საქართველოში კორონავირუსით /COVID-19/, მე-18 პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 24 აგვისტო 2020 17:49

საქართველოში კორონავირუსით /COVID-19/, მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

COVID-19-ით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის ქალია, რომელსაც თანმდევი ქრონიკური დაავადებები ჰქონდა.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 1421-ს შეადგენს.

  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1137
  • მათ შორის გარდაცვლილი - 18
  • კარანტინის რეჟიმში - 7005
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 255
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 267 პაციენტიდან ხუთის მდგომარება კრიტიკულია, 24-ის კი მძიმედ ფასდება.

„დღესდღეობით, კოვიდცენტრებში სულ 267 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, 24 კი მძიმე პაციენტია. ისინი მკურნალობას კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობენ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და შედარებით ნაკლებად მსუბუქი სიმძიმის არის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

 

წაკითხულია 162 ჯერ

Related items

  • საქართველოში კორონავირუსის /COVID-19/ დიაგნოზით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსის /COVID-19/ დიაგნოზით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. მათი მონაცემებით, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 21-ე და 22-ე  შემთხვევაა.

    კორონავირუსით გარდაცვლილი 21-ე პაციენტი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. არსებული ინფორმაციით, ის ბათუმიდან იყო. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

    რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 67 წლის მამაკაცი მკურნალობას ბათუმში გადიოდა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

    დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 3913 -ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1574-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

     

  • საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსის /COVID-19/ დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. მათი მონაცემებით, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-20 შემთხვევაა.

    კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. 60 წლის პაციენტი ქალი ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა, 31 კი თბილისში.

    მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 16 კრიტიკულად მძიმე და 80 მძიმე პაციენტია.

    „ბოლო 24 საათში, 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-92, იმერეთი-53, თბილისი-31, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, გურია - 7, რაჭა-ლეჩხუმი - 1, მცხეთა მთიანეთი -1.

    ჩვენ გვაყავდა 19 გარდაცვლილი პაციენტი, დაგვემატა 1 და გახდა 20. ეს პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ასევე მასთან ერთად გადმოყვანილი იყო 3 პაციენტი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, სამწუხაროდ, ერთ-ერთი, 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა“, - განაცხადა მ. ეზუგბაიამ.

     

     

  • კოვიდ-19-ის ვაქცინა შეიძლება ოქტომბრისთვის იყოს ხელმისაწვდომი

    ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ შეიძლება, კოვიდ-19-ის ვაქცინა მზად ოქტომბრის ბოლოსთვის იყოს. ამის შესახებ TRT-ქართული წერს.

    კომპანია Pfizer–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ ამერიკულ CBS-ის ტელევიზიას განუცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ცდების დასკვნით ეტაპზე იმყოფება.

    მისივე თქმით, ვაქცინის წარმოებაში ჩაშვება წლის ბოლომდე შეიძლება, თუ ის „უსაფრთხო და ეფექტური“ იქნება.  „თუ ყველაფერი კარგად წარიმართება და ჩვენ გვექნება საკმარისი მტკიცებულება მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი ოქტომბრისთვის გახდეს“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ.

     

  • დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევაა დადასტურებული

    დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევაა დადასტურებული და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2392 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge-ი აქვეყნებს.

    165 შემთხვევა ქვეყნის რეგიონებისა და ქალაქის მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი 109, თბილისი 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 9, ქვემო ქართლი, გარდაბანი – 9, შიდა ქართლი, გორი – 6, კახეთი გურჯაანი – 6, გურია-ოზურგეთი 4, იმერეთი-ქუთაისი – 4, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – 1.

    გასული 24 საათის განმავლობაში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 1369 რჩება.

    ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 5882 პირია მოთავსებული, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას - 390 ადამიანი გადის. ქვეყანაში, თებერვლის თვიდან მოყოლებული, კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

    გარდა ამისა, საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

  • უცხოური მედიასაშუალებები კორონავირუსის შესახებ: COVID-19 და აშშ-ის ბიოლაბორატორიების მასშტაბური ქსელი

    პეტრე მარინიუკი

    ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის - COVID-19-ის სწრაფმა გავრცელებამ მსოფლიოს თვალი აუხილა ახალი მსოფლიო ომის შესაძლო ხასიათზე. სულ რამდენიმე დღეში ვირუსმა ჩვენი პლანეტის პრაქტიკულად ყველა კუთხეში შეაღწია. ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში ათეულ ათასობით ადამიანი ავადდება. უმსხვილესი სახელმწიფოები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ახალ მომაკვდინებელ დაავადებასთან ბრძოლაში, წამალი კი ჯერ არ ჩანს.

    უცნაურია თავად COVID-19-ის გაჩენაც, რომელსაც, უამრავი ვირუსოლოგის აზრით, ხელოვნური ხასიათი აქვს. ნუთუ ეს არ მოწმობს მეცნიერების საბედისწერო შეცდომაზე, რომლებიც ბიოლაბორატორიაში ცდილობდნენ იარაღის შექმნას, მთელ მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე რომ წაიღო? ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ეს ერთადერთი ლაბორატორია როდია, რომელიც მომაკვდინებელ ვირუსებს ქმნის. მრავალი მათგანი მოქმედებს უწყინარი კვლევითი ცენტრების სახით, რომლებიც ვითომ-და ბიოლოგიური უსაფრთხოების ინტერესებისთვის სამეცნიერო ექსპერიმენტებით არიან დაკავებული. სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა.

    მთელ მსოფლიოში არსებული უამრავ ამერიკულ ბიოლაბორატორიებს ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოძებნაში დახმარება უნდა შეძლებოდათ. თუმცა აღნიშნული დაწესებულებების საქმიანობის შედეგები კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით არ ჩანს. ისინი, უბრალოდ, არ არსებობს. თანაც, თავად შეერთებულ შტატებში COVID-19-ით დასნებოვნებული და მის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის კუთხით შექმნილი სიტუაცია ეროვნული მასშტაბის ტრაგედიად იქცა. მსხვერპლის რაოდენობა გამალებით იზრდება.

    აღსანიშნავია, რომ თავად ამერიკის ტერიტორიაზე განთავსებული ბიოლაბორატორიები არაერთხელ გამხდარან სხვადასხვა ქვეყანაში საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების წყარო.

    ისეთი საშიში ვირუსების გაჟონვა, როგორიცაა ციმბირის წყლული, ფრინველის გრიპი, ბოტულიზმი, ბრუცელოზი აშშ-შიც მომხდარა, მეოთხე (უმაღლესი) დონის ლაბორატორიებში.

    შტატებში ასეთი დაახლოებით 15 ლაბორატორიაა. მაგალითად, 2013 წელს ამერიკულ ქალაქ გალვესტონში განთავსებული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიიდან პირდაპირ საყინულე კამერიდან გაქრა სინჯარა საშიში ვირუსით გუანარიტოთი (Guanarito), 2014 წელს კი დაიხურა აშშ-ის ორი ბიოლოგიური ლაბორატორია, რომლებმაც ციმბირის წყლულისა და ფრინველის გრიპის ნიმუშები "დაკარგეს".

    2020 წლის 14 აპრილს რამდენიმე უკრაინელმა დეპუტატმა ოფიციალურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის და სთხოვა, დაედასტურებინა უკრაინაში სულ მცირე 15 ბიოლოგიური ლაბორატორიის არსებობა, რომლებსაც შეერთებული შტატები აფინანსებდა. აშშ-ის საელჩო კიევში არ უარყოფს აღნიშნული ლაბორატორიების მუშაობას უკრაინის ტერიტორიაზე.

    ამერიკული მხარე ამტკიცებს, რომ 2005 წლიდან ჩატარებულ ექსპერიმენტებს მშვიდობიანი ხასიათი აქვს, თუმცა უკრაინაში საშიში დაავადებების აფეთქებები საპირისპიროზე მეტყველებს. მაგალითად, 2011 წელს ქოლერამ იფეთქა, 33 ადამიანი დაიღუპა; 2014 წელს ქოლერათი 800 ადამიანი დასნებოვნდა; 2016 წელს 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა გრიპის მსგავსი ვირუსით, სამოქალაქო საზოგადოებაში კი 364 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა; 2019 წლის 11 თვეში წითელათი დაავადდა 5371 უკრაინელი, მათგან 2347 - ბავშვი. შედარებისთვის: 2017 წელს დაფიქსირდა მხოლოდ 87 შემთხვევა, 2016 წელს - 3.

    ვაშინგტონი უკრაინაში მოქმედ ბიოლაბორატორიებს თავისებურად ეხმარება: გამოყოფს უკვე არსებული ლაბორატორიების ახალი კორპუსებისთვის თანხას, ყიდულობს ავეჯსა და თანამედროვე აპარატურას, მუდმივად აკონტროლებს მუშაობის სტანდარტებსა და კვლევების ხარისხს.

    უკრაინელი დეპუტატები რენატ კუზმინი და ვიქტორ მედვედჩუკი ამტკიცებენ, რომ ამერიკელებმა საარაკო თანხა - 2,1 მილიარდი დოლარი გამოყვეს მსოფლიოს ამ ლაბორატორიებში ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ეს უზარმაზარი თანხაა, რომლის დახარჯვაც მხოლოდ ავეჯსა და დამატებითი კორპუსების მშენებლობაზე წარმოუდგენელია.

    უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, მსოფლიოში დაახლოებით 400 ბიოლოგიური ლაბორატორიაა, რომლებიც ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა სახსრებით ფინანსდება. მათგან 15 უკრაინაშია: სამი კიევსა და ლვოვში, თითო- ოდესაში, ხერსონში, ტერნოპოლში, უჟგოროდში, ვინიცში, ხარკოვსა და ლუგანსკში, ორი კი დნეპროპეტროვსკში.

    თითოეული ლაბორატორიის მშენებლობაზე დაიხარჯა 1,5-დან 1,9 მილიონ დოლარამდე, დაახლოებით 400 ათასი კი - დანადგარების შესყიდვაზე. ყველაზე ძვირი დაჯდა ოდესის ლაბორატორია, რომელზეც 3, 49 მლნ. დოლარი დაიხარჯა.

    სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ-ის ბიოლაბორატორიები ახლადგამომცხვარი რესპუბლიკების ტერიტორიებზე შესამჩნევი რეგულარულობით იქმნებოდა. უკრაინის გარდა, ვაშინგტონის ფოკუსში მოხვდა საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და მოლდოვა. თანაც, რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე შექმნილი ლაბორატორიების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ამ ლაბორატორიებს მხოლოდ რუსეთის საზღვრებთან გეოგრაფიული სიახლოვე როდი აერთიანებს. მათ აკავშირებს ის ფაქტიც, რომ ყველა აღნიშნულ ობიექტთან და კვლევების შედეგებთან წვდომა მხოლოდ ამერიკელ სპეციალისტებს აქვთ. ადგილობრივ მეცნიერებსა და ტექნიკურ პერსონალს ბანალურად არ უშვებენ იმ შენობებში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საიდუმლო კვლევები ტარდება.

    ამერიკული საიდუმლო ბიოლაბორატორიების მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2018 წელს გამოქვეყნდა ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას სკადალური კვლევა, რომელიც მთელ მსოფლიოში აშშ-ის ბიოლოგიური ექსპერიმენტების სამხედრო პროგრამის შოკისმომგვრელ ფაქტებს ამხელდა. კერძოდ, საუბარი იყო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე, რომელიც 2011 წელს თბილისში შეიქმნა DTRA-ს პროგრამით. ეს მესამე ხარისხის ბიოდაცვის მქონე ბიოლაბორატორია ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ის სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აქვთ წვდომა საიდუმლო ინფორმაციასთან. ცენტრის ამოცანებია: ბიოაგენტების (ციმბირის წყლულისა და ტულიარემიის), ვირუსული დაავადებების (მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების) კვლევა და მომავალი ექსპერიმენტებისთვის ბიოლოგიური ნიმუშების შეგროვება. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 2014 წელს ლუგარის ცენტრი მწერების მოსაშენებელი სპეციალური მოწყობილობებით აღიჭურვა და მათი დასნებოვნების დონეების შეგროვების, შესწავლისა და ტესტირების პროექტების რეალიზება დაიწყო, ამ ადგილისთვის არატიპიური მწერების მატება დაფიქსირდა. ასევე გახშირდა ქვეყნის მოსახლეობაში სხვადასხვა დაავადების შემთხვევები.

    ამერიკული ბიოლაბორატორია მოქმედებს მოლდოვაშიც. 2008 წელს USAID-ის მხარდაჭერით კიშინევში გაიხსნა ცენტრალური პრეფერენს-ლაბორატორია პროექტის "აივ/შიდს-ისა და В, С ჰეპატიტების თავიდან აცილების" ფარგლებში. თუმცა, მცირედი შესწორებით: მოლდოვას მთავრობას და უშიშროების სამსახურებს არ აქვთ წვდომა ლაბორატორიაზე და ვერ აკონტროლებენ კვლევების მიმდინარეობას.

    2008 წელს სომხეთი შეუერთდა DTRA-ს  ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამას (BTRP), უკვე 2018 წლისთვის კი ამერიკელმა მენარდეებმა იქ შექმნეს 12 ბიოლაბორატორიისგან შემდგარი მთელი ქსელი, რაზეც 50 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მათგან სამი მდებარეობს ერევანში - დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრში, საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურსა და ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფო "ნორკში". რეგიონული ლაბორატორიები მოქმედებს იჯევანში, გიუმრიში, მარტუნისა და ვანაძორში. როგორც ვირუსოლოგები აღნიშნავენ, ამ ლაბორატორიების საქმიანობის შედეგად ქვეყანაში, ასევე კავკასიის რეგიონსა და მოსაზღვრე რაიონებში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა.

    როგორც ცნობილია, სსრკ-ის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანში უპატრონოდ დარჩა ობიექტების ქსელი, რომელშიც შედიოდა 6 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 29 რეგიონული და 53 საველე ბიოსადგური, რამაც მეტად დააინტერესა აშშ. ამიტომ 2005 წელს აზერბაიჯანმა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას "ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობისა და ამავე სფეროში ინფორმაციის გაუვრცელებლობის შესახებ". 2013 წელს ბაქოში ამოქმედდა დაახლოებით 170 მილიონ დოლარად ღირებული ცენტრალური პრეფერენს-ლაბორატორია, რომელიც ადამიანური და ცხოველური წარმომავლობის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზმების კვლევაზეა სპეციალიზებული. გარდა ამისა, ამერიკელებთან პარტნიორობის ფარგლებში აზერბაიჯანის სხვადასხვა რაიონში აშენდა და მოდერნიზდა დაახლოებით 10 ბიოლოგიური მონიტორინგის სადგური.

    2016 წელს ალმა-ათაში, ყაზახეთის მ. აიკიმბაევის სახელობის საკარანტინე და ზოონოზური ინფექციების სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორია. მისი მშენებლობა ამერიკელებმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყეს და ამ მიზნისთვის 80 მილიონი დოლარი გამოყვეს. მაშინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციით და სურს, ყაზახეთს დაეხმაროს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მაგალითის შესაბამისად, სადაც ასეთი ლაბორატორიები უკვე მოქმედებდა. უფრო მეტიც - მშენებლობისთვის ადგილიც განსაკუთრებული შეარჩიეს - სეისმური აქტიურობის ზონა. გარდა ამისა, გეოგრაფიულად ქვეყანა მუდმივი ქარების ტერიტორიაზე მდებარეობს, ასე რომ, ატმოსფეროში მოხვედრილ ინფექციას დიდ მანძილზე შეუძლია გავრცელება. საშიში ინფექციების გაჟონვა საფრთხის ქვეშ აყენებს ყაზახეთის მილიონობით მცხოვრებს, ასევე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ყაზახეთის საზღვართან ახლოს ცხოვრობენ.

    ახლა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, იმ ქვეყნების პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომელთა ტერიტორიებზეც აშშ-ის ბიოლაბორატორიები შეიქმნა, უჩნდებათ კითხვები: "რატომ არ ჩანს ამ ლაბორატორიების ქსელის მუშაობის არანაირი შედეგი COVID-19-თან ბრძოლის კუთხით? ბიოლოგიური დაცვის ინტერესებში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ასეთმა მასშტაბურმა ქსელმა როგორ  არაფერი იღონა თავისი მოქალაქეების დასაცავად მაინც?" ამ კითხვებზე პასუხები ზედაპირზევე  დევს.

    და თუ აშშ არის ბიოლაბორატორიების მუშაობის შედეგების ეგრეთ წოდებული უფლებების მფლობელი, COVID-19-ით გამოწვეული დღევანდელი საფრთხის პირობებში იქნებ ღირს, საკუთარი ერის უსაფრთხოებაზე დაფიქრდნენ და არა სხვა ხალხების განადგურების მეთოდების გამოგონება გააგრძელონ?

     

    გადმობეჭდილია ვებგვერდიდან : https://www.belvpo.com/112736.html/

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური