დღეს ხოჯალის ტრაგედიის 28-ე წლისთავია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 11:04

აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის, ხოჯალის მსხვერპლს იხსენებენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ ხოჯალის გენოციდის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ტრაგედიის მსხვერპლს პატივი მიაგეს. ასევე, მემორიალს ესტუმრნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, მილი მეჯლისის დეპუტატები, მინისტრები, კომიტეტების ხელმძღვანელები, დიპკორპუსის წარმომადგენლები, რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელები და  ხოჯალის ტრაგედიისას გადარჩენილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი მიტინგები ჩატარდება, რომლის ლოზუნგია „სამართლიანობა ხოჯალისთვის“.

შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს სომხეთის შეიარაღებული ფორმირებები, რუსეთის 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის დახმარებით, ქალაქ ხოჯალის დაესხნენ თავს, რომელიც მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა. ქალაქის შტურმს საარტილერიო ქვემეხებიდან, მძიმე სამხედრო ტექნიკიდან მასშტაბური სროლა უძღოდა წინ, რომელიც ჯერ კიდევ 25 თებერვალს, საღამოს დაიწყო. შედეგად, ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 26 თებერვლის დილის 5 საათისთვის მთელი ქალაქი ალში მოაქცია. ხოჯალიში დარჩენილმა მოსახლეობამ, დაახლოებით 2500 ადამიანმა, გადარჩენის იმედით, უახლოეს დასახლებულ პუნქტს, აგდამს მიაშურა. თუმცა, სომხური ფორმირებები მათ სასტიკად გაუსწორდნენ. 

აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სომხური შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იყო 613 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის – 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. 1275 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჩავარდა. 150 ადამიანის, მათ შორის 68 ქალისა და 26 ბავშვის ბედი დღემდე უცნობია. 475-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 8 ოჯახი მთლიანად განადგურდა. 25 ბავშვმა ორივე მშობელი დაკარგა, 130 კი – ერთი.

2018 წელს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ხოჯალის ტრაგედიასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქალაქ ხოჯალის ოკუპაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს 170 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა“.

28 თებერვალს ადგილობრივი ჟურნალისტების ჯგუფმა, ორი ვერტმფრენით, ტრაგედიის ადგილამდე მიღწევა მოახერხა. ხოჯალის მსხვერპლთა ფოტოებმა და ვიდეოებმა, რომლებიც ადგილობრივმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს, მთელი მსოფლიო მოიარა.

1 მარტს ადგილზე უცხოელი ჟურნალისტები ჩავიდნენ. მსოფლიო მედია შოკისმომგვრელ სურათზე წერდა. ტერიტორია დასახიჩრებული ცხედრებით იყო სავსე. ჟურნალისტები წერდნენ, რომ მოკლულებს სკალპირება ჩაუტარეს, ყირები, კიდურები მოკვეთეს, თვალები და სხვა ორგანოები ამოაჭრეს. ცხედრების ნაწილი მძიმე ტექნიკით იყო გაჭყლეტილი, ან დამწვარი.

ცნობისთვის, 1994 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ინიციატივით გამოქვეყნდა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვით 26 თებერვალი „ჰოჯალის გენოციდის და ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავეები.

ხოჯალის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალები ბაქოში და სხვა ქალაქებშია აღმართული. „დედის ყვირილი“ („Ana harayı“) აზერბაიჯანის დედაქალაქში, ხათაის რაიონში დგას.

წაკითხულია 115 ჯერ

Related items

  • საქართველო გამოხატავს თავის მხარდაჭერას აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ გამოხატავს თავის მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა მთიან ყარაბაღში 2020 წლის 31 მარტს. საქართველო მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრას საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ისტორიული ძეგლი "მარაღა - 150"

    XIX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ათობით ათასი სომეხი ირანიდან და თურქეთიდან გადავიდა აზერბაიჯანის ყარაბახის მთიანეთში. ისტორიკოს-მეცნიერმა თურქან გასანოვამ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც 1828 წლის 10 თებერვალს რუსეთსა და ირანს შორის გაფორმებული თურქმენჩაიის ხელშეკრულებით, დაიწყო სომეხთა მასობრივი გადაცემა აზერბაიჯანში. თურქმენკის ხელშეკრულების მე -15 მუხლი ითვალისწინებს, რომ ირანში მცხოვრები სომხები შეიძლება შეთანხმდნენ ერთი წლის განმავლობაში, არაზიდან ჩრდილოეთით. 1828-1829 წლებში მხოლოდ 40-50 ათასი სომეხი გამოიყვანა ირანიდან და 90 000 სომეხი თურქეთიდან. სომხების თურქეთიდან ამიერკავკასიაში გადაყვანა მოხდა ედირნის სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე, რუსეთ-თურქული ომის დასრულების შემდეგ.

    ეს მიგრაცია ბევრ წერილობით წყაროშია ნახსენები. ეს არაერთხელ აღიარეს თავად სომხებმა. ამრიგად, ყარაბაღში ჩამოსვლისთანავე სომხებმა ააგეს მარაგა-150 ძეგლი. აზერბაიჯანის ტარტარის რაიონის შიხარხის დასახლებაში მარაგა-150 ძეგლი აშენდა 1978 წელს, ირანელი ინტერესიდან პირველი 200 ოჯახის 150 წლისთავის აღსანიშნავად, რომლებმაც თავად სომხები მიიღეს ყარაბაღში. ჩვეულებრივი მდინარის ქვების ძეგლზე დგას სომხური წარწერა „მარაღა 150“. მეტრი და 3 მეტრის სიმაღლის ძეგლი დაანგრიეს 1991 წელს თავად სომხებმა. ამ ძეგლით აღინიშნა სომეხი მიგრანტების ყარაბაღში ჩასვლის დასაწყისი.

    სომხებმა 1978 წელს საზეიმო ცერემონიალი გამართეს "მარაღა-150" ძეგლის გახსნის აღსანიშნავად. 

    ტარტარის რაიონის შიხარხის დასახლებაში მარაგა-150 ძეგლი აშენდა 1978 წელს, ირანელი ინტერესიდან პირველი 200 ოჯახის 150 წლისთავის აღსანიშნავად, რომლებმაც თავად სომხები მიიღეს ყარაბაღში. ჩვეულებრივი მდინარის ქვების ძეგლზე დგას სომხური წარწერა „მარაგა 150“. მეტრი და 3 მეტრის სიმაღლის ძეგლი დაანგრიეს 1991 წელს თავად სომხებმა. ამ ძეგლით აღინიშნა სომეხი მიგრანტების ყარაბაღში ჩასვლის დასაწყისი.

    სომხებმა 1978 წელს საზეიმო ცერემონიალი გამართეს "Maragha-150" ძეგლის გახსნის აღსანიშნავად. აღმოსავლეთმცოდნე და ისტორიკოსი, აკადემიკოსი ზია ბუნიადოვი თავის სტატიაში "მითები და მითები" აცხადებს, რომ მარაგა-150 ძეგლის გახსნა 1978 წლის ბოლოს და 1979 წლის დასაწყისში მოიცავდა ყარაბახის ყველა მედიას.

    ერთ-ერთი მათგანი, ვინც ახსოვს 1978 წელს " მარაღა-150- ის ძეგლის გახსნა, არის ილგარ გასიმოვი, ტარტარის რაიონის მკვიდრი. ამაზე საუბრისას, ი .გასიმოვმა თქვა: ”16 წლის ვიყავი. მამაჩემთან სოფელ უუდლუსკენ მიმავალ გზაზე დავინახეთ, რომ სომეხებმა ძეგლი გახსნეს. ძეგლი მოიცავს ჩვეულებრივი დამსხვრეული ქვის ქვებს, ფერადი მოზაიკას, დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ხოლო "გოგონები შადრევანთან" კომპოზიციას. კომპოზიციას ჰქონდა 1.5 მეტრი სიგანისა და 3 მეტრის სიმაღლის მთავარი ძეგლი, მარჯვენა და მარცხენა მხარეს მარმარილოს სვეტის წყაროებით. ერთ – ერთ მარმარილო სვეტზე არის 1828 ფიგურა, ზემოდან ქვემოდან, ხოლო 1978 წლის თავზე ”. ტარტარის რაიონის მკვიდრმა თქვა, რომ მსგავსი ძეგლები ყარაბაღში სომხების ჩამოსვლისთანავე განლაგებულია ტარტარის რაიონის ხანკენდსა და ჩაილში, სომეხთა ყარაბაღში ჩასვლასთან დაკავშირებით.

    2016 წელს, ფურიო დე ანგელისი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელი, ტარტარში ვიზიტის დროს, სოფელ შიხარხში, მარაგა-150-ის ძეგლს ეწვია და შეიმუშავა ძეგლის სურათები.

    სომხური მარაგა-150 ძეგლის ნაშთები მდებარეობს შიკარხის დასახლებაში, ქალაქ ტარტარიდან რამდენიმე კილომეტრში. ძეგლის ისტორიული და პოლიტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო კომიტეტმა ჩაატარა რემონტი, ლანდშაფტის მოწყობა, ფარიკაობა და განათების სისტემები. ასევე, მარაგა-150 ძეგლის ისტორიული დოკუმენტების, ინფორმაციის და ფოტოების სახელმწიფო კომიტეტი შეგროვდა არქივიდან და შეიქმნა სტრიქონები აზერბაიჯანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

    წყაროები:

    https://az.wikipedia.org/wiki/Mara%C4%9Fa-150_abid%C9%99si

    http://www.refugees-idps-committee.gov.az/en/news/464.html

    https://www.azertag.com/xeber/1106132

    https://www.ziyabunyadov.com/blank-c35n

     

    ჟურნალისტთა საზოგადოებრივი ასოციაციის თავმჯდომარე დიასპორული საქმიანობის მხარდაჭერას, ფუად ჰუსეინზაძეს

     

  • აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპიკერი ქალი გახდა

    აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს – მილი მეჯლისის ისტორიაში პირველად, თავმჯდომარის პოსტს ქალი დაიკავებს. 10 მარტს პარლამენტის წევრებმა ამ პოსტზე საჰიბა გაფაროვა აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო Trend-ი ავრცელებს.

    მმართველმა პარტია „იენი აზერბაიჯანმა“ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის პოსტზე საჰიბა გაფაროვა წარადგინა. მის კანდიდატურას 116-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

    ს. გაფაროვა აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ წევრია და საკანონმდებლო ორგანოში 2010 წლიდანაა.

    აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 თებერვალს გაიმართა. შედეგად მმართველმა პარტიამ, 125-ადგილიან მილი მეჯლისში 70-ზე მეტი დეპუტატი შეიყვანა.

     

     

  • ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

    აზერბაიჯანის პრეზიდენტის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

    შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სტაბილური და თანმიმდევრული დინამიკა, რომელსაც 2020 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმაც ადასტურებს. საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფორმატში შეხვედრებს წელს საქართველო უმასპინძლებს.

    თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „შეხიდების ხეივანი“ მოინახულა და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

  • “სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში თბილისში, აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა

    თბილისში, მირზა ფათალი ახუნდოვის კულტურის ცენტრში, აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით, “სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

    გამოფენა ეძღვნება „ხოჯალოს“ ტრაგედიის 28 წლისთავს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს აღნიშნული გამოფენის დახმარებით  „ხოჯალოს“ ტრაგედიის შესახებ მწარე სიმართლე მსოფლიოს თანამეგობრობის ყურამდე მიიტანოს.

    აზერბაიჯანის საელჩოსთან ერთად, გამოფენის ორგანიზატორია აზერბაიჯანული E-MEDIA GROUP. გამოფენაზე წარმოდგენილია აზერბაიჯანელი პროფესიონალი მხატვრების მიერ შესრულებული 50-მდე ნამუშევარი, რომლებიც „ხოჯალოს“ ტრაგიკულ მოვლენებს ასახავს.

    ღონისძიება წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც დაღუპულების ხსოვნას მიეძღვნა. მოგვიანებით ნაჩვენები იქნა აზერბაიჯანული E-MEDIA GROUP-ის მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც „ხოჯალოს“ ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნა. 

    ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, რომელმაც ანიშნა, რომ „ხოჯალოს“ ტრაგედია წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დანაშაულს ჩადენილს მსოფლიოს წინაშე. “სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მსოფლიოს თანამეგობრობას სამართლიანი ინფორმაცია მიაწოდა „ხოჯალოს“ ტრაგედიის შესახებ“, - აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.

    შეგახსენებთ, რომ ღონისძიება სახელწოდებით „ხოჯალოს ისტორიის სისხლიანი მოგონებები“ დაიწყო აზერბაიჯანში მიმდინარე წლის 2 თებერვალს. ანალოგიური ღონისძიებები ჩატარდა გუბასა და გიანჯაში. 

    ასეთივე გამოფენა უახლოეს დღეებში სტამბულში, ანკარასა და იზმირში გაიხსნება.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური