ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი „პეის ტერმინალის“ პროექტს ფოთში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019 16:23

ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი „პეის ტერმინალის“ პროექტს ფოთში, რომელიც თანადაფინანსებულია აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ (OPIC)

10 ოქტომბერი, 2019. ფოთი. ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ (Prime Concrete) ფოთის პორტში ახალ „პეის ტერმინალს“ (Pace Terminal) აშენებს, რომლის სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 20 მლნ აშშ დოლარს. პროექტის თანადამფინანსებელია აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC). სამშენებლო სამუშაოების დაწყების საზეიმო ცერემონია 2019 წლის 1 ოქტომბერს გაიმართა ქალაქ ფოთში, რომელსაც ესწრებოდნენ შემდეგი ოფიციალური პირები: საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, OPIC-ის მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი, შპს „პეის ტერმინალის“ დირექტორი დავით ნადირაშვილი და „პრაიმ ბეტონის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე სოკოლოვსკი. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის სხვა წარმომადგენლებიც, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები და უცხოელი სტუმრები.

ქართული კომპანიის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი ტერმინალის აშენება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას. „პრაიმ ბეტონმა“ შეძლო და წარმატებით გაიარა სატენდერო შერჩევის პროცესი მაღალი კონკურენციის პირობებში, რომელშიც ათობით საერთაშორისო კონტრაქტორი მონაწილეობდა. „პრაიმ ბეტონის“ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს მისი გამორჩეული შესაძლებლობები და კომპეტენცია, ექსპერტული ცოდნა და „ნოუ-ჰაუ“, და მისი ადგილობრივი გამოცდილება. „პრაიმ ბეტონს“ ასევე პარტნიორობას უწევენ ჰოლანდიური კომპანიები Royal HaskoningDHV და Vanthek, რომელთაგან პირველმა შექმნა ყველაზე ეფექტური დიზაინი ნავმისადგომისა და პირსის მშენებლობისათვის, ხოლო მეორე წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო კომპანიას ბურღვისა და ლითონის ნარანდის (შპუნტი) მოწყობის სფეროში.

„პრაიმ ბეტონი“ მყარი რეპუტაციის მქონე ქართული სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული მრავალი ფართომასშტაბიანი პროექტი, რამაც თავის მხრივ კომპანიას შესძინა განსაკუთრებული კომპეტენცია და ფასდაუდებელი გამოცდილება პორტის, წყალგაყვანილობის, გზებისა და სხვა საზოგადოებრივი თუ ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მოწყობის სფეროებში. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ისეთ საზღვაო პროექტებს, როგორიცაა მეშვიდე ნავმისადგომის რეაბილიტაცია და ფოთის სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა; ასევე, საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოებს, როგორიცაა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ანაკლიაში, ურეკში, ზუგდიდსა და გარდაბანში; თბილისის მეტროს ახალი და მეორე ხაზის გაგრძელება (უნივერსიტეტის სადგურამდე); და დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, სამეგრელოში რამოდენიმე გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

ტერმინალის პროექტზე საუბრისას ”პრაიმ ბეტონის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე სოკოლოვსკიმ ხაზი გაუსვა ქართული კომპანიის მიერ ტენდერის მოგების მნიშვნელობას: „ჩვენ ძალზე მოხარულები ვართ, რომ ვერთვებით ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის მშენებლობაში. ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ქართული კომპანია, EPC-ის კონტრაქტის ფარგლებში, იღებს სრულ პასუხისმგებლობას ასეთი კომპლექსური და ფართომასშტაბიანი პროექტის მშენებლობისა. ჩვენ ვიყენებთ ადგილობრივ შესაძლებლობებს, პროექტში ვდებთ ჩვენს მიერ ათეული წლობით დაგროვილ გამოცდილებასა და ცოდნას, ვქირაობთ მუშახელს და ვიყენებთ არსებულ სამშენებლო მასალას, რაც წარმოადგენს სარგებელს, როგორც ადგილობრივი საზოგადოებისათვის, ისე მთელი ქვეყნისათვის. ჩვენი ჰოლანდიელი პარტნიორების Royal HaskoningDHV-ისა and Vanthek-ის დახმარებით „პეის ჯგუფიდან“, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ახალი ტერმინალი აშენდეს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და გარემოს დამზოგავი მასალითა და ტექნოლოგიით და რომ საქართველოს ტრანზიტული შესაძლებლობები გადავიდეს კიდევ უფრო მაღალ დონეზე.“

ახალი ტერმინალი განთავსდება ფოთის ახალი პორტის ზონაში გამოყოფილ 25 ჰექტარზე, რომელიც წარმოადგენს ყოფილ გემთსაშენს. ნავმისადგომის ინფრასტრუქტურის სრული სიგრძე შეადგენს 650 მეტრს, ხოლო წყლის სიღრმე 12 მეტრს. ეს იქნება პირველი პორტი საქართველოში, რომელიც შეძლებს ღრმაწყლოვანი გემების მიღებას 2020 წლისათვის. ტერმინალის ტვირთბრუნვის საერთო მოცულობა განისაზღვრება 5 მილიონი ტონით. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც 50 მლნ დოლარს გამოყოფს OPIC, ხოლო დარჩენილ 43 მლნ დოლარს „პეის ჯგუფი“, წილობრივი მონაწილეობის სახით. ეს პროექტი წარმოადგენს OPIC-ის ყველაზე მსხვილ ჩართულობას საქართველოში. ტერმინალი გაზრდის ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ჰაბისა და როგორც  Belt and Road ინიციატივის განუყოფელი ნაწილისა. OPIC-ის გადაწყვეტილება დააფინანსოს ეს პროექტი ასევე წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების, მიერ ამ ტერმინალის მნიშვნელობის მხარდაჭერის გამოხატვას, როგორც საქართველოსათვის, ისე მთელი რეგიონისათვის.

წაკითხულია 114 ჯერ

Related items

  • საქართველოში 200 მილიონი დოლარის ღირებულების ცემენტის წარმოების პროექტი იწყება

    კომპანია Pioneer Cement წარმოადგენს ომანში მოქმედი Raysut Cement-ის საკუთრებას, რომელიც ომანის საფონდო ბირჟაზე (Muscat Securities Market) ლისტირებული კომპანიაადა მიზნად ისახავს კლინკერის ექსპონენციალურად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოში, რომლის დეფიციტიც ამჟამად შეადგენს 600 ათას ტონას.

    დუბაი/თბილისი/მუსკატი, 1ოქტომბერი, 2019წელი: კომპანია Pioneer Cement Industries, რომელიც დაფუძნებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და წარმოადგენს კომპანიის Raysut Cement Company SAOG (RCC) ნაწილს, ამჟამად აშენებს წელიწადში 1.2 მილიონი ტონა სიმძლავრის ინტეგრირებული ცემენტის ქარხანას საქართველოში.

    Pioneer Cement ფლობს კირქვის საბადოების დამუშავების ლიცენზიას საქართველოში, რაც ამ პროექტისათვის საჭირო ნედლი მასალის მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანიის განცხადების თანახმად, საქართველო Pioneer Cement-ს აძლევს შესაძლებლობას, ახლო აღმოსავლეთის ბაზრიდან გადაინაცვლოს ახალ ბაზარზე, რომელიც მზარდი ინფრასტრუქტურით ხასიათდება და განიცდის კლინკერისა და მაღალი ხარისხის ცემენტის დეფიციტს.   

    ცემენტის ქარხანა თბილისის ახლოს და კირქვის საბადოების მიმდებარედ აშენდება. პროექტის სესხებისა და წილების შეთანხმებები ამჟამად დასრულებულია და ქარხნის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2019 წლის მეოთხე კვარტლიდან.

    პროექტის ღირებულება შეფასებულია 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

    „ჩვენ დავიწყეთ გაფართოების საკმაოდ ამბიციური სტრატეგიის განხორციელება რეგიონში, განსაკუთრებული ფოკუსით აფრიკასა და მის მეზობელ ქვეყნებზე. ამ თვალსაზრისით, საქართველოში Pioneer Cement Georgia-ს პროექტის დაწყება წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ დივერსიფიკაციას“, - განაცხადა  RCC Group-ის გენერალურმა დირექტორმა ჯოუი გოუშმა.

    პროექტზე საუბრისას, Pioneer Cement-ის გენერალურმა დირექტორმა ბ.ს. რაჯანმა, აღნიშნა: "საქართველოს მიმართულებით გაფართოება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს Pioneer-ისა და მისი დედობილი კომპანიისათვის Raysut, რადგანაც ეს ნიშნავს განსხვავებული ბაზრის გახსნას ჩვენთვის და გულისხმობს როგორც ზრდის შესაძლებლობებს ასევე, ახალ გამოწვევებსაც. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს   ეტაპი სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებს და სრულყოფს ჩვენს სტრატეგიას რეგიონულ და გლობალურ ბაზრებზე და ჩამოყალიბდება როგორც განვითარების პარტნიორი ეკონომიკის კუთხით უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალზე.“

    Raysut-ის საქართველოს მიმართულებით გაფართოებასთან დაკავშირებით, კომპანიამ გააკეთა განცხადება მიწის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ. სერვისების შეთანხმება გაფორმდა კომპანიასთან Port of Duqm Company SAOC, რომელიც მიზნად ისახავს ახალი საფქვავი საწარმოს გახსნას ომანის სასულთნოში და გულისხმობს 30 მლნ დოლარის ინვესტიციას. აღნიშნული ქარხნის დაარსება წარმოადგენს ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე კომპანიის გაფართოების ამბიციური სტრატეგიის ნაწილს.

    მიმდინარე წელს, Raysut-სა და MSG Group-ს შორის აღმოსავლეთ აფრიკაში დაწყებული თანამშრომლობის შედეგად, შეიძინა ცემენტის ქარხანა Sohar Cement Factory LLC 60 მლნ დოლარად. კომპანია ასევე გეგმავს 40 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ცემენტის საფქვავი საწარმოს გახსნას ბერბერაში, სომალილენდში.

     ინფორმაცია რედაქტორებისათვის:

    Pioneer Cement Industries-ის შესახებ: 

    Pioneer Cement Industries დაარსდა 2004 წელს და წარმოადგენს ომანში მოქმედი Raysut Cement Company SAOG-ის ნაწილს. კომპანია ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ინტეგრირებული ცემენტის ქარახანას, რომლის საწარმოო სიმძლავრე შეადგენს 1.5 მლნ ტონა ცემენტს. ქარხანა მდებარეობს რას ალ-ხაიმაჰიდან ჩრდილოეთით 45 კილომეტრში და დაახლოებით ერთი საათის სავალზე დუბაიდან. კომპანია წარმოადგენს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს, რომელსაც საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გააქვს რეგიონის ბაზრებზე. ქარხანა აწარმოებს მაღალი ხარისხის ცემენტს, რომელიც შეესაბამება ბრიტანულ, ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს.

    Raysut Cement Company S.A.O.G-ის შესახებ:

    კომპანია Raysut, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს სალალაში(ომანი), ცემენტის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც კლინკერისა და ცემენტის წარმოების აქტივები აქვს ომანში, იემენსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. Raysut ფლობს 3.6 მლნ ტონა საწარმოო სიმძლავრის მქონე ინტეგრირებული ცემენტის წარმოებას სალალაში. Raysut Cement-ის ამჟამინდელი საწარმოო სიმძლავრე წლიურად 6.4 მლნ ტონას შეადგენს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ”ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი - 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტი" თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში, უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე, მიმდინარე წლის 16 ივლისს, ლიფტის დემონტაჟის დროს, 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

  • PSP-ს პარტნიორი ცნობილი კორეული კოსმეტიკური ბრენდი „მიზონი“ გახდა

    PSP პირველი სააფთიაქო ქსელია, რომელიც მომხმარებელს კორეული კოსმეტიკის ბრენდებს შესთავაზებს.  პირველ ეტაპზე PSP-ს სააფთიაქო ქსელში ცნობილი ბრენდი „მიზონი“ გამოჩნდება. “მიზონის“ ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიული, უსაფრთხო და ეფექტურია. ის განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და ტიპის კანისათვის. ბრენდი პოპულარული ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების ხარჯზე გახდა.

    ყველაზე მოთხოვნადი „მიზონის“ ლოკოკინის ხაზია. კოსმეტიკა, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული, კანს აახალგაზრდავებს და ტონუსს მატებს. ლოკოკინის მუცინი კანს ჯანმრთელ და ნათელ ფერს ანიჭებს და ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს. 

    „სამხრეთ კორეული კოსმეტიკა ბოლო პერიოდის მსოფლიო ტრენდია. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველ მომხმარებელს ამ ქვეყნის საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის ბრენდები შევთავაზოთ. PSP ლიდერი ფარმაცევტული კომპანიაა და სააფთიაქო ქსელებიდან პირველია, რომელიც მომხმარებელს კორეულ კოსმეტიკას შესთავაზებს,“ - აცხადებენ PSP-ში.

    „მიზონის“ ასორტიმენტი კრემებს, ნაჭრის ნიღბებს, აკნეს სამკურნალო საშუალებებს, შრატებს, კრემებს, პლასტირებს, სკრაბებს, თვალის ფირფიტებს და დასაბან ქაფებს აერთიანებს. გასულ წელს „მიზონი“ „ამაზონზე“ ყველაზე მოთხოვნად ლოკოკინის მუცინზე დამზადებულ პროდუქტად დასახელდა. 

  • ხუთმა კომპანიამ საქართველოდან საკუთარი პროდუქცია გამოფინა

    ხუთმა კომპანიამ საქართველოდან საკუთარი პროდუქცია გამოფინა და ახალი ბაიერები იპოვნა ლონდონის საკვები და სასმელი პროდუქციის გამოფენაზე 17-20 მარტს. ეს შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის საშუალებით „აღმოსავლეთ პარტნიორობა: „მზაობა ვაჭრობისთვის“.
    კომპანიებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის თხილი, წვენები და ჩაი.
    ქართულმა კომპანიებმა დაამყარეს 55-ზე მეტი ახალი ბიზნეს-კონტაქტი ფინეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის და აშშ-ს კომპანიებთან.
    კომპანიებმა გამართეს მოლაპარაკებები 30-ზე მეტ ბააიერთან, რის შედეგად 600,000 ევროს ღირებულების შეკვეთები მიიღეს.

  • თბილისში ფრანგული კომპანია “მექსელის“ პრეზენტაცია გაიმართა

    სასტუმრო რედისონ  ბლუ ივერიაში  19 მარტს 11:00 საათზე  გაიმართა  ფრანგული კომპანია “მექსელის“ პრეზენტაცია. ღონისძიებაზე  მოწვეული იყვნენ როგორც   სამთავრობო უწყების,  ასევე  უმსხვილესი ქართული კომპანიების წარმომადგენლები. პრეზენტაციას ესწრებოდა   საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებინი  ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება ბატონი პასკალ მენიე.

    ფრანგული  კომპანია „ მექსელმა“  საზოგადოებას  წარუდგინა  ეკოლოგიური ეფექტის გაუმჯობესებისათვის საჭირო პროდუქცია - საწვავის დანამატი. კერძოდ,  ბენზინის-MexMogas-EVO და  დიზელის- MexDiesel- EVO  დანამატები.  პროდუქცია   თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა  წარმოებული და უზრუნველყოფს საწვავის ხარისხის შენარჩუნებას,  წვის პროცესის გაუმჯობესებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  მისი გამოყენებით მცირდება  მავნე ნივთირებების გამოყოფა, მათ შორის CO2-ის.

    კომპანია „მექსელი’’ დაარსდა საფრანგეთში 1990 წელს, ფლობს ლაბორატორიას, საინჟინრო მოწყობილობებს  და გააჩნია  ISO-ს სერტიფიკატი (ISO 9001).

    2012 წლიდან კომპანიის საქმიანობა  კანომდებლობით არის რეგულირებული.

    ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ კომპანია „ექსპერტო კონსალტინგი“.

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური