PSP საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანას ყოველგვარი მოგების გარეშე უზრუნველყოფს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 31 აგვისტო 2020 18:49

თურქეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 150 დასახელების მედიკამენტის ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია. ეს განპირობებულია იმით, რომ დასავლური მწარმოებელი კომპანიები, თურქეთის მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, მედიკამენტებს სპეციალური ლიცენზიით თურქეთში აწარმოებენ, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. არსებული რეგულაციების მიხედვით, შეუძლებელია აღნიშნული მედიკამენტების თურქეთიდან საქართველოში კომერციული იმპორტი და რეალიზაცია. საქართველოში იგივე დასავლური კომპანიების მიერ წარმოებული მედიკამენტების იმპორტი ევროპიდან ხორციელდება.

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 1, მე-114  და მე-115  მუხლების თანახმად დაშვებულია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევა. გამონაკლისის სახით, საქართველოში არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანა შესაძლებელია ამავე კანონის მე-1113 მუხლის თანახმად მხოლოდ ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის. 

PSP უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური მოთხოვნების საფუძველზე (ფორმა 100) ახორციელებს ძვირადღირებული ჰემატოლოგიური, ონკოლოგიური, რევმატოლოგიური და კარდიოლოგიური მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა-მიწოდებას ყოველგვარი მოგების გარეშე. ეს გულისხმობს იმას, რომ ინდივიდუალური საჭიროებისათვის ჩამოტანილი მედიკამენტების ფასი თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აფთიაქებში გასაყიდი ფასის იდენტურია. ბოლო 1 წლის განმავლობაში PSP-ს ამ სერვისით უკვე 15 ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა.

დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ PSP-ს სპეციალურ ნომრებზე 591 90 22 47 ან 551 93 44 55, ფორმა 100-ის საფუძველზე შეუკვეთონ შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტი და 2 კვირის ვადაში მიიღონ მედიკამენტი თურქეთიდან ყოველგვარი ფასნამატის გარეშე.(R)

#პსპშენიოჯახისგვერდით

წაკითხულია 595 ჯერ

Related items

  • „პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”

    “პსპ დაზღვევამ” საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე სრულიად ახალი სერვისი -„პერსონალური მენეჯერი“ დანერგა, რაც გულისხმობს ექსკლუზიურ და პრივილიგირებულ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას დაზღვეულის სურვილისამებრ.

    დღევანდელ რეალობაში, როდესაც  ცხოვრების რიტმი საკმაოდ სწრაფი და დატვირთულია, აუცილებელია, რომ  გვქონდეს  ნებისმიერი, მათ შორის სადაზღვევო   მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობა.  პერსონალური მენეჯერის დახმარებით, სადაზღვევო პროცესები კიდევ მეტად მარტივდება, რაც დაზღვეულს უზოგავს დროს და საშუალებას აძლევს კომფორტული სერვისი სწრაფად და მარტივად მიიღოს.

    პერსონალური მენეჯერის მომსახურება გულისხმობს სადაზღვევო პროცესის სრულ ადმინისტრირებას და აერთიანებს ისეთ სერვისებს, როგორიც არის -  ,ექიმთან ვიზიტის ორგანიზება, სატელეფონო დახმარება და კონსულტირება, რეფერალის ორგანიზება; სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება, ონლაინ ანაზღაურება,  კურიერის მომსახურების ორგანიზება, მიმართვების გაცემა (სპეციალისტის კონსულტაცია, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, მედიკამენტები) და ა.შ. ჩამოთვლილი სერვისების ერთ სივრცეში მოქცევა, განაპირობებს დღევანდელობის ყველაზე ღირებულის და  ძვირფასის - დროის დაზოგვას, სადაზღვევო პროცედურების რუტინის თავიდან აცილებას და  პრივილეგირებული და ექსკლუზიური სერვისებით სარგებლობის შესძლებლობას. პერსონალური მენეჯერის სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველა პსპ დაზღვევით მოსარგებლეს შესაბამისი განაცხადის მარტივად შევსებით.

    2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“  მომხმარებელს მუდმივად  სთავაზობს განსხვავებულ  სერვისებს და ახლ პროდუქტებს, იცავს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას. (R)

     

  • თურქეთმა თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური ტექნიკა გადასცა

    თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა. ამის თაობაზე თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იტყობინება.

    ტექნიკის გადაცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების“ ფარგლებში განხორციელდა. 
    ახალი სატრანსპორტო და დამხმარე სააეროდრომო საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე გაიმართა.

    ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე და ატაშატის წარმომადგენლები დაესწრნენ.

    ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი. 
    საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ.

  • გახდება თუ არა „ვანის ტბა“ NASA-ს მხრიდან გადაღებულ ფოტოებს შორის საუკეთესო?

    ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს /NASA/ მიერ კოსმოსური სივრციდან გადაღებული ფოტოების, ონლაინ ფოტოკონკურსის სახელწოდებით „მსოფლიო ტურნირი“, ფინალში გავიდა თურქეთში მდებარე „ვანის ტბის“ სურათიც. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, მეორე ფინალისტი კი „მოძრავი ვარსკვლავები“ სახელწოდების ფოტო დასახელდა. კენჭისყრა ვებგვერდზე „earthobservatory.nasa.gov/tournament-earth“ აშშ-ს ადგილობრივი დროით, 12 აპრილს 12:00 საათზე დასრულდება.

    თურქეთის "ვანის ტბის" მიმართ ხმის მიცემასთან დაკავშირებით კი თურქეთის სახელმწიფოს მმართველებიც ჩაერთნენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათ შორის გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე, ემინე ერდოღანი და სხვები.

  • საქართველოს არჩევანი: თურქეთი ევრობასკეტზე თბილისის ჯგუფში იასპარეზებს

    ევროპის მომავალ საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფის მეორე წევრი ცნობილია. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ეს გახლავთ თურქეთის ეროვნული გუნდი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებს. ეს ამბავი ოფიციალურად დღეს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ფიბა-მ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების – საქართველოსა და იტალიის არჩევანი, რომლებმაც შესაბამისად თურქეთი და ესტონეთი აირჩიეს.

    პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა, ასევე შესაძლებელია, მასპინძელმა მომავალი მეტოქე სიძლიერის მიხედვით შეარჩიოს.

    შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022-ს 4 ქვეყანა – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი მასპინძლობენ. გერმანიამ და ჩეხეთმა არჩევანი წინა თვეში გააკეთეს. პირველმა ლიეტუვა აირჩია, ხოლო ჩეხებმა პარტნიორად პოლონეთი დაასახელეს. დღეს საკალათბურთო სამყარომ  საქართველოსა და იტალიის არჩევანია შესახებაც შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის თითო ჯგუფის 2-2 წევრი უკვე ცნობილია.

     

  • თურქეთ-აზერბაიჯანს შორის ID ბარათებით მიმოსვლა 1 აპრილიდან იწყება

    მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა პირადობის დამადასტურებელი ID ბარათებით იქნება შესაძლებელი. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე 2021 წლის 1 აპრილიდან ვიზის გარეშე ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ე.წ. „აიდი“ ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე ადრე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური