სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ჩინური ენის ტრანსლიტერაციის წესები გამოსცა
Related items
-
საქართველოს პრეზიდენტი - საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას.
სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას.
ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია! ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი, აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს.
დღეს შეხვედრა გავმართე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დეტალურად განვიხილეთ შექმნილი ვითარება. მიმაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი.
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია.
მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება.
ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
-
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სერგეი ლავროვს საქართველოსადმი რუსეთის აგრესიაზეც ესაუბრა
ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 4 თებერვალს ტელეფონით ისაუბრეს, მათ შორის, საქართველოს საკითხზეც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა ე. ბლინკენმა მინისტრ ს. ლავროვთან, „სხვათა საკითხთა შორის, აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, უკრაინასა და საქართველოში [რუსეთის] სამხედრო აგრესიაზე, ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და SolarWinds-ის ინციდენტზე“ ისაუბრა.
ორი დიპლომატის საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა, ამ უკანასკნელში საქართველოზე საუბრის შესახებ ცნობა არ გვხვდება.
-
ახალგაზრდა ქართველი მსახიობებით ჩინური მედია ჯგუფი დაინტერესდა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პეკინის ცენტრალური დრამის აკადემიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, 7 ქართველი სტუდენტი სწავლობს აღნიშნული აკადემიის სამსახიობო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" ჩინეთში საქართველოს საელჩოდან შეატყობინეს.
ახალგაზრდა ქართველი მსახიობებით ჩინური მედია ჯგუფი “Beijing Liuhe Times Culture Media Co., LTD“ დაინტერესდა და დაიწყო კომედიური ჟანრის სერიალის “არ მითხრა უარი“ გადაღებები, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ ქართველი სტუდენტები - თემურ ძოწენიძე, მიხეილ იოსელიანი, მიმი გოგოხია, გიორგი ზვიადაძე, თათია გვასალია, გიორგი ჭუმბურიძე და ბარბარე სუჯაშვილი.
სცენარის მიხედვით, შეძლებული ოჯახიდან ქართველი სტუდენტი სასწავლებლად გაემგზავრება ჩინეთში, სადაც მას სამი და ჩააკითხავს. მოქმედებები მიმდინარეობს ჩინეთში, მაგრამ სერიალის მთელ რიგ ეპიზოდებში ხდება საქართველოს პოპულარიზაცია.
გლობალური პანდემიის გამო, ამ ეტაპზე გადაღებები დროებით შეჩერებულია.
იხილეთ ფილმის ტრეილერი.
-
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა მოპოვებისა და სისხლის სამართლის საპროცესო წესით მათი დამაგრების მიზნით, მოსამართლის განჩინებათა საფუძველზე, ჩატარდა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება; ამასთან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ბრალდებული ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი. გამოძიების მიერ მოპოვებული, უტყუარი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ მიიღო ვ. ბ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზეც საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას და არ მოხდეს გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ან/და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც საბოლოო ჯამში დააზიანებს მთავარ საჯარო ინტერესს, საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-რელიზი
-
ჩინეთის ელჩი საქართველოს საგარეო და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან ერთად ჩინური მხარის მიერ საქართველოსთვის სამედიცინო ნივთების ჩუქების ცერემონიას დაესწრო
29 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის მიერ საქართველოსთვის სამედიცინო ნივთების ჩუქების ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის ელჩი ლი იენი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური დაესწრნენ.
ჩინეთის ელჩმა ლი იენმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად, ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას აქამდე დახმარების სახით უკვე გადასცა ვირუსის დასადგენი
რეაქტივების ნაკრები და ამის საფუძველზე გადაწყვიტა, ქართულ მხარეს კიდევ აჩუქოს სამედიცინო ნივთები, რომელშიც შედის რეაქტივების ნაკრებები, ნიღბები, სამედიცინო ხელთათმანები, ბახილები, სიცხის საზომი შუბლის თერმომეტრები და სხვა ნივთები.
საქართველოში ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, ჩინეთი საერთო მომავლის მქონე საზოგადოების კონცეფციაზე დაყრდნობით, ქართულ მხარეს უანგაროდ უზიარებს პრევენციისა და კონტროლის გამოცდილებას და სამედიცინო დახმარებას უწევს. ამ დრომდე, ჩინეთს ჯამში საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული აქვს 200,000 ცალი ერთჯერადი ნიღაბი, 24,000 ცალი რეაქტივების ნაკრები, 100,000 წყვილი ერთჯერადი ხელთათმანი, 3,000 ერთეული დამცავი ტანსაცმელი და სხვა სამედიცინო ნივთები.
შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი გააგრძელებს ექსპერტთა ვიდეოკონფერენციების ჩატარებას და შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოსთვის სამედიცინო დახმარების გაწევას. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობისა და ქართველი ხალხის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი მეგობარი საქართველო მალე შეძლებს ეპიდემიის დამარცხებას.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა მადლობა გადაუხადეს ჩინეთს საჭირო სამედიცინო ნივთების საქართველოსთვის უანგაროდ გადაცემის გამო, და აღნიშნეს, რომ ეს ჩინეთ-საქართველოს ძლიერი მეგობრობის ნათელი გამოხატულებაა. ჩინური მხარის მიერ გადმოცემული ნივთები მნიშვნელოვნად გაზრდის ვირუსის გამოვლენისა და კონტროლის შესაძლებლობებს. საქართველო მზადაა ჩინეთთან მჭიდრო კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გასაგრძელებლად და ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის მხარდამხარ სამუშაოდ.
ჩინეთის საჩუქარი საქართველოს მიერ ჩინეთში შეძენილი სამედიცინო ნივთებისთვის გაგზავნილი ჩარტერული რეისით 29 აპრილს გამთენიისას ჩამოვიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დახვდა.
ბიზნეს ნიუსი

საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში
საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი შეთანხმების ...

ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში პროფესიონალები ჩაერთვებიან
ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციისა და ...

ეკონომიკის მინისტრი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამუშაო გეგმას გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია...

ქართული მხარე ევროკავშირთან 2021-2027 წლების ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს
2021 წლის 9 – 11 თებერვალს, საქართველოს საგარეო სა...