პარტნიორობა ქალთა გაძლიერებისათვის - UNFPA-ს, FAO-ს და ლიბერთი ბანკის ახალი ინიციატივა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 18 აგვისტო 2020 12:53

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები დაიწყო. შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ. 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ინიციატივის განხორციელების საწყის ეტაპზე, შეხვედრები გაიმართება შიდა ქართლში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და აჭარაში და 300-მდე ქალს მოიცავს.

2020 წლის 16 აგვისტოს, პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში გაიმართა და ატენის თემის მკვიდრი ორმოცამდე ქალი შეკრიბა, რომლებიც  გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტში’’ არიან ჩართულნი. მათ ინფორმაცია მიიღეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩვეა) გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ფინანსური დაგეგმვა და საბანკო სერვისები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.

„ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა, მათი ინფორმირება არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავზარდოთ თანამოაზრეთა და მხარდამჭერთა წრე, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტ ქალს მივწვდეთ, რათა ისინი არ დარჩნენ განვითარების ტალღის მიღმა. მოხარული ვართ, რომ ლიბერთი ბანკმაროგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესმა, გადაწყვიტა ინვესტიციის ამ მიმართულებით განხორციელება და სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერების პროცესში ჩაერთო ჩვენთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად,“ აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

,,სოფლად მცხოვრებ ქალებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროცესებში როგორც შინამეურნეობების, ისე - ქვეყნის დონეზე. გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ქალთა აქტიურ, თანასწორ ჩართულობასა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მათი გაძლიერება კი მიიღწევა ბარიერების გამოვლენითა და დაძლევით, ინფორმირებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვითა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა სოფლად მცხოვრებ ქალებს სოციალურ ღონისძიებებში ჩართვის, მხარდამჭერი ქსელების გაფართოებისა და საკუთარი ხმის გაჟღერების საშუალება მიეცეთ,’’ აღნიშნა  გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.

,, ლიბერთი ბანკმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში  დავიწყეთ შეხვედრები,  სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის. ლიბერთი უწყვეტად აგრძელებს  სპეციალურ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს  საბანკო პროდუქტების შესახებ  ინფორმაციის გავრცელების კუთხით. მისასალმებელია,რომ ამ პროექტებს დღეს  არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატა. 
ვიმედოვნებთ,  პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით განვავითარებთ ახალ პროექტებს ქალების გაძლიერების, მათ შორის სოფლის მეურნეობაში ჩართული ქალებისთვის საბანკო სერვისების გაცნობისა და მაქსიმალურად გამოყენების მიმართულებით.“- განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ
.

არსებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე სწორედ სოფლად მცხოვრები ქალები დგანან. 2020 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისსა და ლიბერთი ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას სწორედ ქალთა გაძლიერება წარმოადგენს.(R)

წაკითხულია 148 ჯერ

Related items

  • საზოგადოებრივი ცენტრის პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს.

    მემორანდუმის მიზანი „ლიბერთი ბანკსა“ და საზოგადოებრივ ცენტრებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა, რაც საზოგადოებრივი ცენტრების მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ახალი და გაუმჯობესებული სერვისები.

    საზოგადოებრივი ცენტრების სივრცე − საკონფერენციო დარბაზები, ელექტრონული ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ტექნიკა, იუსტიციის სახლისა და „ლიბერთი ბანკის“ ერთობლივი პროექტების ფარგლებში, გამოყენებული იქნება კულტურული და სოციალური ღონისძიებებისათვის როგორც პირისპირ შეხვედრების, ისე დისტანციურ ფორმატში. ცენტრების საკადრო რესურსის გამოყენებით მოსახლეობა დეტალურ ინფორმაციას მიიღებს არა მხოლოდ საჯარო სერვისების, არამედ საბანკო პროდუქტების შესახებაც.

    „ლიბერთი ბანკი“ რაიონების მცხოვრებთ, კონკრეტულად, მათი რაიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოდიფიცირებულ ახალ მომსახურებებს შესთავაზებს, რომელთა დანერგვაც ამა თუ იმ ქალაქის, დაბისა და სოფლის მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. ეს სერვისები, ისევე როგორც სხვა კერძო და საჯარო სექრტორის 250-ზე მეტი სერვისი, საზოგადოებრივ ცენტრებში იქნება ხელმისაწვდომი.

    საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით იღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, არეგისტრირებს უძრავ ქონებას და სარგებლობს კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალებით. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო ხდება; საზოგადოებრივ ცენტრებში იზრდება „ლიბერთი ბანკის“ სერვისების მრავალფეროვნება და ფართოვდება სოციალური და კულტურული ღონისძიებების მასშტაბები, რომელთაც საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობით შესთავაზებს.

    საზოგადოებრივი ცენტრები მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული ინოვაციური სერვისების დანერგვას.

  • ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

    ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ პერიოდში თანადგომის გამოსახატად: დღეიდან პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას.
    აქცია გაგრძელდება 1 ნოემბრამდე.
    ‘ლიბერთისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო და იქნება სკოლების, პედაგოგებისა და განათლების ხელშეწყობა. ლიბერთი უკვე მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო სექტორთან და არაერთ მნიშვნელოვან სოციალური პასუხისმგებლობის პროექტშია ჩართული, რაც უდიდესი პატივია ჩვენი ბრენდისთვის.
    დღესაც, მათ გვერდით ვართ და გვინდა ჩვენი მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ. ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, პედაგოგებს, სამომხმარებლო სესხებზე ვთავაზობთ განსაკუთრებულ აქციას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პედაგოგებისთვის ლიბერთის სამომხმარებლო სესხის პირობები, ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ამ აქციის პირობებში კი, საშუალება ეძლევათ 3 თვემდე ვადით განთავისუფლდნენ ყოველთვიური გადასახადებისგან იმ შემთხვევაში თუ აიღებენ ახალ სესხს ან გადმოიტანენ სხვა ბანკებიდან.’- გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.
    ლიბერთი უკვე არაერთი წელია ემსახურება სკოლების უმრავლესობას საქართველოში და 60 000-მდე პედაგოგს. აქციით სარგებლობისთვის მასწავლებლებმა უნდა შეავსონ სასესხო განაცხადი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს. (R)

     

  • თქვენს გზავნილზე მოგებაა | ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს

    ლიბერთი ბანკი 7 სექტემბრიდან საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს - "თქვენს გზავნილზე მოგებაა" კამპანიის ფარგლებში ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც კამპანიის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს.

    200 ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომლებიც ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით მიიღებენ და/ან გააგზავნიან საერთაშორისო ფულად გზავნილს, ბრენდირებული „ჭკვიანი” მაჯის საათით დასაჩუქრდებიან.

    აქციაში მონაწილეობა და ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის სერვის ცენტრებში, ან დისტანციურ არხებში მიიღებს, ან გააგზავნის გზავნილს, ავტომატურად ერთვება აქციაში.

    გამარჯვებულები გამოვლინდებიან მიღებული და გაგზავნილი გზავნილების თანხების ჯამური მოცულობის მიხედვით:

    • ორი ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელებიც მიიღებენ ფულად პრიზს 10.000 ლარს, გამოვლინდება კამპანიის დასრულების შემდეგ და პრიზად მიღებული თანხა ჩაირიცხება კლიენტის ლიბერთი ბანკში გახსნილ ანგარიშზე აქციის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს 15 რიცხვისა.
    • ინტერნეტ და მობაილ ბანკის 200 ყველაზე აქტიური მომხმარებლიდან პირველი 100 გამოვლინდება სექტემბრის ბოლოს, ხოლო შემდეგი 100 მომხმარებელი - ოქტომბრის ბოლოს, თვის განმავლობაში მიღებული და გაგზავნილი გზავნილების ჯამური მოცულობის მიხედვით.
    • ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით

    აქცია დაიწყო 2020 წლის 7 სექტემბერს და გაგრძელდება 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

    “საერთაშორისო ფულადი გზავნილები ლიბერთის ერთერთი წამყვანი მიმართულებაა და სწორედ ამიტომ ვცდილობთ მუდმივად წავახალისოთ ჩვენი მომხმარებელი. ლიბერთიში ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა კონკურენტუნარიანია არამხოლოდ აქციის ფარგლებში, გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი, შესაძლებელია ნებისმიერი გზავნილის მიღება და გაგზავნა დისტანციური არხების საშუალებით ბანკში ვიზიტის გარეშე. რაც მთავარია, მომხმარებელი გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას მუდმივად სარგებლობს ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით. ვფიქრობთ, ეს აქციაც დამატებითი სტიმული იქნება, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა თანამედროვე სერვისებისგან მაქსიმალური სარგებელი და კომფორტული გამოცდილება მიიღონ“ - გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი. (R)

  • 1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

     საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, 1 სექტემბრიდან შეიცვლება პენსიის გაცემის წესი, რაც გულისხმობს რომ ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე,  ერთ კონკრეტულ თარიღში და მომავალშიც ამ თარიღში გააგრძელებენ პენსიის მიღებას.

    ამ ინიციატივის  მთავარი მიზანია გადანაწილდეს ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი პენსიის ჩარიცხვის თარიღებში, იმისათვის რომ მათ მიიღონ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაცვა პანდემიის პერიოდში ვირუსით დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან.

    შესაბამისად, 1 სექტემბრიდან პენსიის მიმღებ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს პენსია ჩაერიცხება საკუთარ ანგარიშზე ყოველ თვეს ერთი და იგივე თარიღში. ინდივიდუალური თარიღის გაგება შესაძლებელი იქნება ვებ გვერდზე  www.myliberty.ge, ლიბერთის ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში.

    რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის ლიბერთის სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან ჩვენს მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში.

    მაგალითად, თუ სექტემბერში პენსია ჩაირიცხა 3 რიცხვში - გაგძელდება ჩარიცხვა ყოველი თვის 3 რიცხვში, იმ შემთხვევაშიც კი თუ 3 რიცხვი ემთხვევა არა სამუშაო დღეს. პენსიის მიმღები მოქალაქეები სოციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განაღდებას, ან ბარათით გადახდებს შეძლებენ ჩარიცხვისთანავე. პენსიის თანხით სარგებლობა, როგორც განაღდება, ასევე ბარათით გადახდა შესაძლებელია ჩარიცხვის თარიღიდან ნებისმიერ დროს.

    ‘ამ ერთობლივი გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ჩვენი მომხმარებლისთვის  მაქსიმალურად კომფორტული და დაცული გარემოს შექმნა იყო. ასევე, გვინდა თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს შევთავაზოთ ღირსეული  საბანკო მომსახურება და მეტი დრო დავუთმოთ მათთან ურთიერთობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რიგების განტირთვა კონკრეტულ თარიღებში, ბანკის სერვის ცენტრებში ნაკადის ეფექტური გამტარობა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება. პანდემიის პერიოდში მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება, დავინახეთ ჩვენი მომხმარებლის მხრიდან მეტი მიმღებლობა სიახლეების, კერძოდ დისტანციური საბანკო არხების გამოყენებისა და ბარათით გადახდის მიმართულებით.  ვიმედოვნებთ, რომ ამ სიახლესაც დადებითად შეაფასებენ როგორც ჩვენი მომხმარებლები, ასევე საზოგადოებაც.’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

    შეგახსენებთ, პენსიის მიმღები პირები სოციალური ბარათით გადახდისას სარგებლობენ სპეცილური ფასდაკლებებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით: 70%-მდე ფასდაკლება ევექსი კლინიკებში, 20%-მდე ფასდაკლება ფარმადეპოს აფთიაქების ქსელში და სპეციალური ფასები 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოციალურ ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტსა და აფთიაქში - ყველგან, სადაც ბარათით გადახდა არის შესაძლებელი. სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისები. (R)

  • ლიბერთის ლოიალობის პროგრამა “ქეშბექი“ ახალ აქციას აანონსებს

    ლიბერთის ლოიალობის პროგრამა „ქეშბექი“, 5 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე წინასასკოლო აქციას აანონსებს, რაც გულისხმობს რომ ლიბერთის მომხმარებლებს „ქეშბექი“-ს პარტნიორ ობიექტებში შეძენისას ყველაზე მაღალი ქეშბექი, გადახდილი თანხის  30%, მომენტალურად დაუბრუნდებათ.  

    აქციაში ჩართულია მინისო, პეპელა, ბიბლუსი და ნავნე-ს ყველა სავაჭრო ობიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ სავაჭრო ობიექტებში ყველაფერია, რაც სასკოლო სამზადისისთვის არის საჭირო. აქციის თარიღებია:

    • 5-7 სექტემბერი | მინისო
    • 8-9 სექტემბერი | პეპელა
    • 10-12 სექტემბერი | ბიბლუსი
    • 13-14 სექტემბერი | ნავნე

    ლიბერთის მომხმარებელს ლიბერთის ნებისმიერი ბარათით გადახდისას საკუთარ ანგარიშზე მომენტალურად დაუბრუნდება გადახდილი თანხის 30% და ამისათვის საჭიროა „Cashback”-ის აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე cashback.ge შეთავაზების გააქტიურება და ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.

    მათ, ვინც არ არის ლიბერთის მომხმარებელი, შესაძლებლობა ექნებათ აქციის პერიოდში სავაჭრო ობიექტების განსაზღვრულ ლოკაციებზე ბანკში ვიზიტის გარეშე, რამდენიმე წუთში გახსნან საბანკო ანგარიში და მიიღონ ლიბერთის Visa ან MasterCard ბარათები.

    აქციის და ქეშბექით სარგებლობის დეტალები იხილეთ: libertybank.ge  

    ლიბერთის ლოიალობის პროგრამა „ქეშბექი“ უკვე 600-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. „ქეშბექი“ ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს. ლიბერთის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ვებ გვერდიც cashback.ge, სადაც აპლიკაციის მსგავსად, შესაძლებელია ობიექტების ნახვა და შეთავაზებების გააქტიურება.

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

    დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ: www.libertybank.ge (R)

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური