მინისტრმა ახალგაზრდა ძიუდოისტებს ისტორიული წარმატება მიულოცა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 25 ოქტომბერი 2019 08:41

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატიდან წარმატებით დაბრუნებულ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს სამინისტროში შეხვდა და ისტორიული გამარჯვება მიულოცა.

მაროკოს ქალაქ მარაკეშში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და მედლების რაოდენობით გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს. გუნდურ ტურნირში ჩვენი გუნდი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მოიპოვა და პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი ძიუდოისტი გახდა. მსოფლიო ჩემპონის ტიტულს ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ) და ლაშა ბექაური (-90 კგ) დაეფლნენ, ილია სულამანიძე (-100 კგ) ვერცხლის, ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

მინისტრთან შეხვედრას ახალგაზრდული ნაკრების წევრებთან და მწვრთნელებთან ერთად, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი დაესწრნენ.

შეხვედრაზე ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდნენ ვეტერანი ძიუდოისტებიც, რომლებმაც ასევე მარაკეშში გამართულ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეს წარმატება.

 

მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის
მარაკეში, მაროკო 

 

ოქრო - ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ)

ოქრო - ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ)

ოქრო - ლაშა ბექაური (-90 კგ)

ვერცხლი - ილია სულამანიძე (-100 კგ)

ბრინჯაო - ტატო გრიგალაშვილი (- 81 კგ)

ბრინჯაო - საქართველოს ნაკრები (გუნდური)

წაკითხულია 185 ჯერ

Related items

  • სპორტის მინისტრმა SOS ბავშვთა სოფლის ახალგაზრდებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა

    ტარიელ ხეჩიკაშვილი : „მსურს მოგილოცოთ დღევანდელი ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ. აქ, თქვენთან ნამდვილად საუკეთესო გარემო და პირობებია შექმნილი და დარწმუნებული ვარ, ყველას ვინც მობრძანდება, განსაკუთრებული შთაბეჭდილებები დაეუფლება. ნამდვილად დიდი სითბო და სიყვარული იგრძნობა მომსახურე პერსონალის მხრიდან, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. ისინი დღენიადაგ ზრუნავენ იმისათვის, რომ აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს საუკეთესო პირობები ჰქონდეთ და ამ მხრივ ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვპირდებით. 

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ლისის ტბის მახლობლად მდებარე თბილისის SOS ბავშვთა სოფელს ესტუმრა. მინისტრმა სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მათ სხვადასხვა სპორტული ინვენტარი - ფორმები, ბურთები, მაისურები, ჟურნალები, ასევე მაგიდის ჩოგბურთის ახალი მაგიდა გადასცა. 

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისის SOS ბავშვთა სოფელთან რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს. მემორანდუმის თანახმად, სამინისტრო ბავშვთა სოფლის ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებასა და მათ სპორტში ჩართულობაზე ზრუნავს. 

    დღეისათვის, ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებისათვის 4 სხვადასხვა სპორტული წრე ფუნქციონირებს. ფეხბურთის, რაგბის, ფარიკაობისა და ჭიდაობის სექციებში ჯამში 30-მდე ბავშვია ჩართული. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით,  თბილისის SOS ბავშვთა სოფელში სამომავლოდ კიდევ არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება, სოფელში დღეისათვის 57 ახალგაზრდა ცხოვრობს.სამინისტროს ჩართულობით, ჩვენ მაქსიმლუარად შევუწყობთ ხელს ახალგაზრდებს, რათა ისინი სპორტით დაინტერესდნენ და სხვადასხვა სპორტული სახეობებით დაკავდნენ. სპორტი საქართველოში ყველა სეგმენტისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და რა თქმა უნდა, ამ ბავშვებსაც აქვთ საშუალება იმისა, რომ წარმატებულები იყვნენ სპორტში.


    დღეს ჩვენ მცირეოდენი საჩუქრებით მოვედით, დავარიგეთ სპორტული ინვენტარი, ბურთები, მაისურები, ჟურნალები. ჩვენი მეგობრობა სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება და თითოეულ მათგანს დავეხმარებით, იმისათის რომ კიდევ უფრო მეტად დაკავდნენ სპორტით და იყვნენ წარმატებულები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

    ნიკოლოზ მიქელაძე  (ბავშვთა სოფლის თბილისის პროგრამის უფროსი პედაგოგი}: „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ და სამინისტრო არაერთი მიმართულებით გვეხმარება. ჩვენი ახალგაზრდები 4 სხვადასხვა სპორტულ წრეზე დადიან, ძირითადად ესაა ფეხბურთი და რაგბი, ასევე ფარიკაობა და ჭიდაობა. 

    მთლიანობაში 27 ბავშვია დაკავებული აქტიური სპორტით. საერთოდ, რა თქმა უნდა ყველა ქართველის გულისტკივილია ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების ხელშეწყობა. 

    სპორტის სამინისტროს  მხრიდან გაწეულმა დახმარებამ ძალიან შეუწყო ხელი ბავშვების სოციუმში ინტეგრაციას,  აიწია სხვადასხვა სფეროებში ახალგაზრდების მოტივაციამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბატონ ტარიელს."

  • სპორტის მინისტრი ძიუდოს მწვრთნელებს შეხვდა

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე სამინისტროში ძიუდოს მწვრთნელებს შეხვდნენ, რომლებმაც ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის სასწავლო კურსი გაიარეს და შესაბამისი სერთიფიკატებიც მიიღეს.

    შეხვედრას დაესწრო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. 24 ქართველმა სპეციალისტმა სწავლების 10 კვირიანი კურსი ონლაინ რეჟიმში გაირა.

    კიდევ 100 ქართველი მწვრთნელი ფინალურ გამოცდას ჩააბარებს 5-23 მარტს და მიიღებს  ბუდაპეშტის სპორტის აკადემიის და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სერთიფიკატებს.

  • სპორტის მინისტრი სფფ-ის პრეზიდენტი ბავშვთა საფეხბურთო სკოლას ესტუმრნენ

    25 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, დიღომში მდებარე ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „ოლიმპიკის" მოედნები დაათვალიერა. მინისტრსა და ფედერაციის პრეზიდენტს მასპინძლობა საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკის" დამფუძნებელმა კარლო მჭედლიძემ გაუწია.

    მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული საფეხბურთო კლუბის მიწის ნაკვეთი „ოლიმპიკს" კერძო საკუთრებაში ოფიციალურად დაუმტკიცდა. კლუბის ხელმძღვანელობას სამომავლოდ დაგეგმილი აქვს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება,  2000 მაყურებელზე გათვლილი ცენტრალური სტადიონის, ასევე ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნების  მოწყობა, ფეხბურთელებისათვის სასტუმროსა, სამედიცინო ცენტრის მშენებლობა.

    აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბ „ოლიმპიკში", რომელიც 1997 წლიდან ფუნქციონირებს, აღიზარდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები როგორებიც არიან -  გოგიტა გოგუა, ლევან მჭედლიძე, გიორგი მერებაშვილი, ირაკლი მოდებაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ბაჩანა ცხადაძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი და სხვები. 

    დღეისათვის, საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკში" სხვადასხვა ასაკის 200-მდე მოზარდი ვარჯიშობს. მიწის ნაკვეთის კერძო მფლობელობაში გადაცემის შემდეგ, ფეხბურთის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კლუბი სამომავლოდ კიდევ არაერთი საინტერესო პროექტის განხროციელებას გეგმავს.

  • სპორტის მინისტრის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში

    მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს ეწვია.

    მინისტრმა ასპინძის სარაგბო ბაზა მოინახულა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძესთან და ასპინძის გამგებელ ლევან ცაბაძესთან ერთად დაათვალიერა ბაზამდე მისასვლელი გზა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აგებს.  ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა ახლადდაფუძნებულ სარაგბო კლუბ „ტაოს" მოთამაშეებსა და მწვრთნელებს და მათ საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. ასპინძის სარაგბო ბაზაზე 300-მდე მოზარდი ვარჯიშობს.

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ასპინძაში ახლადგარემონტებული საჭიდაო დარბაზი მოინახულა, შეხვდა ძიუდოს კლუბ „შორეთის" წევრებს და მათ ძიუდოს კიმონოები, ქართული ჭიდაობის ჩოხები, სპორტული მაისურები და დარბაზში ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარი გადასცა, ახალციხეში კი მინისტრმა ძალოსნობის დარბაზი მოინახულა, სპორტსმენებს შეხვდა და მათ ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები მიულოცა.

  • სპორტის მინისტრი წარმატებულ სამბისტებს შეხვდა

    27 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი „ქართული სპორტის" მუზეუმში სამბისტთა ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. პრესკონფერენციას დაესწრნენ სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ჯონდო მუზაშვილი

    ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტებმა 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი გოგონებს შორის გახდა - ნინო ოძელაშვილი (72), რაც ქართული სამბოს ისტორიაში პირველად მოხდა.

    ვაჟებს შორის ჩემპიონის ტიტული ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), ნიკო კუციამ (82) და ბექა ბერძენიშვილმა (+100) დაისაკუთრეს. ვერცხლის მედლების მფლობელები მინდია ლილუაშვილი (68), პაატა ღვინიაშვილი (90), ირინა ლეონიძე (80) და ელენე ქებაძე (+80) გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს კი გივი ნადარეიშვილი (52), დავით ლორიაშვილი (100), სალომე აბაშიძე (56) და თეონა სუხიტაშვილი (68) დასჯერდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური