მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 ნოემბერი 2019 14:43

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. 
შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოსა და სამდივნოს მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, არასამთავრობო სექტორთან კოორდინაციის გაძლიერებას, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო და სამდივნო ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობისთვის მთავარი პლატფორმა გახდება.

წაკითხულია 121 ჯერ

Related items

  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ლუიზა ვინტონსა და ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

    შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შეხვედრაზე საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საჯარო მმართველობის რეფორმა წარმოადგენს. თემაზე საუბრისას კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია რამდენიმე წელია ახორციელებს რეფორმის კოორდინაციას და იკვეთება ხელშესახები შედეგებიც, რომელიც მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო მმართველობის სფეროში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდი მზადდება.

    კახა კახიშვილმა სტუმრებს, ასევე ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის 2019 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველი კომიტეტის წევრად საქართველო სამი წლის ვადით აირჩიეს.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

  • რა შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორს საკონსტიტუციო კომისიის მიმართ

    საკონსტიტუციო კომისიის მიმართ შენიშვნა აქვს არასამთავრობო სექტორსაც. ინიცირებულ პროექტში ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი ითხოვდა, რომ უზენაეს კანონში მოქალაქის სოციალური უფლებებიც ყოფილიყო გაწერილი. იგულიხმება საცხოვრებლის, შრომის და განათლების უფლება. განხილვების შემდეგ გადაწყდა, რომ მსგავსი ჩანაწერი კონსტიტუციაში არ იქნება. ფინანსური კუთხით მმართველი გუნდისთვის ინიციატივა ნაადრევია. ეს არის შემთხვევა, როდესაც ,,ქართული ოცნების” პოზიციას ოპოზიციაშიც ეთანხმებიან. 

  • არასამთავრობო სექტორი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მიმართავს

    როგორ მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმის გამოძიება და ხომ არ უშლის მას ხელს რუსეთის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ის უარს ამბობს საერთაშორისო გამოძიების პროცესში მონაწილეობაზე-ეს იყო ის ძირითადი შეკითხვები, რითაც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  პროკურორს ფატუ ბენსუდას მიმართეს.შეხვედრა ჰააგაში რომის ტატუტის წევრი სახელმწიფოების ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მომავალი წლიდან საქართველოში აქტიურ მოქმედებებს გეგმავს, მათ შორის ადგილობრივი წარმომადგენლობის გახსნას.

     

  • თავდაცვის მინისტრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას მინისტრის მოადგლეები, ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

    თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ლევან იზორიასგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია თავდაცვის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. თავდაცვის მინისტრმა ოთხ წლიან სამოქმედო გეგმასა და თავდაცვის სისტემის განვითარების მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა. ლევან იზორია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო მისი გუნდის ხედვა სტრატეგიულ მართვაზე, ძალთა ოპტიმიზაციაზე, ძალთა მზადყოფნის ამაღლებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური სისტემების გაძლიერებაზე.

    თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში მთავრობის წევრების და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ფართო პრეზენტაცია მოეწყობა, რომლის დროსაც საზოგადოებას საშუალება ექნება 100 დღის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების და უწყების სამომავლო გეგმების შესახებ მიიღოს ინფორმაცია.

  • ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა

    პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით, ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის შექმნილი ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

    მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშნული საბჭო იქნება ერთგვარი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტორებსა და მთავრობის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მოსაზრებების და პოზიციების გაცვლას.

    „საერთო ძალისხმევის შედეგად, დღეს იმართება პირველი სხდომა. EBRD-ის დახმარებით, საქართველოს მთავრობამ შექმნა ინვესტორთა საბჭო, რაც არის წინ გადადგმული ნაბიჯი. საბჭო დაეხმარება მთავრობას, ინვესტორებს, ბიზნესმენებს არასამთავრობო სექტორს მოსაზრებების გაცვლაში, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო. ჩვენ ვართ ღია მოვისმინოთ თქვენგან მოსაზრებები, კრიტიკული შენიშვნები და ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ კიდევ უფრო ხელსაყრელი გავხადოთ საქართველოში ბიზნესგარემო,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დასაწყისში.

    მანვე მადლობა გადაუხადა ინვესტორთა საბჭოს ჩამოყალიბების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს და იმედი გამოთქვა, რომ საბჭოს ფუნქციონირება განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს სახელმწიფოსა და ინვესტორების ურთ
    იერთობებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური