მთავრობა გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმას განიხილავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019 14:20

გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის შემდეგ თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი შეემატება და თითოეული მოქალაქისთვის კომფორტული სივრცე შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმა მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში,  სრულ აღდგენას მთლიანობაში ექვემდებარება 26  მისამართი, რომელთაგან  20 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რესტავრაციის სწორი მეთოდოლოგიით მიმდინარეობს და მის განხორციელებაში ჩართული არიან პროფესიული წრეების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას, რეაბილიტირებულ არეალში მუზეუმის/საგამოფენო სივრცის მოწყობას.

„თბილისის განვითარების ფონდი"  პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში" გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს 2019-2020 წლებში განახორციელებს და მისი ღირებულება 25 მილიონი ლარია.

წაკითხულია 238 ჯერ

Related items

  • სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესის გასაცნობად ვაზისუბანში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრი ზურაბ ალავიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გალაქტიონ ბუაძე, კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე  დავით ტაბიძე იმყოფებოდნენ.

    ვაზისუბნის რამდენიმე გზაზე მხოლოდ  ასფალტის ფრაგმენტები იყო შემორჩენილი და, ამიტომ, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ,   მოსახლეობა ასფალტო-ბეტონის გზით ისარგებლებს.

    პროექტი ითვალისწინებს სოფელ ვაზისუბანში, მთლიანობაში, 1.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, რომლის  სავალი ნაწილის მაქსიმალური სიგანე 6 მ-ს შეადგენს. ასევე გათვალისწინებულია ეზოში შესასვლელების და წყალამრიდი ლითონის მილების მოწყობა.

    პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 600 000 ლარს აჭარბებს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება, დასაქმებულია 25 ადგილობრივი მოსახლე. 

     

  • ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

    17 იანვარს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის, რომელიც 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

    კერძოდ, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ-იან ხულო-გოდერძის მონაკვეთს. პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს.

    ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ჰიშამ ალ ვაკაიანმა.

    პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხულო-გოდერძის საგზაო მონაკვეთის აღდგენა პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი გეგმის - სივრცითი დაგეგმარების მიმართულების ნაწილია, რომელიც კურორტ გოდერძიმდე მისასვლელი გზის აღდგენას ითვალისწინებს.

    აღნიშნული გზის აღდგენა პოტენციურ დამსვენებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას გოდერძის სამთო კურორტზე მისვლას მნიშვნელოვნად გაუიოლებს. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისასვლელი გზის მშენებლობა დიდ სტიმულს მისცემს ბიზნეს სექტორს, რათა მათ გოდერძის კურორტზე, განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად, ახალი ტურისტული ობიექტები, მათ შორის, სასტუმროები ააშენონ, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, რაც რეგიონში მნიშვნელოვან შემოსავალს მოიტანს.

    ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47 კილომეტრიანია. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება გზის 29 კილომეტრიან მონაკვეთს. მისი განხორციელების შედეგად აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება, მგზავრებს კი საშუალება ექნებათ გადაადგილდნენ უსაფრთხოდ და კომფორტულად.

    ხელშეკრულებას ხელმოწერას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.

     

     
  • მედიცინის ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაცია

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება.

    13 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე მიხეილ შენგელიას სახელობის მედიცინის ისტორიის მუზეუმს ეწვივნენ. შენობის სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და 2016 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

    პროექტის ფარგლებში, სრულად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მთლიანად გამოიცვალა სახურავი, გამაგრდა კონსტრუქციის თაღები და მოეწყო საცავი; ამ დროისათვის მიმდინარეობს შენობის ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები; (აღნიშნული სამუშაოები კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება).

    მედიცინის ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის კულტურის სამინისტრომ ორასი ათას ლარზე მეტი გამოყო.

  • ადიგენის სოფლები რაიონულ ცენტრს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის მლაშე-მოხე-დერცელის საავტომობილო გზის 11.3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გიორგი სეთურიძესთან ერთად დაათვალიერა.
    აღნიშნული გზა სოფლებს: მლაშეს, მოხეს, დერცელსა და ჭეჭლას რაიონულ ცენტრთან - ადიგენთან აკავშირებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის სავალ ნაწილს და სარეაბილიტაციო მონაკვეთზე არსებული ხიდს. ასევე, განხორციელდა წყალგამტარი მილების, გზის საყრდენი კედლების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნების, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. 
    პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 6 მილიონ 428 ათასი ლარი შეადგინა.

  • სამელიორაციოი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კახეთში
    კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ 2012 წლიდან ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რეგიონში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით წყალი მიეწოდება არამხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს, არამედ რეგიონში არსებულ თევზსაშენ მეურნეობებსაც. ტბორებისათვის წყლის მიწოდების მაჩვენებელ იყოველწლიურად იზრდება. 2013 წელს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ კახეთი სრეგიონში წყალი მიაწოდა 957 ჰექტარ ტბორს, დღეისათვის, კი, კომპანია 1 600 ჰექტარზე მეტ თევზსაშენ მეურნეობას ამარაგებ სწყლით.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური