PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 19 მაისი 2020 10:59

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო ხსნარები გამოჩნდა.

„ბერტას“ ანტისეპტიკური, ფრანგული წარმოების ეთერზეთებით და არომატიზატორებით გამდიდრებული ხსნარი სწრაფად აღწევს კანის ფორებში და კლავს ბაქტერიებს.

პირველი ქართული სადეზინფექციო ხსნარი „კუტექსი“ და ქართული წარმოების მრავალჯერადი ნიღბებიც პირველმა PSP-მ შესთავაზა საზოგადოებას.

„PSP მიესალმება ყველა ახალ ქართულ წამოწყებას და მზაობას გამოთქვამს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში თავისი ქსელში ხელი შეუწყოს ქართული წარმოების პროდუქციის რეალიზაციასა და პოპულარიზაციას. ჩვენ კომპანიას აქვს ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯიემპის“ 20 წლიანი გამოცდილება და ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ქართველი მომხმარებლების მიერ“ - ახცხადებენ PSP-ში.

(R)

წაკითხულია 149 ჯერ

Related items

  • PSP-ს დახმარებით ინფექციურ საავადმყოფოს COVID 19-ის მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო აპარატი გადაეცა

    თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს საჩუქრად გადაეცა COVID 19-ის მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო ულტრათანამედროვე რეალური დროის პჯრ სისტემა QuantStudio 5 Dx !

    ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაციის პრეზიდენტის, ქ-ნი ირინა ჭელიძის ინიციატივით, ფარმაცევტული კომპანია PSP-ს გენერალური სპონსორობით და ასოციაციაში გაერთიანებული სხვა ფარმაცევტული კომპანიების თანადგომით.

    “საჩუქრად გადმოცემული აპარატი ფასდაუდებელია ჩვენი ცენტრის ლაბორატორიისათვის და ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებთ!”- აცხადებენ სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები.

  • 50%-იანი ფასდაკლება პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე 21 და 22 დეკემბერს - PSP მომხმარებლისადმი მადლიერების კამპანიას აგრძელებს

    PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების“ გამოხატვის კაპმანიას აგრძელებს - 21 და 22 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით PSP-ს ყველა აფთიაქში მომხმარებელი პირის ღრუს მოვლის საშუალებებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენს.

    მომხმარებლისადმი მადლიერება PSP-მ წელს პირველად 28-29 ნოემბერს კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნა. 21 და 22 დეკემბერს „მადლიერების კამპანიის“ ფარგლებში PSP-ს ყველა აფთიაქში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 50%-იანი ფასდაკლებით პირის ღრუს მოვლის საშუალებები: კბილის პასტები, ჯაგრისები, პირის ღრუს სავლები, ძაფები, კბილის ემალის გამათეთრებელი საშუალებები, ბრეკეტების მოვლის საშუალებები, პროთეზის მოვლის საშუალებები, რომლებიც წარმოებულია მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მიერ: აქვაფრეში, ბლენქსი, ბიორეპაიარი, სილვერ-ქეა, სპლატი, ბლენდამედი, პიავე, როქსი, ნუბი, კორეგა, ლისტერინი, ორალ-ბი, პაროდონტაქსი, რიჩი, დოქტორ ბრაუნი, პაროდიუმი, პლაქსი, პრეზიდენტი, სენსოდინი, ფიტიდენტი, კოლგეითი და სხვ.  

    „PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 25 წელია მომხმარებელი, მისი ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობა და სარგებლიანი პირობების შექმნაა. ცოტა ხნის წინ საფუძველი ჩაეყარა PSP-ს ახალ კამპანიას „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნას. მომხმარებელს დავპირდით, რომ გარკვეული პერიოდულობით განსაკუთრებულ და საინტერესო შეთავაზებების გავუკეთებდით. 21 და 22 დეკემნერს ამ კამპანიის ფარგლებში პირის ღრუს 1000-ზე მეტ საშუალებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით 50%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ. „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნა PSP-ში ტრადიციად იქცევა“- აცხადებენ კომპანიაში.    

    (R) 

  • მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა

    PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა. მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესება PSP-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 25 წელია PSP საქართველოს მოსახლეობის გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას ახორციელებს. ფიზიკურ და ტერიტორიულ ხელმსაწვდომობასთან ერთად, ფინასური ხელმისაწვდომობის გაუმჯებესებისთვის კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს მოლაპარაკებებს უცხოელ მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან. ამ პროექტის ფარგლებში PSP-ს გერმანული წამყვანი მწარმოებელ კომპანიის „ბერლინ-ხემის“ წარმოადგენლები ბატონი პიოტრ პერზი და ბატონი გოჩა ყაველაშვილი ეწვიენ. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო ყველაზე ხელმისაწვდომი ფასებით მედიკამენტების უწყვეტი მოწოდება.

    „PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია, რომელისთვისაც 25 წელია მუდმივად ვხვეწთ მომსახურებას, ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან ფასების დარეგულირების მიზნით. ამ ძალისხმევის შედეგად, ქვეყანაში მედიკამენტების დეფიციტები არ არის, ამასთან ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსახლეობას მუდმივად ვთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებებს, ფასდაკლებებს და აქციებს. ეს შეხვედრა საფუძველს გვაძლევს მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში ხელმისაწვდომ ფასად მივაწოდოთ მისთვის საჭირო მედიკამენტები“ - აცხადებენ PSP-ში.

    (R)

  • PSP მადლიერების დღეს 50%-იანი ფასდაკლებით ხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებზე

    PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების დღეს“ კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციის 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს. დღეს, 28 ნოემბერს, მადლიერების დღის აღსანიშნავად ნახევარ ფასად, 50%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ბიოდერმა, ვიში, ლიერაკი, ლა როშ პოზე, ტიპო კრემი, მიზონი, ნუქსი, სებამედი, ზიაია, ასევე ნებისმიერი მისთვის სასურველი კოსმეტიკური საშუალება PSP-ს ასორტიმენტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით.

    „PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 25 წელია მომხმარებელი, მისი ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობა და სარგებლიანი პირობების შექმნაა. დღეს საფუძველი ჩაეყარა PSP-ს ახალ კამპანიას „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნას, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ და საინტერესო შეთავაზებების მიწოდებას გულისხმობს. „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნა PSP-ში ტრადიციად იქცევა“- აცხადებენ კომპანიაში.    

    (R)

  • ქართული ფარმაცევტული კომპანია საერთაშორისო გამოფენაზე

    ფარმაცევტულმა კომპანია GM Pharma-მ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენზე გერმანიაში საქართველო როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა წარადგინა.

    2019 წლის 5-7 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა უდიდესი საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI, რომელიც ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში.

    CPHI მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს გავლენიანი წარმომადგენლები. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 500 კომპანია და 45 000 ვიზიტორი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის GM Pharma, როგორც ერთადერთი ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია საქართველოდან ამ გამოფენაზე. 

    GM Pharma საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მედიკამენტებს  GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში - ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია.

    GM Pharma-ს საწარმო თბილისში წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ულტრათანამედროვე ფარმაცევტულ ქარხანას, სადაც მზადდება მედიკამენტები ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით.

    GM Pharma უკვე წლებია თანამშრომლობს ისეთ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან, როგორიც არის Lallemand Pharma (შვეიცარია), Welt Pharma (გერმანია), Laboratorios Basi (პორტუგალია), Hoffman La Roche (შვეიცარია), US Laboratories (აშშ) და სხვა.

    GM Pharma ეს არის,  ყოველწლიურად ნამკურნალევი  10 მილიონზე მეტი პაციენტი მსოფლიოს 10 - ზე მეტ ქვეყანაში.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური