საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019 09:34

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი იმ აზერბაიჯანელ სტუდენტებს შევდა, რომლებიც საქართველოში სწავლობენ. შეხვედრას 50-მდე სტუდენტი ესწრებოდა. შეხვედრის მიზანი იყო იმ საკითხების მოსმენა და მოგვარება, რომლებიც აზერბაიჯანელ სტუდენტებს აწუხებთ.
ელჩის განცხადებით, საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხული ადგილობრივი აზერბაიჯანელი ახალგაზრდების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 

ფიდან ისმაილოვას თქმით, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, კარგი იქნება, თუ კომპანია "სოკარი" სტიპენდიებს დააწესებს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის.
ელჩმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ახალგაზრდების მიერ გაკეთებული საკითხები განიხილება და მათთან შეხვედრები გაგრძელდება.

წაკითხულია 350 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანი ახორციელებს მინიჭებულ უფლებას, დაიცვას თავი და მოიგერიოს აგრესია გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – აცხადებს აზერბაიჯანელი დიპლომატი

    მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებს, აჩვენონ მკაფიო პოზიცია მიმდინარე მოვლენებისადმი და აჩვენონ რეალური მხარდაჭერა საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, – ამის შესახებ დღეს, აზერბაიჯანის საელჩოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.

    ე. ბაირამოვმა ასევე დაამატა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა, მეზობელ ქვეყნებს მიმართავენ, აჩვენონ მკაფიო და ურყევი მიდგომა ამ სიტუაციისადმი და აჩვენონ რეალური მხარდაჭერა აზერბაიჯანის პოზიციისადმი საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ველოდებით, რომ ისინი დაგვანახებენ რეალურ პოლიტიკურ ნებას და არა მხოლოდ დიპლომატიურ ფორმულას”,- განაცხადა ე. ბაირამოვმა.

    როგორც საელჩოს მრჩეველმა აღნიშნა, აზერბაიჯანი და საქართველო, ასევე სხვა ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ საერთაშორისო პროექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა, როგორც ე. ბაირამოვი აცხადებს, საფრთხე ამ პროექტებს სომხური მხარის მხრიდან ემუქრება.

    „თქვენ იცით, რომ აგრესიას ახორციელებდა სომხური მხარე. რამდენიმე თვის წინ მათ აგრესია განახორციელეს ტოვუზის მიმართულებით. აზერბაიჯანი და საქართველო, ასევე სხვა ქვეყნები, მაგალითად თურქეთი და რეგიონის სხვა სახელმწიფოები, ყველაფერს აკეთებენ საერთაშორისო პროექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - დასძინა მან.

    მისივე თქმით, „შექმნილი სიტუაციის მთავარი მიზეზი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომხეთის საოკუპაციო ძალების ყოფნაა“.

    „ასე რომ, თუ ამ მთავარ პრობლემას გადავწყვეტთ, სომხეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დიალოგი, მოლაპარაკებები საერთაშორისო შუამავლების მედიატორებით“,- აღნიშნა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა.

    აზერბაიჯანელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან გუშინ დილით აზერბაიჯანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შესაბამისად, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

    ელდარ ბაირამოვმა ხაზი გაუსვა, რომ სომხთის მიერ დასახლებული პუნქტებისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შედეგად, დაიღუპა და დაიჭრა აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოსახლეობაა.

    "სომხეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეზე",- განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

    დიპლომატის თქმით, აზერბაიჯანმა არაერთხელ გააფრთხილა საერთაშორისო თანამეგობრობა სომხეთის მხრიდან ოკუპაციისთვის მზადების შესახებ.

    „სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ფრონტისპირა ხაზის გასწვრივ მდებარე, მჭიდროდ დასახლებული სამოქალაქო ზონებისა და ობიექტების მიმართულებით ცეცხლის გახსნა იყო წინასწარ განზრახული და გამიზნული. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის გარდაცვლილი და დაჭრილების შესახებ. ძლიერი ზიანი მიადგა ბევრ საცხოვრებელ სახლსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მაგალითად, 27 სექტემბერს საღამოს, 20:00 საათის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით ჰოსპიტალიზებულია 19 აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირი. 

    „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სომხეთის მიმდინარე სამხედრო აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ და მისი შეიარაღებული ძალების განთავსება აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება მნიშვნელოვან საფრთხედ რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ბაირამოვმა.

    დიპლომატის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მიმართავენ „საპასუხო ზომებს სომხეთის მორიგი სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

    აზერბაიჯანი ახორციელებს თავის უფლებას, დაიცვას თავი და მოიგერიოს აგრესია გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

    აზერბაიჯანელმა დიპლომატებმა მედიის წარმომადგენლებს ფოტო მასალები გადასცეს სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ. 

    ამასთან, ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ეხება სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციას.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • 30 წელი ბაქოს ტრაგედიიდან საქართველოშიც გაიხსენეს

    20 იანვარს 30 წელი შესრულდა ბაქოს ტრაგედიიდან, რომელიც "შავი იანვრის" სახელით არის ცნობილი. 

    30 წლის წინანდელი ბაქოში განვითარებული მოვლენები დღეს მარნეულშიც გაიხსენეს. ღონისძიება, რომელსაც საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციის წამომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს აზერბაიჯანელთა ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

    ღონისძიებაზე 20 იანვარის ტრაგედიის ამსახველი ვიდეოკოლაჟი უჩვენეს, მოგვიანებით კი ყვავილებით შეამკეს ბაქოს 20 იანვრისა და თბილისის 9 აპრილის მოვლენების მონაწილეს, ვაფადარ ემინოვის საფლავი, რომელიც მარნეულის რაიონში გარდაიცვალა. 

    30 წლის წინანდელი ტრაგედია დღეს ბაქოში გაიხსენეს.

    1990 წლის 20 იანვარს ბაქოში საბჭოთა არმიიამ მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მომიტინგეები დაარბია , რის შედეგადაც 131 ადამიანი დაიღუპა, 744 დაიჭრა და დაშავდა, 4 უგზო-უკვლოდ დაიკარგა და 400-ზე მეტი დააპატიმრეს. აზერბაიჯანში "შავ იანვარს" აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაბადების თარიღად მიიჩნევენ.

     

    წყარო: https://report.ge/society/30-tseli-bakos-tragediidan-sakartveloshits-gaikhsenes/?fbclid=IwAR2PsuXnMBXP6g1DV_hL3s305AHvMdBT081KfqR9VOFXvukCGsvqgNY-H5g

     

  • საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

    პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში 27 თებერვალს დაიწყება.
    ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა.
    პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება კულტურული ურთიერთობების განვითარებაც, რომლის საფუძველსაც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის, წლების განმავლობაში, ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები ქმნის.
    ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი შეხვედრის დეტალებს ჟურნალისტებს ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააცნობენ.
    ბაქოში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვთან და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან.
    ბაქოში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს და საქმიანი წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
    საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური