პირველი ხელფასი ტყვიაველ ბავშვებს - "რეფორმერის" ახალი პროექტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი 2019 10:26

ახალგაზრდული  ორგანიზაცია  "რეფორმერი"   საოკუპაციო ხაზთან მდებარე  სოფელ ტყვიავში  ახალგაზრდებისთვის  პროგრამული ენის  შემსწავლელ  უფასო კურსებს   ახორციელებს.  პროექტის ფარგლებში კომპიუტერული  ტექნოლოგიების და  პროგრამების    სასწავლო კურსი  გაიარა  ადგილობრივი თემის  თხუთმეტმა მოზარდმა, რომელთაგან  ხუთი მოზარდი  სამუშაო კონტრაქტით დასაქმდა კერძო კომპანიებში.  

 "რეფორმერმა"  აღნიშნული პროექტი განახორციელა იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით.  ეს "რეფორმერის" და იუსტიციის სამინისტროს მეორე ერთობლივი პროექტია,  პენიტენციალურ სისტემაში გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირების  სასოფლო- სამეურნეო  სამუშაოებში  ჩართვის შემდეგ.  როგორც "რეფორმერის" დამფუძნებელი  თორნიკე ჯანაშვილი  აცხადებს, ორგანიზაციის  ეგიდით    სოციალური,  საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები სხვა რეგიონებშიც  განხორციელდება,   რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და  მათ  მომზადებას შრომითი ბაზრისთვის.

წაკითხულია 171 ჯერ

Related items

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ

    საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

    მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები,  წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას.

    საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის.

    ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ და მჭიდროდ მუშაობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

    ამასთანავე,  ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.

    http://mfa.gov.ge/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-ganck-(52).aspx?lang=ka-GE

  • სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ხელფასზე უარს ამბობს

    სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ხელფასს სპეციალურ ფონდში გადარიცხავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    „ახალ ვითარებაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია. ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია, პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების. ამიტომ გადაწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა, რომ ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც მე პირველ რიგში გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. იმედი მაქვს, სხვებიც გამომყვებიან.

    მე უკვე ვღებულობ დაგროვებით პენსიას საფრანგეთში, ამიტომ შემიძლია პრეზიდენტის სარგო მოვახმარო ამ საქმეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • PSP-ს გრანდიოზული გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყო

    დღეიდან, 26 ნოემბრიდან PSP-ს გრანდიოზული გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყო.  გათმაშებაში კვლავ უპრეცედენტო პრიზი  „10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-სგან”, გარემონტებული ბინა თბილისში, საბურთალოზე და 25000 ლარია. გათამაშებაში ჩართვის პირობა კვლავ ძალიან მარტივია: ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარბელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებს.

    საქართველოს გათამაშებების ისტორიაში უპრეცედენტო პრიზის  „10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-სგან” პირველი იღბლიანი მფლობელი PSP-ს  4 ნოემბრის გათამაშებაში უკვე გამოვლინდა.

    10 წელია პსპ-ს გათამაშება ასეულობით ადამიანის სიხარულის ისტორიად იქცა. შეუერთდით პეესპეს გამარჯვებულებს! შექმენით თქვენი სიახარულის ისტორია!

    „PSP მუდმივად იკვლევს მომხმარებლის ინტერესს, როგორც სააფთიაქო პროდუქციასთან, ასევე პრიზებთან დაკავშირებით, რისი დასტურიც საქართველოს გათამაშების ისტორიაში უპრეცედენტი პრიზი - 10 წელი 1000 ლარიანი ხელფასია. ამიტომ ახალი გათამშების პრიზებში კვლავაც 10 წლის მანძილზე 1000 ლარინაი ხელფასი, გარემონტებული ბინა და 25000ლარიანი პრიზებია. ჩვენ კვლავ ვაგრძლებთ მომხმარებლის ინტერესების შესწავლას და კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ მოამავალში“- აცხადებენ PSP -ში.

    PSP -ს გათამაშება უკვე 10 წელია გამარჯვების და სიხარულის ისტორიებს ქმნის: გამოვლინდა 48 ახალთ-ახალი ავტომობილის, მთელი წელი 2000 ლარიანი ხელფასის - 10 და ბინის - 11 იღბლიანი მფლობელი, 149 ოჯახს კი PSP -სგან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

  • კლასტერპოლის შედეგები გასაჯაროვდა

    არასამთავრობო ორგანიზაცია „ საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის  და მონიტორინგის ცენტრი”  28 ოქტომბერს ახორციელებდა პარალელურ დათვლას საქართველოში განთავსებულ  277 უბნის  დათვლას კლასტრული დთვლის მეშვეობით.

    სულ დათვლის პროცესში დამუშავდა 201 364  ამომრჩევლის მონაცემი

    დათვლის შედეგები, რომლებიც ასახავდნენ საპრეზიდენტო კანდიდატების ელექტორალურ მხარდაჭერას შემდეგნაირად გადანაწილდა :

    48 სალომე ზურაბიშვილი- 43,42 %

    5. გრიგოლ ვაშაძე- 35 %

    2. დავით ბაქრაძე- 9.95%

    10. შალვა ნათელაშვილი-3, 64 %

    36. ზურაბ ჯაფარიძე- 1,72 %

    25. დაით უსუფაშვილი- 1, 51%

    კლასტერული შერჩევის ცდომილება არ აღემატება 0,5+ %

  • საქართველოს კარიტასმა ჟურნალისტებს ორგანიზაციის საქმიანობა და არსებული პრობლემები გააცნო

    საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ ჟურნალისტებისთვის ორდღიანი სემინარი მოაწყო და მედიის წარმომადგენლებს ორგანიზაციის  საქმიანობა, მიმდინარე პროექტების პრობლემები და ამოცანები გააცნო. შეხვედრას ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი ჟურნალისტებს საქველმოქმედო ორგანიზაციის ჯანდაცვის პროგრამის საქმიანობის შესახებ ესაუბრა.

    კარიტასის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია შინმოვლის განვითარება საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს შინმოვლის ინტეგრაციას ჯანდაცვის სისტემაში, საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობას, საკანონმდებლო ბაზის განვითარებას, ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას ჯანდაცვის და ზრუნვის სფეროში და ბენეფიციარების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. საგულისხმოა, რომ საქართველოში ექთნების დეფიციტია: ექიმების რაოდენობა ექთნებისას ორჯერ აღემატება, რაც არცთუ სახარბიელო მაჩვენებელია. კარიტასი სისტემატურად ატარებს ტრენინგებს ექთნებისთვის, ასევე ავადმყოფების მომვლელი პირებისთვის და შეასწავლის მათ შინმოვლის წესებს, რაც ამ პროცესს ორივე მხარისთვის გაცილებით მარტივსა და მოსახერხებელს ხდის.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს კარიტასის ინიციატივით, ექთნების საგანმანათლებლო პროგრამაში შინმოვლის სასწავლო მოდულიც შეიტანეს. 

     შინმოვლა სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურების   კომპლექსია, რომელიც მიეწოდება ბენეფიციარს  ბინაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. დასავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებით, შინმოვლა აღიარებულია ყველაზე ხარჯთეფექტურ  მომსახურებად.შინმოვლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის პირი,  რომელსაც ავადმყოფობის, ასაკის ან ტრავმის შედეგად შეზღუდული აქვს დამოუკიდებელი არსებობისა და საკუთარი თავის მოვლის უნარები.

    როგორც სემინარზე აღინიშნა, ბენეფიციარებს სამედიცინო და სოციალურის გარდა ხშირად სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებთ. არცთუ  ისე იშვიათია ძალადობის ფაქტებიც. საქართველოს კარიტასის ფსიქოლოგები აქტიურად მუშაობენ ბენეფიციარებთან და ამ მიმართულებით შესანიშნავ შედეგებსაც იღებენ.

    მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს შინმოვლის და სხვა სახის მომვლელების საქმიანობას, არ არსებობს შინმოვლის მომსახურების მიწოდების სტანდარტი, სამართლებრივი რეგულირების არარსებობის პირობებში კი არ არის დაცული პაციენტის უფლება მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო ან სხვა სახის მომსახურება. როგორც საქართველოს კარიტასში აცხადებენ, სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა შინმოვლის სერვისის სტანდარტის და სხვა მარეგულირებელი აქტების მიღება, მომვლელის კვალიფიკაციის შემოღება და მათი რეგისტრაცია/ლიცენზირება და მონიტორინგი. 

    2017           წელს ორგანიზაციამ შინმოვლის სერვისი 650-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დროს აღრიცხულია 185000 ადამიანი, რომლებსაც შეზღუდული აქვთ გადაადგილებისა და საკუთარი თავის მოვლის უნარები, თუმცა მხოლოდ მათ მცირე ნაწილს აქვს კვალიფიცირებული შინმოვლის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. ასეთ პროექტებს, უმთავრესად,  საზღვარგარეთის დონორები აფინანსებენ და მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტი იღებს მონაწილეობას მათ თანადაფინანსებაში. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ავადმყოფის მოსავლელად მისი ოჯახის წევრები ქირაობენ სრულიად შემთხვევით, შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე პირებს, რომლებიც სათანადო მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ. გაიოზ ყუბანეიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის N490 დადგენილებით, „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ მუნიციპალური შინმოვლის პროექტების შემუშავებაა გათვალისწინებული. კერძოდ, ამ დადგენილების 4.3.3 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ჯანდაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შინმოვლის საპილოტე პროგრამების შემუშავება დაევალათ.

    ვინაიდან ადგილობრივ თვითმმართველობებს არ აქვთ ამის გამოცდილება, საქართველოს კარიტასმა, ამ სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მოაწყო შეხვედრა  თბილისის, გორის, ქუთაისის და სხვა მუნიციპალიტეტების მონაწილეობით. მორიგი ასეთი შეხვედრა მიმდინარე წლის სექტემბერში ჩატარდება.  

    სემინარზე ახალი პროექტის - „მოსმენის ცენტრები და სიღარიბის შესწავლა“ წამოწყებაც დაანონსდა: სულ მალე შეიქმნება ცენტრები, რომლებშიც სოციალურ მუშაკებთან ერთად მოხალისეებიც იმუშავებენ, შედეგად კი შეიქმნება ერთიანი ბაზა, რომელშიც დაწვრილებითი ინფორმაცია მოგროვდება თითოეულ ბენეფიციარზე, მკაფიო საერთო სურათის შესაქმნელად და სიღარიბის დონის შესწავლის მიზნით.

    საქართველოს კარიტასის წარმომადგენლებმა სემინარის ფარგლებში ავადმყოფის მოვლის უნარ-ჩვევების დემონსტრირებაც მოაწყეს, მოხალისე ჟურნალისტებმა კი საკუთარი თავი ხან ავადმყოფის, ხან კი მომვლელის როლში გამოსცადეს.

    შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელზეც ხაზგასმით აღინიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია მასმედიის როლი მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხებში.

    სემინარზე განხილული საკითხებით ჟურნალისტების დაინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ საქართველოს კარიტასი მსგავს შეხვედრებს სისტემატურად მოაწყობს.

    საქართველოს კარიტასი არის წევრი საერთაშორისო ქსელისა, რომელიც მუშაობს მსოფლიოს 200 ქვეყანაში და 165 ორგანიზაციას აერთიანებს. საქართველოში კარიტასი 1994 წლიდან მოღვაწეობს. კარიტასი მიზნად ისახავს ადამიანის თავისუფლების, ღირსებისა და უფლებების დაცვას, ადამიანური რესურსების განვითარებას და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სამედიცინო და სოციალური დაცვა, ბავშვთა და ახალგაზრდების დაცვა და განვითარება,  დახმარება საგანგებო ვითარების დროს; და თემის განვითარება.

    სტატიის ავტორი: ეკა ჯიმშელაძე

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური