GM Pharma („ჯი-ემ-პი“) დანიურ კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 30 იანვარი 2020 11:54

ფარმაცევტული კორპორაცია  GM Pharma („ჯი-ემ-პი“) და დანიური საინჟინრო კომპანია NNE-ს (Novo Nordisk Engineering SA) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც დაიდო ხელშეკრულება GM Pharma-ს არსებული ფარმაცევტული ქარხნის წარმოების მოცულობის გაზრდისა და ახალ, მათ შორის ევროკავშირის,  ფარმაცევტულ ბაზრებზე შესვლისთვის.

კომპანია NNE (Novo Nordisk Engineering SA) წარმოადგენს საერთაშორისო საინჟინრო კომპანიას, რომელიც სპეციალიზდება ფარმაცევტული ქარხნების განვითარება-მშენებლობაში. NNE არის დანიური ფარმაცევტული გიგანტის, ინსულინებისა და სხვა ანტიდიაბეტური საშუალებების მწარმოებლის, „ნოვო ნორდისკის“ შვილობილი კომპანია. NNE-ს სხვადასხვა წლებში დაპროექტებული და აშენებული აქვს მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიების ქარხნები: დანიური Novo Nordisk-ის სამი ქარხანა მსოფლიოს მასშტაბით, შვეიცარული Roche-ს ქარხნები შვეიცარიაში, გერმანული კომპანიების - Beohringer Ingelheim-ისა და Merk KgaA-ს - ქარხნები გერმანიაში, Celltrion-ის ქარხანა სამხრეთ კორეაში, გერმანული Fresenius-ის ონკოპრეპარატების მწარმოებელი  ქარხანა და ა.შ. ყველა აღნიშნული ქარხანა აკმაყოფილებს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) და აშშ-ს კვებისა და სამკურნალწამლო სააგენტოს (FDA) მოთხოვნებს და ამავე დროს, გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურული დიზაინით.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

ამჟამად GM Pharma აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და გააჩნია ოფიციალური წარმომადგენლობა 5 ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი და წარმატებით ხორციელდება GM Pharma-ს ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია. 2019 წელს  GM Pharma-ს ექსპორტზე გატანილმა ფარმაცევტულმა პროდუქციამ პირველად გადააჭარბა საქართველოში რეალიზებულ მაჩვენებელს და 30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ეროვნული მრეწველობისა და ზოგადად, ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება GM Pharma-სა და დანიურ საინჟინრო კომპანია  NNE-ს შორის, რომლის მიზანსაც წარმოადგენს განვითარების  საშუალო-გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომელიც 2020-2025 წლებში GM Pharma-ს   წარმოების მოცულობის 5-ჯერ გაზრდის, სულ მცირე ხუთ ახალ ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლისა (ევროკავშირის ქვეყნების, კერძოდ გერმანიისა და ესპანეთის, ჩათვლით) და ექსპორტის 100 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის საშუალებას მისცემს.

GM Pharma-ს სხვა სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში (ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება), მედიკამენტების ინოვაციური გამოშვების ფორმებისა და თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური პროდუქტების შექმნა. ასევე NNE-სთან კონსულტაციის შედეგად 2020 წლის ბოლომდე გადაწყდება, თუ რომელ ქვეყანაში აშენდება ახალი ფარმაცევტული საწარმოები. 

წაკითხულია 547 ჯერ

Related items

  • „პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”

    “პსპ დაზღვევამ” საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე სრულიად ახალი სერვისი -„პერსონალური მენეჯერი“ დანერგა, რაც გულისხმობს ექსკლუზიურ და პრივილიგირებულ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას დაზღვეულის სურვილისამებრ.

    დღევანდელ რეალობაში, როდესაც  ცხოვრების რიტმი საკმაოდ სწრაფი და დატვირთულია, აუცილებელია, რომ  გვქონდეს  ნებისმიერი, მათ შორის სადაზღვევო   მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობა.  პერსონალური მენეჯერის დახმარებით, სადაზღვევო პროცესები კიდევ მეტად მარტივდება, რაც დაზღვეულს უზოგავს დროს და საშუალებას აძლევს კომფორტული სერვისი სწრაფად და მარტივად მიიღოს.

    პერსონალური მენეჯერის მომსახურება გულისხმობს სადაზღვევო პროცესის სრულ ადმინისტრირებას და აერთიანებს ისეთ სერვისებს, როგორიც არის -  ,ექიმთან ვიზიტის ორგანიზება, სატელეფონო დახმარება და კონსულტირება, რეფერალის ორგანიზება; სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება, ონლაინ ანაზღაურება,  კურიერის მომსახურების ორგანიზება, მიმართვების გაცემა (სპეციალისტის კონსულტაცია, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, მედიკამენტები) და ა.შ. ჩამოთვლილი სერვისების ერთ სივრცეში მოქცევა, განაპირობებს დღევანდელობის ყველაზე ღირებულის და  ძვირფასის - დროის დაზოგვას, სადაზღვევო პროცედურების რუტინის თავიდან აცილებას და  პრივილეგირებული და ექსკლუზიური სერვისებით სარგებლობის შესძლებლობას. პერსონალური მენეჯერის სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველა პსპ დაზღვევით მოსარგებლეს შესაბამისი განაცხადის მარტივად შევსებით.

    2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“  მომხმარებელს მუდმივად  სთავაზობს განსხვავებულ  სერვისებს და ახლ პროდუქტებს, იცავს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას. (R)

     

  • PSP მომხმარებლებს პირბადეებს 20 თეთრად სთავაზობს

    დღეიდან, PSP მომხმარებლებს სამედიცინო პირბადეებს 20 თეთრად სთავაზობს, მათ კი, ანტისეპტიკურ საშაულებებს (დეტოლი, კუტექსი, მისშა ან ლეა) შეიძენს, 5 პირბადეს საჩუქრად გადასცემს.

    ახალი კოვიდვირუსისგან თავდასაცავად პირბადის მოხმარება ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილი გახდა; ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ატაროს პირბადე და დაიცვას მოხმარების წესები - დაფარული ჰქონდეს ცხვირ-პირის არე და რამდენიმე საათში შეცვალოს ახალი პირბადით.

    „#stopcovid კამპანიის დაწყებიდანვე PSP-ს მთავარი საზრუნავია მომხამრებელს უწყვეტად მივაწოდოთ სააფთიაქო პროდუქცია, ამასთან მომხმარებელიც და თანამშრომლებიც მაქისმალურად დაცულები იყვნენ. ლოქდაუნის შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნასთან ერთად, პირბადეების გამოყენების აქტუალობაც მატულობს, ამიტომ PSP, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის სურვილია ჩვენი მომხმარებელი და საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს დაცული, გავუმარტივოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ამიტომ დღეიდან პირბადეებზე ახალ ფასად - 20 თეთრად ვთავაზობთ მომხმარებლს, ანტისეპტიკური ხსნარების შეძენისას კი საჩუქრად გავაცემთ 5 პირბადეს“ - აცხადებენ PSP-ში. (R)

  • ინგლისმა BioNTech-ის და Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

    დიდმა ბრიტანეთმა, წარმოშობით თურქი მეცნიერის უღურ შაჰინის მიერ ჩამოყალიბებული გერმანული ბიოტექნიკური კომპანია, BioNTech-ის და ამერიკული კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    BBC-ზე დაყრდნობით, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა  ორგანომ „BNT162b2“ ვაქცინა ფართო გამოყენებისათვის უსაფრთხოდ აღიარა.

    ამრიგად, დიდი ბრიატენეთი გახდა პირველი ქვეყანა, ვინც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის გამოყენებას ნება დართო.

    ცნობისათვის,  ბრიტანეთმა ადრე ხსენებულ კომპანიებთან კოვიდ-19-ის ვაქცინის 40 მილიონი დოზის შესაძენად წინასწარი შეთანხმება გააფორმა. სწორედ გერმანული ბიოტექნიკური კომპანიის BioNTech-ის და ამერიკული  Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინები გახლდათ პირველები, რომლებმაც ეფექტურობის 95%-ს მიაღწიეს.

    კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშიეებით 25 ნოემბერს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ 1 მილიონი დოზის დეკემბერში, ხოლოდ მთლიანად ზამთრის პერიოდში 25 მილიონი დოზა ვაქცინის შესაძენად შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

    კომპანია  2020 წლის ბოლომდე 100 მილიონის, ხოლო 2021 წლის ბოლომდე 1,3 მილიარდი დოზა ვაქცინის წარმოებას გეგმავს.

     

  • PSP „მადლიერების კვირეულს“ 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს კოსმეტიკურ პროდუქციაზე

    PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების კვირეულს“ 21-27 ნოემბერს კოსმეტიკური ბრენდების და პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს.

    PSP არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც შარშან მომხმარებლისადმი მადლიერების კამპანია წამოიწყო და წელს მომხმარებლები მას უკვე განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ.

    კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, აფთიაქში მომხმარებელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თავშეყრის თავიდან ასარიდებლად, წელს PSP-მ მომხმარებლებისადმი მადლიერების კვირეული გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ  21-დან 27 ნოემბრის ჩათვლით PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით ნახევარ ფასად, 50%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ბიოდერმა, ვიში, ლიერაკი, ლა როშ პოზე, ტოპი კრემი, მიზონი, მისშა, ნუქსი, ლიერაკი, ავენი, სოსკინი, ეუსერინი, ისის ფარმა, ფიტო, კეიპრო, პაეზე, ალგოლოჟი, ბიოფა, ნოვექსპერტი, სებამედი, ზიაია, დოქტორ ირენა ერისი, ფარმასერისი - მისთვის სასურველი კოსმეტიკური საშუალება და პირის ღრუს მოვლის ბრენდების - პიავე, ბიორეპაიარი, ბლანქსი, სენსოდინი, პარადონტაქსი, როქსი, სპლატი, ლაქშერი - საშუალებები.

    „PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 26 წელია მომხმარებელი და მის ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობაა. ამის დასტურია „მომხმარებლისადმი მადლიერების“ გამოხატვის კამპანიაც, რომელსაც შარშან ჩავუყარეთ საფუძველი. ამ კამპანიის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა დღესასწაულსა თუ უქმეებზე მრავალფეროვანი განსაკუთრებული და საინტერესო შეთავაზებებით ვახარებდით მომხმარებელს.

    წელს კოვიდთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მომხმარებლის დიდი რაოდენობით თავშეყრის თავიდან არიდების მიზნით, დღეები კვირაზე გადავანაწილეთ და მთელი კვირის მანძილზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებათ ნახევარ ფასად, 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს სასურველი კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებები PSP-ს ექსკლუზიური ბრენდების მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან.

    ამასთან, გავითვალისწინეთ მომხმარებლის შარშანდელი აქტივობა, სურვილები და პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა მას შევუსაბამეთ. „მომხმარებლისადმი მადლიერების“ აღნიშვნა PSP-ში უკვე ტრადიციად იქცა“- აცხადებენ კომპანიაში. (R)

  • თურქეთმა საქართველოს მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები გადასცა საჩუქრად

    კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს საჩუქრად გადასცა მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები, მათ შორის, სუნთქვის აპარატები, PCR სადიაგნოსტიკო ტესტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
     
    თურქეთის რესპუბლიკის დონაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი მოხმარდება სწორედ იმ ადამიანების საჭიროებებს, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის შედეგადაა დაზარალებული.
     
    საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შეთანხმებას ჯანდაცვის სფეროში დონაციის შესახებ ხელი მოაწერეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ემინე ალფ მეშემ და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.

    წყარო: https://mfa.gov.ge/News/turqetis-respublikam-saqartvelos-mnishvnelovani-sa.aspx?CatID=5

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური