საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 06 მარტი 2020 08:00

საქართველოში კორონავირუსის /COVID-19/ 9 შემთხვევა დადასტურდა და მათ შორის 5 ახალი შემთხვევაა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

მონაცემები სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მანამდე დადასტურებული იყო ოთხი შემთხვევა. შესაბამისად, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი, ჯამში კი,  ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. ხუთივე ახალი შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული. აჟამად მიმდინარეობს უკვე ამ 5 ადამიანთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევა. 

 
წაკითხულია 357 ჯერ

Related items

  • იაპონიაში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა ისევ გამოცხადდება

    იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ზოგიერთ შტატში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა კვლავ გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    იაპონიაში კოვიდ -19 ღონისძიებებზე პასუხისმგებელმა კაბინეტის წევრმა, ნიშიმურა იასუტოშიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კორონავირუსი და მისი ვარიანტები ქვეყნის მასშტაბით კვლავ იზრდება.

    ნიშიმურა იასუტოშიმ ეპიდემიასთან ბრძოლაში საგანგებო მდგომარეობის მნიშვნელობას შეეხო და აღნიშნა: ”ჩვენ უფრო მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ, რომ ძალიან გადამდებ ვარიანტებზე კონტროლი დავამყაროთ.“

    მისივე თქმით, "ოოგონ შუუკან"-ის (ოქროს კვირეული) დასვენების პერიოდში 29 აპრილიდან 5 მაისამდე შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს შემთხვევების რაოდენობა. ნიშიმურა იასუტოშიმ მოუწოდა მოსახლეობას სახლში დარჩნენ.

    იაპონიის პრემიერ-მინისტრი სუგა იოშიჰიდე განცხადებას მთავრობის კოვიდ -19-ის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის შემდეგ გააკეთებს.

    საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დაიწყება კვირას, 25 აპრილს, დედაქალაქ ტოკიოში, ოსაკაში, ჰიოგოსა და კიოტოში, ძალაში 11 მაისამდე დარჩება.

    2020 წლის აპრილიდან 2021 წლის იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა ორჯერ გამოცხადდა იაპონიის სხვადასხვა რეგიონში.

  • Pfizer-ი აცხადებს, რომ შესაძლოა კოვიდ-19-ის მესამე დოზაც გახდეს აუცილებელი

    ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა გამოაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინები გაკეთებული, შეიძლება დასჭირდეთ ვაქცინის მესამე დოზა არაუგვიანეს 12 თვის განმავლობაში. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი თქმით, კომპანიის მენეჯერმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა: „შესაძლო სცენარის მიხედვით, მესამე დოზა საჭირო იქნას 6-დან 12 თვემდე და ასევე ადამიანებს ყოველწლიურად  დასჭირდებათ ვაქცინაცია. ახალი ვირუსების გამოჩენა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში.“

    ალბერტ ბურლა აცხაადებს, რომ  Pfizer-ის მონაცემები ემყარება 2000-ზე მეტ ვაქცინირებულ ადამიანს, მაგრამ მეტი მონაცემებია საჭირო ამის დასადგენად და ესეც  6 თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

    შეგახსენებთ, რომ Pfizer-მა და BioNTech-მა თებერვალში განაცხადეს, რომ ისინი ატარებენ კოვიდ-19 ვაქცინის მესამე დოზის კვლევას, რათა უკეთ გაიგონ იმუნური რეაქცია ვირუსის ახალ ვარიანტებზე.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების შედეგად კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
    "პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს. იგი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს", - აღნიშნულია განცხადებაში.
  • საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა შეადგენს - 281145

    საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა შეადგენს - 281145, ხოლო ბოლო 24 საათში - 673.  საავადმყოფოში გადაყვანა 1 624 ადამიანისთვის გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    მათივე მონაცემებით, ინფიცირება მძიმედ მიმდინარეობს 326 პაციენტში. 68 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა და ისინი სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან.

    "დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 57, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.

    ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 447, საიდანაც: 1 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 208, იმერეთში - 289.

    ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 326 პირი, მათ შორის, თბილისში - 140, აჭარაში - 35, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში - 2, იმერეთში - 6. 214 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 175 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია
    კორონავირუსის /COVID-19/ საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა /29250 დოზა/ უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
    მათი მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები გამოიყენება, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.
    25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
    მოქალაქეებს „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ.
    COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! აცრა უფასო და ნებაყოფლობითია.
    Pfizer-ით ვაქცინაცია თბილისში- 4 კლინიკაში, აჭარაში-ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის 2 კლინიკაში მოხდება.
    მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება იმუნიზაციის ექსპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
    უკვე ხვალიდან კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის გააკეთონ და რეგისტრაციაც შესაბამისად გაიარონ. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული. გარდა ამისა, ვაქცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო, როგორც „ასტრაზენეკას“ ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, 30-დან 45 წუთამდე იზრდება.
    შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ამოქმედდა. ცხელი ხაზი ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური