Visa იწყებს #She'sNext საგანმანათლებლო ონლაინ პროგრამას ქართველი მეწარმე ქალებისათვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 სექტემბერი 2020 12:16

თბილისი, 2020 წლის 3 სექტემბერი - ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა Visa-მ უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამის დაწყება დააანონსა. პროგრამა, ქართველი მეწარმე ქალებისა და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის გლობალური She's Next ინიციატივის ფარგლებში,  ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ და “Forbes Woman Georgia”-სთან ერთად მომზადდა.

She’sNext ინიციატივა, რომელიც 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო, დღეს Visa–ს მხარდაჭერით უკვე გლობალური მასშტაბით ხორციელდება და მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის, კერძოდ კი, ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას.

მცირე და მიკრო ბიზნესი ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის ცენტრში აღმოჩნდა. ბევრი მათგანი იძულებული გახდა შეეჩერებინა საქმიანობა ან ებრძოლა ბიზნესის შესანარჩუნებლად. მაშინ როდესაც ელექტრონულ კომერციაზე დიდი მოთხოვნაა, საქართველოში ციფრული გადახდის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, Visa-მ განახორციელა სხვადასხვა ინიციატივა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უსაფრთხო და ფართოდ ხელმისაწვდომი ონლაინ გადახდის შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. Visa-მ საქართველოში შექმნა მცირე ბიზნესის ჰაბის (Visa Small Business Hub)ონლაინ პლატფორმა, რომელიც ბიზნესის მფლობელებს სთავაზობს ინსტრუმენტებს და ინფორმაციას მცირე ბიზნესის წამოწყების, მართვის და განვითარების შესახებ, აგრეთვე მოიცავს განსაკუთრებულ შეთავაზებებს Visa-ს პარტნიორებისგან მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად.

She's Next კამპანია მიზნად ისახავს ქალი მეწარმეების გაძლიერებას, მათთვის საგანმანათლებლო აქტივობების შეთავაზების გზით.

საქართველოს She’s Next კამპანიის პირველი ტალღის ფარგლებში, Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობით Visa ქმნის She's Next პორტალს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქმიანი ქალების ისტორიები. აღნიშნული ისტორიები ასახავს იმას, თუ რა გზა გაიარეს She's Next-ის წარმომადგენლებმა თავიანთი ბიზნესის შესაქმნელად. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 7-28 სექტემბერს, Visa და „ქალები მომავლისთვის“ უმასპინძლებს 4 ვებინარს, წარმატებული ქალების, ტრენერების, ექსპერტებისა და სამოტივაციო სპიკერების მონაწილეობით.

მეწარმე ქალებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს საშუალება ექნებათ განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღონ ცოდნა ბიზნესის მართვის, პიროვნული განვითარების, კრიზისების მართვის სტრატეგიების და მოლაპარაკებების წარმართვის შესახებ. საგანმანათლებლო პროგრამა და წარმატების შთამაგონებელი ისტორიები  პროგრამის მონაწილეებს უზრუნველყოფს ბიზნესის განსავითარებლად საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტებითა და ცოდნით.  

პროგრამის ფარგლებში ვებინარებს ჩაატარებენ: ნინა კობახიძე, ბიზნესის ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; ირმა დაუშვილი, DIO-ს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; თინათინ რუხაძე, გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანიის ”ACT” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; თამარ კერძაია, ევროპული უნივერსიტეტის რექტორი; ნატალია თოლორაია, „ნატალი ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; რუსუდან თელია, ACT Global- ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ქეთევან ქვარცხავა, BLC საადვოკატო ბიუროს პარტნიორი.

 „მცირე ბიზნესი არის ადგილობრივი ეკონომიკის ხერხემალი მთელს მსოფლიოში. ის არის უმსხვილესი დამსაქმებელი, სამუშაო ადგილების შემქმნელი და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეროვნულ მშპ-ში. Visa მეწარმე ქალების გაძლიერებას ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის აუცილებელ წინაპირობად მოიაზრებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ  განვითარებას, წარმატებას და ვცდილობთ უზრუნველვყოთ ქალების საკუთრებაში არსებული მცირე საწარმოები ინსტრუმენტებით, რესურსებით, ინფორმაციით და სხვადასხვა შესაძლებლობებით, რაც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.” - განაცხადა კრისტინა დოროშმა, Visa–ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.  „გლობალური She's Next ინიციატივის ფარგლებში დაწყებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში დაეხმარება ქალებს შეიძინონ საჭირო ცოდნა და უნარები საკუთარი ბიზნესის განვითარებისა და ტრანსფორმაციისთვის. პანდემიის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესი ყველაზე მეტად დაზარალებული ეკონომიკის სექტორია. ასეთი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ახალ რეალობასთან ადაპტაციისა და მისი შემდგომი მდგრადი განვითარებისათვის."

"ფედერაციის მთავარი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ქალთა როლის გაზრდას ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში. "ქალები მომავლისთვის" მედიატორის როლს ასრულებს საჯარო, კერძო და წარმომადგენლობით ორგანოებს შორის, რათა ქალ მეწარმეთა საჭიროებების ადვოკატირების გზით შევძლოთ მათი გაძლიერება. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით და ფინანსური, სოციალური და სამართლებრივი ბარიერების დაძლევის გზით შევძლებთ ქალთა ეკონომიკურ გააქტიურებას.- განაცხადა ბიზნესის ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ.

#She’sNext საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში იწყება ორშაბათს, 7 სექტემბერს, 11:00 საათზე პირველი ვებინარით თემაზე:„ლიდერობის ძალა: როგორ იქმნება ქალთა ლიდერობა და რა უნარებია საჭირო ლიდერად ჩამოყალიბებისთვის“

მომხსენებლები:

  • ნინა კობახიძე, ბიზნესის ლიდერების ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ საბჭოს თავმჯდომარე.

ნინა კობახიძის სახელი დაკავშირებულია სხვადასხვა ინიციატივების შემუშავებასთან საჯარო (სამთავრობო და საზოგადოებრივ დონეზე) და კერძო სექტორში. მისი მრავალრიცხოვანი ინიციატივებსა და მიღწევებს შორის აღსანიშნავია სტრუქტურული რეფორმები ეფექტური საჯარო მმართველობისთვის, საერთაშორისო განათლების ცენტრის აქტივაცია, სოლიდარობის ფონდის დაფუძნება და სტუდენტებთან დაკავშირებული სხვა სოციალური პროექტები. მას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

  • ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

2013 წლიდან ნინო იკავებს სოფლის მეურნეობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობას საპარტნიორო ფონდში. 2008 წლიდან ის არის შპს „საქართველოს ბიზნეს ზონის" აგრო კომპლექსის აღმასრულებელი დირექტორი. 2010 წელს ნინომ დააარსა „რეგიონული განვითარების ასოციაცია". მას მიენიჭა ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების პრიზი „მერკური 2011", სადაც მიიღო საპატიო წოდება „წლის მეწარმე ქალი". ის იყო პირველი ქალი, რომელიც 2012 წელს აირჩიეს ჰილარი კლინტონის პატრონაჟით შექმნილი ორგანიზაციის „ინვესტიცია მომავალში" კოორდინატორად.

  • კრისტინა დოროში, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

კრისტინა დოროში Visa–ს ელექტრონული გადახდების ბიზნესის ზრდას უწევს ზედამხედველობას კავკასიის რეგიონში. ის 2016 წლიდან რეგიონალური გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა Visa-ს ძირითადი პროდუქტის მიმართულებით (Core Product) და 2019 წლიდან გახდა CISSEE-ის რეგიონში Visa-ს გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. კრისტინა CEMEA ქალთა ლიდერობის ქსელში CISSEE რეგიონის ერთ-ერთი წარმომადგენელი და სხვადასხვა რეგიონალური ინიციატივების  ხელმძღვანელია.

საგანმანათლებლო პროგრამა უფასოა ყველა წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილისთვის.

#She’sNext საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ გვერდზე: Visa Facebook.

ონლაინ რეგისტრაციისთვის პირველ ვებინარზე „ლიდერობის ძალა: როგორ იქმნება ქალთა ლიდერობა და რა უნარებია საჭირო ლიდერად ჩამოყალიბებისთვის;“ ეწვიეთ ბმულს:  bit.do/shesnextgeorgia

წაკითხულია 335 ჯერ

Related items

  • Visa და Forbes Woman Georgia საქართველოში მეწარმე ქალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ბიზნეს კონკურსს აცხადებენ

    ბიზნეს იდეების გაზიარების გზით, მეწარმე ქალები,  ბრენდინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციების უფასო, საკონსულტაციო სესიებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად, პარტნიორი ბანკებისგან (თიბისი და საქართველოს ბანკი) სპეციალური პრიზების მისაღებად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ

    თბილისი, 26 აგვისტო, 2021 წელი – Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Forbes Woman-თან პარტნიორობით აცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული, ხელმძღვანელი ქალი მეწარმეებისთვის. 

    კონკურსი She's Next, Empowered by Visa-ს გლობალური ინიციატივის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს ქალთა მეწარმეობის გაძლიერებას, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის დამფუძნებელი და მმართველი ქალებისთვის, ცოდნის, რესურსების, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით. კონკურსი განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნეს იდეები, ან უკვე მართავენ საკუთარი ბიზნესს, მაგრამ სირთულეებს აწყდებიან  ბრენდის სტრატეგიის დაგეგმვის, ბიზნეს პროდუქტის პოპულარიზაციის, ან მარკეტინგული კომუნიკაციების მართვის პროცესში. კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს ქალი, საქართველოს მოქალაქე, ეკავოს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის,  ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლის თანამდებობა, ან იყოს მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული პირი[1].

    „ქალი მეწარმეებისთვის კონკურსის გამოცხადება საქართველოში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს Visa-ს ინიციატივას, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერაზე რეგიონში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ She's Next გლობალური კამპანია შესაძლებლობას გვაძლევს გავაძლიეროთ  ქალთა ლიდერობა, რომელიც წამყვანი, მამოძრავებელი ძალა ხდება ახალი ბიზნესის წამოწყების პროცესში. კონკურსის ყველა ელემენტი მიზნად ისახავს ქალებისთვის ბრენდის ექსპერტთან უფასო მენტორინგის სესიაზე წვდომის უზრუნველყოფას, ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენი პარტნიორების - თიბისი და საქართველოს ბანკებისგან”, - განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს  რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.

    კონკურსი ოთხ ეტაპად ჩატარდება:

    • განაცხადის შეტანისა და დამუშავების პროცესი: პირველ ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს თითოეული განაცხადის შესაბამისობას კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებთან და პირობებთან, რის შედეგადაც შეირჩევა ათი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მეწარმე ქალი, რომლებიც უფასო ონლაინ მენტორინგის საკონსულტაციო სესიებში მიიღებენ მონაწილეობას.  
    • საკონსულტაციო სესიები: ათი შერჩეული მონაწილე ქალი, დაესწრებიან უფასო ონლაინ საკონსულტაციო სესიებს, რომლებსაც გაუძღვება ბრენდ ექსპერტი. კონკურსანტები, ხელმძღვანელის ჩართულობით შეიმუშავებენ საკუთარი ბრენდისთვის სტრაგეგიას, მიიღებენ რეკომენდაციებს ბიზნესის განვითარებასა და ბრენდის ცნობადობის გაზრდის შესახებ.
    • კონკურსის მესამე ეტაპზე, ათივე კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნეს იდეა ონლაინ პრეზენტაციის ფორმატში ჟიურის წინაშე.  სამ საუკეთესო ფინალისტს შეარჩევს პროფესიონალი ჟიური. Forbes Woman Georgia სამი შერჩეული ფინალისტის მონაწილეობით, მოამზადებს მაღალი ხარისხის პროფილურ ვიდეოებს, რომლებიც განთავსდება Forbes Woman Georgia-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე. 
    • დასკვნით ეტაპზე, კონკურსის გამარჯვებული, სამი ფინალისტიდან, გახდება ის ერთი მეწარმე ქალი, რომლის ვიდეოც დააგროვებს ყველაზე მეტ პოზიტიურ გამოხმაურებას (მოწონებას) Forbes Woman-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე. გამარჯვებული მიიღებს დამატებით პრიზს და მისი ისტორია, ინტერვიუს ფორმატში გამოქვეყნდება Forbes Woman-ის ბეჭდური ჟურნალის  მომდევნო გამოცემაში.

    განცხადებების შერჩევის კრიტერიუმები:

    • სრულწლოვანი და საქართველოს მოქალაქე;
    • ქალი, რომელსაც უკავია აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ან არის მცირე ან საშუალო ბიზნესში დასაქმებული, ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებელი[2] პირი.

    პრიზები და სპეციალური შეთავაზებები ბანკებისგან, კონკურსის 10 მონაწილისთვის და გამარჯვებულისთვის:

    • საქართველოს ბანკი 10 საუკეთესო კონკურსანტს გადასცემს  ადაპტერის 6 თვიან პაკეტს,  რომელიც ითვალისწინებს, საკუთარი მარაგების გაციფრულებას თანამედროვე მარაგების მართვის სისტემის Optimo-ს მეშვეობით და პროდუქციის ონლაინ რეალიზაციას საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზრის Extra.ge-ს მეშვეობით.

    საქართველოს ბანკი 10 საუკეთესო კონკურსანტს გადასცემს ბიზნეს საბანკო მომსახურების 12-თვიანი უფასო პაკეტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი საბანკო მომსახურების მიღება საკომისიოს გარეშე, ხოლო კონკურსის ერთ გამარჯვებულს დამატებით ექნება შესაძლებლობა დაესწროს სამი კოენის  ერთ ქოუჩინგის სესიას.

    • თიბისი ბანკი დააჯილდოვებს  10 საუკეთესო მონაწილეს  TBC ბიზნეს კლუბის ერთწლიანი პრემიუმ პაკეტითა და Visa ბიზნეს ბარათით, რაც მათ საშუალებას მისცემს უფასოდ ისარგებლონ  სხვადასხვა საბანკო პროდუქტებით, ასევე დაესწრონ ბანკის მიერ შეთავაზებულ ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს. 

    დაინტერესებული კანდიდატები უნდა გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და  2021 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ონლაინ -  ბმულზე, სადაც სპეციალურ გრაფაში  წარმოადგენენ სამოტივაციო წერილს ქართულ ენაზე.

     

    ###

    მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge,  https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE



    [1] კონკურსის წესები და მონაწილეობის პირობები, იხილეთ ბმულზე https://www.forbeswoman.ge/wp-content/uploads/2021/08/SME-Contest-Rules-GEO-ENG.pdf

    [2] კონკურსში მიიღება მხოლოდ ერთი განაცხადის ფორმა და ბიზნეს იდეა თითო განმცხადებელზე.

  • კამპანია „Meet Visa“ ყველგან და ყველასთვის წარმოგიდგენთ Visa-ს ბრენდს

    მრავალწლიანი ბრენდის გამოცდილება მეტყველებს Visa-ს გლობალური სანდო ქსელის ძალაზე, რომელიც ფულის მოძრაობის და ეკონომიკური წვდომის გაფართოების თანამედროვე საშუალებას წარმოადგენს

    სან-ფრანცისკო, კალიფორნია - 2021 წლის 22 ივლისი - მსოფლიოს ვიწვევთ Visa-სთან შესახვედრად კამპანიაში „Meet Visa“. Visa საგადახდო ტექნოლოგიების გლობალური კომპანიაა, რომელმაც დღეს მსოფლიოს ამცნო მისი ბრენდის განვითარების ისტორიის საწყისი ეტაპი, რომელიც მოიცავს მისი ქსელის მრავალფეროვან შესაძლებლობებს და გლობალური ეკონომიკური ჩართულობის ვალდებულებას. კომპანიის ბიზნეს-სტრატეგიაზე მჭიდროდ მორგებული ეს ეტაპი წარმოადგენს დინამიური გლობალური მარკეტინგული კამპანიის დებიუტს და Visa-ს ცნობილ ბრენდზე მოდერნიზებული შეხედულების მიმოხილვას.

    60 წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც შეიქმნა Visa, ცოტას თუ წარმოედგინა სამყარო ნაღდი ფულის და ჩეკების გარეშე. Visa-ს დაფუძნებისას არსებული ხედვა, შეექმნა მეტად უსაფრთხო, სანდო და მოსახერხებელი ვალუტა ციფრულ ფორმაში, მარტივი შეკითხვით დაიწყო: რა მოხდება, თუ ფულს მთლიანად ელექტრონულად გადავაქცევთ? დღეს Visa განაგრძობს მომავალი ციფრული კომერციის განვითარების მიმართულებით მუშაობას. ის მომხმარებლებს სთავაზობს წვდომას უსაფრთხო გლობალურ ქსელზე, რომელიც ყველასთვის და ყველგან ფუნქციონირებს. 

    „ხალხი ფიქრობს, რომ „იცნობს“ Visa-ს. მომხმარებლები და ბიზნესები ენდობიან ამ ოთხი სიმბოლოს ძალას და ამ წარწერას ხედავენ საფულის გახსნის, გამყიდველებთან ანგარიშსწორების, მაღაზიაში შესვლის ან ონლაინ სისტემიდან გამოსვლისას, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ როგორ ამუშავებს ეს ოთხი სიმბოლო ადამიანების, პარტნიორობების და პროდუქტების ყველაზე დინამიურ ქსელს,“ ამბობს Visa-ს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი და გლობალური მარკეტინგის დირექტორი ლინ ბიგარი. „ჩვენი მისიაა Visa იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საკრედიტო ბარათების კომპანია, სანდო ქსელი, რომელიც კომერციის განვითარებას უწყობს ხელს.“

    გარდა იმისა, რომ Visa განაგრძობს ფიზიკური და ციფრული საკრედიტო თუ სადებეტო ბარათებით ოპერაციების მიმართულებით ფუნქციონირებას, ის ასევე სულ უფრო და უფრო ამარტივებს ფულის მოძრაობას. ეკონომიკურ ჩართულობაზე წვდომის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული კომპანია, Visa-ს ქსელი 3,6 მილიარდ საიდენტიფიკაციო მონაცემს აერთიანებს, 70 მილიონ სავაჭრო ადგილმდებარეობაზე, ათობით ათასი პარტნიორი ორგანიზაციით და 11 ტრილიონ აშშ დოლარის ოდენობით მთლიანი წლიური ბრუნვით. მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, Visa-მ განახორციელა 9 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება ტექნოლოგიებში, რომლებიც ორიენტირებულია კომერციის მომავლის განვითარებაზე და სხვადასხვა სახის პროდუქტების, მომსახურებების და ბენეფიტების შეთავაზებაზე.[1] Visa-ს ქსელი ფრილანსერებს ეხმარება რეალურ დროში ანაზღაურების მიღებაში, ამარტივებს პირისპირ ანგარიშსწორებას, საშუალებას აძლევს ადამიანებს ფული გაგზავნონ და მიიღონ მილიარდობით ბარათის და ანგარიშის გამოყენებით მსოფლიო მასშტაბით, ასევე ეხმარება მათ მსხვილი კორპორატიული ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორების ნაკლები ძალისხმევის გარეშე განხორციელებაში.

    Visa-ს შესაძლებლობების დემონსტრირებისას ამ ბრენდის განვითარების თავდაპირველი ელემენტები მოიცავს შემდეგს:

    კამპანია „Meet Visa“ წარმოგიდგენთ ქსელის შესაძლებლობებს. ფილმი შექმნილია Visa-ს გლობალური ჩანაწერების შემოქმედებითი ჯგუფის - მოწინავე Wieden+Kennedy-ის მიერ. ბრენდი Visa წარმოგიდგენთ მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლის რეჟისორია მალიკ ჰასსან საიიდი, ფილმი მსოფლიოს იწვევს ყველასთვის ხელმისაწვდომი ქსელის „Visa“ გასაცნობად“. ეს გაცნობითი ფილმი შევსებულია მცირემეტრაჟიანი ციფრული ფილმებით და ფოტოსურათებით, რომლებიც წარმოაჩენენ Visa-ს ქსელის მასშტაბებს. ქსელი გვთავაზობთ წვდომას სავაჭრო პლატფორმებზე და ხელს უწყობს კომერციის განვითარებას რეალური ადამიანებისთვის რეალურ ადგილებზე მთელს მსოფლიოში. ეს იდეა რეალობად აქცია საუკეთესო და ყველაზე მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულმა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის თავად საიიდმა. Visa ასევე თანამშრომლობდა ფოტოგრაფთან კამილა ფალქეზი , ხოლო ფილმის რეჟისურა შეასრულა არგენტინულმა გუნდმა „Pantera & Co.“ – ბრაიან კაზეზი, პატო მარტინესი და ფრანცისკო კენტონი - ისეთი მომენტების ნათლად გამოსახვისთვის, როგორიც არის:

    Visa-ს ახალი საფირმო გამოსახულება ცვლილების სიმბოლოა. Visa ასევე გულისხმობს ნდობას, უსაფრთხოებას, თანხმობას და ინკლუზიურობას. ეს მნიშვნელოვანი ღირებულებები, ყველასთვის გლობალურ ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობების შექმნასთან ერთად გამოხატული იქნება ბრენდის მოდერნიზებული, დინამიური ვიზუალური საფირმო ნიშნით, რომელიც შექმნილია ბრენდის წამყვანი გლობალური სადიზაინერო ფირმის „Mucho“ მიერ. კამპანია „Meet Visa“ წარმოადგენს პირველ შეხედულებას ბრენდის განვითარებულ ვიზუალურ საფირმო ნიშანზე, რომელიც ამ წლის ბოლოსთვის შევა ბრუნვაში. ის მოიცავს განახლებულ ფერებს ციფრული ეფექტისთვის, გამოცდილების ოპტიმიზაციისთვის შექმნილ ფონტებს და ბრენდის განახლებულ სიმბოლოს, რომლის მიზანია ორგანიზაციის მიღმა არსებული მიზნის ჩვენება.

    ჩვენი ბიზნესი მოითხოვს, რომ ჩვენი კომპანიის როლი გასცდეს გარიგებებს.

    2021 წლის განმავლობაში Visa-ს ახალი საფირმო გამოსახულება აღქმადი გახდება 200+ ქვეყანაში და ტერიტორიებზე, სადაც ის ფუნქციონირებს. ეს კონცეფცია სცდება კომპანიის პირველად ბიზნეს-სტრატეგიას და მოიცავს შემდეგს:

    • სამომხმარებლო გადახდებს, რომლებიც წვდომის გაფართოებაზე და გლობალური მასშტაბით 17 ტრილიონ აშშ დოლარამდე ნაღდი ფორმით და ჩეკებით განხორციელებული გადახდების ციფრულ ანგარიშსწორებად გადაქცევაზეა ორიენტირებული.
    • ახალი გადახდები, მათ შორის ტრანსსასაზღვრო პირადი ანგარიშსწორება, ღირებული მომსახურებების ფართო სპექტრი, რომელიც ნებისმიერი მასშტაბის ორგანიზაციას დაეხმარება დღევანდელ გარემოში ორიენტირებაში; გამოავლენს ზრდის ახალ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს ჩვენი მისიის მიღწევას, გავხადოთ Visa ყველაზე უსაფრთხო, მდგრადი და სანდო ქსელი.
    • შეთავაზებების და გადაწყვეტილებების მრავალფეროვნება მზარდი პარტნიორობების ფინანსურ-ტექნოლოგიური და დამკვიდრებული ბრენდებისთვის, ურთიერთობა მთავრობებთან მთელს მსოფლიოში და მომავალზე ორიენტირებული ინოვაციური ტექნოლოგია.

    „Visa-ს ბრენდის ამ განვითარებაში გზას ვაძლევთ მამაც ამბიციებს, როგორც იმის გამოხატვის საშუალებას, რასაც ვიცავთ და საითკენაც მივიღრწვით,“ - დასძენს ბიგარი. „სამყაროს განვითარებასთან და ფულის ახლებურად მოძრაობასთან ერთად, უკეთეს დროს ვერ ვნახავთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს და იმ გავლენის დემონსტრირებისთვის, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს მიზანზე ორიენტირებულ ბრენდს Visa სხვადასხვა ადამიანის, ბიზნესისა თუ ეკონომიკის განვითარებაზე.

    კამპანიის „Meet Visa“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ https://usa.visa.com/our-purpose/leading-by-example.html.

    კომპანიის „Visa Inc.“ შესახებ

    Visa-ს წამყვანი პოზიციები უჭირავს მსოფლიო მასშტაბით, ციფრული გადახდების მიმართულებით. ჩვენი მისიაა მსოფლიოს დაკავშირება ყველაზე ინოვაციური, სანდო და უსაფრთხო საგადახდო ქსელის გამოყენებით, რომელიც ფიზიკურ პირებს, ბიზნესებს და ეკონომიკებს განვითარებაში ეხმარება. ჩვენი მოწინავე გლობალური დამუშავების ქსელი - VisaNet უსაფრთხო და სანდო გადახდებს ახორციელებს მთელს მსოფლიოში. მას შესწევს წამში 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავების უნარი. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ინოვაციებზე, რაც ნებისმიერ მოწყობილობაზე დაკავშირებული კომერციის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს. ანალოგურიდან ციფრულ სისტემაზე გადასვლის პროცესში, Visa ჩვენს ბრენდს, პროდუქტებს, ადამიანებს, ქსელს და მასშტაბებს იყენებს კომერციის მომავლის შესაცვლელად. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:  usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge,  https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE



    [1] Visa-ს ფინანსური ანალიზი 2020 წელი

    ვიზას პრეს-რელიზი

  • გლობალური კონკურსის „Visa Everywhere Initiative 2021“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებული ქართული Payze ٠ ფეიზი გახდა

    Fintech – ის სტარტაპების გლობალური კონკურსის „Visa Everywhere Initiative 2021“პირველ ეტაპზე,  CAMEA-ს რეგიონიდან მონაწილეობა 760-მა  მსურველმა დააფიქსირა

    თბილისი, 10 ივნისი, 2021 - დღეს, Visa-ს განცხადებით, Fintech-ის სტარტაპების გლობალური კონკურსის Visa Everywhere Initiative 2021“ პირველი ეტაპის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებულები გამოვლინდა.

    CEMEA-ს რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა და საკონკურსო ჯილდო 15,000 აშშ დოლარი გადაეცა Payze-ს საქართველოდან. გლობალური კონკურსის ფინალი გაიმართება 14 სექტემბერს, სადაც  Payze  მიიღებს მონაწილეობას. საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 აშშ დოლარს, მათ შორის გამარჯვებულისთვის განკუთვნილია 50 000 აშშ დოლარი.

    გიორგი წურწუმიამ და კახა გელაშვილმა, 2020 წელს, დააარსეს ინოვაციური კომპანია,   Payze,  რომელიც დსთ-ს  ქვეყნებში ნებისმიერი ტიპის ბიზნესს უზრუნველყოფს გადახდების ონლაინ მიღების მრავალფუნქციური პლატფორმით მსოფლიო მასშტაბით. 2021 წლის აპრილში, განხორციელებული ელექტორნული ტრანზაქციების  მიხედვით, კომპანიამ 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გაუწია მომსახურება, რაც მთლიან მოგებას  35%-ით ზრდის ყოველთვიურად.

    „მოხარული და ამაყები ვართ, რომ Fintech-ის სტარტაპების გლობალური კონკურსის Visa Everywhere Initiative 2021“ პირველი ეტაპის,  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებულია ქართული კომპანია. ის ფაქტი, რომ CEMEA– ს რეგიონში, VEI-ის გლობალური კონკურსის 760-ზე მეტი მონაწილიდან მთავარ ფინალისტად ქართული სტარტაპი შეირჩა, ადასტურებს რომ საქართველო არა მხოლოდ მსოფლიო ლიდერია უკონტაქტო გადახდების კუთხით, არამედ დიდ გავლენას ახდენს ფინანსური ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ Visa, როგორც უნაღდო ეკონომიკის განვითარების ლიდერი საქართველოში და კავკასიის რეგიონში,   ამგვარი პროგრამების აქტიური ინიციატორია და მიისწაფვის, იდეებისა და მათ რეალიზაციას შორის მჭიდრო კავშირის შექმნით ხელი შეუწყოს  ფინტექ კომპანიებსა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლებს შორის მდგრადი კავშირების ჩამოყალიბებას.   წარმატებებს ვუსურვებთ ფეიზს კონკურსის ფინალურ ეტაპზე!“ დიანა კიღურაძე, ვიზას რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში. 

    9 ივნისს, კონკურსის ფინალისტად გამოვლინდა და აუდიტორიის რჩეულის ნომინაციაში გაიმარჯვა სტარტაპმა Safepay, პაკისტანიდან. პრიზის სახით გამარჯვებულს 10 000 აშშ დოლარი გადაეცა. 

    Visa Everywhere Initiative გლობალური პროგრამის ფარგლებში, CAMEA-ს რეგიონული ფინალის ონლაინ მხარდაჭერას მედია პარტნიორის რანგში, პირდაპირი ტრანსლაციის ფორმატში უმასპინძლა TechCrunch–მა. TechCrunch, ტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე ორიენტირებული წამყვანი ონლაინ გამოცემაა, და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სტარტაპების გლობალურ ეკოსისტემაში. მისი დახმარებით, კონკურსის ფინალისტებმა, კუთვნილი კომპანიები და ელექტრონული გადახდების პროდუქტები ექსპერტებს და ჟიურის წევრებს  ვირტუალურ რეჟიმში წარუდგინეს.

    ჟიურის წევრების შემადგენლობა:

    • ტად ტილაჰანი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, პროდუქტებისა და სოლუშენ მიმართულების ხელმძღვანელი, Visa CAMEA
    • ოტტო ვილიამსი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, პარტნიორობის, ინოვაციების და ციფრული მიმართულებების ხელმძღვანელი, Visa CEMEA
    • ნილ კალდველი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი,  გაყიდვებისა და შესყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი, Visa CEMEA  
    • შერინ აბდულა, უფროსი მენეჯერი - DIFC Fintech Hive
    • რენა ზუაბი, ინვესტირების მიმართულება - Mubadala
    • ინეს როშა, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების და განვითარების გუნდის ფინანსური პროდუქტების დირექტორი, EBRD

     Visa Everywhere InitiativeCAMEA-ს რეგიონულ კონკურსში გამარჯვება, ჩვენი გუნდის გაწეული შრომის დასტურია და ამ მიღწევით ძალიან ვამაყოფთ.  ეს იყო, ერთდროულად ძალიან შთამბეჭდავი და ამავე დროს გამოწვევებით სავსე გამოცდილება, შეჯიბრება გაგვეწია  რეგიონის საუკეთესო სტარტაპებისთვის, რამაც ჩვენს სტარტაპს შემდგომი ზრდის შესაძლებლობა მისცა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს CIS-ის რეგიონში მოქმედი ტექნიკური კომპანიებისა თუ ინდივიდებისათვის ონლაინ გაადახდების მიღებისა და მართვის პროცესში.  მადლიერებას გამოვხატავთ Visa-ს მიმართ იმ უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომელიც მან მისცა ყველა 760 აპლიკანტს CEMEA-ს რეგიონში  და გვჯერა, რომ იმ ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს, რომელსაც Visa რეგიონს სთავაზობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ელექტრონული გადახდების ეკოსისტემის შემდგომი განვითარებითვის“, განაცხადა გიორგი წურწუმიამ, ფეიზის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

    გლობალური ინიციატივა „Visa Everywhere Initiative”, როგორც პროგრამა, ფინტექ ინოვატორებს მსოფლიო სტარტაპების ქსელთან აკავშირებს, ხოლო როგორც კონკურსი, ქმნის პლათფორმას, რომელიც ხელს უწყობს კომპანიების წარმოჩენას  ექსპერტების წინაშე, წარმოადგენს პრიზების მოპოვებისა და ფართო აუდიტორიისთვის თავის გაცნობის საშუალებას.   

    კონკურსი განკუთვნილია  სტარტაპებისთვის და ფინტექებისთვის, რომლებიც უკვე მოღვაწეობენ ბაზარზე და უფრო დიდი მასშტაბების მოსაპოვებლად ესაჭიროებათ ისეთ გლობალურ და სანდო ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორიც არის Visa.

    საბოლოოდ, ხუთი კომპანია გავიდა CEMEA-ს რეგიონალურ ფინალში. ჟიურიმ,  პირველ ადგილზე გასული Payze-სა  და აუდიტორიის ფავორიტი კომპანიების Safepay-იის გარდა, კონკურსის ფინალისტებად დაასახელა სამი კომპანია:

    • ჰაბტამუ ტადესე, დამფუძნებელი და გენ.დირექტორი, Arifpay, ეთიოპიიდან
    • ალექსანდერ გრიშინ, აღმასრულებელი დირექტორი, კორპ ბანკი, რუსეთიდან
    • მაიკლ ფემი სიმეონ, თანა დამფუძნებელი და გენ.დირექტორი, VPD Money, ნიგერიიდან

    წლევანდელი კონკურსზე ყურადღება გამახვილდა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მომხმარებლებსა და ბიზნესს გადახდების ინოვაციურ გზებს სთავაზობს. აღნიშნული ეხება ისეთ საბაზრო სფეროებს, როგორებიცაა: ელექტრონული სერვისის ინსტრუმენტების შემქნელები და მიმწოდებლები, მწარმოებლები; სავაჭრო და/ან მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების დაწესება; მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა.  კონკურსში, მსოფლიოს მასშტაბით 2000-ზე მეტმა აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა.

    გლობალურ ფინალში, რომელიც TechCrunch-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა , ფეიზი, წყნარი ოკეანის აუზის, ლათინური ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების გამარჯვებულ სტარტაპ კომპანიებს დაუპირისპირდება.

    Visa Everywhere Initiative“-ისშესახებ

    „Visa Everywhere Initiative“ არის გლობალური ინოვაციების პოგრამა,  რომელიც ფინტექებსა  და სტარტაპ კომპანიებს ელექტრონული გადახდებისა და კომერციის მიმართულების ტექნოლოგიური გამოწვევების ინოვაციური გზით გადაჭრას  სთავაზობს.  პროგრამა პირველად 2015 წელს აშშ-ში შეიქმნა და მალე გაფართოვდა და გადაიქცა გლობალურ პროგრამად, და რომელშიც თითქმის 7,000 სტარტაპია გაერთიანებული. დღეისათვის ამ სტარტაოებმა ჯამში 2.5 მილიარდი აშშ დოლარის დააფინანსება მიიღეს. ხოლო პროგრა ექვს კონტინენტზე და - 100-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა.  დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს -  visa.com

    ###

     მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge,  https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE

    ვიზას პრეს-რელიზი

  • დიანა კიღურაძე კავკასიაში Visa-ს რეგიონულ მენეჯერად და უფროს დირექტორად დაინიშნა

    დიანა, ახალ თანამდებობაზე, ფოკუსირდება ბიზნესში განხორციელებულ ელექტრონულ გადახდებზე, სომხეთსა და საქართველოში; პრიორიტეტული მიმართულებების შესასრულებლად - დიანა გაზრდის Visa-ს როლს ბანკებისთვის, მოვაჭრეებისა და ბარათების მფლობელებისათვის

    თბილისი, საქართველო - 2021 წლის 2 ივნისი - დღეს, Visa-ს განცხადებით,  დიანა კიღურაძე  ახალ თანამდებობაზე დაინიშნა, კერძოდ უფროსი დირექტორის რანგში, Visa-ს ახალი რეგიონული მენეჯერი იქნება. დიანა, ახალ პოზიციაზე, ფოკუსირდება ბიზნესში განხორციელებულ ელექტრონულ გადახდებზე, საქართველოსა და სომხეთში; პრიორიტეტული მიმართულებების შესასრულებლად - დიანა უფრო მეტად გაზრდის Visa-ს როლს ბანკებისთვის, მოვაჭრეებისა და ბარათების მფლობელებისათვის.

    ჩვენ, მოხარული ვართ მივესალმოთ დიანა კიღურაძეს, რომელიც კავკასიაში ახალი რეგიონული მენეჯერია. დიანა გამოირჩევა საქმისადმი ერთგულებით, პიროვნული ენთუზიაზმით  და  დარწმუნებული ვართ, რომ  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს - Visa- გავლენის სფეროების სწრაფ გაფართოებასა და რეგიონში ჩვენი სტრატეგიული საქმიანობის წინსვლაში - ვერა პლატონოვა, Visa-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში, საქართველოში, დსთ-ს ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში (CISSEE).

    დიანა კიღურაძე Visa-ს 2018 წელს შემოუერთდა, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელ პოზიციაზე, რაც მოიცავდა სომხეთსა და საქართველოში წამყვანი კლიენტების მართვას. დიანა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კავკასიის რეგიონის სტრატეგიის შემუშავებაში, - მარკეტინგის, Fintech-ების, ციფრული გადახდების სისტემათა საკუთარი ენთუზიაზმით, ენერგიით და თავდაჯერებულობით განვითარების კუთხით. დიანა 15 წელზე მეტია რაც მუშაობს საცალო საბანკო, გაყიდვების, ბიზნეს განვითარების, ბარათების და ციფრული პროდუქტების მართვის მიმართულებით. Visa-ს გუნდთან შემოერთებამდე, დიანა  მართავდა TBC ბანკის დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტს,  ასევე გახლდათ და VTB  ბანკის საბარათო განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. უფრო ადრეულ წლებში კი,  მენეჯერულ პოზიციას იკავებდა TBC ბანკის ბარათებისა და დისტანციური სერვისების გაყიდვების და  TBC Smart Club-ის მართვის მიმართულებით. 

    დიანა კიღურაძე, ახალ თანამდებობაზე ჩაანაცვლებს კრისტინა დოროშს, რომელმაც ახლახან დააგვირგვინა კომპანია Visa-ში მუშაობის 5-წლიანი პერიოდი. მისმა პროფესიონალიზმმა და ეფექტურმა საქმიანობამ დამსახურებული აღიარება მოიპოვა და იგი ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის რეგიონის მენეჯერად და ვიცე პრეზიდენტად გააგრძელებს საქმიანობას.

    “მე მოხარული  და მადლობელი ვარ, რომ ჩემი თანამშრომლობა Visa-სთან შესაძლებლობების ახალ ეტაპზე გადადის. ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნეს პარტნიორებთან, კლიენტებთან და მარეგულირებლებთან აქტიურად მუშაობის შედეგად, ამაყი ვარ, რომ Visa-ს როლი მეწინავეა ციფრული გადახდების მიმართულებით კავკასიაში. ახალ თანამდებობაზე, ჩემი პრიორიტეტია არსებული პოზიციების  გაფართოება, რათა კიდევ უფრო მეტი ციფრული გადახდის პროდუქტი და ინოვაცია შევთავაზოთ რეგიონს“ - დიანა კიღურაძე.

     ##

    მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge,  https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE

    Visa-ს ადმინისტრაციის პრეს-რელიზი

  • ყველაზე მაღალი ქეშბექი ლიბერთის მომხმარებლებს | ქეშბექისა და ვიზას ერთობლივი საახალწლო აქცია იწყება

    ლიბერთის ლოიალობის პროგრამა "ქეშბექი" საახალწლო აქციას 25 დეკემბრიდან იწყებს. აქციის ფარგლებში, ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს „ქეშბექი“-ს ოთხ პარტნიორ კომპანიაში ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას ყველაზე მაღალი ქეშბექი - გადახდილი თანხის 40% მომენტალურად დაუბრუნდებათ ანგარიშზე.

    აქციაში ჩართულია პეპელას, მინისოს, ბიბლუსისა და სმაგლერსის ყველა სავაჭრო ობიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით.

    აქციის თარიღებია:

    • 25 დეკემბერი - პეპელა
    • 26 დეკემბერი - მინისო
    • 27 დეკემბერი - ბიბლუსი
    • 28 დეკემბერი - სმაგლერსი

    აქციით  სარგებლობისთვის საჭიროა "Cashback”-ის აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე cashback.ge შეთავაზების გააქტიურება და ლიბერთის ნებისმიერი ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.

    „უკვე ტრადიციულად, „ქეშბექი“ მეგობარ ობიექტებსა და ვიზასთან ერთად ყველაზე მაღალ ქეშბექს უბრუნებს მომხმარებელს. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაახალწლო სამზადისი შევუმსუბუქოთ ჩვენს ლოიალურ მომხმარებელს.  იმედი გვაქვს, ბევრი მათგანი შეძლებს ამ განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ესტუმრება ჩვენს მეგობარ ობიექტებს.“ - გიორგი მაკარიძე, ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

    აქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქეშბექის ფეისბუქ გვერდზე და ვებ გვერდზე libertybank.ge.

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ლიბერთის ლოიალობის პროგრამას "ქეშბექი" 500-მდე პარტნიორი კომპანია ჰყავს. "ქეშბექი" ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

    დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING  (R)

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური