თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადრები ჰყავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი 2019 13:16

აფრიკულ მოხატულ ძაღლს თბილისის ზოოპარკში შვილები შეეძინა. 

აფრიკული მოხატული ძაღლი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და, პირველ რიგში, ამიტომაა მნიშვნელოვანი ამბავი მათი გამრავლება. მეორეც ის, რომ ზოოპარკებში, სადაც მათი გადარჩენის პროგრამები ხორციელდება, ადვილად ვერ მრავლდებიან. ჯერ უცნობია, რამდენი შვილი გააჩინა დედა ძაღლმა, რადგან თავის სამყოფელში არავის უშვებს, გარეთ კი მხოლოდ ორი მათგანი გამოასეირნა.

წაკითხულია 308 ჯერ

Related items

  • ბერლინის ზოოპარკის მეგორები თბილისის ზოოპარკს ეხმარებიან

    გერმანიაში გამომავალი ჟურნალი “ბერლინერ ვოხერ“ იტყობინება, რომ კავშირმა - "დედაქალაქის ზოოპარკის მეგობრები" (იგულისხმება ქ. ბერლინი) თბილისის ზოოპარკს აღდგენითი სამუშაოებისთვის 3000 ევრო გადაურიცხა. აღნიშნული თანხა კავშირს მოქალაქეებმა შემოსწირეს. კავშირის თავმჯდომარის თომას ციოლკოს განცხადებით, რაიმე კავშირი თბილისის ზოოპარკთან მათ არა აქვთ და ეს აქცია უბრალოდ სოლიდარობის, მხარდაჭერის და მეგობრობის მიზნით განხორციელდა.

    მაია კობახიძე გერმანიიდან

  • უნგრეთის მთავრობა თბილისის ზოოპარკის აღდგენაში მიიღებს მონაწილეობას

    22 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, სილვია პეტოს (Szilvia Peto) შეხვდა.

    როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, უნგრეთის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწიოს დედაქალაქის მთავრობას ზოოპარკის აღდგენის პროცესში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უნგრული მხარე საჭიროების შემთხვევაში ასევე გადაამზადებს ქართველ სპეციალისტებს.

    ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა აღნიშნული ინიციატივისთვის და მიაწოდა ინფორმაცია იმ გეგმების შესახებ, რომლსაც დედაქალაქის მერია გეგმავს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის მიმართულებით.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფინანსთა სამინისტრო მზადაა დაინტერესების შემთხვევაში უნგრულ მხარეს დამატებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმ საჭიროებების შესახებ, რაც დედაქალაქში 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვისაა საჭირო.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური