საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი დროებით გადაიდო

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 07 მარტი 2020 09:32

კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება დროებით გააიდო და 2020 წლის 06 და 07 მარტს აღარ ჩატარდება (იხ. ბრძანება #334).

ტესტირების ჩატარების ზუსტი თარიღის შესახებ განახლებული ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 200 220 (შიდა 6).

წაკითხულია 44 ჯერ

Related items

  • კონფუცის ინსტიტუტის ქართველი და ჩინელი დირექტორები ჩინეთის ელჩს შეხვდნენ

    თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ქართველი და ჩინელი დირექტორები მარინე ჯიბლაძე და სუ კუოინგი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ლი იენს შეხვდნენ.

    ელჩმა დაადასტურა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ეფექტური მუშაობა და დიდი წვლილი ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოხელეებიც გამოხატავენ ჩინური ენის შესწავლის სურვილს. აღსანიშნავია, რომ ისინი ამჟამად სწავლობენ და წარმატებით ეუფლებიან ჩინურ ენას თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში. საელჩომ გამოხატა დიდი მხარდაჭერა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიმართ.

    შეხვედრის დროს მოხსენება წარადგინეს დირექტორებმა კონფუცის ინსტიტუტის მიღწევების შესახებ, განიხილეს ჩინეთის საელჩოსთან თანამშრომლობის გზები; სტიპენდიის პოლიტიკა, მასთან არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, სახელმწიფო მოხელეების ვიზიტი ჩინეთში, ჩინელი მოხალისე პედაგოგების საკითხები.

    თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორმა მარინე ჯიბლაძემ, როგორც განათლების სამინისტროს ექსპერტმა, შეიმუშავა სკოლებში მეორე უცხო ენის - ჩინური ენის ეროვნული სასწავლო გეგმა, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი განათლების სამინისტროს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, ეხმარება სამინისტროს ადგილობრივი პედაგოგების გადამზადებასა და სასკოლო სახელმძღვანელოს მომზადებაში.

  • თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჩვენი ჯარი“ საჯარო სკოლებში გრძელდება

    ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად პროექტიც განახლდა. ამჯერად სამხედრო მოსამსახურეები ქალაქ გორის მესამე საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც მოსწავლეებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმაც მიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამა მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას ემსახურება. პროექტი საჯარო სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. „ამ პროექტს სიმბოლურად ჰქვია „ჩვენი ჯარი“ ანუ ჯარი არის თქვენი. იმისთვის, რომ ის თქვენად გაითავისოთ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქალაქ გორის #3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს. 

    ლევან იზორია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები გორში პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ. სამხედროების შეხვედრები საჯარო სკოლებში გაზაფხულზე დაიწყო და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განახლდა. მოსწავლეებთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი ერთიანი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობასა და ჩართულობას გულისხმობს. ამ კონტექსტში მან სამხედრო ბრიგადებში ჩატარებულ „ღია კარის დღეებზე“, საზაფხულო ბანაკებსა და საშუალო განათლების პროგრამაში თავდაცვის კომპონენტის დამოუკიდებელი საგნის სახით შეტანის შესახებ ისაუბრა. 

    ლევან იზორიას განცხადებით, პროექტი მიზნად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს. „ვფიქრობთ, სამხედრო მოსამსახურეებთან მოზარდების უშუალო კონტაქტით შესაძლებელი იქნება პატრიოტიზმის განმტკიცება და ცნობიერების ამაღლება იმ საკითხზე, თუ რას აკეთებს ქართული ჯარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის, სტრატეგიული კავშირების გასაძლიერებლად, იმ მთავარი მიზნისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა და მისი უსაფრთხოება ჰქვია“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. 

    მოგვიანებით, ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღებული ძალების შესახებ გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია წარადგინეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა უფროსკლასელებს სამხედრო კარიერული განვითარების პერსპექტივებიც გააცნეს. მათ მოსწავლეებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, შეიარაღებულ ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს. 

    შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პროექტს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. „ჩვენი ჯარი“ წელს გაზაფხულზე დაიწყო; პირველ ეტაპზე სამხედროები დაახლოებით 185 სკოლას ესტუმრნენ, ოქტომბერსა და ნოემბერში თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად დაახლოებით 400-მდე სკოლას ესტუმრებიან. „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ქვეყნის რეგიონებს ეტაპობრივად მოიცავს.

  • შეხვედრები საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან

    შეხვედრები საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან გრძელდება. განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამჯერად, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა სიახლეების გაცნობის შემდეგ ტრადიციულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამუშაო შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული და თემები, რომელიც სკოლის წარმომადგენლებს განსაკუთრებულად აინტერესებდათ. ყველა კითხვაზე აუდიტორიამ ამომწურავი პასუხი მიიღო.

  • შეხვედრა პანკისის ხეობის საჯარო სკოლების პედაგოგებთან

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა, პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

    დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეხვედრაზე შედარებით მეტი კითხვა პროფესიული განვითარების ახალ სქემასთან დაკავშირებით დაისვა, რაზეც აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო. სამუშაო შეხვედრაზე მასწავლებლებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა სასკოლო პროექტებთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები და სურვილები გამოეთქვათ.

    პანკისელ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრები, მათი საქმიანობის გაცნობა, იძლევა შესაძლებლობას ითქვას, რომ ამ ულამაზეს ხეობას, ჰყავს უაღრესად ღირსეული, ძლიერი და სიახლეზე ორიენტირებული პედაგოგთა კორპუსი და ნიჭიერი მოსწავლეები. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გასულ წელს ხეობის სკოლების მიერ წარმოდგენილი ყველა სასკოლო პროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა, წარმატებით განხორციელდა და ასევე წარმატებით გაგრძელდება მომავალშიც.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური