უცხოური მედია კორონავირუსის შესახებ: ექსპერტმა მსოფლიოში აშშ-ის ბიოლაბორატორიების შექმნის ნამდვილი მიზნები დაასახელა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 სექტემბერი 2020 10:40

გახურებული COVID-19-ის პანდემიის დროს, რომელმაც მთელ მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული აშშ-ის ასობით ბიოლაბორატორიამ, რომლებიც თითქოს-და უწყინარი კვლევითი ცენტრების სახით ატარებენ ვითომ-და სამეცნიერო ექსპერიმენტებს ბიოლოგიური უსაფრთხოების ინტერესებში, კორონავირუსთან ბრძოლაში თავი ვერაფრით გამოიჩინეს. თანაც ეს იმ ფონზე, რომ თავად შეერთებულ შტატებში COVID-19-ით დაავადებული და მის შედეგად გარდაცვლილი პირების კუთხით შექმნილი სიტუაცია ეროვნული მასშტაბის ტრაგედიად იქცა, აღნიშნავს პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორი ალექსეი მუხინი გამოცემა «Аргументы недели»-ს ფურცლებზე.

ექსპერტი შეგვახსენებს, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ-ის ბიოლაბორატორიების შექმნა ახლადგამომცხვარი რესპუბლიკების ტერიტორიებზე შესამჩნევი რეგულარულობით დაიწყო. ისინი გაჩნდა უკრაინის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და მოლდოვას ტერიტორიაზე. თანაც, რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე განლაგებული ლაბორატორიების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.

"შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს ამერიკის მთავრობის გაძლიერებული ინტერესი მსგავსი პროექტების დაფინანსების მიმართ. მით უფრო, როცა ისინი საბჭოთა მეცნიერების საიდუმლო კვლევებს ეხება ბიოლოგიური იარაღის შექმნის კუთხით",  დასძენს ექსპერტი.

თანაც, მისი თქმით, ამ ლაბორატორიებს მხოლოდ რუსეთის საზღვრებთან გეოგრაფიული სიახლოვე როდი აერთიანებს. "მათ ასევე აკავშირებს ის ფაქტი, რომ ამ ყველა ობიექტთან და კვლევის შედეგებთან წვდომა მხოლოდ ამერიკელ სპეციალისტებს აქვთ. ადგილობრივ მეცნიერებსა და ტექნიკურ პერსონალს ბანალურად არ უშვებენ იმ შენობებში, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საიდუმლო კვლევები ტარდება",  ამბობს ის.

აპრილის შუა რიცხვებში რამდენიმე უკრაინელმა დეპუტატმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის თხოვნით, დაედასტურებინა უკრაინაში სულ მცირე 15 ლაბორატორიის არსებობა, რომლებსაც შეერთებული შტატები აფინანსებს. აშშ-ის საელჩო კიევში ინფორმაციას არ უარყოფდა, თუმცა აცხადებდა, რომ 2005 წლიდან ჩატარებულ ექსპერიმენტებს მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა. თუმცა, ექსპერტის სიტყვებით, უკრაინაში საშიში დაავადებების აფეთქებები საპირისპიროზე მეტყველებს. მაგალითად, 2011 წელს ქოლერამ იფეთქა, 33 ადამიანი დაიღუპა; 2014 წელს ქოლერათი 800 ადამიანი დასნებოვნდა; 2016 წელს 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა გრიპის მსგავსი ვირუსით, სამოქალაქო საზოგადოებაში კი 364 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა; 2019 წლის 11 თვეში წითელათი დაავადდა  5371 უკრაინელი, მათგან 2347 - ბავშვი. შედარებისთვის: 2017 წელს დაფიქსირდა მხოლოდ 87 შემთხვევა, 2016 წელს - 3.

დამატებითი შეთანხმების შესაბამისად, აშშ ახდენს ყოფილი საბჭოთა, ამჟამად კი უკრაინული ლაბორატორიების მოდერნიზებას, რომლებშიც უამრავი ისეთი საშიში ვირუსია, როგორიცაა ციმბირის წყლული ან შავი ჭირი. თუმცა, ამავე დოკუმენტის თანახმად, მხარეებს ხელი უნდა შეეშალათ ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ცოდნის გავრცელებისთვის და არა აქტიურად ემუშავათ მათ შექმნაზე. "უკეთესი არ იქნებოდა, სულაც გაენადგურებინათ ლაბორატორიები ან საშიში კვლევები თავიანთ ქვეყანაში ჩაეტარებინათ? მაგრამ ვაშინგტონისთვის გაცილებით უფრო მარტივი და უსაფრთხო აღმოჩნდა ექსპერიმენტების ჩატარება ოკეანის გაღმა, უცხო ტერიტორიაზე, სადაც, მეცნიერთა შეცდომის შემთხვევაში, "შტამპირებული ვირუსი" სულ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს გაანადგურებდა", ამბობს ალექსეი მუხინი.

უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, მსოფლიოში არსებობს დაახლოებით 400 ბიოლოგიური ლაბორატორია, რომლებიც ამერიკელი გადასახადების გადამხდელების თანხებით ფინანსდება. მათგან 15 უკრაინაშია: სამი კიევსა და ლვოვში, თითო - ოდესაში, ხერსონში, ტერნოპოლში, უჟგოროდში, ვინიცში, ხარკოვსა და ლუგანსკში, ორი კი დნეპროპეტროვსკში.

სსრკ-ის დანარჩენ ყოფილ რესპუბლიკებში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას ექსპერტი შეგვახსენებს, რომ 2008 წელს მოლდოვაში გაიხსნა ამერიკული ცენტრალური პრეფერენს-ლაბორატორია პროექტის "აივ/შიდსისა და В, С ჰეპატიტების პროფილაქტიკა" ფარგლებში, ოღონდ მცირედი შესწორებით: მოლდოვას მთავრობას და უშიშროების სამსახურებს არ აქვთ წვდომა ლაბორატორიაზე და ვერ აკონტროლებენ კვლევების მიმდინარეობას.

სამხედრო-ბიოლოგიური სიმძლავრეების გაძლიერება აღინიშნებოდა შუა და ცენტრალურ აზიაშიც. 2007 წელს უზბეკეთში გაჩნდა პირველი ეროვნული რეფერენს-ლაბორატორია, რომელიც ტაშკენტში მდებარეობს. 2013 წელს ამოქმედდა კიდევ ორი - ანდიჯანსა და ფერგანაში, 2016 წელს - ურგენჩში (ხორეზმის რეგიონული დიაგნოსტიკური ლაბორატორია). მათი მშენებლობა DTRA-მ დააფინანსა. გარდა ამისა, აშშ-მ დააფინანსა დიაგნოსტიკური ლაბორატორიების მოდერნიზაცია, რომლებიც მიკრობიოლოგიის რესპუბლიკური ინსტიტუტის, ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის, ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ჯანდაცვის სამინისტროს საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში ინფექციების პროფილაქტიკის ცენტრის ბაზებზე მოქმედებდა. დღეისათვის უზბეკეთის ტერიტორიაზე 10 ასეთი ობიექტია.

2008 წელს სომხეთი შეუერთდა DTRA-ს  ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამას (BTRP), უკვე 2018 წლისთვის კი ამერიკელმა მენარდეებმა იქ შექმნეს 12 ბიოლაბორატორიისგან შემდგარი მთელი ქსელი, რაზეც 50 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მათგან სამი მდებარეობს ერევანში - დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრში, საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურსა და ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფო "ნორკში". რეგიონული ლაბორატორიები მოქმედებს იჯევანში, გიუმრიში, მარტუნისა და ვანაძორში. როგორც ვირუსოლოგები აღნიშნავენ, ამ ლაბორატორიების საქმიანობის შედეგად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა.

2005 წელს აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან "ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობისა და ამავე სფეროში ინფორმაციის გაუვრცელებლობის შესახებ". 2013 წელს ბაქოში ამოქმედდა დაახლოებით 170 მილიონ დოლარად ღირებული ცენტრალური პრეფერენს-ლაბორატორია, რომელიც ადამიანური და ცხოველური წარმომავლობის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზების კვლევაზეა სპეციალიზებული. გარდა ამისა, ამერიკელებთან პარტნიორობის ფარგლებში აზერბაიჯანის სხვადასხვა რაიონში აშენდა და მოდერნიზდა დაახლოებით 10 ბიოლოგიური მონიტორინგის სადგური.

2016 წელს ალმა-ათაში, ყაზახეთის მ. აიკიმბაევის სახელობის საკარანტინე და ზოონოზური ინფექციების სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორია. ექსპერტი შეგვახსენებს, რომ მისი მშენებლობა ამერიკელებმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყეს და ამ მიზნისთვის 80 მილიონი დოლარი გამოყვეს. მაშინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციით და სურს, ყაზახეთს დაეხმაროს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მაგალითის შესაბამისად, სადაც ასეთი ლაბორატორიები უკვე მოქმედებდა. მშეენებლობისთვის კი განსაკუთრებული ადგილი  შეარჩიეს - სეისმური აქტიურობის ზონა.

გარდა ამისა, როგორც ალექსეი მუხინი აღნიშნავს, გეოგრაფიულად ქვეყანა მუდმივი ქარების ტერიტორიაზე მდებარეობს, ასე რომ, ატმოსფეროში მოხვედრილ ინფექციას დიდ მანძილზე შეუძლია გავრცელება.

საშიში ინფექციების გაჟონვა საფრთხის ქვეშ აყენებს ყაზახეთის მილიონობით მცხოვრებს, ასევე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ყაზახეთის საზღვართან ახლოს ცხოვრობენ.

პენტაგონი ირწმუნება, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე აშშ-ის რეფერენს-ლაბორატორიების ქსელის შექმნის მიზანია, არ დაუშვას ამ ქვეყნების გარემოში მიკროორგანიზმების შტამების გაჟონვა, ასევე მინიმუმამდე დაიყვანოს ამერიკაზე ბიოლოგიური შეტევის შანსები. "გაურკვეველი კია, მაგალითად, როგორ უნდა მოაწყოს ყაზახეთმა ან მოლდოვამ აშშ-ზე ბიოლოგიური შეტევა. უცნაურია ისიც, რატომ აშენდა ეს კვლევითი ცენტრები მჭიდროდ დასახლებულ დიდ ქალაქებში, სადაც ვირუსის გაჟონვა განსაკუთრებით საშიშია", ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, ახლა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, იმ ქვეყნების პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომელთა ტერიტორიებზეც აშშ-ის ბიოლაბორატორიები შეიქმნა, უჩნდებათ კითხვები: "რატომ არ ჩანს ამ ლაბორატორიების ქსელის მუშაობის არანაირი შედეგი COVID-19-თან ბრძოლის კუთხით? ბიოლოგიური დაცვის ინტერესებში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ასეთმა მასშტაბურმა ქსელმა როგორ  არაფერი იღონა თავისი მოქალაქეების დასაცავად?" ალექსეი მუხინის აზრით, ამ კითხვებზე პასუხები ზედაპირზევე  დევს.

"აშშ-ის მთავარი მიზანი ასეთია: გარშემოარტყას რუსეთს არა მხოლოდ ჯარები, არამედ ბიობაზებიც, რაც, შესაძლო სამხედრო საფრთხის შემთხვევაში, მისცემს სწრაფი დარტყმის შესაძლებლობას ყველაზე მეტად არაპროგნოზირებადი და მომაკვდინებელი ბიოლოგიური იარაღით. როგორც ვიცით, ახალ ვირუსს სწრაფად, ძალიან სწრაფად გავრცელების უნარი აქვს, მისი შედეგები ადამიანისთვის კი გამოცდილ ექიმებსაც კი აშინებს, - ამბობს მუხინი. - თანაც, გამორიცხული არაა, რომ ამერიკელები ქმნიან არა უბრალოდ ბიოლოგიურ, არამედ ეთნიკურ იარაღს, რომელიც გამიზნულია მხოლოდ რუსებისა და მთელი სლავური ეთნოსის მოსასპობად. და თუ აშშ არის ბიოლაბორატორიების მუშაობის შედეგების ეგრეთ წოდებული უფლებების მფლობელი, COVID-19-ით გამოწვეული დღევანდელი საფრთხის პირობებში იქნებ ღირს, საკუთარი ერის უსაფრთხოებაზე დაფიქრდნენ და არა სხვა ხალხების განადგურების მეთოდების გამოგონება გააგრძელონ?"

 

გადმობეჭდილია ვებგვერდიდან : https://lenta.ru/news/2020/05/20/biolab/

წაკითხულია 697 ჯერ

Related items

  • Pfizer-ი აცხადებს, რომ შესაძლოა კოვიდ-19-ის მესამე დოზაც გახდეს აუცილებელი

    ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა გამოაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინები გაკეთებული, შეიძლება დასჭირდეთ ვაქცინის მესამე დოზა არაუგვიანეს 12 თვის განმავლობაში. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი თქმით, კომპანიის მენეჯერმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა: „შესაძლო სცენარის მიხედვით, მესამე დოზა საჭირო იქნას 6-დან 12 თვემდე და ასევე ადამიანებს ყოველწლიურად  დასჭირდებათ ვაქცინაცია. ახალი ვირუსების გამოჩენა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში.“

    ალბერტ ბურლა აცხაადებს, რომ  Pfizer-ის მონაცემები ემყარება 2000-ზე მეტ ვაქცინირებულ ადამიანს, მაგრამ მეტი მონაცემებია საჭირო ამის დასადგენად და ესეც  6 თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

    შეგახსენებთ, რომ Pfizer-მა და BioNTech-მა თებერვალში განაცხადეს, რომ ისინი ატარებენ კოვიდ-19 ვაქცინის მესამე დოზის კვლევას, რათა უკეთ გაიგონ იმუნური რეაქცია ვირუსის ახალ ვარიანტებზე.

  • უკრაინამ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევა დაგმო

    უკრაინამ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევა დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროში გაწვევა საერთაშორისო სამართლისა და 1949 წლის ჟენევის კონვენციის დარღვევაა.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევით ომის დანაშაულს ჩადის და რუსეთის მიერ ჩადენილი ამ ფაქტს გმობენ.

    აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთმა 2015 წლის შემდეგ უკანონოდ მოახდინა 12-ჯერ 28 ათასი ადამიანის სამხედროში გაწვევა.

    განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ გააძლიერონ რუსეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა და რომ უკრაინა გააგრძელებს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების დამტკიცებას.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების შედეგად კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
    "პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს. იგი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს", - აღნიშნულია განცხადებაში.
  • საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა შეადგენს - 281145

    საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა შეადგენს - 281145, ხოლო ბოლო 24 საათში - 673.  საავადმყოფოში გადაყვანა 1 624 ადამიანისთვის გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    მათივე მონაცემებით, ინფიცირება მძიმედ მიმდინარეობს 326 პაციენტში. 68 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა და ისინი სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან.

    "დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 57, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.

    ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 447, საიდანაც: 1 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 208, იმერეთში - 289.

    ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 326 პირი, მათ შორის, თბილისში - 140, აჭარაში - 35, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში - 2, იმერეთში - 6. 214 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 175 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია
    კორონავირუსის /COVID-19/ საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა /29250 დოზა/ უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
    მათი მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები გამოიყენება, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.
    25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
    მოქალაქეებს „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ.
    COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! აცრა უფასო და ნებაყოფლობითია.
    Pfizer-ით ვაქცინაცია თბილისში- 4 კლინიკაში, აჭარაში-ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის 2 კლინიკაში მოხდება.
    მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება იმუნიზაციის ექსპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
    უკვე ხვალიდან კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის გააკეთონ და რეგისტრაციაც შესაბამისად გაიარონ. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული. გარდა ამისა, ვაქცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო, როგორც „ასტრაზენეკას“ ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, 30-დან 45 წუთამდე იზრდება.
    შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ამოქმედდა. ცხელი ხაზი ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური