გამოქვეყნდა აბიტურიენტთა შედეგები გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში
გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში აბიტურიენტთა შედეგები გამოქვეყნდა და დღეიდან აბიტურიენტებს შეუძლიათ გაეცნონ ქულებს მითითებულ საგნებში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის მონაცემებით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა ესტუმროს ვებ-გვერდს online.naec.ge, და შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი მონაცემები. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ გაეცნონ როგორც ქულებს, ასევე გადახედონ საკუთარ ნაშრომს.
აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნების პროცესი გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმიდინარე წლის 6 ივლისს დაიწყო.
Related items
-
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩინეთის მოსახლეობისთვის უფასო იქნება
კორონავირუსის /COVID-19/ საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩინეთის ყველა მაცხოვრებლისთვის უფასო იქნება, განაცხადა ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ცზენ ისინმა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ადგილობრივი წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ერთ-ერთმა ვაქცინამ პირობითი დადასტურება მიიღო ბაზარზე გასასვლელად.
ეს ინაქტივირებული ვაქცინა, რომელიც დამტკიცებულია ჩინეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის წამლის მართვის სააგენტოს მიერ, შეიქმნა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის /Beijing Biological Products Institute/ შვილობილი კომპანიის ჩინეთის ეროვნული ბიოტექ კორპორაციის /China National Biotec/ მიერ, რომელიც თავის მხრივ გაერთიანებულია სინოფარმის /Sinopharm/ შემადგენლობაში.
ზემოთ მოცემული ვაქცინის კლინიკური გამოკვლევების მესამე ფაზის შუალედური შედეგები მიუთითებს, რომ მისი ეფექტურობა კორონავირუსისგან დაცვაში არის 79,34 პროცენტი, რაც სრულად შეესაბამება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს.
-
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 - შედეგები
გთავაზობთ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებსსისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:I ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;II ვარიანტი - 24 ქულა და მეტი;III ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;IV ვარიანტი - 24 ქულა და მეტი.გამოცდა ზოგიერთ საგანში რამდენიმე სესიად მიმდინარეობს, რაც განაპირობებს საგამოცდო ტესტების სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების აუცილებლობას. შესაძლოა, კონკრეტული საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტი სირთულის თვალსაზრისით მცირედით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, ამიტომ აბიტურიენტებისათვის თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად გამოიყენება ქულების გათანაბრება (ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge -
PSP ჯგუფმა 2018 წლის შედეგები შეაჯამა
2018 წელი PSP ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წარმატებული იყო. ჯგუფში შემავალმა ყველა კომპანიამ ზრდას განაგრძო. განსაკუთრებული ზრდა ექსპორტის მიმართულებით აღინიშნა. მხოლოდ გასულ წელს PSP ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტში 41 500 000 ლარი გადაიხადა. ძირითადად, ეს გადასახადები საშემოსავლო გადასახადის სახით დაფიქსირდა. აღნიშნული თანხა ქვეყნის ბიუჯეტის ჯამური საგადასახადო შემოსავლების 0.4%-ია.
PSP ფარმაში 2018 წლის ბოლოს მმართველობითი ცვლილებები განხორციელდა. 2019 წლის დასაწყისიდან კომპანიის გენერალურ დირექტორად ვაჟა ოქრიაშვილი, ხოლო კომერციულ დირექტორად დავით მდივანი დაინიშნა. PSP ჯგუფის პრეზიდენტის პოსტი კი გოჩა გოგილაშვილმა დაიკავა.
PSP ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით ჯგუფში 5000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
-
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით გააცნო.
„ამ დროისათვის, თითქმის ყველა, 3702 საარჩევნო უბნის მონაცემი დათვლილია და შემაჯამებელი ოქმები ხელმისაწვდომია ცესკოს ვებ-გვერდზე. ამ წუთებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილ 3 საარჩევნო უბანზე“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგები შემდეგია:
№5 გრიგოლ ვაშაძე - 40.46%, (779 614 ხმა)
№48 სალომე ზურაბიშვილი 59.54%, (1 147 106 ხმა)
რაც შეეხება საზღვარგარეთ, მათ შორის ავღანეთში გახსნილი საარჩევნო უბნების წინასწარ შედეგებს, 57 უბნიდან დათვლილია 54 უბანი და საზღვარგარეთ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
№5 გრიგოლ ვაშაძე - 64. 27 %, (5 216 ხმა)
№48 სალომე ზურაბიშვილი 35.73%, (2 900 ხმა)
„აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტური გამოირჩეოდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით. ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენისა და საარჩევნო უბანზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ოქმები მიეწოდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ, უმოკლეს ვადებში ტვირთავდნენ შემაჯამებელ ოქმებს სპეციალურ პროგრამაში. საღამოს, 22:00 საათისთვის უკვე დაწყებული იყო ცესკოს მიერ მიღებული ოქმების ვებ გვერდზე გამოქვეყნება. საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე საათში, კერძოდ კი 24:00 საათამდე გააცნო საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები 1181 უბნის მიხედვით. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიულად იტვირთებოდა ცესკოს ვებგვერდზე და როგორც ოქმები, ისე განახლებული წინასწარი შედეგები ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
ანა მიქელაძემ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ. მისი თქმით ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 307 საჩივარია შესული. „საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე. საჩივრების უმეტესი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა. არის ერთეული საჩივრები, რომლებიც უკავშირდება უბნის შედეგებს. ყველა საჩივარზე საარჩევნო კომისიებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა მიქელაძემ.
ბრიფინგის ბოლოს, ცესკოს პრეს-სპიკერმა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
-
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით გააცნო.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისთვის და საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და ხელი შეუწყვეს ამ პროცესის გამჭვირვალედ, პროფესიულ დონეზე წარმართვას“, განაცხადა თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, „მათ დაუღალავად იმუშავეს უწყვეტ რეჟიმში, მოემსახურნენ ამომრჩევლებს და ასახეს მათი ნება არჩევნების შედეგებში“ - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რომელთა უმრავლესობაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ ადგილზევე მოახდინა მყისიერი რეაგირება. ამასთან ნებისმიერ ფაქტსა თუ საკითხს ადმინისტრაცია განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და ცხადია შემდგომშიც ექნება შესაბამისი რეაგირება.
ყველა საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათიდან მზად იყო ამომრჩეველთა მისაღებად და ამომრჩევლებს მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა თავისუფლად შეეძლოთ. საღამოს 20:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმის დათვლის პროცედურა დაიწყო. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენისა და საარჩევნო უბანზე ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ოქმები მიეწოდებოდა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ტვირთავდნენ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. ამასთან ცესკომ ოქმების გამოქვეყნება შედეგების ვებგვერდზე დაიწყო 22:00 სთ-იდან.
ჩვენ, კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე საათში გავაცანით საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები 512 უბნის მიხედვით. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიულად იტვირთებოდა ცესკოს ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.
28 ოქტომბრის 20:00 სთ-ის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%-ია” - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები, 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით (საარჩევნო უბნების თითქმის 100 %).
№ პრეზიდენტობის კანდიდატი
მიღებული ხმების რაოდენობა
პროცენტული მაჩვენებელი
1
მიხეილ ანთაძე
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის107
(0.07 %)
2
დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის174699
(10.97 %)
4
ვახტანგ გაბუნია
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა1948
(0.12 %)
5
გრიგოლ ვაშაძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა601175
(37.74 %)
10
შალვა ნათელაშვილი
საქართველოს ლეიბორისტული პარტია59805
(3.75 %)
13
ზვიად მეხატიშვილი
საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია713
(0.04 %)
17
გიორგი ლილუაშვილი
საქართველო892
(0.06 %)
18
აკაკი ასათიანი
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი2002
(0.13 %)
21
კახა კუკავა
თავისუფალი საქართველო21207
(1.33 %)
22
ოთარ მეუნარგია
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს663
(0.04 %)
23
ირაკლი გორგაძე
მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის542
(0.03 %)
25
დავით უსუფაშვილი
თავისუფალი დემოკრატები36005
(2.26 %)
27
ზვიადი ბაღდავაძე
სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო488
(0.03 %)
28
მიხეილ სალუაშვილი
სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე2969
(0.19 %)
30
ზვიად იაშვილი
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)444
(0.03 %)
31
თამარი ცხორაგაული
თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა4015
(0.25 %)
35
გელა ხუციშვილი
საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა1623
(0.1 %)
36
ზურაბ ჯაფარიძე
გირჩი35971
(2.26 %)
40
ლევანი ჩხეიძე
ახალი ქრისტიან-დემოკრატები2936
(0.18 %)
48
სალომე ზურაბიშვილი
დამოუკიდებელი615403
(38.63 %)
49
ბესარიონ თედიაშვილი
დამოუკიდებელი3856
(0.24 %)
51
გიორგი ანდრიაძე
დამოუკიდებელი13153
(0.83 %)
58
კახაბერ ჭიჭინაძე
დამოუკიდებელი1430
(0.09 %)
62
ვლადიმერ ნონიკაშვილი
დამოუკიდებელი635
(0.04 %)
65
თეიმურაზ შაშიაშვილი
დამოუკიდებელი9486
(0.6 %)
ბიზნეს ნიუსი

„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
“პსპ დაზღვევამ” საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე სრუ...

ლიბერთი ბანკისა და ევექსი კლინიკების პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დღეიდან, ლიბერთის მომხმარებლები - კერძოდ სოციალურ...

საქართველოს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დელეგაცია ეწვევა
ჩეხეთის რესპუბლიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერ...

ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა
693,000 ევროს (2,700,000 ლარის) ღირებულების ავტომა...