საქართველო 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 16 ივლისი 2019 12:21

საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

ასპინძელი ქვეყნის გამოსავლენ კონკურსზე საქართველო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. აღნიშნული გადაწყეტილება დღეს მიუნხენში FIBA EUROPE -ის ბორდმა მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტი ბორდის წინაშე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი წარადგინა. მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობას FIBA EUROPE -2021 მასპინძლობის შესახებ. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.

წაკითხულია 345 ჯერ

Related items

  • საქართველო ელიტ-რაუნდშია!

    საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში მონტენეგრო 2:0 დაამარცხა და ელიტ-რაუნდის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა.

    გიორგი ნემსაძის გუნდმა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა. გოლებით ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩნენ.
    ტურის მეორე შეხვედრაში იტალიამ ლატვია 1:0 დაამარცხა და საქართველოსთან ერთად ჯგუფიდან გასვლა იტალიელებმაც ვადამდე გაინაღდეს.

    შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება. მატჩი 30 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

    საქართველო U17 - მონტენეგრო U17

    თბილისი, „მიხეილ მესხი“

    საქართველო U17: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი აზაროვი, კვარაცხელია, გულიაშვილი (73’ გაგუა), დავითაშვილი (80+3’ მოისწრაფიშვილი), აბზიანიძე (65’ ლორდქიფანიძე), მექვაბიშვილი, შალიკაშვილი

    სათადარიგო შემადგენლობა: კუტალაძე, ბაქრაძე, ჯანგველაძე, ლომთაძე, შვარცი

    მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

    მონტენეგრო U17: რადულოვიჩი, პუპოვიჩი, რადენოვიჩი, მილიკიჩი, ოსმანოვიჩი, პ. ვუკჩევიჩი, ბოჟოვიჩი (65’ მიკიჩი), დრინჩიჩი, ი. ვუკჩევიჩი (76’ შიმუნი), გასევიჩი (41’ მუზუროვიჩი), დინოსა

    სათადარიგო შემადგენლობა: ჟივანოვიჩი, მუდრეშა, კრივოკაპიჩი, ვუიანოვიჩი, დუბლიევიჩი

    მთავარი მწვრთნელი: ბორის მილიჩკოვიჩი

    მსაჯები: გლენ ნიბერგი (შვედეთი), ფრედერიკ კლივერი (შვედეთი), იაშარ აბასოვი (აზერბაიჯანი), რაჰიმ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

    გაფრთხილება: 2’ დავითაშვილი, 19’, 31’ ოსმანოვიჩი, 21’ მილიკიჩი, 27’ რადენოვიჩი, 62’ აბზიანიძე, 64’ ვუკჩევიჩი

    გაძევება: 31’ ოსმანოვიჩი

    გოლები: 1:0 დავითაშვილი (28), 2:0 კვარაცხელია (46)


    იტალია U17 - ლატვია U17 1:0 

    თბილისი, „დავით პეტრიაშვილი არენა“

    იტალია U17: რუსო, ბარაზეტა, ლეონე (70’ სანდრი), არმინი, სერპე, გიაბუა, ვერგანი, რიკარდი, ბუა (80+1’ პონსი), გრეკო, ფაგოლი (65’ კორტინოვისი)

    სათადარიგო შემადგენლობა: გელმი, მიკელოტი, გისლანდი, ტონინი, ივერუ, პეტრელი

    მთავარი მწვრთნელი: კარმინე ნუნძიატა

    ლატვია U17: დუბოდელოვსი, ტრუსკოვსკისი, ლიბეკსი, ოზოლინში, ვარსლავანსი, ვილერსი (80+1’ კარტიშოვსი), მაგრინსი, კალნინში (41’ კრიუკოვიჩსი), სიდოროვსი (64’ ვილიუმსონსი), ფედოროვიჩსი, კირკილსი

    სათადარიგო შემადგენლობა: სოროკინსი, გრიგორიევსი, ჟურავლიოვსი, ილჟინსი, ბამბალსი, სილვესტროვსი

    მთავარი მწვრთნელი: იგორს სტეპანოვსი

    მსაჯები: ერიკ ლამბრეხტსი (ბელგია), კარელ დე როკერი (ბელგია), ლევან ვარამიშვილი (საქართველო), გიორგი კიკაჩეიშვილი (საქართველო)

    გაფრთხილება: 52’ ლეონე, 73’ ლიბეკსი, 80+4’ ვერგანი

    გოლი: 1:0 ფაგოლი (19)

  • 18 წლამდე გოგონათა ნაკრების 2 მარცხი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში

    5 და 6 აგვისტოს კალათბურთსი საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 2 შეხვედრა გამართა და სამწუხაროდ, ორივეში დამარცხდა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ რუმინეთთან, შემდეგ კი ისრაელთან წააგო.

    რუმინელებთან ქართველებს შანსი არ ჰქონიათ. ჩვენმა გუნდმა შეხვედრა 47:122 წააგო. საქართველოს ნაკრებში 24 ქულით საუკეთესო იყო ვიქტორია გეგეშიძე. 12 ქულა მიითვალა ნატალია ოთხმეზურმა. რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, ქართველებმა შეხვედრა 39:77 დათმეს. 21 ქულით ბომბარდირი გახდა ნატალია ოთხმეზური. 7-7 ქულა ანა ქავთარაძემ და ვიქტორია გეგეშიძემ მიითვალეს.

    დღეს ტურნირზე დასვენებაა, ხოლო ხვალ, 8 აგვისტოს საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება. 

  • ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატმა უმაღლესი შეფასება მიიღო

    20 ივნისს სასტუმრო „ბილტმორში" საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თბილისში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი პრესკონფერენციაზე შეაჯამა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა მჭედლიძემ, გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ.ზაზა მჭედლიძემ აღნიშნა, რომ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციამ თბილისში ჩატარებულ ჩემპიონატს უმაღლესი შეფასება მიანიჭა. მისივე თქმით, მომავალში დაგეგმილია მსოფლიო ფარიკაობის კონგრესის ჩატარება ჩვენს დედაქალაქში.

    ფარიკაობის ნაკრების წევრებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ ფარიკაობას და წარმატებები უსურვა სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე.

    ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა. თეოდორა კახიანმა ქართული ფარიკაობის ისტორიაში საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ბაზაძე გახდა. ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი, რომელზეც დავით სახვაძე კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

  • ფაჩულიას 11 ქულა, 9 მოხსნა სან ანტონიოსთან

    ზაზა ფაჩულიამ „გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ითამაშა. ოკლენდური გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე პრინციპულ, დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში, ქართველმა ცენტრმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რითც დიდად დაეხმარა თავის გუნდს, რომელმაც 25-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა „სან ანტონიოს" და საბოლოოდ 113:111 იმარჯვა.

    ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და პლეი ოფის წინა მატჩებისგან განსხვავებით მოედანზე საკმაოდ ბევრი - 26 წუთი გაატარა. ზაზამ შეუცვლელად ითამაშა მე-3 მეოთხედი, როცა ოკლენდელებმა მატჩის გადასარჩენი რბოლა 25-ქულიანი ჩამორჩნიდან წამოიწყეს და ბოლო წამებზე წარმატებით დააგვირგვინეს.

    ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.
    ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა დ 3 პერსონალური ფოლი მიიღო, ამასთან, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 11 ქულით მეტი ჩააგდეს.

    ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და პლეი ოფის წინა მატჩებისგან განსხვავებით მოედანზე საკმაოდ ბევრი - 26 წუთი გაატარა. ზაზამ შეუცვლელად ითამაშა მე-3 მეოთხედი, როცა ოკლენდელებმა მატჩის გადასარჩენი რბოლა 25-ქულიანი ჩამორჩნიდან წამოიწყეს და ბოლო წამებზე წარმატებით დააგვირგვინეს.

    ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.
    ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა დ 3 პერსონალური ფოლი მიიღო, ამასთან, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 11 ქულით მეტი ჩააგდეს.

     

  • კალათბურთში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება იწყება

    2017 წლის ბოლოდან ფიბა სრულიად ცვლის საკონტინენტო და მსოფლიო ჩემპიონატების სისტემას. ცვლილება შეეხება როგორც ტურნირების გამართვის პერიოდულობას, ასევე მასში მოხვედრის სისტემას. 

    სწორედ ახალ სისტემაზე გადასვლას უკავშირდებოდა ის სამუშაო კონფერენცია, რომელიც ფიბა-მ გერმანიის ქალაქ მიუნხენში თავისი წევრი ქვეყნებისთვის ჩაატარა და რომელსაც საქართველოს დელეგაციაც დაესწრო. კონფერენციაზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის თანაშემწე გიორგი გაჩეჩილაძე და სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძე იმყოფებოდნენ.

    „კალათბურთი ბრუნდება სახლში" - ესაა ლოზუნგი იმ ახალი სისტემისა, რომელიც 2017 წლის ნოემბრიდან ამოქმედდება. მთავარი პრინციპი გახლავთ ის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ცალკე შესარჩევი ტურნირი გაიმართება. აქამდე მსოფლიოს პირველობაზე გუნდები კონტინენტურ ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგებით ხვდებოდნენ. საქართველო, ან ნებისმიერი ევროპული ნაკრები მუნდიალზე რომ გასულიყო, ევრობასკეტზე საუკეთესოთა შორის უნდა მოხვედრილიყო.

    ცვლილების შედეგად, ევროპის ჩემპიონატი, მსოფიოს ჩემპიონატის მსგავსად, 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება. 2017 წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით 2-წლიანი ინტერვალის ბოლო ევრობასკეტი ჩატარდება, რის შემდეგაც, ნოემბერში სტარტს აიღებს მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ტურნირი. ეროვნულ ნაკრებებს საშინაო თამაშების გამართვა მოუწევთ ფიბა-ს მიერ შემოდგომასა და გაზაფხულზე სპეციალურად დაწესებული ფანჯრების პერიოდში. ამ სისტემას ახლავს ბევრი დეტალი და ნიუანსი, რომელსაც მიუნხენში გამართული კონფერენცია მიეძღვნა.

    მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის კენჭისყრა მიმდინარე წლის 7 მაისს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გაიმართება. საკვალიფიკაციო მატჩები ორ ეტაპად ჩატარდება. შესარჩევის პირველ სტადიაზე ევროპის 32 ნაკრები ითამაშებს.  ევროპიდან მსოფლიოს 2019 წლის მუნდიალზე 12 ქვეყანა იასპარეზებს. 2019 წლის პლანეტის ჩემპიონატს ჩინეთის ქალაქები შანხაი, ვუჰანი, გუანჯოუ, ნანკინი და პეკინი უმასპინძლებენ.

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური