FIE-ს არბიტრი თათია აფციაური ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად მიიწვიეს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი 2019 11:15

ქართული ფარიკაობის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო აღიარება. FIE-ს არბიტრი თათია აფციაური ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად მიიწვიეს.
28 წლის თათია აფციაური, ხმლით ფარიკაობაში ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, 2013 წლიდან FIE-ს არბიტრი, პირველი ქართველი მსაჯია, რომელიც პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით ფარიკაობაში გამართულ შეხვედრებს იმსაჯებს.
იაპონიის დედაქლაქი პარალიმპიურ თამაშებს, 2020 წლის 26 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს, ეტლით ფარიკაობა 26-30 აგვისტოს ტოკიოს მაკუჰარი მესსეს საგამოფენო ცენტრში ჩატარდება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

წაკითხულია 439 ჯერ

Related items

  • ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა
    პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" საქართველის ფარიკაობის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში აფხაზეთიდან დევნილმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა, ნინო თბილაშვილთან და გვანცა ზადიშვილთან ერთად იასპარეზა.
    საქართველოს ნაკრებმა ფინალში უკრაინის გუნდი 45:44 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ასევე დიანა ჯიშიაშვილმა პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დაშნაში C კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
    აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) ქართველი არბიტრი თათია აფციაური ემსახურება, რომელმაც შეჯიბრების პირველ დღეს ვაჟთა შორის გადამწყვეტი შეხვედრები იმსაჯა. 
    შეგახსენებთ, რომ 30 წლის თათია აფციაური (ოლიმპიური ჩემპიონის ვლადიმერ აფციაურის ქალიშვილი), ხმლით ფარიკაობაში ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელია. 2013 წლიდან თ. აფციაური FIE-ს არბიტრი და პირველი ქართველი მსაჯია, რომელიც მიწვეულია პარაოლიმპიურ თამაშებზე, სადაც იგი ეტლით ფარიკაობაში გამართულ შეხვედრებს იმსაჯებს.
    იაპონიის დედაქლაქი ტოკიო პარაოლიმპიურ თამაშებს, 2020 წლის 26 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს, ეტლით ფარიკაობის შეჯიბრი 26-30 აგვისტოს ტოკიოს "მაკუჰარი მესსეს" საგამოფენო ცენტრში გაიმართება.
    საქართველის ფარიკაობის ფედერაცია ულოცავს საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრებს, რომლებმაც პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით პარაფარიკაობაში პირველი ადგილი დაიკავეს.
     
  • თათია აფციაური - თბილისის ფარიკაობის N1 ფედერაციის პრეზიდენტია

    დღეს ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, ქ. თბილისის ფარიკაობის N1 ფედერაციის საერთო კრებაზე თათია აფციაური ერთხმად აირჩიეს თბილისის ფარიკაობის N1 ფედერაციის პრეზიდენტად.
    მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში ფარიკაობას, ყოფილი მოფარიკავე, მოფარიკავეების ოჯახში გაზრდილი თათია აფციაური უხელმძღვანელებს.
    ლეგენდარული ვლადიმერ აფციაურისა და ირინა სხირტლაძის შვილი, გასაკვირი არ არის, რომ პატარაობიდანვე სპორტის ულამაზესი, რაინდული სახეობით იყო გატაცებული. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი აქტიური კარიერის დასრულების შემდეგაც ფარიკაობაში დარჩა. რამდენიმე წელია თათია FIE- ს არბიტრია და წარმატებით მსაჯობს სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირებს, მათ შორის პარაფარიკაობაში. თათია პირველი ქართველი არბიტრია, რომელიც პარალიმპიურ თამაშებზეა მიწვეული და მომავალ ზაფხულს ტოკიოში პარაფარიკაობის შეხვედრებს იმსაჯებს.

  • ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოფარიკავეებს წარმატება მიულოცა

    ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა ხმლით ფარიკაობაში.

    ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიგეს ხმლით ფარიკაობაში გუნდური ჩემპინატი 23-წლამდელებს შორის. ფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალიას 45:36 სძლია, 1/2 ფინალში კი რუსეთის 23-წლამდელთა ნაკრები 45:41 დაამარცხა. რუსეთის დამარცხებამდე, ქართველმა მოფარიკავეებმა ბულგარეთს 45:34 და რუმინეთს 45:31 მოუგეს. 

    აღსანიშნავია ასევე ინდივიდუალურ გამოსვლებში, 23-წლამდელთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრის ლუკა ღაღანიძის მიერ ასევე პირველად ისტორიაში, რაპირით ფარიკაობაში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი.

    ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ეროვნული და 23-წლამდე მოფარიკავეთა ნაკრების წევრებს, ფედერაციის პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძესთან და მწვრთნელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფარიკაობის დარბაზში შეხვდა და წარმატება მიულოცა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ასევე ფარიკაობის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორის - ვი თი ბი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ბარკალაია ესწრებოდნენ. 

    ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ამ მართლაც გმირულ გამარჯვებას. გვიხარია და განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ ევროპაში საუკეთესო გუნდი გვყავს 23-წლამდელებს შორის. ბოლო წლებია, ერთობლივი ძალისხმევით, როგორც ფედერაციის და სპორტსმენების, ასევე სამინისტროს აქტიური ჩართულობით შევძელით და ავაღორძინეთ სპორტის ეს სახეობა. 

    ზედიზედ მეორე წელია ჩვენი ახალგაზრდა მოფარიკავეები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ახერხებენ გასვლას, წელს ევროპის ჩემპიონობაც ვიზეიმეთ და გვაქვს ასევე წარმატებები ინდივიდუალურ გამოსვლებშიც. ასევე კარსაა მომდგარი ევროპის ჩემპიონატი უფროსებს შორის, რომელსაც თბილისი ივნისის თვეში უმასპინძლებს, სადაც ასევე წარმატების დიდი იმედი გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოფარიკავეები სამომავლოდ კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ და ნამდვილად გვაქვს წარმატების მოლოდინი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე" - განაცხადა სპორტსმენებთან შეხვედრისას ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

    საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა - მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.

    აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წლის მთავარ ტურნირს, ევროპის ჩემპიონატს 11-17 ივნისს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში პროექტ - Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

  • ლუკა ღაღანიძე რაპირით ფარიკაობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზორია

    ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში 23-წლამდელთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრი ლუკა ღაღანიძე პირველად ისტორიაში, რაპირით ფარიკაობაში ოთხ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. ამ შედეგით, ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავემ  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

    ლუკამ ჯგუფში ექვსივე შეხვედრა მოიგო, მომდევნო ეტაპზე ხორვატი და პოლონელი მეტოქეები დაამარცხა, ოთხეულში გადასასვლელ ორთაბრძოლაში კი რუსეთის წარმომადგენელს, დიმიტრი ტროფიმოვს დაძაბულ ბრძოლაში 15:14 აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ნახევარფინალში ქართველი მოფარიკავის მეტოქე ასევე რუსი სპორტსმენი კირილ ბოროდაჩევი იყო, რომლის წინააღმდეგაც ღაღანიძე 12-15 დამარცხდა. 

    ლუკა ღაღანიძე: „ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპი ბელორუსში გავიარეთ. მედლის მოპოვება ჩემი უმთავრესი მიზანი იყო. ვცდილობდი, თითოეულ მეტოქესთან მობილიზებული ვყოფილვიყავი, რამაც საბოლოო შედეგამდე მიმიყვანა. შედეგით გახარებული ვარ, მაგრამ არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას. მინდა, რომ ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში უფრო მაღალ საფეხურებზე ავიდე."

    „ლუკა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული მოფარიკავეა. მისგან მედალს ველოდით და იმედებს ვამყარებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს. რაც შეეხება ზოგადად ნაკრებს, მან კარგი საწვრთნელი შეკრება გაიარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს." - განაცხადა მოფარიკავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ.

  • ირმა ხეცურიანი მსოფლი თასის გამარჯვებულია

    ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, პოლონეთში დასრულებულ პირველობაზე, ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი არავის დაუთმო და მნიშვნელოვანი გამარჯვბა იზეიმა. ირმამ ფინალში, ბელორუს მეტოქეს, ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ანასტასია კასტუჩკოვას მოუგო, რომელთანაც, წელს იტალიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ფინალში დამარცხდა. 

    ვარშავაში გამართული მსოფლიო თასის ფინალში, ამჯერად ირმამ რევანში უააღრესად დაძაბულ ბრძოლაში აიღო, მეტოქეს 15-14 აჯობა და ოქროს მედალიც თავად დაისაკუთრა. მსოფლიო თასის გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად კი, ქართველმა ეტლით მოფარიკავემ პოლონელ მეტოქეს გამოცდილ პატრიცია ჰარეზას დამსახურებულად აჯობა. ირმასთვის ეს კარიერაში მოგებული რიგით მესამე მსოფლიო თასია.

ბიზნეს ნიუსი

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასა...

პოპულარული

« აგვისტო 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური