რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ იწყება

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019 13:40

25 ივლისს ბანკ „კრედოს“ ოფისში რეგიონული ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე,  პროექტ ,,ფუძეობის“ ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე და ბანკ ,,კრედოს'' წარმომადგენელი მეგი გურგენიძე უძღვებოდნენ.

„ფუძეობა“ რეგიონული ფოლკლორული ფესტივალია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონულ განვითარებას, ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის აღდგენას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას. ფესტივალის ფარგლებში თითოეულ რეგიონში ეწყობა საფესტივალო ქალაქი, სადაც მთელი რეგიონი, ყველა მისი მახასიათებლით ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. ტერიტორიაზე განთავსებულ რაიონულ ფაცხებში მოეწყობა რაიონის წარმომადგენლებისა და მათთვის დამახასიათებელი კულინარიის წარდგენა/დეგუსტაცია; გაიმართება სპორტული შეჯიბრებები სირბილში, მკლავჭიდსა და ჭიდაობაში; წარმოდგენილი იქნება რეგიონისთვის დამახასიათებელი აღდგენილი ქართული თამაშების ჩვენება/შესრულება (მაგ.: მშვილდოსნობა, სამჭიდი, ქვაჭილდაობა, შუბოსნობა);  მთელი ფესტივალის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი კუთხე. ასევე, მოეწყობა თეატრალური წარმოდგენები - ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების,  ბერიკების, მეზურნეების, მედუდუკეების, მედოლეების წარმოდგენები; რეგიონის მასშტაბით  ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; ფესტივალზე ასევე მოეწყობა სწრაფი კვების კუთხე.

ფესტივალის სლოგანია „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“. ფესტივალი საინტერესოა, როგორც უცხოელი, ასევე, ქართველი ტურისტებისთვის. მასში მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს, მათ შორის, როგორც რეგიონის ფოლკლორის წარმომადგენლები, ასევე პოპულარული ქართველი შემსრულებლები.

პროექტი ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, წარადგინონ საკუთარი ნაშრომი. ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე პრიზებით დაჯილდოვდებიან ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანები.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში ხორციელდება.  პროექტის მხარდამჭერია ბანკი „კრედო“.

ფესტივალის პროგრამა:

  1. 3 აგვისტო - სამცხე- ჯავახეთი - ბაკურიანი
  2. 27 აგვისტო - რაჭა-ლეჩხუმი - ამბროლაური
  3. 14 სექტემბერი - ქვემო ქართლი - ბოლნისი
  4. 28 სექტემბერი - აჭარა - შუახევი
  5. 14 ოქტომბერი - მცხეთა - მთიანეთი - მცხეთა
  6. 8 ნოემბერი - კახეთი - ყვარელი

დასკვით კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ - ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნატო გელაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, აჩიკო ნიჟარაძე, თეატრალური კვარტეტი, ქართული ხმების ტრიო, ფორტე, ანსამბლი შვიდკაცა, დათუნა სირბილაძე, ნათია პერანიძე, ანსამბლი ძირიანი, ქეთი გაბისიანი, ზუკა ხუციშვილი, ნონ სტოპი, ლელა წორწუმია.

წაკითხულია 109 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური