პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პრეზიდენტის სასახლეში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 02 დეკემბერი 2019 09:08

3 დეკემბერს შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ფორუმზე სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 3 დეკემბერს 16.00 საათიდან დაიწყება. ფორუმი კი, 17:00 სთ-დან 20:00 საათამდე გაიმართება. მისამართი: თბილისი, ათონელის ქ. N25; პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებელისგან.

დასაქმების ფორუმზე, დამსაქმებლები შშმ პირებს შრომის ბაზარზე არსებულ, აქტიურ ვაკანსიებს შესთავაზებენ. წარმოდგენილი იქნება აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა სფეროებიდან. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან.

დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე - www.worknet.gov.ge

წაკითხულია 95 ჯერ

Related items

  • არ უნდა დაგვავიწყდეს, ოფიციალურად აღიარებული დაახლოებით 200 პოლიტპატიმარია,- ანა დოლიძე

    საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების შესახებ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

    საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დისკუსიაში ,,ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვებები და სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
    „არაერთი ანგარიშით, მოხსენებით, კვლევით დადგინდა, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ და ფართომასშტაბიან დარღვევებს. 
    ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს ოფიციალურად აღიარებული დაახლოებით 200 პოლიტპატიმარი. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ნათელი მოჰფინოს იმ სისტემურ დანაშაულებებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა. 
    ნათელი უნდა მოჰფინოს ეფექტური გამოძიებებით და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, მაგრამ ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს იმ დაზარალებულებს, მსხვერპლს, რომლებმაც საკუთარ თავზე გადაიტანეს ის მძიმე დარღვევები. იქნება ეს კომპენსაციები, ჯანდაცვის პაკეტები, თუ სპეციალური პროგრამები“, - განუცხადა ანა დოლიძემ ჟურნალიტებს.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის პირველი სხდომის თარიღზე საუბრობს

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და უმრავლესობის მხრიდან მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომის ჩატარების თარიღის დასახელებას ეხმაურება. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შესაბამისი პროცედურების დასრულებამდე მარგველაშვილი პირველი სხდომის თარიღს ვერ დაასახელებს და დეპუტატებისგან რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი ნაჩქარევია. ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "2016 წლის პარლამენტის არჩევნების შესახებ ცესკოს შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, კონკრეტული თარიღი და დრო ჯერ უცნობია როდის დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას. მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით ჩვენ დეპუტატებისგან არაერთი ნაჩქარევი განცხადება მოვისმინეთ, თუმცა ზუსტი დრო მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ცესკო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს და პრეზიდენტი შესაბამის სამართლებრივ აქტს გამოსცემს." შეგახსენებთ, რომ უმრავლესობამ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღად დღეს 18 ნოემბერი დაასახელა.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანონმდებლებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებისკენ მოუწოდებს

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანონმდებლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეიკრიბონ რიგგარეშე სხდომაზე და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები საბოლოოდ დამტკიცდეს.პრეზიდენტის მრჩეველი თვლის, რომ ე. წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ გამოთქმული არგუმენტები არადამაჯერებელია, რაც კახა კოჟორიძის აზრით, ქმნის კანონპროექტის მიღების ხელოვნურად გაჭიანურების შთაბეჭდილებას.„მე ასეთ კითხვას ვსვამ, იუსტიციის სამინისტრო რომელმაც ეს კანონპრექტი მოამზადა, ფაციფუცით მოამზადა და პარლამენტმა ორი მოსმენით, რომ მიიღო ფაციფუცით მიიღო? მესამე მოსმენით ხდება მხოლოდ ტექნიკური რედაქციული ჩასწორებების გაკეთება. უმჯობესია რიგგარეშე სესიაზე და პრეზიდენტი მზად არის რომ ასეთი მოწოდება გააკეთოს, განიხილოს ეს საკითი. მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნის პროცესი გრძელდება და შეიძლება ამ კონკრეტულ პროცესში ეს კანონპროექტი აღმოჩნდეს უკან მიდევნებული ლამპარი,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ. შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა დაახლოებით ერთი კვირის წინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის საგანგებო მიმართვა სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის დამტკიცებასთან დაკავშირებით, გამორიცხა და მიზეზად წინასაარჩევნო ვითარება დაასახელა.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრესსპიკერის თანამდებობაზე ეკა მიშველაძე წარადგინეს

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრესსპიკერის თანამდებობაზე ეკა მიშველაძე წარადგინეს. ახალი პრესსპიკერი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა.ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მედიასთან მუდმივი კომუნიკაცია ექნება, მან გარკევული სიახლეები დააანონსა, რომელზეც დეტალურად მოგვიანებით ისაუბრებს. 

  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას მონიტორინგს გაუწევს

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი . გიორგი მარგველაშვილის მრჩევლებმა კახა კოჟორიძემ და სოფიო შამანიდმა დღეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და დაპირისპირებული სტუდენტების ორივე ჯგუფს დიალოგისკენ მოუწოდეს.როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდება.

    „ჩვენი დღევანდელი აქ მოსვლის მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ხელი შეგვეწყო დიალოგისთვის და ის გარემო, რომელიც შეიძლება რაღაც გარკვეულ რისკებს ქმნიდეს გარკვეული დაპირისპირებების, დიალოგის რეჟიმში გადაიზარდოს. ასევე დამატებით ვიტყვი იმას, რომ უნივერსიტეტში, კიდევ ერთხელ ცხადია იქნება აზრთა სხვადასხვაობები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სტუდენტების ორივე ჯგუფს აქვს მთელი რიგი საერთო საკითხები. მაგალითად ის რომ მიუღებელია ოდეერის ინსტიტუტის არსებობა უნივერსიტეტში, ეს მათი საერთო პოზიციაა, ამიტომ კარგი იქნება თუ ისინი შეეცდებიან მონახონ არა ის საკითხები რაც ერთმანეთისაგნ განასხვავებებს, არამედ ის საკითხები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსი პოზიციის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

    სოფიო შამანიდის განცხადებით ის რჩება აქციაზე და დააკვირდება პროცესს, პრეზიდენტის მრჩეველი დარწმუნებულია, რომ აქცია მშვიდობით დასრულდება და სტუდენტებს შორის მოხდება შეთანხმება.

    პრეზიდენტის მრჩევლები გასულ კვირას უკვე შეხვდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციის მონაწილე სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატურად გიორგი გაფრინდაშვილის წარდგენას აპროტესტებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური