საქართველო ჩვენი სანდო, სტაბილური და ღირებული პარტნიორია ევროპაში - ჰაიკო მაასი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 27 ნოემბერი 2019 11:28

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის განცხადებით, გერმანია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერასა და დახმარებას, რადგან იგი გერმანიის სანდო და ღირებული პარტნიორია ევროპაში. ამის შესახებ ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ბერლინში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

“გერმანიის ურთიერთობები საქართველოსთან ძალიან მჭიდროა და ნდობით აღსავსეა. საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

საქართველო არის ჩვენი სანდო, სატბილური და ღირებული პარტნიორი ევროპაში.
ამიტომაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინიციატივას ევროპული ინტეგრაციის შესახებ და გვინდა, რომ საქართველოში ადამიანებმა იგრძნონ ევროპაში ინტეგრაციის ეს შედეგები. გვსურს პირველ რიგში გავაძლიეროთ თანამშრომლობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, იმისთვის, რომ იგი ხელშესახები იყოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოს ხმარდაჭერას და დახმარებას”- განაცხადა მაასმა.

მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადმიანის უფლებების მხრივ შექმნილი მძიმე ვითარების მიუღებლობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები უნდა დასრულდეს.

“რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით. საქართველოს სუვერენიტეტი არ არის ჩვენთვის ვაჭრობის საგანი. ქართველები უკვე ორი წელია უვიზოდ მოგზაურობენ გერმანიაში. თავად ქართველებს საქართველოში კი ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზს უკეტავენ და ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება მასიურად ეზღუდებათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ბევრ მათგანს ძალადობრივად აკავებენ და ამას ბოლო უნდა მოეღოს”- განაცხადა მან.

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ საკითხის გადაჭრის გზების პოვნას. თუკი ჩვენც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში სიამოვნებით გავაკეთებთ ამას”- განაცხადა მან.

წაკითხულია 97 ჯერ

Related items

  • გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
    მოსკოვში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ზიგმარ გაბრიელმა უკვე გამართა მოლაპარაკებები თავის რუს კოლეგასთან. მინისტრებმა უკრაინისა და სირიის საკითხებთან ერთად ევროპის უსაფრთხოების თემაც განიხილეს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, სამხედრო - პოლიტიკურმა ვითარებამ ევროპაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ზიგმარ გაბრიელის განცხადებით ბალტიის პირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში აშკარად გრძნობენ სამხედრო საფრთხეს და ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში ჰყოფნის გაძლიერებაც ამიტომ გადაწყვიტა.
  • აჭარაში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

    აჭარაში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ბათუმსა და ყველა სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტში მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში კოორდინირებულად და ოპერატიულად არიან ჩართული.

    8 ივლისს ძლიერი წვიმის გამო ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში წყალმოვარდნები და მეწყერულ შემთხვევები განვითარდა. წვიმამ განსაკუთრებით დააზარალა ბათუმის ქუჩები, დაიტბორა ე.წ ჭაობის დასახლება. შექმნილი ვითარების გამო, ქალაქ ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირი რამდენჯერმე გაიმართა.

    ყველა პრობლემურ ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და მერიის სამსახურების საგანგებო ბრიგადები. ამ დროისთვის ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა. დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები მთელი ქალაქის მასშტაბით ახორციელებენ მონიტორინგს. მიმდინარეობს ქუჩებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდა ნარჩენებისაგან. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შპს ,,ბათუმის წყლის“ ბრიგადები. რჩება რამდენიმე პრობლემური ადგილი, სადაც მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. დაიტბორა ძირითადად ის უბნები, რომელთა რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს და სადაც წლების განმავლობაში არ არსებობდა სანიაღვრე და საკანალიზაციო არხები.

    უხვი ნალექის გამო დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე. ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა. მახინჯაურში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

    ხელვაჩაურსა და ქობულეთში სტიქიით მიყენებული ზარალი შედარებით მცირეა. ყველაზე ძლიერი მეწყრული და სტიქიური პროცესები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ცხემვანას ხიდი ხულოში, ასევე დროებით აღდგენილი ხიდი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბაში. უჩამბის ხიდის მიღმა მცხოვრები 320 ოჯახი დროებით ალტერნატიული გზით ისარგებლებს. მნიშვნელოვნად დაზიანდა შიდასასოფლო გზები ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში. ხელმეორედ გააქტიურებული მეწყრული შემთხვევებით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისიები ითვლიან.

    ქედის მუნიციპალიტეტში უამინდობას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. დილიდან მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება სხვადასხვა მიმართულებით. მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მობილური ჯგუფები და ოპერატიულად ხდება შეტყობინებებზე რეაგირება. სოფელ ჯალაბაშვილებში ტარიელ მანველიძის საცხოვრებელ სახლთან განვითარდა მეწყერი, რომელმაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. ადგილზე სპეციალურმა ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარა. მალევე მოხდა დაზიანებების აღმოფხვრა 3 ადმინისტრაციულ ერთეულში და ამ დროისთვის შეუზღდავად მიეწოდება ელექტროენერგია ქედის მთლიან მუნიციპალიტეტს.

    ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიით მიყენებული ზარალის აღმწერი საგანგებო კომისიები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური