თბილისში სკოლამდელი განათლების საკითხებზე საერთაშორისო ფორუმი იმართება

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 24 ივლისი 2019 18:54

24–25 ივლისს თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, მუნიციპალიტეტების მერებთან და სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა ტარდება. ღონისძიების მთავარი თემაა „სკოლამდელი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის დონეზე“.

შეხვედრა ორგანიზებულია ორი პროექტის ფარგლებში – პოლონეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობის პროექტი „სკოლამდელი განათლების კადრების პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ (ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია „ედუკატორი“) და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანაგარიშვალდებულების გზით“, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“.

შეხვედრის  მიზანია, მონაწილეებს საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან – მერებს და სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელებს – გააცნოს ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებები, მუნიციპალიტეტების როლი და პასუხისმგებლობა სკოლამდელი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის კუთხით, იმსჯელოს სტანდარტების დანერგვის და მიღწევის გზებსა და საშუალებებზე, გააცნოს პოლონეთის რესპუბლიკის გამოცდილება და ხელი შეუწყოს ადგილობრივი ხელისუფლების სოციალური ანგარიშვალდებულების ამაღლებას სკოლამდელი განათლების სფეროში.

ფორუმის მონაწილეები განიხილავენ არსებულ გამოწვევებს, იმსჯელებენ სფეროში არსებულ სიახლეებზე, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, განსაზღვრავენ სკოლამდელი განათლების სფეროში წარმატებული პოლიტიკის შემუშავების და კადრების კვალიფიკაციის ამაღლების გზებს.

ღონისძიების მეორე დღეს, 25 ივლისს, მონაწილეები ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკასთან და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობასთან (რეფერირებასთან) დაკავშირებულ საკითხებს მიმოიხილავენ.  

 

წაკითხულია 139 ჯერ

Related items

  • ეკა ბესელია კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ ინ ჰვანს შეხვდა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ ინ ჰვანს შეხვდა.

    კიმ ინ ჰვანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს 2018 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ლტოლვილების პრობლემების თაობაზე მასშტაბური, საერთაშორისო ფორუმის გამართვის თაობაზე კორეის პარლამენტის თავმჯდომარის წინადადება გადასცა და ფორუმის ორგანიზებაში დახმარებისთვის მიმართა.

    ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებით რწმუნებულს აღნიშნული შემოთავაზებისთვის. 

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ის მოხარულია, რომ არჩევანი საქართველოზე შეჩერდა. ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კონსულტაციების გავლის შემდეგ ქართული მხარის გადაწყვეტილება უმოკლეს ვადებში ეცნობება კორეის საელჩოს. 

    მხარეებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო ფორუმის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრეს ორმხრივ ფორმატებში განხორციელებულ ვიზიტებზე და მათ მნიშვნელობაზე. 

    კიმ ინ ჰვანმა აღნიშნა, რომ კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისი ხელს შეუწყობს საქართველოსა და კორეის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
    როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მას ძალიან საინტერესო წინადადებით მიმართა. 

    ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, ძალიან საინტერესო წინადადებით. კიმ ინ ჰვანმა გაგვაცნო კორეის პარლამენტის თხოვნა. მათ ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე და ლტოლვილების პრობლემებზე ყოველწლიურად აქვთ საკმაოდ მასშტაბური საერთაშორისო ფორუმი. შემოთავაზებულია წინადადება, რომ 2018 წელს საქართველო იყოს მასპინძელი ასეთი საერთაშორისო ფორუმის, სადაც 50-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს თავისი საპარლამენტო ძალიან მაღალი წარმომადგენლობით. ეს არის კორეის პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა, რომელიც ელჩმა გადმოგვცა და მთხოვეს, რომ ამ კონფერენციის ორგანიზებაში დავეხმაროთ. ასეთი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება როგორც ევროპის, ასევე სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში და ამას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიმართ გაჩნდა ინტერესი, რომ 2018 წელს იყოს ასეთი მასშტაბური ფორუმის მასპინძელი ქვეყანა. ამ საკითხზე ჩვენ გვექნება კონსულტაციები და შემდეგ, ბუნებრივია, ვაცნობებთ საელჩოს გადაწყვეტილებასაც და სხვა საკითხებსაც, რომელიც ფორუმის ორგანიზებას უკავშირდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • ეკა ბესელია საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

    3-6 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილებას და მოხსენებით გამოვა. იგი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიღწევებსა და სიახლეებზე პრეზენტაციას წარადგენს. ღონისძიება ვესტმისტერის დემოკრატიული ფონდის მიერ არის ორგანიზებული.

    ადამიანის უფლებებისა და პარლამენტარიზმის საკითხებში ვესტმისტერის საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს საქართველოს, ხორვატიის, მაკედონიის და სხვა ქვეყნების პარლამენტების ადამიანის უფლებათა კომიტეტების საქმიანობა და წარუდგინეს კონკრეტული რეკომენდაციები.

    საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა წარმატებით შეასრულა ყველა ეს რეკომენდაცია და მას სხვა ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი მიღწევები აქვსსაქართველო შეაფასეს როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული რეკომენდაციები შეასრულა.

    საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თავისი მოხსენებით პოზიტიურ გამოცდილებას გაუზიარებს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, კერძოდ, ისაუბრებს თუ რა სიახლეები დანერგა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და როგორ შეძლო ეს. კომიტეტის მიერ დანერგილი ახალი ფორმატები კი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას გულისხმობს. 

    ვესმისტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებულ ღონისძიებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე და კომიტეტის წევრი მერაბ კაჭახიძეც დაესწრება.

  • ახალი სამწლიანი პროექტის "მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში" პრეზენტაცია

    თბილისში სასტუმრო "თბილისი მერიოტში", გაიმართა ახალი სამწლიანი პროექტის "მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში" პრეზენტაცია. მასში მონაწილეობდნენ ნილს სკოტი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში; იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში,არჩილ თალაკვაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საშა გრაუმანი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის მოადგილე, გიორგი ჭვინაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახური, ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი სამწლიანი პროექტი ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას და სამართლის სფეროს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას
    მართლმსაჯულების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში არის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაწყებული პროექტის ძირითად მიზანი. 
    პროექტი ‘მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში’ ხორციელდება ერთობლივად, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.
    აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო ინსიტიტუციების გაძლიერებას და სამართლის სფეროს წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას. კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარებისთვის გაეროს საქართველოსთან თანამშრომლობის გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 
    „უკვე არსებული მიღწევების გამოყენებით, მართლმსაჯულების სექტორი უფრო უნდა გაძლიერდეს, რომ საქართველოს მოსახლეობამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი სარგებელი მიიღოს აღნიშნული ძალისხმევით მიღწეული შედეგებისგან. ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას, რომ ყველა ადამიანისთვის გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების და სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობა, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და სამართლებრივი ინტერესები,“ განაცხადა შტეფან შტორკმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან. „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ინსტიტუციები ვალდებულებას იღებენ აქტიურად ჩაერთონ ამ პროექტში, რომელსაც ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი გუნდი,“ დასძინა მან.
    „მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები უდევს საფუძვლად ორ უმთავრეს საერთაშორისო შეთანხმებას, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ საქართველოს განვითარება მომდევნო წლებში: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და მდგრადი განვითარების მიზნები. გაერო მიესალმება საქართველოს მტკიცე ვალდებულებას, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების სისტემისკენ. ვამაყობთ, რომ ევროკავშირთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საქართველოს ხალხთან ერთად ვეხმარებით ქვეყანას ამ მიზნის მიღწევაში,“ აღნიშნა ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში.
    პროგრამის ფარგლებში გაძლიერდება იურიდული დახმარების სამსახური იმისთვის, რომ უფრო მეტ ხალხს შეეძლოს კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღება; გაიზრდება ამ სფეროს პროფესიონალთა დამოუკიდებლობის და ეფქეტიანობის ხარისხი, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების, ხარისხიან იურიდიულ დაცვას; ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფილი იქნება დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების, როგორიცაა არბიტრაჟი და მედიაცია, უფრო ფართოდ გამოყენება. 
    “შარშან მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი ქმნის ფართო სამართლებრივ ჩარჩოს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა შესაბამისობაში მოჰყავს საერთაშორისო სტანდარტებთან,” აღნიშნა საშა გრაუმანმა, იუნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში. „ევროკავშირის მხარდაჭერით დაწყებული პროექტი უზრუნველყოფს კოდექსის ძირითადი პრინციპების განხორციელებას პრაქტიკაში და ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვების ინტერესების გათვალისწინებას. ასევე არსებითია კოდექსის ძირითადი პრინციპების ერთნაირი გაგება, სამართლისა და სხვა სექტორების თანამშრომლობის გაღრმავება, მართლმსაჯულების სფეროს მუშაკების სპეციალიზაციის გაუმჯობესება და ხარისხის კონტორლისა და ბავშვის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება.“

    ასევე, დაგეგმილია სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის ეროვნული კანონმდებლობის გადასინჯვა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; მართლსმაჯულების სისტემაში მყოფი ბავშვების შესახებ სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნა; ბავშვის უფლებათა მონიტორინგის და ხარისხის უზრუნველყოფის უწყებრივი მექანიზმების გაძლიერება; მართლსმაჯულების სისტემაში ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა; სისხლის და სამოქალაქო სამართლის სისტემის სპეციალიზაცია და სპეციალიზებული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება; კანონთან კონფლიქტში მყოფი და დაზარალებული ან მოწმე ბავშვებისა და სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაში მონაწილე ბავშვების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ.

    სამ მილიონ ევროზე მეტი დაფინანსების მქონე სამწლიანი პროგრამა - „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ განხორციელდება 2016-2018 წლებში.

  • სკოლამდელი განათლების პროექტს იმერეთის რეგიონში გაეცნენ
    საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და გაეროს ბავშვთა ფონდის (უნისეფის) წარმომადგენელმა საქართველოში საშა გრაუმანმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის“ საჯარო პრეზენტაცია ამჯერად იმერეთის რეგიონისთვის სამტრედიაში გამართეს.

    პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები, მეთოდისტები და აღმზრდელ პედაგოგები ესწრებოდნენ.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური