ღია მმართველობის საკითხებზე მთავრობის მაღალი რანგის სათათბირო ორგანო შეიქმნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 თებერვალი 2020 14:02

მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ღია მმართველობის მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ღია მმართველობა საქართველოს პროცესში ჩართული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით. მაღალი რანგის სათათბირო ორგანოს წევრები იქნებიან მინისტრის მოადგილეები და პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დაინტერესებული მუნიციპალური ორგანოები. 
ღია მმართველობის პროცესს 2013-2019 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უძღვებოდა. ამ პერიოდში არაერთი  ხელშესახები შედეგი იქნა მიღწეული, მათ შორის, საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა 2017-2018 წლებში და პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს საქართველოში უმასპინძლა.
პროცესის კოორდინაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე 2019 წლის აპრილიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით შეიქმნა მაღალი რანგის სათათბირო ორგანო, რომლის ფარგლებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ღია მმართველობასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო საკითხების ადვოკატირება უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გაწიონ.
ღია მმართველობის ახალი საკოორდინაციო მოდელის ჩამოყალიბების პროცესში ადმინისტრაციამ აქტიურად ითანამშრომლა „ღია მმართველობის პარტნიორობის" (Open Government Partnership - OGP) საერთაშორისო სამდივნოსთან. 

ახლადშექმნილი საბჭოს დებულების მიხედვით:
-    ნათლად ყალიბდება ღია მმართველობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების წესი, რომლის თანახმად, თანაბარი უფლებები ენიჭებათ სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს;
-    საბჭოს ხელმძღვანელობის უფლებამოსილება ორ თანამომხსენებელს შორის ნაწილდება, რომელთაგან ერთი სახელმწიფო უწყებების, ხოლო მეორე - არასამთავრობო სექტორის მხრიდან იქნება წარდგენილი;
-    საბჭოს ანგარიშვალდებულება საქართველოს მთავრობის წინაშე განისაზღვრება; 
-    სახელმწიფო უწყებებს ეკისრებათ ვალდებულება ღია მმართველობის დღის წესრიგის შედგენის პროცესში დასაბუთებული არგუმენტაციით უპასუხონ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებს. 
განსახორციელებელი ცვლილებები ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა 2019 წლის დეკემბერში გამართულ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრაზე წარადგინა. 

„ღია მმართველობის პარტნიორობა" (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა. 
2019 წლის გაზაფხულიდან ღია მმართველობა საქართველოს კოორდინაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. 2019 წლის აპრილში საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. საქართველოს მთავრობას მმართველ კომიტეტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარმოადგენს.

 

წაკითხულია 37 ჯერ

Related items

  • იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტში მონაწილეობს

    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership − OGP) გლობალურ სამიტში მონაწილეობს. სამიტი 27-29 ოქტომბერს მეხიკოში იმართება, სადაც შეიკრიბებიან 70-მდე ქვეყნის დელეგატები, სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები.

    ღონისძიების მთავარი მიზანია, დელეგატებმა ერთმანეთს გააცნონ უკანასკნელი წლის განმავლობაში ხელისუფლების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდის კუთხით მიღწეული შედეგები და დაგეგმონ შესაძლო ერთობლივი სამომავლო ნაბიჯები.

    სამიტის ფარგლებში 2015 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის შეხვედრაც, რომელშიც საქართველოს მთავრობას იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სანიკიძე წარმოადგენს. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები სამიტის მონაწილეებს გააცნობენ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმს როგორც მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის წარმატებულ მოდელს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორია, რომლის მიზანია, სახელმწიფო და კერძო სექტორში წარმოდგენილ ორგანიზაციებს დაეხმაროს ახალი, თანამედროვე და ინოვაციური სერვისების შემუშავებასა და დანერგვაში. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები სხვა არაერთ მნიშვნელოვან ღოისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

    გარდა ამისა, შეხვედრაზე მმართველი კომიტეტი იმსჯელებს ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში დღემდე მიღწეულ წარმატებებსა და გამოწვევებზე პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების სამოქმედო გეგმების ანალიზსა და სამოქალაქო საზოგადოებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით. ასევე, მმართველი კომიტეტის მსჯელობის საგანი იქნება, თუ როგორ შეუძლია ღია მმართველობის პარტნიორობას, ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. მმართველი კომიტეტის შეხვედრის ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობების ღია მმართველობის პარტნიორობაში მონაწილეობის თემასაც მოიცავს.

    2014 წელს პარტნიორმა ქვეყნებმა საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად ორწლიანი ვადით აირჩიეს.  

    ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში საქართველომ, როგორც მმართველი კომიტეტის წევრმა ქვეყანამ, მონაწილეობა პირველად 2014 წლის 25 სექტემბერს მიიღო. მმართველი კომიტეტის ფუნქციაა ღია მმართველობის პარტნიორობის სტრატეგიული მართვა, საქმიანობის დაგეგმვა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

    „OGP“-ის გლობალური სამიტი 2015 წლის 29 ოქტომბერს შემაჯამებელი პლენარული სხდომით დაიხურება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური