კორეის რესპუბლიკაში ქართული ხელნაწერების გამოფენა „ვეფხისტყაოსანი – ევროპა და აზია ერთ წიგნში“ გაიხსნა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი 2019 15:58

საქართველოს საელჩოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა წლის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც პარალელურად გაიხსნა ქართული ხელნაწერების გამოფენა - "ვეფხისტყაოსანი - ევროპა და აზია ერთ წიგნში" და მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.

ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, მუნ ჰი-სან გი და 100-მდე სტუმარი, მათ შორის, ეროვნული ასამბლეის დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები. დამსწრე პირებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სპიკერმა მუნმა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა და კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, იუ სინგ-ჰიმ.

ელჩმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე. აღნიშნა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა პარტნიორული ურთიერთობები როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელ დონეზე. პარალელურად, ნაჩვენები იყო კორეული საზოგადოებრივი ტელევიზიის KBS-ის მიერ მიმდინარე წელს მომზადებული ტურისტული ვიდეო-რგოლები საქართველოს შესახებ, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

წაკითხულია 306 ჯერ

Related items

  • გამოფენა - „ვეფხისტყაოსანი“

    დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის „ვეფხისტყაოსანი“ გახსნას დაესწრო.

    გამოფენაზე ბიბლიოთეკაში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის’’ უძველესი, უიშვიათესი და სხვადასხვა ენებზე თარგმნილი გამოცემები, მათ შორის პირველი, 1712 წლის ვახტანგისეული ,,ვეფხისტყაოსანი’’ იყო წარმოდგენილი. 

    წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს სიტვით მიმართა, ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველი „ვეფხისტყაოსნის“ საუნივერსიტეტო გამოცემით დააჯილდოვა. 

    დღესვე  საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კიმ ჩან გიუმ, შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში,  თსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად ,,ვეფხისტყაოსნის’’ კორეული თარგმანი გადასცა.

    ღონისძიებაზე ასევე გამომცემლობის ,,ნოტა ბენე’’ ახალი გამოცემის - “ვეფხისტყაოსნის მხატვრობა”, მხატვარ პაპუნა დავითაიას წიგნის ,,ვეფხისტყაოსანი - გრაფიკული რომანი’’ და ფილოლოგისა და კინომცოდნის ლევან გელაშვილის ,,ვეფხისტყაოსნის’’ პირველი ფერადი, ილუსტრირებული სამაგიდო თამაშის პრეზენტაცია მოეწყო. 

    კულტურულ ღონისძიებას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობის საგამოფენო დარბაზში გაიმართა,თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები,  სტუდენტები  და საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

  • გამოვიდა “ვეფხისტყაოსანის” ახალი ინგლისური თარგმანი

    ბოლო 40 წლის მანძილზე, პირველად გამოვიდა ‘ვეფხისტყაოსანის’ ახალი ინგლისური თარგმანი, რომლიც პირველი პოეტური თარგმანია, შესრულებული 16 მარცვლიანი შაირით.

    თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება 2015 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 12:00 საათზე.

    ახალი გამოცემა მოამზადა გამომცემლობამ ‘პოეზია’. ”ვეფხისტყაოსანზე” მუშაობა მთარგმნელმა, პოეტმა და მწერალმა, ლინ კოფინმა 2012 წელს დაიწყო. პწკარედები შეასრულა პროფესორმა დოდონა კიზირიამ. თარგმანის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს ‘ვეფხისტყაოსნის’ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული გამოცემა და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემა. შესაბამისად, წიგნს რედაქტირება თავად პროფესორმა ნოდარ ნათაძემ გააკეთა. თამამად შეიძლებაი თქვას, რომ თარგმანი არა მარტო ფართო მკითხველის, არამედ ლიტერატურათმცოდნეების მოწონებასაც დაიმსახურებს.

    ასევე, გაცნობებთ, რომ ლონდონში 1-7 ოქტომბერს ქართული ფილმის IV ფესტივალის ფარგლებში, "ვეფხისტყაოსნის" ახალ თარგმანთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერს გაიმართება გამოცემის განხილვა, რომელშიც მთარგმნელი ლინკ კოფინის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ: მწერალი აკა მორჩილაძე, და მთარგმნელი - ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი. სტროფებს წაიკითხავს ცნობილი ინგლისელი მსახიობი დაიან ქვიქ.

    ლინ კოფინის შესახებ (მთარგმნელი)

    ამერიკელი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი ლინ კოფინი დაიბადა 1943 წელს. დღემდე გამოქვეყნებული აქვს პოეზიის სამი კრებული. მისი ლექსები, ესეები, მოთხრობები და პიესები წლების განმავლობაში იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში. იგი მონაწილეობდა პოეზიის საღამოებში იოსებ ბროდსკისა და ჩესლავ მილოშთან ერთად. გია ჯოხაძის მიერ თარგმნილი მისი ლექსების კრებული 2012 წელს თბილისშიც გამოიცა. ლინ კოფინს მთარგმნელობის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება აქვს. ლინკოფინისეული თარგმანი გამოყენებულ იქნა, ნობელის კომიტეტის მიერ ჩეხი პოეტის იაროსლავ სეიფერტისათვის პრემიის მინიჭებისას 1984 წელს. ლ. კოფინს ასევე თარგმნილი აქვს ანა ახმატოვა, ჩეხი, ჰოლანდიელი, მონღოლელი და ირანელი პოეტები. რამდენიმე წელია იგი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. 2013 წელს დ. კიზირიას რედაქტორობით აშშ-ში გამოიცა ‘ქართული პოეზიის ანთოლოგია”, რომელშიც შევიდა ძველი ქართული ლიტერატურის (XIX ს ჩათვლით) ნიმუშები. ლ.კოფინმა ასევე თარგმნა თანამედროვე ქართველი მწერლები – დათო ბარბაქაძე, გიორგი კეკელიძე, გივი ალხაზიშვილი, ზაზა აბზიანიძე.

    “ვეფხისტყაოსნის” თარგმანები, რომლებიც გამოსულა:

    • ”ვეფხისტყაოსნის’ პირველი თარგმანი ინგლისურად მარჯორი სკოტ უორდროპმა შეასრულა პროზაული ფორმით. ეს თარგმანი პირველად 1912 წელს გამოქვეყნდა.

    • 1968 წელს თბილისში გამოქვეყნდა ვენერა ურუშაძის H ჰეკზამეტრით შესრულებული პოეტური თარგმანი.

    • ხოლო 1977 წელს აშშ-სა და ინგლისში გამოქვეყნდა რ. სტივენსონისა და ქ. ვივიენის პროზაული თარგმანები.

    ამდენად, ლინ კოფინის თარგმანი პირველი პოეტური თარგმანია, შესრულებული 16 მარცვლიანი შაირით.

    “ვეფხისტყაოსნის” ახალი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება, ქ. თბილისში, 2015 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ეროვნულბიბლიოთეკაში.

  • გამოვიდა “ვეფხისტყაოსანის” ახალი ინგლისური თარგმანი

    ბოლო 40 წლის მანძილზე, გამოვიდა "ვეფხისტყაოსანის" ახალი ინგლისური თარგმანი, რომლიც პირველი პოეტური  თარგმანია, შესრულებული 16 მარცვლიანი შაირით. ახალი გამოცემა მოამზადა გამომცემლობამ "პოეზია". ”ვეფხისტყაოსანზე” მუშაობა მთარგმნელმა, პოეტმა და მწერალმა, ლინ კოფინმა 2012 წელს დაიწყო.  თარგმანის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული გამოცემა და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემა. შესაბამისად რედაქტირება გაუკეთა პროფესორმა ნოდარ ნათაძემ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თარგმანი არა მარტო ფართო მკითხველის, არამედ ლიტერატურათმცოდნეების მოწონებასაც დაიმსახურებს.

     ასევე გაცნობებთ, რომ ლონდონში 1-7 ოქტომბერს ქართული ფილმის IV ფესტივალის ფარგლებში, ვეფხისტყაოსნის ახალ თარგმანთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერს გაიმართება გამოცემის განხილვა, რომლეშიც მთარგმნელი ლინკ კოფინის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ: მწერალი აკა მორჩილაძე, და მთარგმნელი - ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი. სტროფებს წაიკითხავს ცნობილი ინგლისელი მსახიობი დაიან ქვიქი.

    ინგლისურ ენაზე ვეფხიასტყაოსანის პრეზენტაცია 2015 წლის 9 ოქტომბერს გაიმართება , პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი 12 საათზე უმასპინძლებს. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური