კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
შაბათი, 18 აპრილი 2020 12:31

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.

აღნიშნული უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ყველა ეს ობიექტები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის.

ეკონომიკის მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

წაკითხულია 426 ჯერ

Related items

  • კომპანია "სოკარი" საწვავზე ფასებს ამცირებს

    კომპანია "სოკარი" წლების განმავლობაში ცდილობს, რომ ლოიალურ მომხმარებელს სხვა და სხვა აქციის სახით განსაკუთრებული პირობები შესთავაზოს და ენერჯი ბარათიც ამ პოლიტიკის ნაწილია. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კომპანია "სოკარის" ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    მათი თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და არაერთმა საშინაო თუ საგარეო ფაქტორმა საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. "ვფიქრობთ, რომ ჩვენი ვალია მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ საწვავის სიძვირით გამოწვეული ტვირთი ჩვენს, უკლებლივ ყველა მომხმარებელს", - აღნიშნეს ადმინისტრაციაში.
    აქედან გამომდინარე დღეიდან, საწვავზე შეღავათიანი ფასით ჩვენს ყველა მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს. მიუხედავად იმისა, რომ ენერჯი ბარათის მფლობელთათვის ამ ეტაპზე ექსკლუზიური ფასდაკლების სისტემა უქმდება, არსებული ფასდაკლება იმაზე მეტია, რაც აქამდე ენერჯი ბარათზე იყო; კერძოდ საწვავი გაიაფდა:
    ნანო რეგულარზე -20 თეთრით,
    ნანო პრემიუმზე -17 თეთრით,
    ნანო სუპერზე -17 თეთრით,
    ნანო დიზელზე -21 თეთრით და
    ნანო ევრო დიზელზე -17 თეთრით
    ამას გარდა, ენერჯი ბარათზე დაგროვების სისტემა ისევ ძალაშია. 1 ლიტრ შეძენილ ბენზინსა, თუ დიზელზე, ბარათის მფლობელებს 3 თეთრი დაერიცხებათ; წინასწარ, აპლიკაციით შეძენის შემთხვევაში კი - 6.
    გარდა ამისა, ძალაში რჩება არაერთი აქცია რომლითაც ჩვენს ლოიალურ მომხმარებელს მომავალშიც აუცილებლად გავანებივრებთ.
    მეტი დეტალი იხილე აქ: https://bit.ly/2YAaluJ

  • ჩინური კორპორაციის პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ კომპანია განიხილავს საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის საკითხს

    საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კორპორაციის „დონგფანგის“ (Dongfang Electric Corporation) პრეზიდენტთან ჩენ ციანგთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. 

    შეხვედრაზე ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარების, ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალისა და ლიბერალური საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ. მისი თქმით, საქართველომ საკმაოდ მალე დაძლია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევები და უკვე მიმდინარე წლის ბოლოს შეძლებს, საპროგნოზო ზრდის ტემპი დააფიქსიროს. მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ახალი საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლა, რისთვისაც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. 

    ჩინური კორპორაციის პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ კორპორაცია განიხილავს საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის საკითხს. ითქვა, რომ „დონგფანგი“, როგორც ჩინეთში ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარების უმსხვილესი მწარმოებლების სამეულში შემავალი კორპორაცია, გეგმავს როგორც ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით, განახლებად ენერგეტიკაში, ასევე თანამშრომლობას ქვეყანაში დაგეგმილი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების ფარგლებში.  

    ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია „დონგფანგი“ 1984 წელს დაარსდა. ის ჰიდრო, თბო და განახლებადი ენერგოსადგურების მანქანა-დანადგარებსა და მოწყობილობებს აწარმოებს. კორპორაციის წარმომადგენლობები აზიის რეგიონის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთში, პაკისტანში, ვიეტნამში და სხვა ქვეყნებში ფუნქციონირებს. 

  • კომპანია „სერვიეს“ სკრინინგის აქციაში, ივნისის თვის ფარგლებში 1000-მდე ადამიანმა მიიღო სრულად უფასო სამედიცინო დახმარება

    ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში პარტნიორ კლინიკებსა და საავადმყოფოებში ჰიპერტენზიის  სკრინინგი და უფასო კონსულტაციები ივლისშიც გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ სკრინინგის აქციაში, ივნისის თვის ფარგლებში 1000-მდე ადამიანმა მიიღო სრულად უფასო სამედიცინო დახმარება წამყვან სპეციალისტებთან  კლინიკებში: თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა, კლინიკა გული, ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, პინეო სამედიცინო ეკოსისტემა, TIM-თბილისის მედიცინის ინსტიტუტი, „ღია გული“ მე-5 კლინიკური საავადმყოფო და თბილისის გულის ცენტრი. 

    ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა აღნიშნული  კლინიკებისთვის მიემართა,  გაევლო კონსულტაცია პროფესიონალი კარდიოლოგებთან და დაავადების პრევენციასა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჩაეტარებინა   შესაბამისი კვლევა.  

    შეგახსენებთ, რომ გლობალური კამპანია სახელწოდებით, „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად უკვე მესამე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება.  კამპანიის ფარგლებში, უფასო სკრინინგითა და კონსულტაციებით უკვე ისარგებლა 1000-ზე მეტმა  პაციენტმა. 

    საერთაშორისო კამპანიის მიზანს  ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,  არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან  გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

    ინფორმაცია დაავადების შესახებ:

    არტერიულ ჰიპერტენზია კარდიოვასკულური სიკვდილობის  მთავარი მიზეზია მსოფლიოში.  იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა.  მაღალი წნევისგან გარკვეულ ასაკში არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე,  როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

    ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას  „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც  კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

  • კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ორგანიზებით ყოველწლიური კონკურსი ავტოხელოსნებს შორის - "ავტონალი" ჩატარდა
    ყოველწლიური კონკურსი ავტოხელოსნებს შორის - "ავტონალი", შარშან პანდემიის გამო ვერ ჩატარდა, თუმცა წელს კომპანიამ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ისევ მოუყარა თავი საუკეთესო სპეციალისტებს. ამის შესახებ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ადმინისტრაცია იუწყება.
    "ავტონალის" მონაწილეებს და პრიზიორებს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორმა - ლევან გიორგაძემ უმასპინძლა. მონაწილეებმა კომპანია "სოკარის" ბაზა დაათვალიერეს, შემდეგ კი კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
    სპეციალური პრიზები მიიღეს ქართველი დრიფტერების რჩეულმა ხელოსნებმაც, რომლებიც /// BMW Club Georgia... (OFFICIAL)-ის დამფუძნებელმა - გიგი ტუღუშმა დააჯილდოვა.
     
  • პრემიერ-მინისტრი „Rothschild & Co“- ის მმართველ დირექტორს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კონკრეტულ სფეროებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს. ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.

    შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ესწრებოდა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური