პსპ დაზღვევა მოსახლეობას სთავაზობს სრულიად ახალ, სტომატოლოგიის დაზღვევის ინოვაციურ და უნიკალურ პროდუქტს - პსპ დენტი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 10:18

პსპ დაზღვევა სრულიად ახალი, სტომატოლოგიური დაზღვევის ინოვაციური და უნიკალური პროექტი „პსპ დენტი“ შესთავაზა მოსახლეობას. პროექტი უალტერნატივოა და მას ანალოგი არ აქვს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

პროდუქტის უნიკალურობას განაპირობებს 3 უმნიშვნელოვანესი ფაქტორი:

  1. პსპ დენტი  ფარავს კონკრეტულად სტომატოლოგიურ მომსახურებას სრულად, გამონაკლისის გარეშე;
  2.  სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი მოქალაქესთვის ასაკის შეუზღუდავად;
  3. პროდუქტი განკუთვნილია, როგორც დაზღვევის არ მქონე, ასევე დაზღვევის სხვადასხვა პროგრამით მოსარგებლე პირთათვის;

“პსპ დაზღვევის პორტფელის დიდი წილი შედგება კორპორატიული დაზღვევის კომპონენტისგან. თუმცა, კომპანიის სტრატეგიაა განავითაროს საცალო პროდუქტები, რადგან შესაბამისი პროდუქტი ბაზარზე ძალიან მწირია,  მოთხოვნა კი საკმაოდ დიდი. შესაბამისად, კომპანია აქტიურად მუშაობს  ამ მიმართულების განვითარებაზე და  სწორედ ამიტომ, პსპ დაზღვევამ შეიმუშავა ახალი, სრულიად ინოვაციური  და უნიკალური პროდუქტი „პსპ დენტი“, რომელიც ითვალისწინებს სტომატოლოგიური მომსახურების დაზღვევას და რომლის ანალოგიც სადაზღვევო ბაზარზე არ გვაქვს. ვფიქრობთ, პსპ დენტი მალე მოიპოვებს საზოგადოების დაინტერესებასა და მოწონებას“.- აცხადებენ პსპ დაზღვევაში.

2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“  მომხმარებელს მუდმივად  სთავაზობს განსხვავებულ  სერვისებს და ახალ პროდუქტებს, იცავს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას. (R)

წაკითხულია 614 ჯერ

Related items

  • PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა

    PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 20 იანვარს რეგულაციების სრული დაცვით, ორწლიანი პაუზის შემდეგ, „ქართული ბრენდის დღე“ კვლავ გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კომპანია PSP-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ღონისძიებაზე, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს.

    „ქართული ბრენდის დღის“ ორგანიზატორები მიზნად ქართული ბრენდების განვითარების ეტაპების წარმოჩენას, ბრენდების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავენ.

    „მოხარულები ვართ, რომ ლიდერის ნომინაციაში გამარჯვებულად PSP უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი და ორიენტირი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ - აცხადებენ PSP-ში.

    საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 19 წელია ატარებს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წლის წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი; ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, ლეილა აბაშიძე... წლევანდელი ბრენდ პერსონა ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი გახდა.

  • წალკაში „PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა

    წალკაში, კოსტავას ქ. N34ა-ში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ PSP-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, მომხმარებელს ახალ აფთიაქში გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების გარდა, ბავშვთა კვების, მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ძალიან ფართო არჩევანი დახვდება ოჯახის ყველა წევრისთვის. ამასთან ისარგებლებენ ყველა შეთავაზებით, რომელსაც PSP საქართველოს მასშტაბით ყველა აფთიაქში სთავაზობს მომხმარებელს: ყველაზე დაბალი ფასები მედიკამენტებზე სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს; დამატებით 6%-იან ფასდაკლება PSP-ს ბარათის მფლობელებისთვის; ყოველი თვის 1-დან 7 რიცხვამდე სპეციალური შეთავაზებები ფრანგული ბრენდების კოსმეტიკურ პროდუქციაზე; „ბავშვთა დღეების“ ფარგლებში სხვადასხვა საბავშვო პრორუქციაზე- კვება, მოვლა, ჰიგიენა -განსაკუთრებულად სარგებლიანი შეთავაზებები; 60+ ასაკის მოქალაქეებისთვის ყოვედღე საუკეთესო ფასები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშაულებებზე და ა.შ.

    „PSP-ში ევროპული გარანტირებული ხარისხის პროდუქტებზე ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. ამიტომ ქსელის განვითრებას მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ, ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. დღეიდან უკვე წალკის მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს ჩვენი სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებით. გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ქსელის განვითარების პროცესი PSP-ს პანდემიის პირობებშიც არ შეუჩერებია. 2021 წელს უკვე გახსნილია 29 ახალი აფთიაქი, წლის ბოლომდე კიდევ 3 ახალი აფთიაქი შეემატება ჩვენს ქსელს. ქსელის გაფართოვების პროცესი კვლავ გრძელდება.“ - აცხადებენ PSP-ში.

    #PSP ხარისხის გარანტი

  • უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი", რომლის ყდაც მოქანდაკე გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა

    უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი", რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა. „ვეფხისტყაოსნის" სამუზეუმო ეგზემპლარი, რომელიც 2017-2018 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაეროს ოფიციალურად გადასცა. 
    ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, რომელიც გუჯი ამაშუკელმა შექმნა, დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. 
    გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება.
    "ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ამ ისტორიულ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენ საჩუქარს გადავცემთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და ჩემთვის დიდი პატივია მისი ოფიციალური გადმოცემა. მადლობა მინდა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ყველაფრისთვის - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
    საქართველოს საჩუქარი გაეროს სათავო ოფისში, მეორე სართულზე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე განთავსდა, სადაც მათ შორის მდებარეობს დარბაზი, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები ტარდება. 
    ღონისძიებას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ატულ ხარე დაესწრო. 
    „თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრემიერ-მინისტრო! მადლობა თქვენი ქვეყნის სახელით გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი ამ განსაკუთრებული საჩუქრისთვის. მინდა, ქართველ ხალხს, თქვენი ლიდერობით, მივულოცო ეს განსაკუთრებული დღე. საქართველოს ეროვნულმა განძმა ახალი ბინა დაიდო აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო დაწესებულებაში, ნიუ-იორკში. ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის ქართული ეპოსის შედევრი - შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" - მთელი მსოფლიოდან ჩამოსული დამთვალიერებლებისთვის გახდება შთაგონების წყარო. ასეთი სტუმრები მრავლად გვყავს, მოგეხსენებათ. შოთა რუსთაველის მიერ მე-12 საუკუნის ლიტერატურულ ძეგლში დატოვებული ფასეულობები - მეგობრობა, ჰუმანურობა - დღემდე აქტუალურია, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის. თქვენო აღმატებულებავ, ეს საჩუქარი ძლიერი დასტურია იმისა, რომ საქართველო ერთგულია ერებს შორის მეგობრობის, მშვიდობის, თავისუფლებისა და - რა თქმა უნდა - საერთაშორისო თანამშრომლობისადმი", - განაცხადა ატულ ხარემ. 
    გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველის საფოსტო მარკა, რომელიც 2018 წელს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საფოსტო მარკებისა და ნუმიზმატიკის დეპარტამენტმა გამოსცა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • „PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

    „PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

    2021 წლის 25 ივლისს საქართველოს სტაატისტიკის სამსახურის (საქსტატი) დაარსებიდან 102 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქსტატმა ის კომპანიები გამოავლინა, რომლებიც მასთან წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობენ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში.

    „მოხარულები ვართ, რომ PSP ფარმამ“, როგორც საქსტატის ერთ-ერთმა საუკეთესო პარტნიორმა მადლობის წერილი აქტიური და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის დაიმსახურა. ვფიქრობთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ყველა საქვეყნო საქმეში, როგორც ამ შემთხვევაში ოფიციალური ეროვნული სტატისტიკის წარმოებაა. PSP ყოველთვის აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ყველა პროექტსა და საქმიანობას, რომელიც ქვეყნისთვის მნიშნელოვანია. PSP ასევე ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც 1998 წელს მსხვილ გადამხდელთა რიგებში გაერთიანდა და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში“ - აცხადებენ PSP-ში.  

    პსპ-ს პრეს-რელიზი

  • სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია!

    PSP კვლავ სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ყველაზე განახლებადი ბრენდი SVR უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლებისთვის. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" PSP-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

    მათი ინფორმაციით, SVR-ის ისტორია 1962 წელს ფრანგი ფარმაცევტი ქალბატონის სიმონე ვერეტეს მიერ სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტებისგან ინოვაციური ფორმულებით დამზადებული პროდუქციით დაიწყო და დღეს მსოფლიოს 52 ქვეყანაში თავდაჯერებული ქალბატონებისა და მამაკაცების საყვარელ ბრენდად ჩამოყალიბდა. ბრენდის ფილოსოფია ემყარება „სილამაზე განწყობისთვის“ - კანის სიჯანსაღის გავლენას ადამიანის თავდაჯერებულობასა და განწყობაზე; „Look good- feel good” - თუ შენ კარგად გამოიყურები, თავდაჯერებული ხარ და კარგად გრძნობ თავს. ყევლა ტიპის კანისთვის შექმნილი დერმატოლოგიური კოსმეტიკის გამები ერთნაირად პოპულარულია როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში; მათ შორის ბავშვების ყველაზე სათუთი კანისთვის.

    „SVR ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეფექტური, ჰიპოალერგიული, მაღალეფექტური დერმატოლოგიური კოსმეტიკის ბრენდია, რომლის ინოვაციური პროდუქციის შექმნაში მონაწილეობს მეცნიერთა საბჭო დერმატო-ალერგოლოგის, დერმატო -ფარმაკოლოგისა და ბიოქიიკოსის სამეცნიერი კონსულტანტების შემადგენლობით. პროდუქციის მაღალეფექტურობას აქტიური ინგრედიენტების მინიმალური კონცენტრაცია და ინოვაციური ფრომულები განაპირობებს. ჰიპოალერგიული ფორმულა, რომელსაც 100%-იანი ტესტირება აქვს გავლილი და მოწოდებულია ყველა ტიპის კანისთის, უსაფრთხოა ორსულებისთვისა და ოჯახის ყველა წევრისთვის. უახლოეს პერიოდში დღეებში PSP არაერთ საინტერესო და მსოფლიოში ცნობილ ბრენდს შესთავაზებს მომხმარებელს“ - აცხადებენ PSP-ში.

    „თუ შენ კარგად გამოიყურები - თავდაჯერებული ხარ და კარგად გრძნობ თავს“ ამბობენ სიმონე და რობერტ ვერეტები და სწორედ ამიტომ ქმნიან SVR-ს - „სილამაზე განწყობისთვის“.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური