თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი 2019 10:20

11 ნოემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში, სლოვაკეთის საელჩოსთან ერთად გამართა ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სურათების გამოფენა „ხავერდოვანი რევოლუცია, ტოტალიტარული რეჟიმის დასასრული ჩეხოსლოვაკიაში“.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის ელჩებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა მათ გაიხსენეს იმდროინდელი მნიშვნელოვანი მოვლენები და აღნიშნეს, რომ ხავერდოვანმა რევოლუციამ შესაძლებლობა მისცა ორივე ქვეყანას დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყვნენ.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში ასევე გამართა ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ცნობილმა ჩეხმა მუსიკოსებმა, ბატონმა იაროსლავ სვეჩენმა (ვიოლინო) და ქალბატონმა ლუცი ტოზიმ (როიალი). მუსიკოსებმა ვირტუოზულად შეასრულეს ბეთხოვენის, დვორჟაკის, რახმანინოვის და სმეტანას კლასიკური ნაწარმოებები და მათ მსმენელების მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 184 ჯერ

Related items

  • თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

    31 ოქტომბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში გამართა ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ცნობილმა ჩეხმა მუსიკოსებმა, ბატონმა იაროსლავ სვეჩენმა (ვიოლინო) და ქალბატონმა ლუცი ტოზიმ (როიალი). მუსიკოსებმა ვირტუოზულად შეასრულეს ბეთხოვენის, დვორჟაკის, რახმანინოვის და სმეტანას კლასიკური ნაწარმოებები და მათ მსმენელების მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ნაწარმოებები შესრულდა იტალიელი ოსტატის პიეტრო გვარნერის მიერ 1755 წელს შექმნილ ვიოლინოზე.

    იაროსლავ სვეჩენი გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ჩეხი მევიოლინე. მან ჩაწერა, როგორც ჩეხ ასევე უცხოელ კომპოზიტორთა მუსიკის ორმოცდაოთხი კომპაქტდისკი და დაჯილდოვდა არაერთი ოქროსა თუ პლატინის დისკით. როგორც კომპოზიტორი ის   მზარდად  აქტიური გახლავთ. 2013 წლის თებერვალს მან გამართა თავისი კომპოზიციის „სიმები ქალაქი ნიუ-იორკისთვის“ პრემიერა ნიუ-იორკში, რომელიც მან ქალაქის მოსახლეობას მიუძღვნა. მისი მრავალრიცხოვანი ტურებისა და საფესტივალო პერფორმანსების ფარგლებში მან კონცერტები გამართა აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ჩილეში, მთელ ევროპაში, ფილიპინებში დ.ა.შ.

    ლუცი ტოზი გახლავთ მოთხოვნადი კამერული მუსიკოსი, იგი თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის ხელოვანებთან და ამავე დროს თავს უძღვნის პედაგოგიურ საქმიანობას, სადაც მას უყვარს თანამედროვე ჩეხ კომპოზიტორთა ახალი ნამუშევრების პრეზენტირება. იგი წერს  ჩეხური რადიოსა და ჩეხური ტელევიზიისთვის, ასრულებს ბოჰემიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და ესპანეთის სცენებზე.

  • თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მუსიკის კონცერტი გაიმართება

    ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში აწყობს ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კლასიკური მუსიკის კონცერტს, რომელიც გაიმართება 2019 წლის 31 ოქტომბერს, საღამოს 19.00 საათზე, საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში (ლადო გუდიაშვილის 7).

    კონცერტში მონაწილეობენ მოწვეული თანამედროვე ჩეხი მუსიკოსები ბატონი იაროსლავ სვეჩენი და ქალბატონი ლუცი ტოზი, რომლებიც შეასრულებენ ბეთხოვენის, დვორჟაკის, რახმანინოვის და სმეტანას კლასიკურ ნაწარმოებებს.

    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ნაწარმოებები შესრულდება იტალიელი ოსტატის პიეტრო გვარნერის მიერ 1755 წელს შექმნილ ვიოლინოზე.

    იაროსლავ სვეჩენი გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ჩეხი მევიოლინე. მან ჩაწერა, როგორც ჩეხ ასევე უცხოელ კომპოზიტორთა მუსიკის ორმოცდაოთხი კომპაქტდისკი და დაჯილდოვდა არაერთი ოქროსა თუ პლატინის დისკით. როგორც კომპოზიტორი ის   მზარდად  აქტიური გახლავთ. 2013 წლის თებერვალს მან გამართა თავისი კომპოზიციის „სიმები ქალაქი ნიუ-იორკისთვის“ პრემიერა ნიუ-იორკში, რომელიც მან ქალაქის მოსახლეობას მიუძღვნა. მისი მრავალრიცხოვანი ტურებისა და საფესტივალო პერფორმანსების ფარგლებში მან კონცერტები გამართა აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ჩილეში, მთელ ევროპაში, ფილიპინებში დ.ა.შ.

    ლუცი ტოზი გახლავთ მოთხოვნადი კამერული მუსიკოსი, იგი თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის ხელოვანებთან და ამავე დროს თავს უძღვნის პედაგოგიურ საქმიანობას, სადაც მას უყვარს თანამედროვე ჩეხ კომპოზიტორთა ახალი ნამუშევრების პრეზენტირება. იგი წერს  ჩეხური რადიოსა და ჩეხური ტელევიზიისთვის, ასრულებს ბოჰემიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და ესპანეთის სცენებზე.

  • ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა საკანალიზაციო სისტემის ინსპექტირების ვიდეოთვალის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი

    17 ოქტომბერს, თბილისში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა საკანალიზაციო სისტემის ინსპექტირების ვიდეოთვალის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი, რომელიც საკანალიზაციო სისტემის გაბიდვნის და დაზიანების აღმოჩენის საშვალებას იძლევა არხის გათხრისა და მოასფალტებული ზედაპირის დაზიანების გარეშე.

    ეს, 300 000 ევროს ღირებულების სისტემა, პირველია საქართველოში, რომელსაც ჩეხური კომპანია „Zikmund“-ი პროექტ „Aid for Trade”-ის ფარგლებში საჩუქრად გადასცემს საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას, და ასევე ჩაატარებს უფასო ტრეინინგს მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.

    საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში ზაზა სიხარულიძემ, კომპანიის თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა.

    ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს პროექტი ქართული და ჩეხური კომპანიების წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. „ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და შევეცდებით ასეთი სახის თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ, რათა მან სხვა სფეროებიც მოიცვას“, - დასძინა პ. მიკისკამ.

    თავის მხრივ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ელჩს და კომპანია „Zikmund“-ის ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისათვის და დაამატა, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მზად არის გააგრძელოს და კიდევ უფრო გააფართოვოს თანამშრომლობა ჩეხურ კომპანიასთან.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • ტალინის მუზეუმი - „მიკელი“ ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

    ტალინის მუზეუმი - „მიკელი“ ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია ეროვნული სააგენტოს მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ 3 ფერწერულ ტილოს მოიცავს.

    გამოფენის პარალელურად, მუზეუმის საგამოფენო სივრცე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებსაც ეთმობა, სადაც სააგენტოს თანამშრომლები ესტონეთში მცხოვრები ქართულენოვანი სათვისტომოსა და ესტონელი მოქალაქეებისთვის პროგრამას - „ვხატავთ ფიროსმანს“ წარმოადგენენ.

    გამოფენა, რომელიც ოფიციალურად 23 მარტს გაიხსნა და 5 თვეს გასტანს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ესტონეთის ეროვნული მუზეუმისა და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.

  • ანსამბლი ,,ბასიანი” იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენაზე მონაწილეობს

    იაპონიაში პროექტის - „საქართველო-ღვინის სამშობლო“ - ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში საქართველო მეორედ წარსდგება იაპონური საზოგადოების წინაშე. გამოფენის ოფიციალური გახსნისთვის ანსამბლი ,,ბასიანი" რამდენიმე ქართულ ტრადიციულ სიმღერას შეასრულებს.

    ,, ქართული მრავალხმიანობა, ღვინო, ვაზი განუყოფელია ერთმანეთისაგან. ღვინის უნიკალური გამოფენა იაპონიაში - ,,საქართველო ღვინის სამშობლო" უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ანსამბლი ,,ბასიანი" იმღერებს: ,,კახურ მრავალჟამიერს",გურულ კრიმანჭულს - “ხასანბეგურა”, ,,შენ ხარ ვენახსა" და ,,ჩაკრულოს" - აცხადებს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.

    იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare”-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა, რომელსაც დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში„Terrada Warehouse“ იხილავს.

    ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ინტერაქციის დახმარებით იმოგზაურონ უძველესი ღვინის სამშობლოში, რის საშუალებასაც სწორედ „Warpqsuare“ ტექნოლოგია იძლევა.

    ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 15 მარტიდან 7 მაისამდე გაგრძელდება.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური