თბილისში გაიხსნა ჩეხური ლუდის დღეები 2020

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020 12:14

ჩეხური ლუდის დღეები 2020 მიმდინარეობს 23-25 ივნისს თბილისში, 19:00-დან 23:00 საათამდე და მიზნად ისახავს ჩეხური ლუდისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას. ღონისძიებას მასპინძლობს ახლადგახსნილი ჩეხური პაბ/რესტორანი "ულვა".

აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ფესტივალის მოტივი და ძირითადი მიზანია ჩეხური კულტურის პრეზენტაცია.

23 ივნისს, 19:00 საათზე პაბ/რესტორან "ულვა"-ში ჩეხური ლუდის დღეების გახსნის ღონისძიებას თან ახლდა ძალიან ლამაზი გარემო. საღამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი „ფიგურა“ იყო საუკეთესო ჩეხური ლუდი „პილსნერ ურქველი“. იგი ხაზს უსვამს და წარმოაჩენს ჩეხეთის ლუდის წარმოების საუკეთესო ტრადიციებს. ეს ღონისძიება, ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოებისათვის ჩეხური ლუდის და სამზარეულოს ტრადიციების გაცნობას.

ჩეხური ლუდის დღეების გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩეხური ლუდის დღეების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ნამდვილი, იმპორტირებული ჩეხური ლუდი „პილსნერ ურქველი“. 

„პილსნერ ურქველი“ შეიქმნა 1842 წელს პლზენში, დასავლეთ ბოჰემიაში (ჩეხეთის რესპუბლიკის ნაწილი) და ითვლება ისტორიულად პირველი ლაგერის ტიპის ლუდად.

ეს დახვეწილი, გამაგრილებელი ოქროსფერი ლაგერი დამზადებულია ადგილობრივი ინგრედიენტებით: ტკბილი მორავიული ქერით, ოდნავ მწარე სააზის სვიით, მსუბუქი პლზენის წყლით. მზადდება ქვედა ტიპის დუღილით საფუართან ერთად.

ლუდს დაერქვა იმ ქალაქის სახელი, სადაც შეიქმნა და დღესაც იხარშება (პლზენი).

ბოლო 178 წლის განმავლობაში, პილსნერის სტილის ლაგერი გახდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლუდი. მსოფლიოში წარმოებული 10 ლუდიდან შვიდი ამ ინოვაციას ეფუძნება. ბევრი პილსნერის სტილის ლუდი არსებობს, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ერთი არის ორიგინალი.

ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 207 ჯერ

Related items

  • ახალი ჩეხურ-ქართული სამეცნიერო პროგრამა ქართული უნივერსიტეტების მხარდასაჭერად!
    საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო - პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა გიორგი ტრაპაიძემ  და ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, პეტრ ნოვაკმა პრეზენტაცია გახსნეს.
     
    ჩეხეთის ელჩმა ხაზი გაუსვა ამ პროგრამის მნიშვნელობას საქართველოსთვის, როგორც მაღალი ჰიდროელექტროენერგიული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის. ENERGO-PRO Georgia-ს ჩართულობას პროექტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს კერძო სექტორისა და ჩეხეთისა და საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის მაგალითს.
     
    პროექტი ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას უწყობს ხელს. პროექტის მთავარი მიზანი ჰიდროენერგეტიკული მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროცესებში თანამედროვე მიდგომების დანერგვაა. ეს თანამშრომლობა ჩეხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორებისთვის გამოცდილების გაცვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
     
    პროექტი მიზნად ისახავს სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, სტუდენტთა დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდას ჩეხეთის რესპუბლიკაშივ ჰესების მონახულებისა და სემინარებზე დასწრებით ან ობლაინ-რეჟიმის მეშვეობით (COVID-19-ის სიტუაციის გათვალისწინებით).
  • ჩეხეთის განვითარების სააგენტო განაგრძობს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას ახალი ინიციატივის ”Tied Financial Donation”-ის ამოქმედებით

    თბილისი, 17 სექტემბერი, 2020. ჩეხეთის განვითარების სააგენტო განაგრძობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას ახალი ინიციატივის, ”Tied Financial Donation”-ის ამოქმედებით. რესპუბლიკური საავადმყოფოები ბათუმსა და რუხში პირველი ბენეფიციარები არიან და ჩეხურ სამედიცინო აპარატებს მიიღებენ.

    დღეს ხელშეკრულებას ხელი მიოაწერეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სახელით, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი გვაზავამ და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, რითაც ახალ თანამშრომლობას საძირკველი ჩაეყარა.

    ორივე საავადმყოფო ახლადაშენებულია და ნაწილობრივად დაიწყეს ფუნქციონირება ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელების შემდეგ. თუმცა, ყველა განყოფილებას არ აქვს საჭირო აღჭურვილობა. დახმარება მიზნად ისახავს ორივე საავადმყოფოს თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას მათ მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

    ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი. პირველად მის ისტორიაში საავადმყოფო მოქალაქეებს სამეანო და პედიატრიულ სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს და საამისოდ ჩეხური პროდუქციის გამოყენებაა გათვალისწინებული. ამასთანავე, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო გათვლილია 220 საწოლზე და ახალი აღჭურვილობის მიღებით ქირურგიული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გაუმჯობესება მოხდება.

    ახალი თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტრენინგებს საავადმყოფოების პერსონალისთვის, რომელსაც ჩეხი პროფესიონალები უზრუნველყოფენ. ისინი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ პერსონალს და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას გაამარტივებენ. ჩეხეთის რესპუბლიკა მომავალშიც გააგრძელებს ორივე საავადმყოფოსთვის დახმარების გაწევას.

    ახალი აღჭურვილობის მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება 2020 წლის ბოლომდე. საერთო ღირებულება 371 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 186 000 ევროს, ხოლო რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფო 185 000 ევროს მიიღებს.

     

  • USAID და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ეხმარებიან საქართველოს შექმნას ძლიერი დემოკრატია

    USAID და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ეხმარებიან საქართველოს შექმნას ძლიერი დემოკრატია და შეებრძოლოს დეზინფორმაციას!

    დღეს USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ მიკისკამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

    ერთობლივი პროექტი - "დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში" სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას დაეხმარება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოქალაქეებს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას მიაწოდებს. შედეგად, საქართველოს მოსახლეობა შეძლებს უფრო მედეგი და ანგარიშვალდებული დემოკრატიის განვითარებას.

    პროგრამას ახორციელებს „People in Need (ფიფლ ინ ნიდ)“, European Value Center და Transitions Online.

  • ჯანდაცვის სფეროს CzechAid-ს მეშვეობით ჩეხეთის მთავრობა 1,25 მილიონი ევროთი დააფინანსებს

    „საქართველოს პირველადი ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzechAid) და UNICEF საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე.

    მემორანდუმს ხელი მოაწერა ელჩმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სახელით და UNICEF საქართველოს დირექტორმა, ღასან ხალილმა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა თამარ გაბუნია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

    მემორანდუმის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტო და UNICEF-ი საკუთარ რესურსებს მოუყრიან თავს, რათა ხელი შეუწყონ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, რაც CzechAid-ის პროექტის (ძირითადად ზრდასრულ მოსახლეობაზე ორიენტირებული) ბავშვებზე, ახალგაზრდებსა და ორსულებზე გავრცელებას მოიცავს. პროექტი საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა, რაც ამ სფეროში არსებულ გადაუდებელ საჭიროებებს ასახავს.

    ჯამში, პროექტი პირველადი ჯანდაცვის 46 დაწესებულებას მოიცავს, მათ შორის დუშეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სოფლის 146 ექიმსა და ექთანს. პროექტი 2020 წლის მაისიდან 2023 წლის ივნისამდე იმოქმედებს და მას CzechAid-ს მეშვეობით ჩეხეთის მთავრობა 1,25 მილიონი ევროთი დააფინანსებს, ხოო UNICEF- ის წვლილი 70 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც მომავალში 85 000 აშშ დოლარამდე სეიძლება გაიზარდოს.

  • ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა საკანალიზაციო სისტემის ინსპექტირების ვიდეოთვალის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი

    17 ოქტომბერს, თბილისში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა საკანალიზაციო სისტემის ინსპექტირების ვიდეოთვალის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი, რომელიც საკანალიზაციო სისტემის გაბიდვნის და დაზიანების აღმოჩენის საშვალებას იძლევა არხის გათხრისა და მოასფალტებული ზედაპირის დაზიანების გარეშე.

    ეს, 300 000 ევროს ღირებულების სისტემა, პირველია საქართველოში, რომელსაც ჩეხური კომპანია „Zikmund“-ი პროექტ „Aid for Trade”-ის ფარგლებში საჩუქრად გადასცემს საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას, და ასევე ჩაატარებს უფასო ტრეინინგს მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.

    საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში ზაზა სიხარულიძემ, კომპანიის თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა.

    ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს პროექტი ქართული და ჩეხური კომპანიების წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. „ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და შევეცდებით ასეთი სახის თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ, რათა მან სხვა სფეროებიც მოიცვას“, - დასძინა პ. მიკისკამ.

    თავის მხრივ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ელჩს და კომპანია „Zikmund“-ის ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისათვის და დაამატა, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მზად არის გააგრძელოს და კიდევ უფრო გააფართოვოს თანამშრომლობა ჩეხურ კომპანიასთან.

    ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური