ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო იაპონია-საქართველოს ბიზნესფორუმის გახსნაში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 25 ნოემბერი 2019 15:24

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ და საქართველოში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს იაპონია-საქართველოს ბიზნესფორუმი, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების გაღმავება.

ბიზნესფორუმში 100-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობა მიიღო იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სანინისტროს, იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის სააგენტოს და სხვა სააგენტოების, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებულმა 30-ზე მეტი იაპონური კომპანიის წარმომადგენელმა, მათ შორის TEPCO, TOYOTA, IT OCHU, MITSUBISHI, NYK link, NIPPON KOEI , PHNOM PENH და ა.შ.;

ფორუმზე ქართულმა მხარემ იაპონურ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობებისა და რისკების მართვის შესახებ. მონაწილეები ასევე გაეცნენ იაპონური მხარის ამჟამინდელ მხარდაჭერასა და სამომავლო გეგმებს.

ღონისძიება გაიმართა საქართველოში იაპონიის საელჩოს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში”, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JAICA), იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თანამშრომლობით.

აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს 2018 წლის იანვარში, მარტსა და ოქტომბერში გამართული ბიზნეს სემინარებისა და 2019 წლის მარტში, ქალაქ ტოკიოში გამართული „საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმის“ გაგრძელებას.

წაკითხულია 92 ჯერ

Related items

  • საქართველოსა და კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მე-7 პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

    2019 წლის 29 ივლისს, თბილისში, საქართველოს და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

    საქართველოს მხარეს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, კორეის რესპუბლიკის დელეგაციას - საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საკითხთა ბიუროს გენერალური დირექტორი, ჯანგ კი-ჰო.

    კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ვრცელი საკითხები, მათ შორის: ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა, ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და ჰუმანიტარულ-კულტურულ საკითხებში პარტნიორობა.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კორეის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის უხეშ ფაქტებზე.
    შეხვედრისას, კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კორეის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

    დადებითად შეფასდა არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად იზრდება კორეის რესპუბლიკიდან ჩამოსულ ტურისტთა ნაკადი, რასაც დიდად უწყობს საგარეო საქმეთა სამინისტროების და საელჩოების აქტიური მუშაობა. კერძოდ, 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით საქართველოს უკვე 7 185 კორეელი ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 30% ზრდას წარმოადგენს.

    ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კორეის რესპუბლიკიდან. 2018 წელს მთლიანი ინვესტიციების მოცულობამ 63 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და 2017 წელთან შედარებით 74% ზრდა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ენერგეტიკის სფეროზე მოდის.

    კონსულტაციების დასრულებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. კორეის დელეგაცია საქართველოს 30 ივლისს დატოვებს.

  • ჩეხეთის სავაჭრო პალატამ ქართულ-ჩეხური ბიზნეს ფორუმი მოაწყო

    ჩეხეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტის ირჟი შესტაკის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის სავაჭრო პალატამ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ორგანიზება გაუწია ქართულ-ჩეხურ ბიზნეს ფორუმს.

    ფორუმი გახსნეს და მონაწილეებს მიმართეს ჩეხეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტმა ირჟი შესტაკმა და ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ.

    ფორუმი ჩატარდა 23 მაისს, თბილისში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში. ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ჩეხმა ბიზნესმენებმა, რომლებიც წარმოადგენენ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს (ფარმაცია, მექანიკური მოწყობილობა, აღჭურვილობა, მანქანათმშენებლობა და ა. შ.).

    ფორუმის მიმდინარეობისას ჩეხური კომპანიების ხელმძღვანელებმა ბიზნეს-შეხვედრები გამართეს თავიანთ ქართველ პარტნიორებთან. შეხვედრებზე განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები და დასახეს სამომავლო გეგმები.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

    საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით,  სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიების დახურვაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გამოვიდნენ. 

    ფორუმის  პირველ ნაწილში საინვესტიციო გარემოს შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა. ესტონური ბიზნესდელეგაციისთვის პრეზენტაცია ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჩაატარა.  ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალი  კი ქართულ კომპანიებს ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კადრი სიმსონმა  გააცნო. 

    გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება, ბოლო პერიოდში გაიზარდა ესტონეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე იზრდება ტურისტული ნაკადი და ეს ფორუმიც იმის დასტურია,  რომ არის საკმაოდ მაღალი აქტივობა ესტონური კომპანიების მხრიდან. 

    ესტონეთის ბიზნესდელეგაცია საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, მშენებლობა, ავეჯის წარმოება, კვების მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, გადაზიდვის მოწყობილობები, ტურიზმი, ბიზნესის საკონსულტაციო სექტორი, არქიტექტურა, თავდაცვა, ენერგეტიკა, იურიდიული კომპანიები და  ტელევიზია/გასართობი გადაცემები. 

    საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეთავაზების საფუძველზე ბიზნესფორუმზე 100-ზე მეტი ქართული კომპანია დარეგისტრირდა.  დაგეგმილია ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს გაესაუბრონ და მათთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელონ. ესტონეთის ბიზნესდელეგაცია  29 წევრისგან  შედგება, რომლებიც მსხვილ ესტონურ კომპანიებს წარმოადგენენ.  

    აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო და ესტონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. 

    2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 6%-ით და განისაზღვრა 7,29 მლნ. აშშ დოლარით.

    2016 წლის მონაცემებით, ესტონეთიდან საქართველოში შემოვიდა 18,66 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც 52%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

    იზრდება ტურისტების რაოდენობაც. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ესტონელი ვიზიტორების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

  • "კმაყოფილი ვართ საქართველოში ყოფნით, განსაკუთრებით იმით, რომ თქვენ არ წუწუნებთ" - ანდრეი კისკა

    სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ ბათუმში საქართველო-სლოვაკეთის ერთობლივ ბიზნეს ფორუმზე განაცხადა, რომ ის და მისი დელეგაციის წევრები საქართველოში ყოფნით კმაყოფილი არიან. "მე და ჩემი დელეგაციის ყველა წევრი კმაყოფილი ვართ საქართველოში ყოფნით, განსაკუთრებით იმით, რომ თქვენ არ წუწუნებთ.  თქვენ ხართ ძალიან ამაყი და მეგობრული და არ წუწუნებთ. ეს ხშირად არ ხდება მსოფლიოში", - განაცხადა მან. მისივე თქმით, მან მოისმინა, რომ საქართველოში არ არის კორუფცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის. 

    ”ჩვენ გვეგონა, რომ სლოვაკეთში დიდებული მთები გვქონდა, მაგრამ როდესაც დღეს დილით ვერტმფრენით ბათუმისკენ მოვფრინავდი, ვნახეთ, რომ არ გვქონია არანაირი მთები თქვენთან შედარებით. გუშინ რამაც შემძრა, ვსაუბრობდი ერთ-ერთ უკრაინელ ქალბატონთან, რომელიც აქ ალბათ 7 წელია ცხოვრობს და ვკითხე, როგორ შეადარებდა უკრაინასა და საქართველოს. მან მითხრა, რომ აქ არ არის კორუფცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის, რომლებიც იფიქრებენ საქართველოში ბიზნესის გაკეთებას. 
    სლოვაკეთი დაახლოებით იგივე ზომის ქვეყანაა, როგორიც საქართველო. 15 წლის წინ ჩვენ დაახლოებით იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდით, როგორც დღეს თქვენ ხართ. მაშინ 300-400 დოლარამდე იყო ხელფასი, იყო უმუშევრობა ძალიან მაღალი დღევანდელ დღესთან შედარებით. დღეისთვის ჩვენი საშუალო ხელფასი 1000 დოლარს აჭარბებს, ხოლო უმუშევრობა 1 სულ მოსახლეზე 9%-დავწიეთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, კარგ ფორმაში ვართ, როგორც ქვეყანა”, - აღნიშნა ანდრეი კისკამ. 

    გარდა ამისა, კისკამ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს და სლოვაკეთს ერთი და იგივე პრობლემა აქვს ბიზნესთან დაკავშირებით.

    ”ეს ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ მოვდივართ სოციალიზმიდან, რომელმაც ჩვენს ქვეყნებში დაანგრია ბევრი რამ, იმიტომ, რომ საუკეთესო ახალგაზრდები, რომლებიც ამთავრებდნენ უნივერსიტეტს, ფიქრობდნენ კარგ სამსახურზე და არა კარგი ბიზნესის დაწყებაზე. მაგრამ დღეისთვის დადგა დრო, რომ ამაზე იფიქრონ.

    მე ძალიან ვამაყობ, რომ დღეს ვიმყოფები თქვენს გვერდით, სწორედ ბიზნესის საწარმოებლად”, - განაცხადა ანდრეი კისკამ.
    ბათუმთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ ბათუმს მაღალი პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარების კუთხით.

    ”როდესაც მე ვუსმენდი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ტურისტული გაცვლის ციფრები მოვისმინე თურქეთთან და ა.შ. შემეშინდა, აბა სლოვაკები სადღა ჩამოვიდნენ თუ ესოდენ გადაჭედილია საქართველო ამდენი სტუმრით. ულამაზესი ქვეყანა გაქვთ ნადვილად. ჩვენ არ გვაქვს ზღვა, ხან ხორვატიაში მივდივართ, ხან თურქეთში, მაგრამ არ არის იქ სტაბილური სიტუაცია ხანდახან, თქვენ კიდეც ულამაზესი პლაჟები გაქვთ და უნდა ვიფიქროთ ტურიზმის განვითარებაზე ამ თვალსაზრისით”, - აღნიშნა ანდრეი კისკამ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური