საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის შეხვედრა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019 16:28

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე, ასევე სამმხრივ ფორმატში - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ დიპლომატთან სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებაც ისაუბრა.
შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი და საელჩოს წარმომადგენელი დაესწრო.

წაკითხულია 155 ჯერ

Related items

  • ბაგრამის ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის 5 სამხედრო

    ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

    ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.

    თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

    ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას თავდაცვის უწყება კვლავ გაავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

  • ლაშა დარსალია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    2019 წლის 27 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ლი იანთან.
    შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომლობის საკითხები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დადებითი ასპექტების მნიშვნელობას, რომელიც ჩინეთსა და საქართველოს გააჩნიათ მარავალხრივი ფორუმების ფარგლებში და სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქა.
    გარდა აღნიშნულისა, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთოებების გაღრმავებას და მნიშვნელოვან მიღწევებს.
    ქალბატონმა ლი იანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
    ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჩინეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.
    შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების იმედი როგორც საერთაშორისო და რეგიონულ, ასევე ორმხრივ დონზე.

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

    საქართველოს თავდაცვის ძალები მოიხმარს I კატეგორიის გაყინულ საქონლის ხორცს, როგორც განსაზღვრულია კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში, 2019 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად.
    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა მაკონტროლებელმა ორგანოებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი. შესაბამისად 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. ამასთან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას. საერთო ჯამში კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა.

    კონსოლიდირებული ტენდერი აღნიშნული პირობებით მოქმედებს 2019 წლის ბოლომდე. მომავალში თავდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქონლის ხორცით მომარაგების სტანდარტებს. 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის უმაღლესი კატეგორიის ხორცით კვება. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც კვებითი უზრუნველყოფის ხარისხის გაძლიერებასთან ერთად, უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.

    რაც შეეხება, ბოლო პერიოდში აღმოჩენილ ხარისხის პრობლემებს სამინისტრო ელოდება ექსპერტიზის პასუხს გადაგზავნილი პროდუქციის ნიმუშებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, სამინისტრო გამოიყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ ყველა უფლებას.

  • საფრანგეთის ელჩის შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან

    2019 წლის 14 ნოემბერს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბ-მა დიეგო კოლასმა საფრანგეთის რეზიდენციაში ძირითადი ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები მიიღო.

    ჟურნალისტებთან გამართული ეს პირველი შეხვედრა გახლდათ შესაძლებლობა, რომ მომხდარიყო აზრთა გაცვლა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და გამართულიყო მსჯელობა პრესის თავისუფლების, ამჟამინდელი მედია ლანდშაფტის შესახებ, ასევე მოსმენილიყო ამ დარგის პროფესიონალთა წუხილი.

    თავის წარდგენის შემდეგ, ბ-მა კოლასმა სტუმრებს საქართველოში მისი საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ამ პრიორიტეტებს შორისაა საქართველოს ევროპასთან კონკრეტული დაახლოების მხარდაჭერა, ასევე დემოკრატიული პრინციპების განვითარება, სახელდობრ ადამიანის უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლება და სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. პრიორიტეტები აგრეთვე მოიცავს ქვეყანაში ფრანგული ენის სწავლების გაძლიერებას, როგორც ევროპისკენ და საუნივერსიტეტო სწავლებისა და ხარისხიანი სამუშაო ადგილებისკენ გახსნილობას.

     https://bit.ly/355wWgt

  • თავდაცვის მინისტრის სიტყვით მიმართვა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-13 კონფერენციაზე

    "ჩემთვის დიდი პატივია თავდაცვის მინისტრის რანგში გიმასპინძლოთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენციაზე, რომლის ფარგლებშიც საშუალება მოგვეცემა განვიხილოთ ჩვენს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ღიად ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე. თქვენი ნებართვით, ჩემს სიტყვას ინგლისურ ენაზე განვაგრძობ.

    ნება მომეცით მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს აქტიური მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის. წლების მანძილზე საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარე რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხების განსახილველად მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.

    ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ მზარდ შესაძლებლობებთან ერთად დინამიურად და მრავალმხრივ იზრდება უსაფრთხოების გამოწვევებიც, რაც, მუდმივ ყურადღებასა და საპასუხო რეაგირებას მოითხოვს.

    ვაცნობიერებთ რა, მსოფლიო დინამიკაში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, პასუხისმგებლობით ვეკიდებით აღნიშნულ გამოწვევებს და ვმუშაობთ, რათა გავაღრმავოთ ცნობიერება ცვალებადი გლობალური გარემოს შესახებ, რომელიც თავისთავად მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებს.

    საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წელს სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე მსჯელობას დაეთმობა. ჩვენ გვსურს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ნატო-ს ვალდებულებებზე, გაამყაროს აღმოსავლეთ საზღვრები მისი წევრი ქვეყნების შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებით, ასევე, საქართველოს როლზე რეგიონული სტაბილურობის დაცვაში და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

    დარწმუნებული ვარ, რომ აქ გამართული დებატები და დისკუსიები განსაკუთრებით აქტუალური და გამორჩეული იქნება ხარისხითა და შედეგით, რადგანაც ვიმყოფებით იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, დესტრუქციული ქმედებები და დესტაბილიზაციის მცდელობები. ეს არის გეოსტრატეგიული რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის, რადგან:

    -         აქ ისტორიულად აღმოსავლეთი ესაზღვრება დასავლეთს;

    -         რეგიონი წარმოადგენს მთავარ გზაჯვარედინს განსხვავებული კულტურებისთვის და სხვადასხვა სავაჭრო მარშრუტებისთვის;

    -         შავი ზღვის რეგიონი წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის საგულისხმო და მზარდი მნიშვნელობის შემადგენელ ნაწილს;

    -         საქართველო, როგორც ამ სურათის განუყოფელი ნაწილი და აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, ვითარდება, ძლიერდება და ფოკუსირებულია მიზანზე, გახდეს უსაფრთხოების თანამეგობრობის წევრი.

    ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო მოწოდებულია კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსფორმაციის პროცესი, რათა ჩამოვაყალიბოთ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი თავდაცვის სისტემა, გავაძლიეროთ ოპერატიული შესაძლებლობები და მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ნატო-სთან, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი.

    ეს არც თუ ისე მარტივი პროცესია, თუ გავითვალისწინებთ უსაფრთხოების კუთხით არსებულ მზარდ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, სიამაყით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გავატარეთ წარმატებული რეფორმები დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ამავე დროს, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება.

    მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთობაშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს სიძლიერე მდგომარეობს აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებაში, თანამიმდევრულობასა და მდგრადობაში. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მომავალი თაობებისთვის ჩვენ შევქმნით უფრო სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს. დიალოგი, რომელიც მომდევნო ორი დღის განმავლობაში სესიების დროს და სესიების შემდეგ წარიმართება, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ერთიანი ხედვისა და ძალისხმევის განმტკიცებისთვის. კონფერენციის ფარგლებში, მივესალმები ახალი იდეების განხილვას.

    ზემოთხსენებულთან დაკავშირებით, ჩემი გამოსვლის დასასრულს, მსურს მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც კონფერენციის ორგანიზებისთვის აქტიური ღონისძიებები გაატარეს. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების სამეფო ინსტიტუტს, პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს საქართველოში მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. ჩვენთვის პატივია გიმასპინძლოთ საქართველოში და მოუთმენლად ველოდებით თანამშრომლობას მომავალში.
    საბოლოოდ, მსურს გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა მომხსენებლებისა და კონფერენციის დამსწრეთა მიმართ. მჯერა, რომ წლევანდელ კონფერენციაზე, მონაწილეები იმსჯელებენ მნიშვნელოვან საკითხებზე და შეიმუშავებენ ახალ მიდგომებს უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად.

    ნება მომეცით, ამით დავასრულო და სიტყვა გადავცე ჩვენს საპატიო სტუმრებს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს და ევროპაში შეერთებული შტატების არმიის მეთაურს გენერალ კრისტოფერ კავოლის, რომლებიც საქართველოს ურყევი მხარდამჭერები და ერთგული მეგობრები არიან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით".

     

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური