შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 07 ივლისი 2020 14:12

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გვსურს, მოგაწოდოთ შუალედური ინფორმაცია გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ.

საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
 
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ყველა შესაძლო ვერსიაზე.
 
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.
 
ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ "112"- ში განხორციელებულ ზარს, სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს და ასევე, ვასაჯაროებთ "112"- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობს.
 
რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.
 
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი.
 
სისხლის სამართლის საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ:
 
საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის:
 
• გამოკითხულია 93 პირი;
• გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში, 40 პირისგან - ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
• ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;
• მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია, მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;
• ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეოსათვალთვალო კამერების, დაახლოებით, 600 საათამდე ჩანაწერი;
• საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.
 
ჩვენ კვლავ განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ.
 
აქვე, მივმართავთ საზოგადოებას და ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდება ეტაპობრივად.
შსს-ს პრეს-რელიზი
წაკითხულია 298 ჯერ

Related items

  • ვახტანგ მახარობლიშვილი ჩეხ კოლეგას შეხვდა

    2021 წლის 19 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მიიღო საქართველოში ვიზიტად მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაელა მარკსოვა ტომინოვა.
    შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი ჩეხეთის მხარდაჭერის საკითხზე.

    ყურადღება დაეთმო ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს. ვახტანგ მახარობლიშვილი მიესალმა ჩეხეთის აქტიურ ჩართულობას საქართველოში დარგობრივი სფეროების ხელშეწყობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ძალზე ღირებულია პანდემიასთან ბრძოლისა და მისი შედეგების აღმოფხვრის საკითხში ჩეხეთის მიერ გაწეული პრაქტიკული დახმარება.
    საუბრისას მიხაელა მარკსოვა ტომინოვამ ქართულ მხარეს გაუზიარა ინფორმაცია ჩეხეთის გადაწყვეტილების შესახებ, ჩეხეთში რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომლის არასასურველ პირებად გამოცხადებისა და ქვეყნიდან გაძევების შესახებ, რაც 2014 წელს ჩეხეთის საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებში რუსული სპეცსამსახურების ჩართულობას უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა ქართული მხარის სოლიდარობა ჩეხეთის რესპუბლიკისადმი.

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეწვევა საქართველოს რეგიონებს, მოინახულებს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს, ასევე რუხისა და ბათუმის საავადმყოფოებს, რომელთა აღჭურვაც ხორციელდება ჩეხეთის მხარდაჭერით. ასევე, გათვალისწინებულია თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან

  • შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან

    სამხრეთ კორეის საქმეთა დროებით რწმუნებულმა დაესუ ჩანგმა შეხვდრა გამართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან. , შეხვედრაზე მხარეებს მიერ, განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული აქტუალური საკითხები მათ შორის ქართული ღვინის ექსპორტი საკითხი,მათ განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები, საუბარი ასევე შეეხო P4G სამიტზე დასწრებას კორეაში საქართველოს მხრიდან.

    კორეის რესპუბლიკის საელჩოს ოფისი საქართველოში

     

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდებს მასპინძლობს
    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს (SNMG2) მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია: საფლაგმანო ხომალდი "CRISTOBAL COLON" (ესპანეთი), "REGINA MARIA" (რუმინეთი), "KEMALREIS" (თურქეთი) და "SMELI" (ბულგარეთი). შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს.
    საპორტო ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.
    კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.
    შენაერთის ვიზიტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები კი მხოლოდ ხომალდების მანევრებს ითვალისწინებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე.
    ნატოს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდგომ დატოვებენ.
    შსს-ს პრეს-რელიზი
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია.
    სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.

    სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.

    შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების, კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია
    28 იანვარს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა.
    თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.
    საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირანელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდება. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
     
    საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური