ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 02 აგვისტო 2019 16:09

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს, მხარდაჭერა აღუთქვეს და წარმატებები უსურვეს.

პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული მაიორ ნიკოლოზ ვაშაყმაძის მეთაურობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მისიას 7 თვის განმავლობაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ქართული ასეული ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი. ქვედანაყოფი როტაციის წესით მესამე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა. ასეულმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა.

წაკითხულია 185 ჯერ

Related items

  • დაჭრილი ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითთა თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ
    ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ.
    ასპარეზობის მეცხრე დღეს ქართველმა ჯარისკაცებმა პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში უკვე 9 მედლის მოპოვება შეძლეს. ველოსპორტში ჯონი თოფურია ორი ოქროს მედლით, ხოლო გოგიტა ხოზრევანიძე და ალუდა სეთურიძე ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ. წარმატებით იასპარეზა რეზო გორგაძემ, რომელმაც ველოსპორტში ორი ბრინჯაოს მედალი, ხოლო მშვილდით სროლაში ერთი ვერცხლი მოიპოვა. მშვილდით სროლაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ალეკო გითოლენდიაც.
    პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე, საერთაშორისო თამაშები 24 - თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით იმართება. ტურნირში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროები სპორტის 8 სახეობაში ასპარეზობენ: მჯდომარე კალათბურთი, ცურვა, სროლა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა, ეტლით სირბილი, ველოსპორტი. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
    აღნიშულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.
    ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
    ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა, აშშ-ში „საზღვაო ქვეითთა“ თამაშებში შარშანაც იასპარეზეს და 20 მედლის მფლობელები გახდნენ.
  • არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება

    15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება. საღამო სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ 20:00 საათზე დაიწყება.

    არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

    ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, სპორტული ფედერაციები, სპორტისა და კულტურის მოღვაწეები.

    JAKO FM-ის შესახებ:

    JAKO FM საქართველოში პირველი და ერთადერთი რადიოა, რომელიც 13 წელია ერთგულად ემსახურება სპორტის სფეროს პოპულარიზაციის ღირსეულ მისიას. მაუწყებლობს 2006 წლის 15 იანვრიდან, FM 96.3 სიხშირეზე.

    რადიო არის მულტიმედია ჯგუფ 4U-ს წევრი, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, შოკოლადი და პორტალს 4U.ge.

  • ნიკა რურუა - დიდი მაშტაბის ქართველი ჯონ მაკკეინი

    საქართველომ დაკარგა დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი და პროგრესული სახელმწიფო მოღვაწე. საქართველომ დაკარგა უამრავი ღირსებით დახუნძლული პატრიოტი, თავმდაბალი, ჰუმანური, კეთილი და საოცარი პოზირტიური ადამიანი. ყველა გარემოების მიუხედავად, ერისთვის ყველა ურთულეს მომენტში, ნიკამ მტკიცედ იბრძოლა ყველგან სადაც ქვეყანას ჭირდებოდა. მისი განვლილი ცხოვრება სამაგალითო ისტორიაა მომავალი თაობებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე . ნიკა იყო საქართველოს რუსული იმპერიალიზმისგან განთავისუფლების ნათლად გამოკვეთილი ლიდერი. წარმოუდგენლად შეუპოვარი და არნახული სიმამაცით გამორჩეული მებრძოლი, რომელსაც უკვე დამახასიათებელი და შესაბამისი სახელიც აქვს: ნიკა რურუა - დიდი მაშტაბის ქართველი ჯონ მაკკეინი.

    ჩემო ძვირფასო მეგობარო,

    შენი გარდაცვალების ამბავი ყველასთვის მოულოდნელი და ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. თითქოს ეს სამწუხარო ფაქტი სიზმარია, მაგრამ ის ყველაფერი რასაც ეხლა განვიცდი მწარე რეალობაა.

    დღეს მე მხოლოდ ისღა დამრჩენია, რომ საქართველოს ჰიმნი ბოლო ხმაზე დავაგუგუნო და უკანასკნელად მოგმართო; თუ ამ ქვეყნის მომავალი ოდნავ მაინც გვადარდებს, შეუძლებელია შენი იდეების დავიწყება თავისუფალ სამყაროზე. ღირებულებები რომელიც შენ გაგაჩნდა იმსახურებს უდიდეს პატივისცემას. 

    მშვიდობით საქართველოს თავისუფლების არწივო.

    მშვიდობით რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის დაუმორჩილებელო რაინდო.

    ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი

    ილია ზუკაკიშვილი

    6 დეკემბერი, 2018 წელი

  • 68 ქართველი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ გახდა

    2018 წლის 9 ნოემბერს ახლად არჩეული „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდებიან. შეხვედრა თბილისში გაიმართება.

    2018 წლის სექტემბერში „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEA)“ ინიციატივის მესამე ნაკადის მონაწილეებად 68 ქართველი ახალგაზრდა შეირჩა. ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრისას ისინი ისაუბრებენ ჩატარებულ აქტივობებზე, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად განიხილავენ ახალგაზრდების წახალისების გზებს და წარადგენენ სამომავლო აქტივობების გეგმებს. „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“, რომელთაც საქართველოსა თუ საზღვარგარეთ უკვე მრავალ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოხალისეობრივ გამოცდილებას და სეტიფიკატებით დაჯილდოვდებიან მათი აქტიური როლის აღსანიშნავად.

    12-16 ნოემბრის კვირაში “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ საქართველოდან ესტუმრებიან „ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ისინი პრეზენტაციებს ჩაატარებებენ ევროკავშირისა და საერთო ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და თავიანთ თანატოლებს გააცნობენ ინფორმაციას ევროკავშირის შესაძლებლობებზე ქართველი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და მობილობის სფეროებში. ისინი ასევე დაგეგმავენ საერთო აქტივობებს მომავლისთვის.

     „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშომლობისა და მდგრადი კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წვერ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა). ინიციატივა ევროკავშირის შესახებ საერთო იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილებას ისახავს მიზნად. იგი უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს ხალხთაშორის კონტაქტებსა და დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სრულყოფილად აღქმასა და აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის მნიშვნელობის აღიარებას.

    დამატებითიინფორმაციისთვისიხილეთ:

    Young European Ambassadors Initiative

    ‘Young European Neighbours’ Network group on Facebook

    Young European Ambassadors in photos and videos

    Official Facebook Page of the European Union Delegation to Georgia

  • ქართველი ახალგაზრდა გაეროში სიტყვით გამოვიდა

    გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე საკომიტეტო სხდომაზე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, ლიკა ტორიკაშვილი, სიტყვით გამოვიდა. მან მსოფლიოს ახალგაზრდებს, გაერთიანებისკენ და მსოფლიოს გაუმჯობესებაში წვლილის შეტანისკენ მოუწოდა. ახალგაზრდობის წარმომადგენელმა ასევე ყურადღება გაამახვილა მშვიდობის მშენებლობის მნიშვნელობაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.

    ახალგაზრდობის წარმომადგენლის პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. ახალგაზრდობის წარმომადგენელი სხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად ახორციელებს ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და ინიციატივებს.

    საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური