ვანო მერაბიშვილი გათავისუფლდა და სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 20 თებერვალი 2020 10:52

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ვ. მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთის ვადა დღეს ამოეწურა და იგი გათავისუფლდა.

ე.წ. მატროსოვის ციხესთან ვ. მერაბიშვილს ახლობლები და მხარდამჭერები დახვდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 მაისში დააკავეს. მის მიმართ საერთო სასამართლოებს რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი, მათ შორის, აკურას ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე – ორი წელი და სამი თვე; სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – სამი წელი; 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა – ოთხი წელი და ექვსი თვე; კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე – ხუთი წელი; ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – ექვსი წელი და ცხრა თვე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო ზომად ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარეობს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა, რაზეც ვანო მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება აქვს წარდგენილი.

წაკითხულია 116 ჯერ

Related items

  • ლიბერთი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის (EYP) მხარდამჭერია
    24-27 მაისს ლიბერთის მხარდაჭერით ზუგდიდში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული შესარჩევი კონფერენცია გაიმართება. 100-ზე მეტი მონაწილე ახალგაზრდა, საგანგებოდ შერჩეულ აქტუალურ თემას დაამუშავებენ და საქართველოდან გენერალურ ასამბლეაზე  ერთობლივ რეზოლუციას წარადგენენ.
     
    ,,მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა და ზოგადად საზოგადოებრივ პროცესებში მათი ინტეგრირება, ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ,  აღნიშნული კონფერენცია მონაწილეებს  საშუალებას მისცემს განავითარონ კარიერისთვის აუცილებელი უნარჩვევები, გაიღრმავონ ცოდნა და აქტიურად ჩაერთონ მოხალისეობრივ აქტივობებში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ლიბერთი მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტში ჩაერთვება. ამ პროექტში ჩართულობით კი ჩვენ მხარს ვუჭერთ  თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში ევროპული ფასეულობების გაღრმავებას. ‘’ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.
     
    „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - ე.ა.პ “(European Youth Parliament - EYP) არის საერთაშორისო ორგანიზაციათა ქსელი, რომლის  მიზანს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ–პოლიტიკური აზროვნების დახვეწა, ევროპული ღირებულებების გავრცელება, კრიტიკული აზროვნებისა და დებატების უნარჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ორგანიზაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პატრონაჟით მოქმედებს და მის პროექტებში 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან ჩართულები. ორგანიზაციის წარმომადგენლობა  ევროკავშირსა და მის პარტნიორ 40 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო (ე.ა.პ - საქართველო, EYP Georgia) ამ ქსელს ოფიციალურად 2008 წლიდან შეუერთდა.
  • ზახაროვა: ქართველ და რუს ხალხებს ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება

    მარიამ ზახაროვამ დადებითად აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველოს და რუსეთს, მიუხედავად პრინციპული საკითხებისადმი განსხვავებული აზრისა, შეხების წერტილები აქვთ.

    საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების დარეგულირებისთვის, რისი მოთხოვნილებაც  ორი ქვეყნის ხალხებს აქვს, საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებაა საჭირო, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში გამართული ვიდეოხიდის მოსკოვი–თბილისის–ტალინი–კიშინიოვი მსვლელობისას.

    „ეს პეპლების მოყვარულთა კლუბი როდია“ - ზახაროვამ საქართველო ნატოს თაობაზე გააფრთხილა>>>

    რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში. 

    „მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ისტორიაში არცთუ ცოტა მაგალითია იმისა, თუ ადამიანები, ერები, პოლიტიკოსები როგორ ლახავდნენ ამ ვითარებას და რეცეპტი – აქ შეუძლებელია ვთქვათ, რომ ძალიან მარტივი – არსებობს. შეიძლება ამ ურთიერთობებს სხვადასხვანაირად დავარქვათ, სადაც ეს დიალოგი ურთიერთობების და კონტაქტები უბრალოდ შესაძლებელი კი არა, ჰაერივით  აუცილებელია. აუცილებელია არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ ხალხისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.

    ამასთან, მან გულდაწყვეტით აღნიშნა პრინციპული საკითხების „ცალკე კალათის“ არსებობა, რომელთა მიმართებითაც  მოცემულ მომენტში კონსესუსის მიღწევა შეუძლებელია.
    საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განმარტა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება სურს, მაგრამ არა პრინციპული საკითხის – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

    „რაც შეეხება საქართველოსთვის პრინციპული საკითხებისადმი  განსხვავებულ მიდგომებს. რუსეთისთვის ეს საკითხი სხვანაირად ფორმულირდება, საქართველოსთვის კი სხვანაირად.  ვფიქრობ, რომ რუსულმა  მხარემ არაერთხელ   გამოთქვა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, და თბილისიც საკუთარ  პოზიციას საკმაოდ ნათლად აფიქსირებს“, – აღნიშნა ზახაროვამ. 

    რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ურთიერთობების დარეგულირებისთვის მსოფლიო გამოცდილების მნიშვნელობა აღნიშნა და ახლო აღმოსავლეთის მაგალითი მოიყვანა.

     „რა უნდა ვქნათ ამ სიტუაციაში? მე მგონია, რომ არსებობს მსოფლიო გამოცდილება, რომელსაც შეიძლება უბრალოდ მივმართოთ და გავიგოთ, რომ ჩვენ არც პირველი და სამწუხაროდ,  არც უკანასკნელი სახელმწიფო ვართ, რომელსაც პრინციპული საკითხებისადმი  დიამეტრალურად განსხვაგებული შეხედულებები აქვს. შეხედეთ მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონებს. ჯერ კიდევ 10–15 წლის წინ მთელ რიგ სახელმწიფოებს შორის დიალოგი პრინციპში შეუძლებელი იყო, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო არამარტო დიპლომატიური ურთიერთობები, არამარტო ჰუმანიტარული ურთიერთობები არამედ ნებისმიერი კონტაქტი. მაგრამ გავიდა წლები და ამ რეგიონის სახელმწიფოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის  აბსოლუტურად სხვა სურათს  ვხედავთ“, – განაცხადა ზახაროვამ. 

    ურთიერთობების დარეგულირების მაგალითად ზახაროვამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივება დაასახელა.

     „თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რა ვითარებაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც სურთ ან უბრალოდ იძულებული არიან ჩამოვიდნენ პირადი საკითხების, ოჯახური მდგომარეობის გამო, მოინახულონ საკუთარი ნათესავები და მათგან ბევრ სურს მუშაობა, ურთიერთობა  და ა.შ.“, – აღნიშნა ზახაროვამ.

    მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად პრინციპული საკითხებისადმი განსხვავებული აზრისა, მხარეებმა შეძლეს სხვა მიმართულებებით წარმატების მიღწევა. 

    „თუმცა, შეირჩა საერთოდ სხვა კონცეფცია, რომლის რეალიზებაც, ღმერთს მადლობა, ახლა მიმდინარეობს. და სწორედ ნელ–ნელა, მოცემულ შემთხვევაში, არა ლიბერალიზაცია, არამედ ამ მიმართულებით ვითარების თანდათანობითი შემსუბუქება და ამ მიმართულებით მოძრაობა.  ამიტომ, მგონია, რომ ვექტორი უნდა იყოს ასეთი“, –  განაცხადა ზახაროვამ.

    ამავე დროს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. რუსეთი საქართველოსთან ტვირთბრუნვის მოცულობით ლიდერი–ქვეყნების სამეულში შედის.

     

    Read more: https://sputnik-georgia.com/russia/20181016/242525824/zaxarova-qartvel-da-rus-xalxebs-urtiertobebi-haerivit-schirdeba.html



  • თეიმურაზ შაშიაშვილი პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს ამომრჩეველთან ერთობლივი შეხვედრების ორგანიზებას სთავაზობს

    „ მომდევნო კვირაში  ჩვენ ბორჯომში სამოქმედო პროგრამას  წარვადგენთ და ეს არ იქნება მხოლოდ მხარდამჭერებთან  შეხვედრა.  ვხვდებით ყველას - ოპონენტებს და არჩევნებისადმი სკეპტიკურად განწყობილებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისივე თქმით, პრეზიდენტობის თითოეულ კანდიდატს ყველასთან უნდა შეეძლოს საუბარი, ვინაიდან ისინი ყველას კანდიდატები არიან.

    „დამოუკიდებელი  საქართველოს  თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში, არ უნახავს მათ წინ ცოცხლად მოპაექრე პოლიტიკოსები.  პატივი ვცეთ ამომრჩევლებს.  პატივი ვცეთ მეცნიერებს, ინტელიგენციას და საერთოდ დავდგეთ ამომრჩევლების წინაშე ერთად. ვთქვათ ჩვენი აზრიც, მოვუსმინოთ მათაც და ერთად ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს“, - აღნიშნა თ. შაშიაშვილმა.

    პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე მიმართა თავის კოლეგებს და განაცხადა, რომ აუცილებელია პრეზიდენტობის ყველა კლანდიდატმა დაასახელოს თითო-თითო წარმომადგენელი, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და სრული კონსესუსით მივღებული იქნას გადაწყვეტილება სამუშაო შეხვედრების გამართვის თაობაზე. „ჩვენ მხრიდან, ჩვენი წარმომადგენლის სახით გვინდა დავასახელოთ ქალბატონ ლელა ებრალიძის კანდიდატურა, რომელსაც გააჩნია მუშაობის შესაბამისი გამოცდილება და სწორედ იგი მიიღებს მონაწილეობას ამგვარ შეხვედრებში“, - დასძინა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

    თეიმურაზ  შაშიაშვილი პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს სთავაზობს ერთობლივი თემატური შეხვედრების ორგანიზებას, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან დაკავშირებით. „თანამშრლომლობის პირველი ნაბიჯი სწორედ ის არის, რომ წარდგენაზე ვიწვევთ ხელისუფლებას, პარტიებსაც და, რაც მთავარია, კოლეგებს - პრეზიდენტობის კანდიდატებს. ჩვენ ვართ ღია და ნებისმიერ ჩვენს შეხვედრაზე მივესალმებით მათ მონაწილეობას“ - ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა.

  • მიკროავტობუსს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი მხარდამჭერები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ

    მიკროავტობუსს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი მხარდამჭერები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. სააკაშვილის მხარდამჭერებს ბლოკირებული აქვთ ქუჩა და ისინი აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

    ადგილზე მობილიზებულია უკრაინის პოლიცია და სპეცრაზმის წარმომადგენლები. სამართალდამცველებსა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დღეს საკუთარ სახლში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმმა შენობიდან გამოიყვანა, თუმცა მისი მისი გადაყვანა შესაბამის უწყებაში ვერ ხერხდება. 

    მის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. 

  • ეს არ ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებას, - ვანო მერაბიშვილის ადვოკატი

    ოთო კახიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე ჯერ არ გამოუტანია. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, თეა წულუკიანმა საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს:

    „ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებას, ეს ნიშნავს მხოლოდ საჩივრის განსახილველად მიღებას, საზოგადოება წულუკიანმა შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. ჩვენ დიდ პალატას წარვუდგენთ იმ მტკიცებულებებს და იმ მონაცემებს, რომელიც მანამდე კოლეგიას წარვუდგინეთ, იუსტიციის სამინისტროს დიდ პალატაში დავამარცხებთ,“- განაცხადა ოთო კახიძემ.

    იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სარჩელი დააკმაყოფილა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური