საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 06 მარტი 2020 08:00

საქართველოში კორონავირუსის /COVID-19/ 9 შემთხვევა დადასტურდა და მათ შორის 5 ახალი შემთხვევაა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

მონაცემები სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მანამდე დადასტურებული იყო ოთხი შემთხვევა. შესაბამისად, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი, ჯამში კი,  ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. ხუთივე ახალი შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული. აჟამად მიმდინარეობს უკვე ამ 5 ადამიანთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევა. 

 
წაკითხულია 403 ჯერ

Related items

  • კოვიდ-19-ით გამოწვეული დეპრესიის მკურნალობის მეთოდი: "მუზეუმის დათვალიერება"

    ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ექიმებმა დაიწყეს ახალი მკურნალობის ტესტირება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სტრესში არიან და ავლენენ დეპრესიის სიმპტომებს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიის გამო. ამის თაობაზე "TRT -ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, იმ პაციენტებს, რომლებიც გადიან სტრესის მკურნალობას დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს საავადმყოფო ბრუგმანში, შესთავაზებენ უფასო ვიზიტებს ქალაქის ხუთ საჯარო მუზეუმში.

    თუ საპილოტე მკურნალობის მეთოდის შედეგები წარმატებული აღმოჩნდება, მისი გამოყენების შემდგომი გაფართოება იგეგმება.

    კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელმა ქალაქის საკრებულოს წევრმა, დელფინ ჰუბამ, სამკურნალო პროცესთან დაკავშირებით თქვა, რომ იგი შთაგონებულია კანადის ქალაქ კვებეკის ექიმების მიერ დეპრესიის ნიშნების მქონე პაციენტებისთვის წელიწადში 50-მდე მუზეუმის დათვალიერების რეკომენდაციით.

  • გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა

     გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით (Covid-19) 86 ადამიანი გარდაიცვალა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამ ვირუსს ჯამში 7 649 პირი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge

    მათივე მონაცემებით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 034 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 559 943-ს.

    ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 132 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR ტესტით.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.72% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.98%.

    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 952 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 506 486.

    ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 577 პირი, მათ შორის, თბილისში - 679, აჭარაში - 185, იმერეთში - 355. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი, მათგან თბილისში - 230, აჭარაში - 43, იმერეთში - 35.

  • 24 ივლისს საქართველო ფაიზერის ვაქცინის ნახევარ მილონ დოზას მიიღებს
    24 ივლისს საქართველო ფაიზერის ვაქცინის ნახევარ მილონ (500 000) დოზას მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
    ფაიზერის ვაქცინა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან დონაციის სახით გადმოეცა. 
    23 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 391 781 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 136 734 ადამიანი.
    ახალი კორონავირუსით (SARS-n-CoV2) გამოწვეული პანდემია, რომელიც კაცობრიობის მიმდინარე გლობალური გამოწვევაა, მსოფლიოზე უპრეცენდენტო გავლენა მოახდინა და ბევრ სფეროში მკვეთრად შეცვალა პანდემიამდე არსებული რეალობა. COVID-19-ის პანდემიის შედეგებმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მრავალ სფეროზე და რადიკალურად შეცვალა მოსახლეობის ცხოვრების ჩვეული რიტმი.
    მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის, სამეცნიერო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უპრეცენდენტო თანამშრომლობით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები პანდემიის დაწყებიდან მოკლე პერიოდში შეიქმნა. აღნიშნული ვაქცინები მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა დაინფიცირების შემთხვევაში მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობის წინააღმდეგ და სიკვდილიანობის შემცირების კუთხით. ვაქცინაცია ამ დროისათვის წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ იარაღს, რომლის სარგებელიც ბევრად აჭარბებს შესაძლო რისკს.
    საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. მიმდინარე დოკუმენტი წარმოადგენს ქვეყანაში ვაქცინაციის 4 თვის ანგარიშს, მომზადებულს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ევროკავშირის პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობის ინიციატივებისათვის“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ერთობლივი პროექტის „საქართველოში COVID-19-ის გავლენის შერბილება სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის ზრდისთვის“ ხელშეწყობით.
  • "დიდი შვიდიანის" წევრი ქვეყნები 870 მილიონ დოზა კორონავირუსის ვაქცინებს უსასყიდლოდ აჩუქებენ გაჭირვებულ ქვეყნებს

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა თედროს ადანომ ღებრეიზუსმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება "დიდი შვიდიანის" (G7) წევრი ქვეყნების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ისინი 870 მილიონ დოზა კორონავირუსის ვაქცინებს უსასყიდლოდ აჩუქებენ გაჭირვებულ ქვეყნებს, თუმცა, მისივე თქმით ეს არ არის საკმარისი და მათგან  უფრო მეტს ელის. ამის თაობაზე სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ "დიდი შვიდიანის" (G7) წევრი ქვეყნები, 870 მილიონ დოზას ვაქცინას უშუალოდ გადასცემენ Covid-19 ვაქცინების გლობალურ პროგრამა COVAX-ს და რომ ამ შემოწირულების ნახევარი მაინც,  ამ წლის  ბოლომდე გაკეთდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი 2022 წელში. ”ჩვენ უფრო მეტი ვაქცინა  გვჭირდება და ისინი სწრაფად უნდა მივიღოთ,” განაცხადა თედროს ადანომ ღებრეიზუსმა.

  • იაპონიაში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა ისევ გამოცხადდება

    იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ზოგიერთ შტატში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა კვლავ გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    იაპონიაში კოვიდ -19 ღონისძიებებზე პასუხისმგებელმა კაბინეტის წევრმა, ნიშიმურა იასუტოშიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კორონავირუსი და მისი ვარიანტები ქვეყნის მასშტაბით კვლავ იზრდება.

    ნიშიმურა იასუტოშიმ ეპიდემიასთან ბრძოლაში საგანგებო მდგომარეობის მნიშვნელობას შეეხო და აღნიშნა: ”ჩვენ უფრო მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ, რომ ძალიან გადამდებ ვარიანტებზე კონტროლი დავამყაროთ.“

    მისივე თქმით, "ოოგონ შუუკან"-ის (ოქროს კვირეული) დასვენების პერიოდში 29 აპრილიდან 5 მაისამდე შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს შემთხვევების რაოდენობა. ნიშიმურა იასუტოშიმ მოუწოდა მოსახლეობას სახლში დარჩნენ.

    იაპონიის პრემიერ-მინისტრი სუგა იოშიჰიდე განცხადებას მთავრობის კოვიდ -19-ის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის შემდეგ გააკეთებს.

    საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დაიწყება კვირას, 25 აპრილს, დედაქალაქ ტოკიოში, ოსაკაში, ჰიოგოსა და კიოტოში, ძალაში 11 მაისამდე დარჩება.

    2020 წლის აპრილიდან 2021 წლის იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა ორჯერ გამოცხადდა იაპონიის სხვადასხვა რეგიონში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური