ქ. ვარნაში ფოტო-გამოფენა „გამარჯობა, მე მქვია თბილისი“ მოეწყო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 10 თებერვალი 2020 12:36

საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ელჩის ზურაბ ფერცულიანის ორგანიზებით, ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქ ვარნაში მოეწყო ფოტო-გამოფენა სახელწოდებით - „გამარჯობა, მე მქვია თბილისი“.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, ქალაქის ძველი და ახალი არქიტექტურით, გამოფენის დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს გაეცნოს საქართველოს დედაქალაქის ისტორიას და ახლანდელ იერსახეს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა ქართულ დიასპორასთან ვარნაში და საქართველოს საპატიო კონსულთან იული ნუშევთან. საღამოს სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები.
გამოფენის მონახულება დამთვალიერებლებს შეეძლებათ ქ. ვარნის არქეოლოგიურ მუზეუმში 20 მარტამდე.

წაკითხულია 44 ჯერ

Related items

  • ევროსაბჭოში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter) გახსნა. 

    საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰენრიკ დაემსი, ასევე საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია.

    დავით ზალკალიანმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოში ზამთრის ტურიზმის მზარდ პოტენციალზე.

    „ზამთარი საქართველოში ვიზიტორებს დასვენების მრავალ სპექტრს სთავაზობს, იქნება ეს ულამაზესი ლანდშაფტები, ველური ბუნება, მაღალი მთები, განვითარებული სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ქართული სტუმართმოყვარეობა თუ სხვა”,- განაცხადა მინისტრმა.

    გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, ევროპის საბჭოს შენობაში რამდენიმე თვეს გასტანს.

    გარდა ამისა, დღეს გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

    როგორც ცნობილია  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას სწორედ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

    შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.

     

  • 20 იანვარს 30 წელი შესრულდა ბაქოს ტრაგედიიდან, რომელიც "შავი იანვრის" სახელით არის ცნობილი

    თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დღეს გაიმართა ფოტო-გამოფენა, რომელიც ბაქოში  „შავი იანვრის“ მსხვერპლთა ხსენების დღეს მიეძღვნა. საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დურსუნ ჰასანოვის თქმით, აზერბაიჯანში საბჭოთა ჯარის ოპერაციიდან 30 წელი გავიდა. აზერბაიჯანი არასოდეს დაივიწყებს ამ თარიღს და ყოველთვის პატივს მიაგებს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას“, - აღნიშნა დ. ჰასანოვმა.

    20 იანვარს 30 წელი შესრულდა ბაქოს ტრაგედიიდან, რომელიც "შავი იანვრის" სახელით არის ცნობილი. 

    ღონისძიება, რომელსაც საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციის წამომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს და საქართველოს აზერბაიჯანელთა ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

    შეგახსენებთ, რომ 1990 წლის 20 იანვარს, საბჭოთა არმიამ აზერბაიჯანის ოპოზიციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოპერაციას 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1990 წლის იანვრის დასაწყისიდან, აზერბაიჯანელებმა მიტინგები გამართეს და მარტში უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას გეგმავდნენ.

    20 იანვრის ღამეს, როდესაც ბაქოში სიმშვიდე იყო, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონიდან აზერბაიჯანში რეგულარული არმიის ნაწილები და სპეცდანიშნულების რაზმები გადაისროლეს. არმიის ნაწილების გადაადგილებას ახლდა ქალაქის მოსახლეობისა და ავტომობილების მიმართულებით სროლა. საბჭოთა არმიის ჯარისკაცები ბაქოს მცხოვრებლებს ქუჩებში ესროდნენ, დაწვეს და გაანადგურეს 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ბინა, ასევე 100-მდე ავტომობილი.

    1990 წლის 22 იანვარს, აზერბაიჯანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბაქოში გამართულ ცერემონიაზე ორ მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა. პარალელურად, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრი, ჰეიდარ ალიევი, რომელიც მიხაილ გორბაჩოვის ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო, მოსკოვში, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მუდმივ წარმომადგენლობაში ოჯახთან ერთად მივიდა, სადაც მოსკოვში მცხოვრები ათასობით აზერბაიჯანელი იყო შეკრებილი. აქ ალიევმა თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა და აზერბაიჯანში საბჭოთა ჯარების შესვლას არაჰუმანური, ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური უწოდა. ჰეიდარ ალიევმა მიხაილ გორბაჩოვი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი ერის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს. რამდენიმე თვეში ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანში დაბრუნდა და დეპუტატად აირჩიეს. 1993 წლის ოქტომბერში, ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი გახდა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“ - ზოოპარკში ფოტოგამოფენა გაიხსნა

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დღეს ფოტოგამოფენა სახელწოდებით - „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“ გაიხსნა. ზოოპარკსა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით გამოწვეული ტრაგედიის დაძლევაში ქართული ჯარის მონაწილეობის თემაზე გადაღებული ფოტოები გამოიფინა.

    ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და შეიარაღებული ძალების  წარმომადგენლები დაესწრნენ.

    ფოტოგამოფენა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ გახსნა, მან ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა   და ქართველი სამხედროების დამსახურებებზე ისაუბრა.

    „ტკივილით და სიამაყით სავსე დღეა. 13 ივნისი ძალიან დიდი ტრაგედია  და, იმავდროულად, დიდი  ერთგულების და ვაჟკაცობის გამოვლინება იყო. საქართველოს ყველა მოქალაქე დადგა იქ, სადაც უნდა დამდგარიყო. შეიარაღებული ძალებიც აკეთებდა იმას, რასაც ყოველთვის გააკეთებს, თუკი ქვეყანას დასჭირდება, სამხედრო მოსამსახურეები ყოველთვის იქნებიან ქვეყნის სამსახურში“,- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

    ფოტოგამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა ბესიკ ლოლაძემ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტიქიის დროს საზოგადოების ერთსულოვნებაზე და სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო მოსამსახურეების განსაკუთრებულ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

    ღონისძიების დასასრულს, თბილისის მერის თხოვნით, სამხედროებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

    2015 წლის 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის დროს  კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ  ქართული ჯარი სამშობლოს, მშვიდობას და თანამოქალაქეებს მხოლოდ იარაღით არ იცავს. ერთი წლის წინ მომხდარი  წყალდიდობით გამოწვეულ ტრაგიკულ  შედეგებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ათასობით სამხედრო მოსამსახურე და ათეულობით სამხედრო ტექნიკა ებრძოდა.

    სტიქიის ყველა ზონაში  წარმოებულ სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედროები  პირველივე დღიდან ჩაერთნენ. ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობას სარდაფებისა და ეზოების გაწმენდაშიც ეხმარებოდნენ. სამხედროების მუშაობაზე 24-საათიან  ვიდეოკონტროლს გენერალური შტაბის  კრიზისების მართვის სპეციალური ცენტრი ახორციელებდა.

    სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე  2677-მა  სამხედრო მოსამსახურემ ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრისგან მადლობის სიგელებიც მიიღო.

  • „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“ - ფოტოგამოფენა13 ივნისთან დაკავშირებით

    13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობიდან ერთი წელი სრულდება. სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში სხვა უწყებებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფები და სამხედრო ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა.

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ივნისის ტრაგედიის დაძლევაში ქართული ჯარის მონაწილეობის თემაზე ზოოპარკში და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ფოტოგამოფენის მოწყობას გეგმავს. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც ერთი წლის წინ სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეების საქმიანობა საკუთარ ფოტოობიექტივით ასახა. სამინისტრო საუკეთესო ნამუშევრებს 13 ივნისს ზოოპარკში დაგეგმილ ღონისძიებაზე - უწყების ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებთან ერთად გამოფენს.
    დაინტერესებულ პირებს  ფოტოების გაგზავნა შეუძლიათ  11 ივნისის 18:00 სთ-მდე თავდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე - JLIB_HTML_CLOAKING

  • ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი 80 წლისაა

    გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის 80 და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში იუბილესადმი მიძღნვილი ფოტო-გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე სამოყვარულო ფოტო-კონკურსში გამარჯვებულთა ნამუშევრები და ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ისტორიის ამსახველი საარქივო ფოტოები იყო წარმოდგენილი.
    მოწვეულ სტუმრებს გიგლა აგულაშვილმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, ეკოტურიზმის განვითარება რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამატებითი შემოსავალის ზრდას უზრუნველყოფს.

    დღესვე, მინისტრმა ეროვნული პარკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დონორ ორგანიზაციებსა და პარკის თანამშრომლებს მადლობის სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. საჩუქრები ფოტო-კონკურსისა და ნომინაციაში „წლის ვიზიტორი" გამარჯვებულ ქართველ და უცხოელ ტურისტებსაც გადაეცათ.

    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში, რომელიც ველური ბუნებისა და ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
    ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური