აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით საკვები პროდუქტები კიდევ 400-მდე ოჯახს გადაეცათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 აპრილი 2020 11:26

დღეს, თბილისის საკრებულოს დახმარების კამპანიის ფარგლებში, მორიგი აქცია გაიმართა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებს საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს გადასცემენ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის, ასევე ქართული კომპანიების შპს „ფეიდალ ჯორჯიას“ და ამხანაგობა „32ა“-ს დახმარებით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს კიდევ 400-მდე ოჯახს გადასცემენ.

საკრებულოს მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი ესწრებოდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციასა და ქართულ კომპანიებს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ კამპანიის ფარგლებში, უკვე ასეულობით ოჯახის დახმარება მოხერხდა. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ კერძო სექტორი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას.

„თბილისის საკრებულო აგრძელებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. დღეს, აზერბაიჯანის მთავრობის, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის დახმარებით, ჩვენ გვაქვს საშუალება დამატებით დაახლოებით 400 ოჯახს დავურიგოთ პროდუქტები. მე მინდა, თითოეულ კომპანიას, რომელიც ამ პროცესში ჩართულია, მადლობა გადავუხადო და ყველას მოვუწოდებ, აღნიშნულ აქციაში ჩაერთონ. ეს კამპანია მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა მხარდაჭერა და გვერდში დგომა იგრძნონ. მან კერძო სექტორს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საკრებულოს კამპანიის ფარგლებში, დღეს აზერბაიჯანის საელჩომ, კომპანიებმა „ფეიდალ ჯორჯიამ“ და „32ა-მ“ შემოგვწირეს 400-მდე, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქცია. ეს ნობათი მაჟორიტარი დეპუტატების დახმარებით, თბილისის ყველა რაიონში განაწილდება და ამით მცირედით მაინც შევეწევით შეჭირვებულ ოჯახებს“ -განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები თბილისის სხვადასხვა რაიონებში დახმარებას სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით დაარიგებენ. როგორც საკრებულოში აცხადებენ, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია 29 მარტს დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

წაკითხულია 167 ჯერ

Related items

  • მტრის უპილოტო საფრენი აპარატი აღმოჩენილი და განადგურებულია - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივლისისს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, შეეცადნენ სადაზვერვო ფრენები განხორციელებინათ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარის მონაკვეთზე, ტოვუზის მიმართულებით.
    "შესაბამისად, კიდევ ერთი მტრის უპილოტო საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ იქნა აღმოჩენილი და განადგურებული აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის სისტემის დანაყოფების მიერ", - აღნიშნულია განცხადებაში.

    აქვე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადასვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ თუკი „სომხური მხარე თავისი ბინძური ზრახვების მისაღწევად პროვოკაციას განახორციელებს, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება იტყობინება.

    „სომხეთის შეიარაღებული ძალების წინა ეშელონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მზადყოფნის მაღალ დონეზე გადასვლისა და უეცარი შემოწმების დაწყების მიზეზი სომხეთის მთავრობაში აზერბაიჯან-თურქეთის ერთობლივი წვრთნების დაწყების გამო გაჩენილია ერთგვარი შიში. თუკი სომხური მხარე თავისი ბინძური ზრახვების მისაღწევად პროვოკაციას განახორციელებს, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ პასუხს გასცემს მას,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

    მათივე ინფორმაციით, სომეხმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ თუკი ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება სურს, „სომხეთის ჯარმა აზერბაიჯანის ტერიტორია უნდა დატოვოს.“

    ცნობისათვის, დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა შუშან სტეფანიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადავიდა.

  • ლიკვიდირებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

    სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორი აშოტ მიკაელიანი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის საბრძოლო პოზიციებზე 27 ივლისს მოკლეს.

    შეგახსენებთ, სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის უწყებამაც გაავრცელა.

    სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ  21 ივლისს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთეულებმა, ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, 00.30 სთ-ზე შეეცადნენ შეასრულებინათ სადაზვერვო ფრენები აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე ფრონტის აგდამის რეგიონის მიმართულებით, ხოლო დილით 08.45 საათზე, სომხეთ-აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის ტოვუზის რეგიონის მიმართულებით.
    მტრის ორივე უპილოტო საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ იქნა აღმოჩენილი და განადგურებული აზერბაიჯანის საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილების მიერ.

    შეგახსენებთ, რომ სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა, ქვეყნებს შორის საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით, ცეცხლი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გახსნა და მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება. 

  • სამცხე ჯავახეთში საქართველოს სომხებსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა

    ბოლო პერიოდში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულმა მწვავე ვითრებამ დაპირისპირება გამოიწვია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანის მოქალაქე სტუდენტებს შორის. 17 ივლისს სამცხე ჯავახეთში საქართველოს მოქალაქე სომეხ და აზერბაიჯანის მოქალაქე სტუდენტებს - აჰისკა თურქებს - შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. რამდენიმე დღის მანძილზე სომეხი სტუდენტები ცდილობდნენ პროვოცირება მოეხდინათ აზერბაიჯანის მოქალაქეების და „საქმის გარჩევისკენ“ მოუწოდებდნენ. აზერბაიჯანელი სტუდენტები ცდილობდნენ თავი აერიდებინათ კონფლიქტისთვის. თუმცა ადგილობრივები თავისას არ იშლიდნენ. შედეგად, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელთან ახლოს ახალგაზრდებს შორის შეხლა შემოხლა მოხდა. საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მათი გაშველება. პატრულმა ადგილობრივი სომეხი სტუდენტებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. აზერბაიჯანის მოქალაქე სტუდენტებმა დახმარება სთხოვეს აზერბაიჯანის საელჩოს. შევიწროების გამო აზერბაიჯანის საელჩომ სტუდენტები თბილისში გადმოიყვანა და სასტუმროში დააბინავა. ხვალ ისინი ბაქოში დაბრუნდებიან.

  • საგარეო საქმეთა მინისტრმა დ. ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან ჯ. ბაირამოვთან

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან,  ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

    დავით ზალკალიანმა  აზერბაიჯანელ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
     
    დავით ზალკალიანი დაინტერესდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე ესკალაციით და კოლეგისგან მოისმინა ინფორმაცია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

    მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი ვითარების ესკალაციის გამო და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია.

    მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო მექანიზმების, კერძოდ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის აქტიური ჩართულობით შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში დაბრუნება და სიტუაციის განმუხტვა.

  • ოკუპანტი სომხეთი დროდა-დრო ატარებდა აზერბაიჯანის მიმართ ეთნიკური წმენდის პოლიტიკას - ფუად ჰუსეინზადე

    ოკუპანტი სომხეთი დროდა-დრო ატარებდა აზერბაიჯანის მიმართ ეთნიკური წმენდის პოლიტიკას. ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი კავშირის თავმჯდომარის, ჟურნალისტების დიასპორის საქმიანობაში მხარდაჭერისთვის ფუად ჰუსეინზადე მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    მასში კერძოდ აღნიშნულია, რომ, შედეგად, 1991-1993 წლების სამხედრო კამპანიის განმავლობაში, სომხეთმა დაიპყრო აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონი და შვიდი მიმდებარე რეგიონი. რა თქმა უნდა, ამ საქმეში უცხოელი მფარველები დაეხმარნენ სომხეთს.
    "1994 წელს ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, სომხეთი აგრძელებს აზერბაიჯანის პროვოცირებას. წლების განმავლობაში სომხეთმა არაერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა, ცეცხლი გაუხსნა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და დახოცეს ჩვენი თანამემამულეები. და ბოლოს, 2020 წლის 12 ივლისიდან დაწყებული, სომხური შეიარაღებული ძალები გადადიან სომეხ-აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო აღიარებულ ტერიტორიაზე, ტოვუzის რეგიონის მიმართულებით.
    პროვოცირებას ახდენს არტილერიის ცეცხლით. ამჟამად, ყველა ქვეყანა ერთად იბრძვის Covid 19- ის პანდემიის წინააღმდეგ. ეს აშკარა მტკიცებულებაა სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიისა და 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის განმეორებით დარღვევის შესახებ. მოწამეთა რიცხვი 10-ზე მეტია, მათ შორის 4 მაღალჩინოსანი.
    სომხური არმია უგულებელყოფს კარანტინისა და ომის წესებს, თავს ესხმის აზერბაიჯანს და ემუქრება მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანი იცავს თავის ტერიტორიას და მზად არის გააკეთოს რაიმე ამ გზით.
    13 ივლისს გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. პრეზიდენტმა თქვა, რომ მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება: ”იმიტომ, რომ ასეთი მოვლენები ხდება სომხეთის ხელმძღვანელობის ფარისევლური და ფარისევლური საქმიანობის გამო.
    ერთი მხრივ, იგი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას და ითხოვს დახმარებას სომხეთ-აზერბაიჯანის კონტაქტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის საქმეში. სხვა მხრივ, სამხედრო პროვოკაციების განხორციელებით, მას სურს შემოიჭრას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, დაიკავოს ჩვენი პოზიციები, გაისროლოს მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი სოფლები. ეს მახინჯი და მზაკვრული პოლიტიკა გამოიწვევს სომხეთს უფსკრულს. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის ხელმძღვანელობას. ”აზერბაიჯანი გააგრძელებს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი საზღვრების დაცვას.”
    სომხეთის მიერ ჩადენილი აგრესიის ბოლო მოქმედება კიდევ ერთი პროვოცირებაა. სომხეთის სისასტიკე და პროვოცირებადი ქმედებები უნდა იყოს დაგმობილი და ამ აგრესორული სახელმწიფო პასუხს აგებს. მთელმა მსოფლიო საზოგადოებამ უნდა დაგმოs სომხეთის აგრესიული პოლიტიკა და კანონის დარღვევა.
    მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უარყოფით გავლენას ახდენს მთელ რეგიონში. აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხური აგრესიის შედეგად, ერთ მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი გააძევეს სახლებიდან და იქნენ ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მიიღო ოთხი რეზოლუცია, რომელიც ითხოვს სომეხთა შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივი და უპირობოდ გაყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, მაგრამ ეს დადგენილებები ჯერ არ განხორციელებულა. აზერბაიჯანი ყოველთვის წინააღმდეგი იყო ომისა და მხარს უჭერს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზთ მოგვარებას".

     ფუად ჰუსეინზადე, საზოგადოებრივი კავშირის თავმჯდომარე,

    ჟურნალისტების დიასპორის საქმიანობაში მხარდაჭერისთვის

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური