თბილისის მერიამ ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 19 მაისი 2020 16:07

თბილისის მერიამ დღეს ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მერიაში განმარტავენ, ანძის ფერებში განათებასთან დაკავშირებით მერიაში რამდენიმე ოფიციალური წერილი იყო შესული.

„საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსული იყო რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის რესპუბლიკა, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, დღეს აღნიშნავს კონსტიტუციისა და ნაციონალური დროშის დღეს.

წაკითხულია 187 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაში ნახშირწყალბადის საბადოს ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

    აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაში ნახშირწყალბადის საბადოს ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. წინასწარი ვარაუდით, საბადო ენერგიის მომგებიან რეზერვებს შეიცავს.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ზედამხედველობით, ონლაინ რეჟიმში გაფორმდა მემორანდუმი ორმხრივი განზრახვის შესახებ, რომლითაც წყალქვეშა საბადოს ერთობლივად შეისწავლიან და განავითარებენ. წყალქვეშა საბადო საბჭოთა მკვლევარებმა 1986 წელს აღმოაჩინეს.

    ექსპერტების შეფასებით, ნახშირწყალბადების საბადო შეიცავს ბუნებრივ გაზს და მინიმუმ 50 მილიონ ტონა ნავთობს.

    ცნობისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში წყალქვეშა საბადოს საკუთრებასთან დაკავშირებით ბაქოს და აშხაბადს შორის დავა იყო. საკითხის მოგვარება ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური მილსადენის განვითარებას. ესაა მრავალმილიარდიანი გეგმა, რომელიც ევროპასთან თურქმენეთის გიგანტური გაზის საბადოების დაკავშირებას ითვალისწინებს.

    წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijanma-da-turqmenetma-kaspiis-zghvashi-nakhshirwyalbadis-sabados-ertobliv-kvlevastan-dakavshirebit-shetankhmebas-miaghwies/

  • თბილისის ცენტრში დამონტაჟდა ბანერი, სადაც მიმდინარეობს ნეიტრალური თურქმენეთის შესახებ ვიდეო-რგოლის დემონსტრირება

    თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილესთან და ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2020 წლის 9 დეკემბრიდან, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში თბილისის ცენტრში დამონტაჟებულ დიდ მონიტორებზე განათავსა ვიდეო-რგოლი, რომელიც ამ მნიშვნელოვან მოვლენებს ეძღვნება.

    როოგორც "ნიუს დეი საქართველოს" თურქმენეთის საელჩოში განუცხადეს, ამ ახალი ვიდეოს წყალობით, ქართველ საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს თურქმენეთს და მის უდიდეს წარმატებებს, ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ.

    აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს ეს არ არის პირველი ვიდეო-ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილეს და ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღეს.

    ვიდეო-რგოლის ჩვენება 2020 წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

     

  • თბილისის ცენტრში განთავსდა ბანერი "თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლისთავი"

    თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილეს საპატივსაცემად, თბილისის ცენტრში განთავსდა ბანერი "თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლისთავი. 2020 წელი - თურქმენეთი ნეიტრალიტეტის სამშობლოა".

    ამრიგად, საქართველომ ასე მიულოცა თურქმენეთის მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი თარიღი. აღნიშნული ღონისძიება თურქმენი ხალხის ღრმა პატივისცემის გამოხატვის ნათელი მაგალითია და ქვეყნის მნიშვნელოვანი თარიღისადმი დიდი პატივისცემის დადასტურებაა. აქცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.

  • თბილისის ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში განათდა

    26 სექტემბრის საღამოს, თბილისის მერიამ ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა. ამის შესახებ საქართველოში თურქმენეთის საელჩო იუწყება.

    როგორც საელჩოში "ნიუსდეი საქართველოს" განუმარტეს, ანძის განათება თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან იყო დაკავშირებული.

    "მეგობრული აქცია ჩატარდა თბილისის მერიის მიერ, თურქმენეთის საელჩოს ხელშეწყობით და თანამშრომლობით. აქცია იყო და არის საქართველოს ხალხის პატივისცემის გამოხატულება თურქმენი ხალხისადმი და მისი ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღისთვის - დამოუკიდებლობის დღე, რომელიც დღეს ჩვენმა ქვეყანამ - 27 სექტემბერს აღნიშნა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის რესპუბლიკა, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, 27 სექტემბერს აღნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს.

  • თბილისის ცენტრში განთავსებულ ვიდეო-მონიტორებზე მიმდინარეობს თურქმენეთის ცხოვრების კადრების ტრანსლირება

    თურქმენეთის რესპულიკის დამოუკიდებლობის 29-ე და ნეიტრალიტეტის გამოცხადების 25-ე წლისთავების აღსანიშნავად, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში მოაწყო სანახაობრივ, პოპულიზირებული აქცია.

    როგორც „ნიუსდეი საქართველოს“ თურქმენეთის საელჩოში განუცხადეს, თბილისის ერთ – ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ასევე რკინიგზის სადგურსა და მეტროში დამონტაჟებულ უზარმაზარ მონიტორებზე ვრცელდება ვიდეო-ჩვენება თანამედროვე თურქმენეთის ცხოვრების შესახებ.

    საქართველოს დედაქალაქის მკვიდრებსა და სტუმრებს საშუალება აქვთ ვიზუალურად გაეცნონ ჩვენი ქვეყნის-თურქმენეთის მასშტაბურ მიღწევებს, ისტორიასა და კულტურას, თურქმენი ხალხის სტუმართმოყვარეობასა და მშვიდობისმოყვარეობას, აგრეთვე ბუნებრივ ღირშესანიშნაობებს და არქიტექტურულ ძეგლებს, ასევე თურქმენეთის დედაქალაქის გარეგნობას და იერფერს.

    აღნიშნული ვიდეო-კამპანია ოქტომბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია თურქმენეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური