დონალდ ტუსკი საქართველოშია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019 10:21

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვია. ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დელეგაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში სტუმრობს, რომელიც წელს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლის იუბილეს ეძღვნება.
 
დონალდ ტუსკი კონფერენციის მონაწილეებს გახსნის დღეს, 11 ივლისს მიმართავს.
 
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალი საბანაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
 
ქ. ბათუმს, საერთაშორისო კონფერეციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობის მისაღებად უკვე ეწვივნენ ჩეხეთის, შვედეთის, პოლონეთის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
 
ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ათწლეულის განმავლობაში მიღწეული შედეგები და თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯები.
 

წაკითხულია 179 ჯერ

Related items

  • ემანუელ მაკრონი და დონალდ ტუსკი მთავარ ამოცანად ევროკავშირის გაძლიერებას მიიჩნევენ

    საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი მთავარ ამოცანად ევროკავშირის გაძლიერებას მიიჩნევენ. აღნიშნულის შესახებ მხარეებმა ელისეს სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

    „ბერლინში ჩემი ვიზიტის დროს მოლაპარაკებები გავმართე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და მას განვუცხადე ჩემი განზრახვის შესახებ, რომ ევროკავშირი უფრო უნდა იცავდეს თავისი წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, ნაკლებად ბიუროკრატიული იყოს და უფრო მარტივ პროცედურულ მექანიზმებს ფლობდეს. ასევე მიზანი მაქვს ევროზონის უფრო მეტ ინტეგრაციას მივაღწიოთ და გავატაროთ პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

    ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ „საჭიროა უფრო ამბიციური გეგმის შემუშავება ევროკავშირის საბჭოს საგარეო პოლიტიკის რეფორმებთან დაკავშირებით“. 

    საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, „ევროკავშირის საბჭოს როლი გადამწყვეტია ისეთ საკითხებში როგორიც არის: კლიმატი, საერთშორისო ვაჭრობა, საგარეო პოლიტიკა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხები“. 

    „ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის პროექტს, შესძლებლობას ვიმუშავო ევროკავშირის ინსტიტუტებთან. მე დონალდ ტუსკის და მისი ლიდერობის დიდი იმედი მაქვს, რათა უფრო წინ წავიდეთ ევროკავშირის გარდაქმნის კუთხით“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. 

    თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „ევროპას სჭირდება ემანუელ მაკრონის ენერგია, წარმოსახვა და გამბედაობა“.

    „როდესაც მე ვამბობ ევროპა, ვგულისხმობ არა ევროკავშირის ინსტიტუტებს, არამედ მილიონობით ევროპელს, რომელიც თქვენს გამარჯვებას იმედის ნიშნად აღიქვამს. მაგრამ ეს ასევე ევროკავშირისთვისაც არის იმედის ნიშანი“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა. 

    „დღევანდელ მოლაპარაკებებზე ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის მომავლის საკითხი, მაგრამ არ გვისაუბრია „ბრექსითის“ პროცესზე“, - დასძინა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ. 

  • დონალდ ტუსკი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს
    დონალდ ტუსკი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს, მიუხედავად პოლონეთის პრემიერის წინააღმდეგობისა, რომელიც ტუსკის კონკურენტთა ბანაკიდანაა. ევროკავშირის სამიტმა გვერდი ვერ აუარა საფრანგეთის წინა საარჩევნო პროცესებსაც, სადაც ულტრა მემარჯვენე მარი ლეპენი ლიდერობს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპელ პოლიტიკოსებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, ეროვნული ფრონტის გასანეიტრალებლად.
  • დონალტ ტუსკი twitter-ზე ქართულენოვან განცხადებას ავრცელებს

    გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა Twitter-ზე განცხადება ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. "ევროკავშირი და საქართველო - ნამდვილი პარტნიორები," – წერს დონალდ ტუსკი და შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას თავის გვერდზე ავრცელებს.

    განცხადებაში ევროსაბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლასთან ერთად ევროკავშირს და საქართველოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალება მიეცემათ, რაც პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს.

    დონალდ ტუსკმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 

  • „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობა აუცილებელია"

    ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობა აუცილებელია. ამის შესახებ ტუსკმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა და დასძინა, რომ რუსეთი სირიაში არა სირიის ოპოზიციაზე , არამედ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების პოზიციებზე უნდა კონცენტრირდეს.

    „ ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო მიზანი. ამ სფეროში კი აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, მხოლოდ თანამშრომლობა საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რუსეთის ქმედებები სირიაში უმეტესწილად "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული” - აღნიშნა ტუსკმა.

  • პრემიერ-მინისტრი მიღებაზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსისა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური