ნეგატიური ინციდენტები არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, არ აღემატება ყველა საარჩევნო უბნის ორ პროცენტს, აცხადებს მ. პანახოვი
ნეგატიური ინციდენტები აზერბაიჯანის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, არ აღემატება ყველა საარჩევნო უბნის ორ პროცენტს. ამის შესახებ ბაქოში დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ მაზახირ პანახოვმა განაცხადა.
”ზოგჯერ ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ თითქოს ეს იყო დარღვევები ქვეყნის ყველა საარჩევნო უბანზე, მაგრამ ეს ასე არ არის. რაღა თქმა უნდა ჩვენ გვსურს, რომ ასეთი ფაქტები აღარ იყოს“, - აღნიშნა მ. პანახოვმა.
ცესკოს ხელმძღვანელმა ასევე დაამატა, რომ ყველა ნეგატიური შემთხვევა სერიოზულად იქნება შესწავლილი, ხოლო იმ პირების მიმართ ვინც მათ ამის უფლება მისცა, შესაბამისი სამართლებრიივი ზომები გატარდება.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომაზე გაუქმდა საპარლამენტო არჩევნების შედეგები 4 საარჩევნო ოლქში. მე-80 იმიშლი-ბლაგანის საარჩევნო ოლქში, სადაც ლიდერობდა კანდიდატი ჩინგიზ განიზადე, 74-ე ლიანქორანის საარჩევნო ოლქი - წამყვანი კანდიდატი ჰადი რაჯაბლი, 35-ე ხატაინის მესამე საარჩევნო ოლქში, რომლის კანდიდატი იყო რაუფ არიფ აბასოვი ოღლი, და ასევე 33-ე ხატანის პირველ საარჩევნო ოლქში.
როგორც ცნობილია აზერბაიჯანში გასულ კვირას ჩატარდა დემოკრატიული და სამართლიანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მასში მონაწილეთა აქტივობამ 47,81% შეადგინა. 4823 საარჩევნო უბნიდან ოქმების 87% დამუშავების შედეგად, მმართველმა პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს, რესპუბლიკის პარლამენტში 125 ადგილიდან 70-მდე მიიღო.
როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, არჩევნებმა თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა. რაიმე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.