ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 - შედეგები

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 31 ივლისი 2019 16:33
გთავაზობთ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს 
 
სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა. 
 
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). 
 
 
 
ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:
 
I ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
II ვარიანტი - 24 ქულა და მეტი;
III ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
IV ვარიანტი - 24 ქულა და მეტი.
 
გამოცდა ზოგიერთ საგანში რამდენიმე სესიად მიმდინარეობს, რაც განაპირობებს საგამოცდო ტესტების სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების აუცილებლობას. შესაძლოა, კონკრეტული საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტი სირთულის თვალსაზრისით მცირედით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, ამიტომ აბიტურიენტებისათვის თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად  გამოიყენება ქულების გათანაბრება (ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
 
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge

 

წაკითხულია 716 ჯერ

Related items

  • გამოქვეყნდა აბიტურიენტთა შედეგები გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში

    გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში აბიტურიენტთა შედეგები გამოქვეყნდა და დღეიდან აბიტურიენტებს შეუძლიათ გაეცნონ ქულებს მითითებულ საგნებში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    ცენტრის მონაცემებით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა ესტუმროს ვებ-გვერდს online.naec.ge, და შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი მონაცემები. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ გაეცნონ როგორც ქულებს, ასევე გადახედონ საკუთარ ნაშრომს.

    აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნების პროცესი გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმიდინარე წლის 6 ივლისს დაიწყო.

  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

    2020 წლის 2 მარტს საქართველოში დაიწყო მოსწავლეების რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

    მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე – online.naec.ge უნდა გაიარონ.

    ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

    რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია,  შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში, მონიშნოს სპეციალური პირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი, მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

    2020 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მონაწილეები „აბიტურიენტთა ცნობარში“ გაეცნობიან.

  • იბსუ-ის სტუდენტებმა Walmart Vs. Amazon – ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრში გაიმარჯვეს

    იბსუ-ის სტუდენტებმა Walmart Vs. Amazon – ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრში გაიმარჯვეს. გამარჯვებულებს დღეს იბსუს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და სტუდენტებს წარმატება მიულოცეს. საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის ინიციატივითა და ხუთი უმაღლესი სასწავლებლის თანაორგანიზებით 24 თებერვალს ტექნო პარკში ბიზნეს ქეისების შეჯიბრი გაიმართა. სტუდენტთა ხუთ გუნდს წინასწარ გადაეცა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ბიზნეს ქეისები. მსხვილი ორგანიზაციების ურთულესი, რეალური ამოცანების ანალიზისა და ამოხსნისთვის მათ ორკვირიანი ვადა ჰქონდათ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, (IBSU) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), კავკასიის უნივერსიტეტისა (CU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გუნდებმა საკუთარი ხედვა ჟიურის – ლიდერი კომპანიების ხელმძღვანელი პირების წინაშე წარადგინეს. რის შედეგადაც, იბსუ-ის სტუდენტებმა პირველი ადგილი დაიკავეს. მათ ფულადი ჯილდო ხვდათ წილად. ღონისძიებას კომპანიების ხელმძღვანელებისა და გულშემატკივრების გარდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბიზნეს ასოციაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

  • PSP ჯგუფმა 2018 წლის შედეგები შეაჯამა

    2018 წელი PSP ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წარმატებული იყო. ჯგუფში შემავალმა ყველა კომპანიამ ზრდას განაგრძო. განსაკუთრებული ზრდა ექსპორტის მიმართულებით აღინიშნა.  მხოლოდ გასულ წელს PSP ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტში 41 500 000 ლარი გადაიხადა. ძირითადად, ეს გადასახადები  საშემოსავლო გადასახადის სახით დაფიქსირდა. აღნიშნული თანხა ქვეყნის ბიუჯეტის  ჯამური საგადასახადო შემოსავლების 0.4%-ია.

    PSP ფარმაში 2018 წლის ბოლოს მმართველობითი ცვლილებები განხორციელდა. 2019 წლის დასაწყისიდან კომპანიის გენერალურ დირექტორად ვაჟა ოქრიაშვილი, ხოლო კომერციულ დირექტორად დავით მდივანი დაინიშნა. PSP ჯგუფის პრეზიდენტის პოსტი კი გოჩა გოგილაშვილმა დაიკავა.  

    PSP ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით ჯგუფში 5000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

  • გერმანია ზრდის ფინანსურ დახმარებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის

    გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

    მათი ცნობით, გერმანიის ელჩმა ნატო-ში ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500 000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა.

    „ამით გერმანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის მნიშვნელობას, რომლის დაფინანსებაც დამოკიდებულია ნატო-ს პარტნიორების მხრიდან ნებაყოფლობით გამოყოფილ გრანტებზე, რადგან ამისთვის ნატო-ში არ არსებობს სპეციალური საბიუჯეტო სახსრები. გერმანია როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალით მომავლშიც დაეხმარება საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

    ამასთან, როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500 000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის.

    „2014 წელს ნატო-ს უელსის სამიტზე გერმანიამ ნატო-ს სხვა პარტნიორებთან ერთად შექმნა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ნატო-სთან. გერმანიისთვის SNGP კვლავ რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად საქართველოს მდგრადი დახმარებისათვის მის მიერ დასახულ გზაზე.

    აქედან გამომდინარე გერმანიის ელჩმა ნატოში (ბრიუსელში), ბატონმა ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს SNGP-ის საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500.000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის თანხმობა განაცხადა.

    2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500.000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის. საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფინანსება ამ ახალი თანხებიდანაც განხორციელდება, რადგან მისი მხარდაჭერა პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აღნიშნულია  საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური