ქართველ მოსწავლეთა ნამუშევარი ტალინში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 11 თებერვალი 2020 13:35

თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მეხანძრეებისთვის შექმნილმა „ჭკვიანმა ჩაფხუტმა“ ესტონეთში მოსწავლეთა საერთაშორისო კომპანიების გამოფენა-გაყიდვაზე ყველაზე ინოვაციური გამოგონების ნომინაციაში გაიმარჯვა.

„ჭკვიანი ჩაფხუტი“ მეხანძრეებს დაკვამლიანებული ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გამოსვლაში ეხმარება - ჩაფხუტი წინაღობას აღიქვამს, მეხანძრეს წინასწარ აფრთხილებს და, შესაბამისად, მათ დაშავება-სიკვდილიანობას ამცირებს.

მოსწავლეთა საერთაშორისო კომპანიების გამოფენა-გაყიდვა ტალინში 5-11 თებერვალს გაიმართა და მასში ფინეთის, შვედეთის, ინგლისისა და ლატვიის მოსწავლეთა კომპანიებთან ერთად თბილისის 175-ე და ბათუმის მე-16 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ, სადაც საქართველოს სახელით საკუთარი პროდუქტი წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მოსწავლეები უცხოეთში არჩევითი საგანის - მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში იმყოფებიან, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 251 საჯარო სკოლის 6500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. „მოსწავლეთა კომპანიები“ სწორედ სასკოლო არჩევითი საგნის „მეწარმეობის საფუძვლების“ ფარგლებში ყალიბდება. საგნის შესწავლაში სკოლებს ხელს უწყობს Junior Achievement Georgia, აშშ-ს განვითარების სააგენტოს პროექტით „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“. გარდა იმისა, რომ ორგანიზაცია მოსწავლეებს სასწავლო მასალებით უზრუნველყოფს, ის ზრუნავს პედაგოგთა გადამზადებაზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

სწორედ მეწარმეობის ფარგლებში „Junior Achievement’’-ის ორგანიზებით, ყოველწლიურად, იმართება შეჯიბრებები. მათ შორისაა ესტონეთის მოსწავლეთა კომპანიების ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრი, რომელშიც ევროპის წევრი ქვეყნები მონაწილეობენ. JA Estonia და JA Georgia საქართველო ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მხარს უჭერენ მოსწავლეთა საერთაშორისო კონკურსებში ჩამბას. მიმდინარე პროექტის მიზანია საქართველოში „სამეწარმეო განათლების პოპულარიზაცია, მეწარმეობის სწავლების ევროპული მეთოდოლოგიის გაზიარება და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა“.

175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანიამ „Helmet vision’’ მეხანძრეთათვის „ჭკვიანი ჩაფხუტი“ შექმნა, ხოლო ბათუმის 16-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანიამ "The smell of thread" ხელნაკეთი ნივთები, რომელზეც მოქსოვილია ცხოველთა გამოსახულებები და ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი პროდუქტი, სხვადასხვა არომატიზატორით.

Junior Achievement Georgia ამჟამად ორგანიზებას უწევს კონკურსს „საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კომპანია“, რომელიც გაიმართება 2020 წლის 29 მარტს, ხოლო გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე.

წაკითხულია 78 ჯერ

Related items

  • ჯანელიძე: რეალობაა რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს გვაქვს განვითარებისა და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე

    საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ტალინში ევროკავშირის ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორი“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს
    ღონისძიება ესტონეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივით იმართება და მასზე მონაწილეები იმსჯელებენ 24 ნოემბერს ქ.ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირსა და პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე.
    „მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთმა როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, მოიწვია ეს სხდომა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებს აქვთ შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გახსნილ არაფორმალურ დიალოგში განიხილონ სამომავლო ნაბიჯები”-განაცხადა მინისტრმა.
    მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ასოცირებულ ქვეყნებს გააჩნიათ  ევროინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგი, ასევე  პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის  დასახულია თანამშრომლობის გეგმა - 2020-სთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს  ჩვენი რეგიონის მეტი ინტეგრაცია ევროკავშირთან.
    „ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ გააგრძელოს ეფექტური ქმედებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდეს პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების მოძიებას და ასევე ქვეყნების ინტერესების შესაბამისად განვითარებას. დღეს უკვე რეალობაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში  ჩვენ გვაქვს განვითარების და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე. შესაბამისად, ასოცირებული ქვეყნების ერთობა, საერთო  პოზიცია  არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენ საერთო ინტერესი გვაკავშირებს. ეს არის უფრო მეტი, ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირთან”-განაცხადა მინისტრმა.
    ქ. ტალინში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ასოცირებული ქვეყნების საქართველო-უკრაინა-მოლდოვა, საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა. მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპელ კოლეგებთან.

  • ეროვნული ნაკრები ესტონეთთან ამხანაგური მატჩისთვის ტალინში ემზადება

    საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესტონეთთან ამხანაგური მატჩისთვის ტალინში ემზადება. კახა ცხადაძის გუნდი ესტონეთის დედაქალაქში, დღეს, არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. საქართველოს ნაკრებმა 15 კაციანი შემადგენლობით საფეხბურთო კლუბ „ფლორას“ სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. ჯაბა კანკავა, ლუკას ჰუფნაგელი, ,გიორგი ლორია და მათე ვაწაძე ტალინში ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩამოვიდნენ, შესაბამისად საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი მაკარიძეს ტალინში 10 ნოემბერს ელოდებიან. უჩა ლობჟანიძემ კვიპროსის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი დღეს საღამოს ჩაატარა, ამიტომ ფეხბურთელი ესტონეთთან შეხვედრას გამოტოვებს და ნაკრებს ალბანეთში შეურთდება. ორ უახლოეს შეხვედრაში  ტრავმის გამო სოლომონ კვერკველია ვერ ითამაშებს . საფეხბურთო კლუბ „რუბინის“ ოფიციალურ წერილში ნათქვამია,რომ ფეხბურთელმა „კრილია სოვეტოვთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ივარჯიშებს.  კახა ცხადაძის გადაწყვეტილებით  ეროვნულ გუნდს  „დინამო თბილისის“ წევრი გიორგი გველესიანი შეურთდება. 

    ტალინში ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ სფფ-ის ოფიციალურ ვებ გვერდთან მოკლე კომენტარი გააკეთა კახა ცხადაძემ: „სამწუხაროდ კიდევ ვერ მოხერხდა ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება, რადგან რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს. ესტონეთთან და ალბანეთთან დაპირისპირებაში მჭედლიძე, ანანიძე, კვეკვესკირი ვერ დაგვეხმარებიან, როგორც ცნობილი გახდა ვერ დაგვეხმარება საბა კვერკველიაც. ეს დიდი დანაკლისია, რადგან საკმაოდ კარგი დონის გუნდებს ვეთამაშებით. მთავარია მომავალ ორ მატჩში ყველა ფეხბურთელს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება. გარდა ამისა მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ დავინახოთ, რადგან ისინი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდნენ და გვაინტერესებს, ჩვენ რა დონეზე ვართ. კარგია, რომ მათთან სპარინგის საშუალება მოგვეცა. ჩემი მიზანია თამაში დავხვეწოთ და ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც გამოვიძახე თავის გამოჩენის საშუალება მივცე. ესტონეთთან დაპირისპირებისთვის მოვემზადეთ, ამ გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, კომპაქტური და დისციპლინირებული გუნდია, დაცვაში ძალიან გამართულად თამაშობენ. მათ ჰყავთ რამდენიმე კარგი ინდივიდუალისტი, რომელიც სისწრაფისა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ამინდს ქმნიან. გამორჩეულია ვასილიევი, რომელიც წამყვანი ფეხბურთელია მათ შეტევის ხაზში“. - ამბობს კახა ცხადაძე.

    საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩის წინა ბოლო ვარჯიშს სრული შემადგენლობით 10 ნოემბერს თბილისის დროით 17 საათზე ჩაატარებს. ესტონეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება კი 11 ნოემბერს , 21 საათზე დაიწყება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური