ლიკვიდირებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 ივლისი 2020 14:30

სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორი აშოტ მიკაელიანი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის საბრძოლო პოზიციებზე 27 ივლისს მოკლეს.

შეგახსენებთ, სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის უწყებამაც გაავრცელა.

სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ  21 ივლისს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთეულებმა, ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, 00.30 სთ-ზე შეეცადნენ შეასრულებინათ სადაზვერვო ფრენები აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე ფრონტის აგდამის რეგიონის მიმართულებით, ხოლო დილით 08.45 საათზე, სომხეთ-აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის ტოვუზის რეგიონის მიმართულებით.
მტრის ორივე უპილოტო საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ იქნა აღმოჩენილი და განადგურებული აზერბაიჯანის საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილების მიერ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა, ქვეყნებს შორის საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით, ცეცხლი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გახსნა და მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება. 

წაკითხულია 181 ჯერ

Related items

  • ჰიქმეთ გაჯიევი: საქართველოს და აზერბაიჯანის კავშირები კეთილმეზობლობის წარმატებული მოდელია

    აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელის, ჰიქმეტ გაჯიევის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უხეშად დაარღვიეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

    ”სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ობიექტებისა და სამოქალაქო პირების დაბომბვა, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ ფრონტის ხაზის ტერიტორიებზე, არის დაგეგმილი და მიზანმიმართული ქმედება.

    ამჟამად სომხეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ფრონტის ხაზზე განლაგებული ჩვენს პოზიციებისა და დასახლებებს ინტენსიურ დაბომბვას.

    სომხეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის 1949 წლის ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა.

    აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები საჭირო კონტრშეტევებს ახორციელებენ, რომლებიც მტრის მორიგი აგრესიის თავიდან აცილებასა და  მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. 

    ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გააფრთხილა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ სომხეთი ომისთვის ემზადება... 

    სომხეთის სამხედრო აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მისი შეიარაღებული ძალების ყოფნა აზერბაიჯანულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის მომტანია.

    შექმნილ ვითარებასა და მოვლენების სამომავლო განვითარებაზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება”, - აცხადებს ჰიქმეთ გაჯიევი.

    ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. 

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო, რომელშიც ძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია ჩაერთო. აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების 12 საზენიტო კომპლექსი გაანადგურა. ასევე ჩამოაგდეს სომხეთის სამხედრო ვერტმფრენი. 

    წყარო: https://report.ge/world/hikmet-gajievi-sakartvelos-da-azerbaijanis-kavshirebi-ketilmezoblobis-tsarmatebuli-modelia/

  • საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

    ქ. თბილისი, 2020 წლის 24 სექტემბერი - საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ოფიციალური შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას და მნიშვნელობას იძენს რეგიონის ფარგლებს გარეთაც.

    მინისტრმა დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ურყევი პოზიციის გამო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის თაობაზე. დადასტურდა ორი ქვეყნის დაინტერესება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების თაობაზე და ხაზი გაესვა კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალ პირთა საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში დაბრუნების აუცილებლობას.

    საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის შორის მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა წარიმართოს სარკინიგზო და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო დონეზე ქვეყნების ტრანზიტული პოტენციალის გაუმჯობესებისათვის. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია, ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე.

    განხილულ იქნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი. გამოიხატა მწუხარება, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო კომისიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები და სამუშაოები ვერ ჩატარდა. გამოითქვა ორივე მხარის დაინტერესება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მუშაობის აქტიურ გაგრძელებასა და საკითხის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით გადაწყვეტაზე.

    მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობის კუთხით.

    შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და მაღალ დონეზე აყვანას.

    ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი გახარიასთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან კახაბერ კუჭავასთან.

  • საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა

    2020 წლის 23 სექტემბერს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა, ფაიგ გულიევმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.
     
    სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულებისა შემდეგ მხარეებს შორის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა,   მინისტრმა  აზერბაიჯანელ ელჩს  საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში.
    შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები.
     
    შეხვედრის დასასრულს,  დავით ზალკალიანმა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიდევ ერთხელ მიულოცა ამ  მეტად საპასუხისმგებლო მისიის დაწყება და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

  • მოვუწოდებ სომხეთს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    აზერბაიჯანელი ჯარისკაცის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელმაც დაწერა, რომ სომხეთს მოუწოდებს უფრო საღად იაზროვნოს და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები.

    „მოძმე აზერბაიჯანელ ხალხსა და ოჯახს ვუსამძიმრებ უმცროსი სერჟანტის, ელშენ მამედოვის გარდაცვალების გამო. სომხეთს კი მოვუწოდებ, გონს მოეგოს და შეწყვიტოს აგრესია“, - აცხადებს თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

    როოოგორც ცნობილია, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სომხური მხარის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის თოვუზის მიმართულებით განხორციელებული პროვოკაციული სამხედრო ქმედების შედეგად მოკლულია აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, უმცროსი სერჟანტი მამედოვ ელშენ ალი ოღლუ“.

  • აზერბაიჯანი და თურქეთი იმ ქვეყნებს შორის იყვნენ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს გაეროში

    3 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ”იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობა აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოდან”.

    როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, წელს მას უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა - რეზოლუციას 84 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 13 ქვეყანა წინააღმდეგი იყო.

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ 84 ქვეყანას, რომლებიც წელს საქართველოს გვერდით იდგნენ.

    აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა და თურქეთმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა, და შეუერთდნენ გლობალურ მოწოდებას, რათა უზრუნველყონ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გაძევებული ქართული მოსახლეობის უფლებების დაცვა და საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება.

    რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. მაგრამ სომხეთი კი ძალიან არატრივიალურად მოიქცა და მან მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში. ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენი ქვეყნის უშუალო მეზობელი, რომელიც ორმხრივი კონტაქტების დროს მეგობრობას ამტკიცებს, ცუდად არის ინფორმირებული საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ერევანმა თავიდან აიცილა მკაფიო პოზიციის გამოხატვა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური