოვრებელ რაიონებში ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ბურსუნლისა და ჰულაბანდის სოფლებში, ასევე ტერტერის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის რამდენიმე კვარტლებში ბუნებრივი აირის მილსადენები სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების სამიზნე გახდა.

29 სექტემბერს აღდამის რაიონის სოფელ გარადაღლის სამედიცინო დაწესებულებაზე იერიშის შედეგად ერთის სამოქალაქო პირი დაიღუპა. 29 სექტემბრის მონაცემებით ჯამში დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი და ორი ხანდაზმული, 35 მშვიდობიანი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა 66 კერძო სახლი და 8 კერძო საკუთრება. ქვევით მოყვანილია სომხეთის მიერ ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის დამადასტურებელი ფოტოები. სერიოზულად დაზიანდა ტერტერის რაიონის სოფელ აზადგარაგიონლუს მოსახლეობის კერძო საკუთრება", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

წაკითხულია 179 ჯერ

Related items

  • ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის რიკერის მოგზაურობა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში
    ამერიკის შეერთებული შტატების /აშშ/ სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი მოგზაურობას იწყებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" აშშ-ს საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 6-13 ივნისს, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების განხორციელებას და გამოხატოს რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკურ განვითარების ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.
    საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდება მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადობას, რათა განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია.
    სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბახთან დაკავშირებული საკითხები.
  • ბულგარეთის საელჩოს ინიციატივით გამოიცა ბულგარულ-ქართული და ქართულ-ბულგარული ლექსიკონი

    წინამდებარე ნაშრომი ბულგარელი და ქართველი პატრიოტების ღვაწლის შედეგია, რომელთაც სურთ გააღრმავონ ორი ერის კულტურულ-ისტორიული კავშირები. ამის შესახებ თბილისში, ბულგარეთის საელჩოში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ.

    გუშინ ბულგარეთის საელჩოში გაიმართა, საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით გამოცემული ბულგარულ-ქართული და ქართულ-ბულგარული ლექსიკონის პრეზენტაცია.

    ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი სახის კულტურული კავშირები ხელს შეუწყობს საქართველო-ბულგარეთს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. 

    თავის მხრივ, ბულგარეთის ელჩმა დაამატა, რომ ლექსიკონის გამოცემის მიზანია, გააძლიეროს ინტერესი ბულგარული ენის მიმართ და საშუალება მისცეს ყველას გაეცნოს ბულგარულ ლიტერატურას, კულტურასა და ისტორიას. „იმედი მაქვს რომ ლექსიკონი ჩართული იქნება ბულგარეთისა და საქართველოს საბიბლიოთეკო და საუნივერსიტეტო ფონდებში, რითაც გაფართოვდება დაინტერესებულ პირთა წრე“, - დასძინა დ. ივანოვამ.

    ბულგარეთის საელჩოში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, ბულგარული დიასპორის წარმომადგენლები და მასმედიის ხელმძღვანელი პირები

    შეგახსენებთ, რომ ბულგარეთსა და საქართველოს შორის შესანიშნავი ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს მათი ოფიციალური გაფორმების მომენტიდან, კერძოდ 1992 წლიდან.

     ავთანდილ ოთინაშვილი

  • საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პეკინიში გაიმართა ჩინეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკის ნამუშევრების გამოფენა
    22 მაისს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პეკინის ისტორიულ უბანში, გაიმართა ჩინეთში წლების განმავლობაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკის, ალექსანდრე გელაშვილის ნამუშევრების გამოფენა.
    როგორც "ნიუს დეი საქართველოს" საელჩოში განუცხადეს, გახსნის ცერემონიაზე ელჩმა, არჩილ კალანდიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, სადაც ისაუბრა ქართველი ხელოვანის შემოქმედებაზე და საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
    ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
  • აზერბაიჯანის საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „2020 წლის სამმხრივი განცხადების თანახმად, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარები დისლოცირდება ჩვენი ქვეყნის პოზიციებზე სომხეთთან მოსაზღვრე ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონებში, რომლებსაც აქვთ რთული მთიანი რელიეფი და კლიმატური პირობები. ეს პროცესი ხორციელდება ჩვეულ რეჟიმში და სისტემატურად“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საზღვრის დაცვის სისტემების გაძლიერების ზომები ხორციელდება მხარეების ხელთ არსებული რუკების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრავს საზღვარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

    „დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან ორ ქვეყანას შორის გასაგები მიზეზებით არ ყოფილა სახელმწიფო საზღვარი და ამ მიზეზით ჩვენ ვსაუბრობთ რთულ ტექნიკურ პროცესზე, რომელსაც ამჟამად თან ახლავს მხარეებს შორის უთანხმოება. გაკვირვებას იწვევს, რომ სომხურმა მხარემ ამ პროცესზე არაადეკვატური რეაგირება იქონია და პროვოკაციული განცხადება გააკეთა. მიუღებლად მიგვაჩნია ოფიციალური წრეების მცდელობები, გამოიყენონ ეს საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის სომხეთში წინასაარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 12 მაისიდან საზღვრის ამ მონაკვეთზე გაგზავნილია აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობა, მიმდინარეობს მოწინააღმდეგე მხარის მესაზღვრეებთან მოლაპარაკებები და იდგმება ნაბიჯები ვითარების ნორმალიზებისთვის.

    „ვურჩევთ სომხურ პოლიტიკურ და სამხედრო წრეებს, არ ჩავარდნენ პანიკაში, მიიღონ სახელმწიფოთაშორისი სასაზღვრო რეჟიმის რეალობა აზერბაიჯანის ზანგილანის, გუბადლინის, ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონების გასწვრივ და არ გაამწვავონ ვითარება რეგიონში. ასეთი შემთხვევები შესაძლებელია და უნდა გადაწყდეს ორივე მხარის სამხედროებს შორის ორმხრივი კონტაქტების გზით“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    შეგახსნებთ, გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში და პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გადაკვეთეს სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სიუნიქის რაიონში.

    წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijanis-sagareo-uwyeba-somkhet-azerbaijanis-sazghvartan-dadzabulobastan-dakavshirebit-ganckhadebas-avrcelebs/

  • სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

    სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

    საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.

    შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

    სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

პოპულარული

« ივნისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური