ლიბერთის მომხმარებლები კომუნალურ გადახდებს დისტანციური არხებით უფასოდ შეასრულებენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 18 მარტი 2020 18:04

მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით,  დღეიდან, 3 თვის განმავლობაში ლიბერთის  მომხმარებლები ინტერნეტ ბანკით, მობაილ ბანკითა და სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისას კომუნალურ (ელექტროენერგია, წყალი, გაზი და დასუფთავება) გადასახადებს საკომისიოს გარეშე გადაიხდიან.

,,ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, გადავწყვიტეთ, დისტანციურ არხებში კომუნალური გადასახადების გადახდა უფასოდ  განხორციელდეს. დღეს, როდესაც ერთმანეთზე ზრუნვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ლიბერთი განაგრძობს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას. ამ გადაწყვეტილებით,  ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ კიდევ უფრო მეტ სტიმულს, რომ სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად  ისარგებლონ სრული საბანკო სერვისით.’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

წაკითხულია 337 ჯერ

Related items

  • ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“, მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა

    ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, "კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის" მორიგი საქველმოქმედო აქცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში გამართა.

    ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, უფასო სამედიცინო სერვისი უფროსი ასაკის 70-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.

    საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი და ახალგაზრდა მოხალისეები მონაწილეობდნენ.

    „ლიბერთის“ მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქცია „კუმ დეომ“ უკვე მეორედ გამართა.

    სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა ლიბერთი #გულით ფარგლებში რეგიონების მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

    ლიბერთი ბანკსა და „კუმ დეოს შორის“ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბანკის მხრიდან მაღალმთიან რეგიონებში საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • ლიბერთი თავისი მოხმარებლისთვის ელ.ენერგიის გადახდის საკომისიოს ახალ პროვაიდერ „თელმიკოსთან“ ივლისის ბოლომდე გაანულებს

    1 ივლისიდან, შეიცვალა ელ.ენერგიის მომწოდებელი კომპანია და „თელასის“ აბონენტებს, კომპანია „თელმიკო“ ემსახურება. „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად გახდა „თელმიკოს“ აბონენტი, თუმცა ცვლილების გამო, ივლისის თვეში, მომხმარებელთა ნაწილს 30 ივნისამდე დარიცხული დავალიანების „თელასის“ გადასახადის სახით დაერიცხებათ, ხოლო 1 ივლისის შემდეგ, უკვე ახალი პროვაიდერის „თელმიკოს“ სახელით.

    შესაბამისად, ივლისის თვეში, მომხმარებლების გარკვეულ რაოდენობას პარალელურად ორ კომპანიასთან მოუწევს ელ.ენერგიის გადასახადის გადახდა.

    იმისთვის, რომ მომხმარებელმა გარდამავალ თვეში, დისკომფორტის და დამატებითი ხარჯის გარეშე შეძლოს ელ.ენერგიის საფასურის გადახდა,  ლიბერთი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, 1 თვით, 2021 წლის 31 ივლისამდე ყველა არხში გააუქმოს ახალი პროვაიდერის „თელმიკოს“ გადახდის საკომისიო.

    ელექტრო მომწოდებელი კომპანიის ცვლილება, მომხმარებლისთვის ლიბერთიმ გაამარტივა მომსახურების ყველა არხში:

    • უმოკლეს დროში დაინერგა სიახლე სწრაფი გადახდის აპარატებში: PAY აპარატებში, უკვე ხელმისაწვდომია „გაერთიანებული კომუნალურების“ მენიუ, რომელშიც ავტომატურად გამოჩნდება „თელასის“, „თელმიკოს“, „GWP“-ის და „თბილსერვის ჯგუფის“ გადასახდელი სერვისები.
    • ინტერნეტ და მობაილ ბანკში, ელ.ენერგიის ახალი პროვაიდერის დამატება არსებული აბონენტის ნომრით მარტივადაა შესაძლებელი. ფილიალებსა და სერვის ცენტრებში გადახდისას კი გადამოწმდება ორივე სერვისის დავალიანება.

    სოციალური ბარათის მფლობელებისთვის და უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საკომისიოს გარეშე იხდიდნენ „თელასის“ გადასახადს, „თელმიკოს“ გადახდის საკომისიო, დარჩება უფასო.

    მომხმარებლები, რომლებიც „თელასის“ ელ.ენერგიაზე სარგებლობდნენ  ავტომატური გადარიცხვის სერვისით, სერვის ცენტრში ან ინტერნეტ/მობაილ ბანკში მარტივად შეძლებენ „თელმიკოს“ ავტომატური გადარიცხვის დარეგისტრირებას.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • „თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქცია ლიბერთისგან

    ლიბერთი ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე საზაფხულო აქცია დაიწყო. "თქვენს გზავნილზე საჩუქარია" საზაფხულო კამპანიის ფარგლებში, ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით ყველაზე მეტჯერ მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს.

    მთავარი პრიზის გარდა, კამპანიის ფარგლებში დაწესებულია სხვა საჩუქრებიც:

    • 100 ლარის მოგების შანსი - ყოველდღე
    • 100 „ჭკვიანისაათი
    • ბრენდირებული საჩუქრები ყოველი მე-10 მომხმარებლისთვის

    საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია  და საკმარისია აქციის პერიოდში გზავნილის მიღება, ან გაგზავნა ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების - ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.

    ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით.

    როგორც ყოველდღიური, ისე მთავარი საჩუქრების მისაღებად საჭირო პირობებს ლიბერთი ბანკი საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge

    აქცია დაიწყო 2021 წლის 1 ივლისს და გაგრძელდება 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

    „საერთაშორისო ფულადი გზავნილები ლიბერთის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და ვცდილობთ მუდმივად წავახალისოთ ჩვენი მომხმარებელი. ლიბერთიში ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა კონკურენტუნარიანია არამხოლოდ აქციის ფარგლებში - ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი და ხელმისაწვდომი ვართ საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი გზავნილის მიღება და გაგზავნა შესაძლებელია დისტანციური არხების საშუალებით ბანკში ვიზიტის გარეშეც. ჩვენი მომხმარებელი გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას მუდმივად სარგებლობს ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით”ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • ლიბერთი ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    ლიბერთი ბანკის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "საპენსიო სერვისების გაუმჯობესებაზე დისკუსია, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში უნდა გადავიდეს. ამ მგრძნობიარე თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაციაზე მიმართული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და დამაზიანებელია პროცესისთვის.

    სრული სურათისთვის, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ ამ თემის პრეისტორია, თუ როგორ მოვედით დღემდე.

    2018 წლიდან ლიბერთი ბანკს ყავს ახალი აქციონერები და მენეჯმენტი, რომლებსაც შეხება არ ქონიათ საპენსიო მომსახურების მოქმედ კონტრაქტთან - რომელიც გაფორმდა 2011 წელს, ბანკის იმდროინდელ მენეჯმენტსა და სახელმწიფოს შორის.

    ლიბერთი უსასყიდლოდ ემსახურება 1,1 მლნ ბენეფიციარს, რომლებიც პენსიას და სხვა სოციალურ სარგოს იღებენ. მოქმედი კონტრაქტის მიხედვით ბანკს არც სახელმწიფო უხდის თანხას პენსიების დარიგებაში და არც თავად აქვს უფლება ფასიანი გახადოს მომსახურება ბენეფიციარებისთვის. ამავდროულად, პენსიების დარიგება საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, გვაქვს ფილიალები ისეთ ადგილებში, რომლებიც ეკონომიკურად მიმზიდველი არ არის და ამიტომ სხვა ბანკები იქ არ არიან წარმოდგენილნი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებთან პენსიები და სოციალური სარგო უსასყიდლოდ მიგვაქვს სახლში. საქართველოს 1.300 სოფელში, 200 ათასზე მეტ ბენეფიციარს ყოველთვიურად ვემსახურებით მობილური სერვის ცენტრებით.

    ამ სერიოზული დანახარჯების ანაზღაურების ერთადერთი წყარო ლიბერთისთვის იყო ე.წ. საპენსიო სესხები, რომელთა საპროცენტო განაკვეთი წლიურ 110%-საც კი აღწევდა.

    ახალმა მენეჯმენტმა, 2018 წელს მოსვლისთანავე, მოქმედი კონტრაქტის ფარგლებში,  მაქსიმალურად გააუმჯობესა მომსახურების პირობები. სესხის განაკვეთი შეამცირა ეფექტურ 30.65%-მდე, მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით.

    პარალელურად, განვავითარეთ ახალი ბიზნეს მიმართულებები, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, დაგვებალანსებინა ე.წ. საპენსიო სესხების პორტფელიდან მიღებული შემცირებული საპროცენტო შემოსავალი.

    კოვიდ პანდემიამ განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა ლიბერთის, რომლის ბენეფიციარები ხშირად მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ. რიგების შემცირებისა და მოწესრიგების მიზნით, ლიბერთიმ თავისი სახსრებიდან 100 მლნ ლარი გამოყო და წინასწარ გასცა ბენეფიციარებზე, ასევე მობილიზება გაუკეთა დამატებით პერსონალს, რათა კოვიდ ვირუსით ინფიცირების რისკი შეემცირებინა.

    საპენსიო სესხებზე არსებული 30.65% არის ის რეალური ნიშნული, რომელზე ნაკლებადაც ჩვენი შეფასებით, სხვა კომერციული ბანკებიც არ გასცემენ მცირე მოცულობის, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხს, უფროსი ასაკის მომხმარებელზე. ამასთან, არსებული კონტრაქტის ფარგლებში, როცა ლიბერთი სხვა არანაირ გადასახადს არ ახდევინებს პენსიის მიმღებ პირებს, 30.65%-დან მიღებული საპროცენტო შემოსავალი სრულად ვერ ანაზღაურებს ბენეფიციარების უფასო მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.

    ასე რომ, დღევანდელი მოცემულობა დამაკმაყოფილებელი არ არის არც ერთი მხარისთვის. ამიტომ საჭიროა ახალი, ჯანსაღი მოდელის შემუშავება და მის საფუძველზე, ახალი ტენდერის ჩატარება, ახალი პირობებით. ლიბერთიმ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა და დღესაც მიესალმება უახლოეს მომავალში, სრულიად გამჭვირვალე და ღია ტენდერის ჩატარებას, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მხარის - ბენეფიციარების, სახელმწიფოს და ბიზნესის კომერციულ ინტერესებს.

    2019 წელს, როდესაც მოხდა ძველი პირობებით კონტრაქტის ვადის გაგრძელება, ჩვენი თანხმობის მოტივი იყო, რომ სახელმწიფოს მისცემოდა დრო, შეემუშავებინა ახალი, სამართლიანი პირობები.

    იმისდა მიუხედავად, რომ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი, ლიბერთი აქტიურად მუშაობდა და დღესაც მუშაობს ყველა ჩართულ მხარესთან. თუმცა, ვინაიდან ამ თემასთან დაკავშირებით ინტერესი მატულობს, ლიბერთი რჩება თავისი პოზიციის ერთგული და ვთავზობთ ყველა მხარეს შეიქმნას კიდევ უფრო ფართო ფორმატის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პენსიების შესახებ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებასა და დახვეწაზე. ჯგუფში ჩავრთოთ ყველა ის მხარე, ვისაც აქვს კომპეტენცია და რეალურად აღელვებს ეს თემა. პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე, შევთანხმდეთ და შევქმნათ ახალი, გამართული, ჯანსაღი სისტემა და მომავალი ტენდერი გამოცხადდეს ამ ახალი, გამართული მოდელის საფუძველზე", - ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.

  • ლიბერთის მხარდაჭერით რუსთავში პირველი 60 + კლუბი გაიხსნა

    რუსთავის საქალაქო ბიბლიოთეკასთან არსებულმა 60+ კლუბმა უმასპინძლა შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. ამის შესახებ "ლიბერთი ბანკის" ადმინისტრაცია იუწყება.

    შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და ლიბერთი ბანკი. ღონისძიებას დაესწრნენ UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე,  რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ლიბერთი ბანკის ქვემო ქართლის რეგიონული დირექტორი თენგიზ სვანიძე.

    60+ კლუბის წევრებთან, თემაზე „ჯანმრთელობის ხელშეწყობა 60+ ასაკში“ ისაუბრა ლელა სტურუამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) არაგადამდებ დაავადებათა  განყოფილების უფროსმა. ხოლო პრეზენტაცია საპენსიო ასაკის მომხმარებელთა უფლებების შესახებ წარმოადინა ნანა კოტეტიშვილმა, ლიბერთი ბანკის ინციდენტების მართვის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსმა.

    „60+ კლუბები“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთი ბანკი 2020 წლიდან არის რუსთავის 60+ კლუბის აქტიური მხარდამჭერი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური