1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ორშაბათი, 31 აგვისტო 2020 13:31

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, 1 სექტემბრიდან შეიცვლება პენსიის გაცემის წესი, რაც გულისხმობს რომ ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე,  ერთ კონკრეტულ თარიღში და მომავალშიც ამ თარიღში გააგრძელებენ პენსიის მიღებას.

ამ ინიციატივის  მთავარი მიზანია გადანაწილდეს ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი პენსიის ჩარიცხვის თარიღებში, იმისათვის რომ მათ მიიღონ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაცვა პანდემიის პერიოდში ვირუსით დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან.

შესაბამისად, 1 სექტემბრიდან პენსიის მიმღებ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს პენსია ჩაერიცხება საკუთარ ანგარიშზე ყოველ თვეს ერთი და იგივე თარიღში. ინდივიდუალური თარიღის გაგება შესაძლებელი იქნება ვებ გვერდზე  www.myliberty.ge, ლიბერთის ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში.

რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის ლიბერთის სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან ჩვენს მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში.

მაგალითად, თუ სექტემბერში პენსია ჩაირიცხა 3 რიცხვში - გაგძელდება ჩარიცხვა ყოველი თვის 3 რიცხვში, იმ შემთხვევაშიც კი თუ 3 რიცხვი ემთხვევა არა სამუშაო დღეს. პენსიის მიმღები მოქალაქეები სოციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განაღდებას, ან ბარათით გადახდებს შეძლებენ ჩარიცხვისთანავე. პენსიის თანხით სარგებლობა, როგორც განაღდება, ასევე ბარათით გადახდა შესაძლებელია ჩარიცხვის თარიღიდან ნებისმიერ დროს.

‘ამ ერთობლივი გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ჩვენი მომხმარებლისთვის  მაქსიმალურად კომფორტული და დაცული გარემოს შექმნა იყო. ასევე, გვინდა თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს შევთავაზოთ ღირსეული  საბანკო მომსახურება და მეტი დრო დავუთმოთ მათთან ურთიერთობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რიგების განტირთვა კონკრეტულ თარიღებში, ბანკის სერვის ცენტრებში ნაკადის ეფექტური გამტარობა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება. პანდემიის პერიოდში მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება, დავინახეთ ჩვენი მომხმარებლის მხრიდან მეტი მიმღებლობა სიახლეების, კერძოდ დისტანციური საბანკო არხების გამოყენებისა და ბარათით გადახდის მიმართულებით.  ვიმედოვნებთ, რომ ამ სიახლესაც დადებითად შეაფასებენ როგორც ჩვენი მომხმარებლები, ასევე საზოგადოებაც.’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

შეგახსენებთ, პენსიის მიმღები პირები სოციალური ბარათით გადახდისას სარგებლობენ სპეცილური ფასდაკლებებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით: 70%-მდე ფასდაკლება ევექსი კლინიკებში, 20%-მდე ფასდაკლება ფარმადეპოს აფთიაქების ქსელში და სპეციალური ფასები 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოციალურ ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტსა და აფთიაქში - ყველგან, სადაც ბარათით გადახდა არის შესაძლებელი. სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისები. (R)

წაკითხულია 723 ჯერ

Related items

  • სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

    დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ.

    "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის სესხზე ხელმისაწვდომობას. ჩვენ შევქმენით ახალი პროდუქტი, რომელიც თანხის გაცემას 48 თვემდე ვადით ითვალისწინებს - რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გააერთიანოს სესხები ან ვადის დაგრძელების შესაბამისად, შეიმციროს ყოველთვიური გადასახადი. ლიბერთი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული პროდუქტების შექმნას" - თორნიკე კორძაია, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

    სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ახალი სესხის აღებისას,  ასევე სხვა ბანკიდან სესხის რეფინანსირებისას.  10 000 ლარამდე სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით. სასურველი თანხის მიღება შესაძლებელია როგორც სოციალური სარგოს და სხვა დამატებითი შემოსავლების გათვალისწინებით ლიბერთის ნებისმიერ მომსახურების წერტილში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

    www.libertybank.ge | 032 2 55 55 00.

  • აქცია სამომხმარებლო სესხზე დღეს, ლიბერთიმ სამომხმარებლო სესხებზე ახალი აქცია დააანონსა

    აქცია სამომხმარებლო სესხზე დღეს, ლიბერთიმ სამომხმარებლო სესხებზე ახალი აქცია დააანონსა.

    აქციის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს განსაკუთრებული პირობებით - ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით პირველი 3 თვის განმავლობაში (ეფექტური 18.5%-დან). შესაძლებელია ახალი სესხის აღება ან არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანა/თანხის დამატება, შემოსავლების დადასტურების პირობით.

    ლიბერთის სახელფასო კლიენტები კი სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდანვე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

    ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში, თავის მომხმარებლებს მუდმივად გაუმჯობესებულ და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს სთავაზობს. ახალი შეთავაზება ითვალისწინებს პირველი 3 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ და ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს.

    შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს, საზოგადოებრივ სახლებში მდებარე სერვის ცენტრებს, ან მობილურ სერვის ცენტრებს. აქცია გრძელდება 30 სექტემბრის ჩათვლით.

    დეტალური პირობები: www.libertybank.ge ლიბერთი ბანკი - Liberty Bank

  • ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!
    დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც  ინოვაციური საპილოტე პროგრამის დაწყებას, კერძოდ  მეთხილე ფერმერებისთვის გამარტივებული პროცედურებით სესხის გაცემას ითვალისწინებს.
    აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” (G-HIP) მიერ. საპილოტე პროგრამისთვის შეირჩა თხილის კულტურა, ხოლო პროგრამაში მონაწილე მხარეებად  ლიბერთი ბანკი და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია.  ლიბერთიმ, ახალი აგროპროექტის ფარგლებში, შეარჩია ფაქტორინგის ფორმა, რომელიც მეთხილე ფერმერების გამარტივებული ფორმითა და უმოკლეს ვადაში დაფინანსების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
    ,, ფაქტორინგის პროგრამაში, ლიბერთი ბანკთან ერთად ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის სასაწყობო  მეურნეობა და თავად ფერმერი. პროექტი მეთხილე ფერმერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა უმოკლეს ვადაში, მხოლოდ თხილის უზრუნველყოფით და გამარტივებული წესით მიიღონ ბანკისგან დაფინანსება. აღნიშნულისთვის  ერთადერთ მოთხოვნას წარმოადგენს თხილის პროდუქციის დასაწყობება საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობ და სასაწყობო ცენტრებში, სადაც მაქსიმალურადაა დაცული თხილის შენახვისათვის აუცილებელი ყველა პირობა; მნიშვნელოვანია ის,რომ დასაწყობებული თხილის პროდუქციის ხარისხზე ფერმერი აღარ იქნება პასუხისმგებელი. შესაბამისად, ფერმერი თავიდან აიცილებს იმ დანაკარგებს, რომლებიც წარმოიქმნება თხილის პროდუქციის სახლის პირობებში შენახვისას“ - მერაბ ჭითანავა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას აღმასრულებელი დირექტორი.
    ,, ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე მორგებული ახალი პროგრამების განხორციელებას. დღეიდან ვიწყებთ ახალ აგროპროექტს, რომელიც  მეთხილე ფერმერებისთვის გამარტივებული პროცედურებით სესხის გაცემას ითვალისწინებს.
    აღნიშნული, საბანკო სფეროში ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს და მეთხილე ფერმერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, ბანკისგან სესხი უმოკლეს ვადაში, მხოლოდ თხილის უზრუნველყოფით და გამარტივებული წესით მიიღონ.  ლიბერთი  მომავალშიც გააგრძელებს  ახალი პროდუქტების დანერგვას, რომელიც ფერმერების საჭიროებებზე იქნება მორგებული“ -  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
  • "მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, - ი. ღარიბაშვილი

    მთავრობის სხდომაზე ოფიციალურად გამოგვაქვს „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, მთავრობა დაამტკიცებს დოკუმენტს და ის ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


    პრემიერის თქმით, ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ხალხის საერთო მისწრაფებას.

    „პირველი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ჩვენი დაპირება, რომელზეც ჩვენ გასულ წელს ვსაუბრობდით. ეს არის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას – 2030, ჩვენი ხედვა, რომელშიც გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. თითოეულმა უწყებამ მოამზადა საკუთარი განვითარების სტრატეგია, ხედვა და გეგმები და ახლა ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული საკითხი, სახელწოდებით – „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“. ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა – სოციალური თანასწორობა, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოება და სტაბილურობა. ეს ყველაფერი ჩამოყალიბებულია ამ დოკუმენტში. მინდა ყველა უწყებას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ეს დოკუმენტები მზად გვქონდა შარშანვე, მაგრამ ამის შემდეგ დაიხვეწა თითოეული დოკუმენტი, განახლდა მონაცემები და დღეს უკვე დასრულებული სახით წარმოვადგენთ, მთავრობა დაამტკიცებს და ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება“, – განაცხადა პრემიერმა.

    მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას – 2022-2030. დოკუმენტი გავლილია ყველა აქტორთან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

    „მინდა ვაცნობო ჩვენს მოქალაქეებს, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას – 2022-2030. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს პირველად იქნა დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის, რომელიც ძალიან სრულყოფილი დოკუმენტი იყო. მოგეხსენებათ, რომ ამ დოკუმენტზე ასევე მუშაობდა ექსპერტი, ბატონი თომას ჰამერბერგი. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რაოდენ დიდი გამოწვევები არსებობდა ზოგადად ამ სფეროში, ადამიანის უფლებებში. კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროს რეალურად დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობდა და საერთოდ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის უფლებები ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მას შემდეგ რადიკალურად შევცვალეთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება. ჩვენ ახლა ახალი დოკუმენტი მოვამზადეთ, რომელიც გავლილია ყველა აქტორთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მე მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე სრულყოფილი სახით გამოგვაქვს აღნიშნული სტრატეგია, რომელსაც დღეს მთავრობა მოიწონებს და გადაუგზავნის პარლამენტს დასამტკიცებლად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • "იგივე გვაქვს"! - ანუ ყველაზე მაღალი ქეშბექი ახალი სასწავლო წლისთვის მხოლოდ ლიბერთის ბარათების მომხმარებლებისთვის ბრუნდება

    ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack წინასასკოლოდ ტრადიციულ აქციას იწყებს: 50%-მდე ქეშბექით სარგებლობა 5 სექტემბრიდან ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს შეეძლება. აქციის ფარგლებში, 12 სექტემბრის ჩათვლით, ლიბერთის როგორც Visa ასევე, MasterCard ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ აქციაში მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი CashBack მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე.

    მეგობარი ობიექტები, რომლებშიც მომხმარებლები შეძლებენ წინასასკოლო აქციით სარგებლობას:

    საშინაო დავალება

    გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები*:

    1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge
    2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება
    3. გადაიხადე ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე

    აქციის ფარგლებში, Back to School CashBack-ის ლიმიტია 150 ლარი, ხოლო მეგობარი ობიექტის მიერ დაბრუნებული CashBack-ის ოდენობა შეუზღუდავია.

    *წესები დეტალურად: შეთავაზებისგასააქტიურებლად, გადმოწერეთCashBack-ისაპლიკაციაiOS | Android ანშედითვებგვერდზე www.cashback.ge. თუუკვეხართლიბერთის ინტერნეტ/მობაილბანკის მომხმარებელი, CashBack-ისაპლიკაციაშიავტორიზაციასიგივემონაცემებითგაივლით. თუჯერარსარგებლობთლიბერთისინტერნეტ/მობაილბანკით, გაიარეთ მარტივირეგისტრაცია. ავტორიზაციისგავლისშემდეგ, CashBack-ისაპლიკაციაშიაირჩიეთსასურველიმეგობარიობიექტი, დააჭირეთღილაკს "აქტივაცია" დამომდევნოერთითვისგანმავლობაშილიბერთისბარათითლიბერთისტერმინალზეგადახდისას, დაიბრუნეთთანხამომენტალურად.

    ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 400-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური